აბუტილონის მოვლის საიდუმლო

ეს მცენარე, რომლის ქართული სახელია შვია, საკმაოდ ცნობილი და გავრცელებული ოთახის მცენარეა, მისი ფოთოლი ნეკერჩხლისას ჰგავს, ამიტომ კიდევ ერთი სახელი აქვს - ოთახის ნეკერჩხალი. მისი ყვავილი კი იაპონურ მანათობელ ფანარს ჰგავს და ამის წყალობით ზოგ ქვეყანაში ასეც ეძახიან. მცენარე ადვილი გასაზრდელია, უპრეტენზიო, უხვად მოყვავილე. ყვავილის ფერი სხვადასხვაა თეთრიდან დაწყებული მუქ წითლამდე. განსხვავებულია მისი ფორმაც - ზანზალაკისებური, მარტივი ან ხუჭუჭა.ასევე სახეობის მიხედვით ფოთოლიც სხვადასხვანაირია - ნეკერჩხლის მსგავსი განიერი თეთრი არშიით, მარმარილოსებრი ნახატით, მაგრამ უმეტესად მწვანეა. მისი გაზრდითვის არაა საჭირო განსაკუთრებული ცოდნა და დამწყებ მოყვარულსაც შეუძლია.

მცენარე სინათლისმოყვარულია. მაგრამ მზის პირდაპირი სხივები არ მოსწონს - ნაზ ფოთლებს უწვავს. ნახევრადჩრდილში ყვავილობაც ნაკლებია, ტოტები კი გაწელილი და სუსტია. თუ იგი დიდხანს დგას ჩრდილში, საერთოდ არადეკორატიული ხდება. ზაფხულში შეიძლება მისი აივანზე გატანაც, მაგრამ უნდა მოარიდოთ ორპირ ქარს 

რწყავენ, როდესაც მიწა მოუშრება, იგი ვერ იტანს უწყლობას, სწრაფად რეაგირებს - ფოთლები ურბილდება და ჩამოეკიდება გრძელ ყუნწზე. არც ზედმეტი მორწყვა მოსწონს. - ასე ფოთლები სცვივა ხოლმე. ამიტომ ზაფხულში ყოველდღე უნდა მოირწყას. ზამთარში შედარებით იშვიათად. ირწყვება ნადგამი თბილი წყლით. 10დღეში ერთხელ კი წყალს ურევენ სასუქს.

იგი სწრაფად იზრდება და წელიწადში 2ჯერაც კი სჭირდება გადარგვა, მიწა უნდა შედგებოდეს ტორფის, პერლიტის, ფოთლოვანი მიწის ნარევისგან 3:2:5 თანაფარდობით. გადარგულ მცენარეს კარგად რწყავენ ზედმეტ წყალს სადგამიდან ღვრიან და ქოთანს რამდენიმე დღე  დებენ მზის პირდაპირი სხივებიდან შორს. 

გასხვლა - კომპაქტური ფორმის მისაცემად ზამთრის ბოლოს ტოტებს უმოკლებენ 2/3 ზე. ასე იგი დაიტოტება და ყვავილობაც უხვი ექნება. ტოტები კი შეიძლება ჩააწყოთ  ანადუღარ წყალში ნახშირის დამატებით ან ჩარგათ ფხვიერ სუბსტრატში, დააფაროთ გამჭირვალე პაკეტი და ასე დააფესვიანოთ.  დაფესვიანებული  პატარა მცენარე 2-3 თვის მერე უკვე ყვავილობს კიდეც.

გამრავლება - კარგ პირობებში იგი მთელი წელი ყვავილობს. შესაძლებელია სხვადასხვა ჯიშის   გადამტვერვა. ასე მიიღებთ თესლს, რომელიც საკმაოდ კარგად ამოდის. ანუ  მცენარე ადვილად მრავლდება თესლითაც. დათესვა შეიძლება მთელი წლის განმავლობაში. დათესვამდე ალბობენ 2 სთ ზრდის სტიმულატორში. დათესილ კონტეინერს ასათბურებენ. ამოდის ერთ კვირაში. მერე პაკეტს ხსნიან და კონტეინერს უფრო ნათელ ადგილზე დებენ. 

პრობლემები ექმნება არასწორი მოვლისას - ორპირი,მიწის სიმშრალე ან ზედმეტი ტენი იწვევს ფოთლების ცვენას:

ჰაერის ზედმეტი სიმშრალე ფოთლების წვერების ხმობას:

ფერმკრთალი ფოთლები და აწოწილი ღერო სინათლის ნაკლებობის ბრალია:

მიწაში საკვების კლებისას ფოთლებს ლაქები უჩნდება:

ზედმეტი განათება კი ფოთლების დახვევას და წვეროს გახმობას იწვევს.

ზოგჯერ მას მავნე მწერები ესევა, უმეტესად ფრთათეთრა, ცრუფარიანა, ფარიანა, ბუგრი, მათ წინააღმდეგ იყენებენ სისტემური ქმედების პრეპარატებს - ინსექტიციდებს. ჩვენი ჯგუფი ფეიზბუქში, შემოგვიერთდით https://www.facebook.com/groups/yvavilebi/
 

04 June 0 2 514
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно