უპრეტენზიო და ერთგული ბილბერგია

ბრომელიების ოჯახს ადვილად საცნობი მცენარეები ეკუთვნის, უმეტესობა ორიგინალური და ექსტრავაგანტური ოთახის მცენარეებია. მათ ძლიერი, უხეში ფოთლები, უცნაური ყვავილედები აქვთ. მაგრამ იმას,რომ ამ ჯგუფს ეკუთვნის შედარებით თითქოს არაფრით გამორჩეული და მორცხვი ბილბერგიაც, ვერც წარმოიდგენთ. იგი უფრო მარცვლეულ კულტურას ჰგავს, მაგრამ მასაც აქვს თავისი პლიუსები. მცენარე ადვილად თავსდება ნებისმიერ ინტერიერში და სავსებით სამართლიანად იმსახურებს უპრეტენზიო მცენარის სახელს.

მცენარე მრავალწლიანი ბალახოვანი ეპიფიტურად მზარდია, და იმას, რომ ისიც მიეკუთვნება ბრომელიებს, მხოლოდ დაკვირვებული დათვალიერებით მიხვდებით - მისი ფოთლების ტექსტურის და მათი  ძაბრისებრი როზეტის არსებობით. 

ბილბერგიას ფოთლები მარცვლეული ან ბოლქვიანი მცენარეების მსგავსი აქვს - წვრილი, გრძელი,  წაწვეტებული ბოლოთი. ფოთოლი დაფარულია ქერცლებით, კიდეებზე ეკლები აქვს, თავად  კი ხორციანი და უხეშია. გვხვდება როგორც მწვანე, ასევე ჭრელფოთლიანი ბილბერგიები. ფოთლები ძირში ქმნიან ძაბრისებრ როზეტს, რაშიც გროვდება ტენი.

სიმაღლეში მაქსიმუმი 50სმ ია, მაგრამ განში სწრაფად იზრდება და შედარებით დიდი ბუჩქი ჩანს. დედა მცენარე ივითარებს დიდი ოდენობით შვილეულ ნაზარდს. ქმნის მჭიდრო ბუჩქს და თანდათან ავსებს მთელ კონტეინერს ან ქოთანს. პატარები მესამე წელს იყვავილებენ. დედა როზეტი ყვავილობის მერე კვდება და ახალი შვილეული როზეტები ენაცვლება, მას აშორებენ ხელით და ადგილს უთავისუფლებენ ახალ მცენარეებს.

მისი ყვავილედი ერთი შეხედვით არც ისე მიმზიდველია, მაგრამ თავდახრილ თავთავებს, რომლებიც ნაპირზე მტრედიფერ-ცისფერი დაჰკრავს, შიგნით კი ჭრელი - ყვითელ-მწვანე - ვარდისფერია, საკმაოდ ორიგინალურ იერს სძენს მკვეთრად ვარდისფერ-ფუქსიისფერი თანაყვავილი. ყვავილედში ყვავილები სპირალურადაა განლაგებული. ყვავილობა გრძელდება მთელი ცივი სეზონი - ოქტომბრიდან იანვრის ბოლომდე, ამიტომ მთავარ აქცენტს ქმნის ზამთარში ინტერიერში და ყურადღებას იქცვს მისი ორიგინალურობით.

ეს მცენარე დადებითად რეაგირებს სულ მცირე ყურადღებაზეც, პატიობს შეცდომებსაც მოვლაში. საკმაოდ გამძლეა და არ სჭირდება რაიმე განსაკუთრებული მოვლა.იგი გამოადგება დამწყებ მოყვარულებს და იმათაც, ვინც ძლიერ დაკავებული სამუშაო რეჟიმის გამო დიდ ყურადღებას ვერ უთმობს მცენარეებს

ბილბერგია უცებ ეგუება ახალ პირობებს. მისი მთავარი დადებითი თვისება - ცხოვრობს  არასაკმარის განათებულ ადგილზე და ოთახის სიღრმეშიც მშვენივრად გრძნობს თავს, თუმცა არც მზიან რაფაზე ამბობს უარს.

უპრეტენზიოა იგი ნიადაგის  და ტემპერატურის მიმართაც. კომფორტულადაა ოთახში, სადაც ტემპერატურა არ ჩადის 12 გრ ზე დაბლა, მისი ყვავილობის სტიმულირებისთვის შეიძლება ჩვეული ტემპერატურის კიდევ 2- 3 გრ ით დაწევა.

თბილ სეზონზე შესაძლებელია მისი გატანა აივანზე მას მერე, რაც ყინვები მოსალოდნელი აღარ იქნება. ასე უფრო მეტად გაიზრდება  და ეს კარგი წინაპირობაა მომდევნო ყვავილობისთვის. მხოლოდ ქოთანი უნდა იდგას ძლიერი ქარის და წვიმისგან დაცულ ადგილზე. 

იმისთვის, რომ მცენარე საინტერესო აქცენტი გახდეს საშემოდგომო და ზამთრის ინტერიერში, სჭირდება მორწყვის სტაბილური რეჟიმი. მას ზომიერი მორწყვა უნდა, წყლის ფესვებში დაგროვების გარეშე და ზედა ფენის შეშრობა მორწყვებს შორის. შეიძლება მის როზეტებშიც ჩაასხათ წყალი სხვა ბრომელიების მსგავსად, თუმცა ასეთი პროცედურა მაინც სარისკოა - საჭირო ხდება წყლის დონის კონტროლი როზეტებში, იქ წყალი არ უნდა გამოილიოს. ასე არ შეიძლება მისი მორწყვა , თუ მცენარე ცივ ოთახში დგას, არც ყვავილობის მერე და არც მოსვენების ეტაპზე არ რწყავენ ასე. ამიტომ უმეტესად ისევ  კლასიკური მეთოდით  სჯობს მისი მორწყვა, ძირს გამოსულ წყალს კი სადგამიდან ღვრიან.

ზამთარში მორწყვას არეგულირებენ სინათლის დღის  და ტემპერატურის შემცირების მიხედვით - მორწყვა იშვიათად და ცოტა წყლით სჭირდება - საკმარისია კვირაში ერთხელ. იგი დადებითად  რეაგირებს დანამვაზე - ზაფხულში დღეში რამდენჯერმეც კი სჭირდება  ზოგჯერ, როცა 23 გრ ს გადააჭარბებს ტემპერატურა. ყვავილობისას არ ნამავენ. წყალი უნდა იყოს რბილი და ოთახის ტემპერატურის

კვება სჭირდება აქტიური ზრდის დასაწყისში. მას გამოხატული მოსვენების პერიოდი აქვს, თუმცა სტაბილური პირობები მაინც სჭირდება, ამიტომ მას ზამთარშიც კვებავენ. თუმცა შედარებით იშვიათად ყვავილობისას  - 5-6 კვირაში ერთხელ.

თბილ სეზონზე აქტიური ზრდის დროს -  2კვირაში ერთხელ. ძირითადად სპეციალური ნარევით ბრომელიების ან მოყვავილე მცენარეებისთვის, ეს უკანასკნელი ორჯერ შემცირებული დოზებით. აზოტის ჭარბმა რაოდენობამ მცენარე შეიძლება მოკლას, არც კლასიკური უნივერსალური სასუქი შეიძლება მისთვის.

გასხვლა - მცენარე სწრაფად იზრდება, მოყვავილებული როზეტები კვდება და მას ახალი ენაცვლება, ძველ როზეტებს ხელით აშორებენ ყვავილობიდან 4-6 კვირის მერე, რომ ხელი არ შეუშალონ შვილეულ როზეტებს  ზრდაში.

ბილბერგიას ასევე სპეციალური სუბსტრატი უნდა - უხეში ტექსტურის, კორდის მიწის ნაკლები შემადგენლობით.მჟავეობის მაჩვენებელი 5,0,  ამიტომ ნიადაგში უნდა იყოს  ტორფი, მდინარის ქვიშა, ფოთლოვანი მიწა, ხავსი და ნეშომპალა.

გადარგვა - ყოველწლიურად არ სჭირდება, მაგრამ შვილეული ნაზარდის აქტიური ზრდის გამო ან როდესაც ფესვები ქოთნის დრენაჟის ხვრელიდან გამოუჩნდება, ხშირად რგავენ. უმეტესად მარტი-აგვისტოს შუალედში - აქტიური ზრდის ფაზაში. 

ვინაიდან მას ბევრი ამონაყარი აქვს, სჭირდება განიერი არაღრმა ჭურჭელი.

დაავადებები არც ისე ხშირად ემართება, მაგრამ მწერები ეტანება, უმეტესად ფარიანა, ტრიპსები, ცრუფარიანა ან აბლაბუდა ტკიპა. ამიტომ ხშირად უნდა დათვალიერდეს მისი ფოთლების ქვედა მხარე. მწერებს ებრძვიან კომბინირებულად - საპნიანი ხსნარით და ინსექტიციდებით.

პრობლემებიდან აღსანიშნავია - ცუდი განათების გამო როზეტის დაშლა; ყვავილობის მერე როზეტის სიკვდილი, რაც ნორმალური მოვლენაა, მაგრამ თუ არ ყვავილობს და ისე კვდება - ეს ჭარბი მორწყვის შედეგია; ყავისფერი ლაქები ფოთლებზე ინტენსიური განათების გამო; ფოთლის წვერების გახმობა ხისტი წყლით მორწყვის ან წყლის დაგროვების შედეგად როზეტში.

გამრავლება - გადარგვის დროს მცენარე შეიძლება დაიყოს დიდ ნაწილებად - რამდენიმე როზეტი ერთ ჯგუფში. ასე დაყოფილი მცენარე ადვილად გადაიტანს სტრესს, სწრაფად გაიზრდება და იყვავილებს აქტიურად. 

ასევე შეიძლება მისი გამრავლება თითო შვილეული როზეტითაც გადარგვის დროს, მაგრამ ასე  პატარა როზეტი უფრო ძნელად ეგუება გადარგვას და მეტი დრო სჭირდება მაქსიმალურ დეკორატიულობამდე - რამდენიმე წელი უნდა, რომ ლამაზი ბუჩქი მიიღოთ. როზეტებს ფრთხილად ატეხენ, რომლებმაც მიაღწიეს 20სმ სიგრძეში. გადატეხილ ადგილებს აყრიან ნახშირს და აშრობენ. მერე რგავენ მიწაში, და 20 გრ ზე დებენ, ზემოდან აფარებენ პოლიეთილენის პაკეტს. ჩვენი ჯგუფი ფეისბუქში https://www.facebook.com/groups/yvavilebi/ თარგმანი:თ.სუპატაშვილი

 

04 June 0 1 209
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно