ვარდის სწორად გასხვლა

ვარდის რეგულარული გასხვლა ერთერთი წინაპირობაა მისი უხვი ყვავილობისთვის. მაგრამ ეს პროცედურა სწორად უნდა ჩატარდეს, თორემ მცენარე  შეიძლება სულაც მოკვდეს.

გასხვლის რამდენიმე სახე არსებობს, ის დამოკიდებულია სეზონზე, ტოტების სიმაღლეზე და ვარდის ჯგუფზე, რომელსაც მოცემული სახეობა ეკუთვნის.

დაბალი ანუ ძლიერი გასხვლა - ასე ისხვლება ვარდი გაზაფხულზე - ფლორიბუნდა, პოლიანტური ან ჩაის ჰიბრიდული ჯგუფებიდან. ასე სხლავენ დარგვისას ახალ ნერგებსაც.

ბუჩქზე ტოვებენ ტოტის ერთ მესამედს - 3-4 კვირტით ბუჩქის ძირიდან.

საშუალო ანუ ზომიერი გასხვლა - იყენებენ საშუალო სიმაღლის ვარდებისთვის ყვავილობის მერე. ტოტებს ამოკლებენ 5-7 კვირტამდე ძირიდან. ასე ხდება ბუჩქის ფორმირება.

მაღალი ანუ სუსტი გასხვლა - ასე სხლავენ ხვიარა და ჩაი - ჰიბრიდულ სწრაფადმზარდ ვარდებს. ტოტებს ოდნავ უმოკლებენ - 8-15 კვირტზე ძირიდან.

არსებობს კიდევ - კომბინირებული გასხვლა, როცა ტოტებს ერთ ბუჩქზე სხვადასხვა მეთოდით ამოკლებენ. ასე ისხვლება ფლორიბუნდას ზოგი სახეობა, ლამაზი ფორმის მისაცემად.

კიდევ - სანიტარული გასხვლა-იგი ტარდება მთელი ვეგეტაციის პერიოდში დაავადებების პროფილაქტიკისთვის. მცენარეს აშორებენ სუსტ, მოყინულ ან გამხმარ ტოტებს. ან ტოტებს ამოკლებენ საღ ქსოვილებამდე.

საგაზაფხულო გასხვლა - გაზაფხულზე მცენარეს აშორებენ შესაფუთ მასალას, ძველ ფოთლებს, მულჩას, მერე კი სხლავენ,-  როცა თბილი ამინდები დადგება, ტოტებს ჯერ ზრდა არ დაუწყია, მაგრამ კვირტები უკვე დაბერილია.

თუ ბუჩქი ხშირია, გამოხშირვა სჭირდება - უტოვებენ 4-5 ძლიერ ტოტს. გადაჭრიან ბასრი ინსტრუმენტით, რომ მინიმალური ზიანი მიადგეს ბუჩქს. გადაჭრა 45 გრ იანი კუთხით ხდება კვირტიდან 5 მმ ზე ზემოთ.

რეკომენდებულია ნებისმიერი ვარდის გასხვლა გაზაფხულზე, რომ ძველ სუსტ ტოტებზე ენერგია ზედმეტად არ დახარჯოს მცენარემ და სასურველი ფორმის ვარჯი გაივითაროს.

საზაფხულო გასხვლა - ამ პერიოდშიც გრძელდება სანიტარული და ვარჯის ფორმირებისთვის საჭირო გასხვლა. 3 წლის ზემოთ ვარდს აგვისტოს თვეში ხშირად ბევრი ახალი ტოტი ეზრდება.ისინი ბუჩქს შიგნიდან ჩრდილავენ და საშიშროება იქმნება სოკოვანი დაავადებების გავითარების. ეს ტოტები უნდა გამოიხშიროს.

გასხვლა ყვავილობის მერე -  მომჭკნარი ყვავილების მოცილებით ყვავილობა ხანგრძლივდება, მცენარე ენერგიას არ ხარჯავს ნაყოფის დამწიფებაზე. ვარდს, რომელსაც ერთ ტოტზე რამდენიმე ყვავილი უვითარდება, მთელ ტოტს აშორებენ ზედა 5 ფოთლამდე. (4)

ჩაი-ჰიბრიდულ ვარდებს, რომლებსაც ერთ ტოტზე ერთი ყვავილი აქვთ, ზაფხულში  აჭრიან ისე, რომ მიწიდან 3-4 ფოთოლი დარჩეს. ასე ახალი ტოტები მალე გაიზრდება, რომლებიც ფესვიდან ამოუვა. ზაფხულის მეორე მახევარში კი მხოლოდ დამჭკნარ ყვავილებს აცლიან.

ხვიარა რამბლერებს, რომლებიც ყვავილს მეორე წლის ტოტებზე ივითარებენ, ყვავილობის მერე პირველ ფოთლამდე აჭრიან. ასე ახალი ტოტები წამოუვა, რომლებზეც მომდევნო წელს ექნება ყვავილი.

გასხვლა ზამთრისთვის - თუ რეგიონში თბილი კლიმატია და ზამთარში დაფარება არ სჭირდება, შემოდგომაზე არ ისხვლება. შესაფუთ ვარდებს კი გვიან შემოდგომაზე აცლიან ყველა ტოტს, რომლებმაც ვერ მოასწრეს გაზრდა და უმოკლებენ ტოტებს შესაფუთ ადგილამდე.

გასხვლის ზოგადი წესები - ვარდის სწორად გასხვლა წლის ნებისმიერ დროს აუცილებელია. ირიბი გადაჭრა სჭირდება ტოტს კვირტიდან 5 მმ ზემოთ. 

გადაშლილი ვარჯის მისაღებად უნდა გადაიჭრას ტოტები გარეთ მიმართული კვირტის თავზე. ასე ახალი ტოტები გარეთ გაეზრდება. თუ სწორი ბუჩქის გაზრდა გსურთ ვერტიკალური ტოტებით, მაშინ ჭრიან შიგნით მიმართული კვირტის თავზე.

გასათვალისწინებელია ბუჩქის ასაკიც. ერთწლიან ბუჩქებს ტოტებს თითქმის ნახევრამდე უმოკლებენ. მომდევნო წელს ყველა ტოტზე ვითარდება 2-3 ახალი ტოტი ფესვის ყელიდან. მათი მოჭრა არ შეიძლება. სწორედ მათგანაა მოსალოდნელი შემდგომი უხვი ყვავილობა. 2წლიან ტოტებს ამოკლებენ ძირიდან 2-3 თვალზე, ერთწლიანებს ზედა გავითარებულ კვირტამდე, რაც მოყვავილებული კოკრების ქვეშ მდებარეობს. 3 წლის ზემოთ ვარდებს ბოლომდე აშორებენ მკვდარ და სუსტ ტოტებს ან მოკლე ტოტებს, რაც წინა წლის გასხვლის მერე გაიზარდა, კიდევ გვერდითა ტოტებს, რაც ბუჩქის შიგა მიმართულებით იზრდება.

ჩაი-ჰიბრიდული ვარდის გასხვლა - მათ ბურთის ფორმით სხლავენ. ყვავილი  უვითარდება მიმდინარე წლის ტოტებზე, ამიტომ მათ ძლიერ ამოკლებენ. ახალგაზრდა ბუჩქზე ტოვებენ 2-4 კვირტს მიწიდან 15 სმ სიმაღლეზე, დიდ ბუჩქებზე   მიწიდან 20სმ სიმაღლეზე 4-6 კვირტზე. გვერდითა ტოტებზე კი ასევე 2-4 კვირტს ტოვებენ. აშორებენ ასევე ცენტრისკენ მზარდ ტოტებს.

ფლორიბუნდას გასხვლა - ამ ვარდებს ძლიერი გასხვლა სჭირდება, რომ დიდი ბუჩქი არ გაიზარდოს სუსტი ტოტებით და წვრილი ყვავილებით. მაგრამ ძლიერმა გასხვლამ მცენარე რომ არ დაასუსტოს, განსხვავებულ მეთოდს იყენებენ - ზოგ ტოტს ძლიერ ამოკლებენ, რომ ადრეული ყვავილობა მოხდეს, ერთწლიან ფესვიდან მზარდ ტოტებს კი - მესამედზე.

ახალ გვერდითა ტოტებზე ტოვებენ 2-3 კვირტს, ძველზე 3-5 ს.

ხვიარა ვარდების გასხვლა - მათ შემოდგომაზე მინიმალურად სხლავენ, მიწაზე აწვენენ ტოტებს და აფარებენ ზამთრისთვის, ძირითადი გასხვლა კი გაზაფხულზე ხდება. შესაფუთი  მასალის მოშორების მერე ტოტებს უმოკლებენ ლამაზი ფორმის მისაცემად - გვერდითა ტოტებზე ტოვებენ 2-4 კვირტს, ზაფხულში მომჭკნარ ყვავილებს აჭრიან პირველ ფოთლამდე.

პოლიანტური ვარდების გასხვლა - მათაც უმეტესად გაზაფხულზე სხლავენ, შემოდგომაზე  კი აშორებენ დაზიანებულ სუსტ ტოტებს. გაზაფხულზე ტოტებს უმოკლებენ მესამედზე და ბუჩქის ცენტრიდანაც აჭრიან ტოტებს. 

ნიადაგმფენი ვარდების გასხვლა - საშემოდგომოდ ჭრიან მოყვავილე ტოტებს, სუსტ და ავადმყოფ ნაზარდს და ტოვებენ ფესვიდან გაზრდილ ახალ ტოტებს. გვერდითებს ამოკლებენ 10სმ ზე მიწიდან 2-3 კვირტამდე. დიდ ტოტებს ხრიან მიწისკენ. ამაგრებენ მიწაზე და აფარებენ. გაზაფხულზე მოყინულ ან დატეხილ ტოტებს აშორებენ.

შტამბური ვარდის გასხვლა - დარგვისას მას ძლიერ სხლავენ. მერე კი  დამყნილი ჯიშის მიხედვით სხლავენ.

 ასე, წესების დაცვით გასხლული ვარდი დიდხანს იყვავილებს უხვად. ჩვენი ჯგუფი ფეიზბუქში, შემოგვიერთდით https://www.facebook.com/groups/yvavilebi/
04 June 0 7 126
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно