ეუსტომა - თაიგულის დედოფალი

ეუსტომა, იგივე ირლანდიური ვარდი - მან აღმავლობის და მსოფლიოს აღფრთოვანების პერიოდიც გამოსცადა და  დაცემა -მივიწყების ხანაც გაიარა. მაგრამ დღეს კვლავ პოპულარულია, მას ძირითადად თაიგულისთვის ზრდიან, რადგან მოჭრილ მდგომარეობაში დიდხანს სძლებს. ერთ შეხედვით ნახევრადგაშლილ ვარდს ჰგავს მისი ყვავილი. მას ეზოშიც ზრდიან, სათბურშიც და სახლს პირობებშიც. ყველა შემთხვევაში ძალიან დიდი ყურადღება სჭირდება.

მცენარეს ბევრი სხვა სახელიც აქვს - რასელის ლიზანთუსი, იაპონური ვარდი, ტეხასური ზანზალაკი, სიყვარულის ვარდი, იგი ერთერთი  ყველაზე ლამაზად მოყვავილე მცენარეა. და კულტურაში ერთი სახეობითაა წარმოდგენილი - მსხვილყვავილა ეუსტომით. ადრე გვარში სამ სახეობას ითვლიდნენ, მაგრამ თანამედროვევ კლასიფიკაციით ყველა ერთ სახეობად გააერთიანეს.

მცენარე 30-90სმ სიმაღლის იზრდება, აქვს  მტრედისფერ-მწვანე ფერის მარტივი ფოთოლი და ვარდის და ყაყაჩოს ჰიბრიდის მსგავსი ყვავილი. ერთ მცენარეზე ერთ სეზონზე იშლება 20მდე მსხვილი ყვავილი მორიგეობით, ამიტომ იგი დეკორატიული რჩენბა ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ასე ხდება თაიგულშიც. მოჭრილ ტოტებს დებენ წყალში. მათზე კი კოკრები თანდათან იშლება, კარგად დატოტვილია ეს მცენარე, მარაოსებრი ფორმა აქვს მის ვარჯს და იგი მთლიანად ერთ დიდ თაიგულს წააგავს ქოთანშიც. 

მისი ყვავილობა დათესვის ვადაზეა დამოკიდებული, ყვავილობს დათესვიდან 20 კვირის მერე. ჩვეულებრივ ეს ხდება ივნის-აგვისტოში და გრძელდება შუა შემოდგომამდე, ზოგჯერ კი პირველ ყინვებამდეც. ყვავილი სხვადასვა ფერისაა - თეთრი, ვარდისფერი, მეწამული, ყვითელი, ნარინჯისფერი. არის ასევე ორფერი და აკვარელის ფერებშიც. ბაღის ფორ,მებს ფერთა გამა უფრო ფართო აქვთ - იქ ნახავთ სალათისფერს ან ხილის ფერებს.

მცენარის პოპულარობა განაპირობა ამერიკელი და იაპონელი სელქციონერების  მონდომებამ და დღეს იგი მთელს მსოფლიოში ისევ დიდ ინტერესსს იწვევს.

მოვლა - მცენარე გასაზრდელად რთულია. მას ეზოში და სათბურში თითქმის ერთნაირი პირობები სჭირდება, უმეტესად ეუსტომა ერთწლიან მცენარედ კულტივირდება და ყვავილობის მერე აგდებენ. ამას თავისი დადებითიც აქვს - ასეთი მცენარე უფრო უხვად ყვავილობს. ზამთარს და სიცივეს იგი ვერ იტანს, მრავალწლიანად გაზრდის შემთხვევაში ზამთარში საჭირო ხდება შენობაში შეტანა. ვისაც ამის საშუალება აქვს, იგი წლობით გაგახარებთ მშვენიერი ყვავილებით. თუმცა იმასაც წერენ, რომ კარგად ხარობს ეუსტომა 2 წელს, მერე კი ავადდება, ან მწერები უსახლდება და თანდათან ჭკნება.  ასე, რომ იგი ან ერთწლიანად უნდა გაზარდოთ, ან ორწლიანად.

როგორც ოთახის მცენარე, იგი ახლა ხდება პოპულარული და ჯერ კიდევ იშვიათია. ასე ზრდიან მის ჯუჯა ფორმებს უმეტესად.  კიდევ ერთი ვარიანტია შერეული  ანუ საბაღე ქოთნის მცენარედ გაზრდა. ამ გზით ადვილი ხდება ზამთარში  მისი სახლში შეტანა, გარდა ამისა, ადვილია მორწყვის კონტროლი, პირობების შეცვლა საჭიროებისას

ბაღში და სათბურში -  ორივეგან სჭირდება მაქსიმალურად კარგი განათება, უკეთესია გაბნეული. იტანს მკვეთრ მზესაც. ჩრდილში არ იყვავილებს. არც ორპირი და ცივი ქარი მოსწონს. ნიადაგი კარგად დამუშავებული და ღრმად გადაბარული უნდა იყოს. გრუნტი ჰაერ და წყალგამტარი სჭირდება, მსუბუქი და ფხვიერი, რაც მთავარია - ნოყიერი.

დარგვა - დარგვამდე მიწა უნდა  დაიბაროს 2 ჯერ, საჭიროა კომპოსტი, ნეშომპალა, მინერალური სასუქი. თუ მიწა ტენს იკავებს, დასჭირდება დრენაჟიც. მცენარე ირგვება ყინვების გადავლის მერე - სათბურში აპრილში, გრუნტში - მაისში.სჯობს მოღრუბლულ ამინდში ან საღამოს. მას  რგავენ  იმ სიღრმეზე, რაც ჩითილს ჰქონდა ერთმანეთისგან 15-20სმ მოშორებით.  მაშინვე რწყავენ, მერე კი ზრდის დაწყებამდე ინარჩუნებენ სტაბილურ გარემოს., თუ იგი სათაიგულედ უნდათ, სჯობს რამდენიმე კვირა  თავზე დაფარება გადაჭრილი ბოთლების.

მცენარე ძალიან მგრძნობიარეა მორწყვის კვების რეჟიმის დარღვევისადმი. დადებითად რეაგირებს ჰაერში ტენიანობის გაზრდაზე - შესხურების გამოყენების გარდა.

მორწყვა რეგულარული უნდა, მაგრამ ითვალისწინებენ ნალექს და  გარემოს ტემპერატურას. არ სჭირდება ჭარბი წყალი და არც ზედმეტად ნიადაგის გამოშრობა. ხშირად ირწყვება სიცხეში და გვალვაში.

სასუქი  უნდა კომპლექსური მინერალური, რადგან აზოტი ისეთივე აუცილებელია მისთვის, როგორც ფოსფორ-კალიუმი. ერთწლიან კულტურას კვებავენ სეზონზე თვეში ერთხელ და ორწლიანს სეზონზე სამჯერ  - ზრდის, კოკრობის და ყვავილობის დროს.  იგი კარგად რეაგირებს მულჩირებაზე, რაც ამცირებს მორწყვის სიხშირეს და სტაბილურ გარემოს ქმნის.

შედარებით მაღალ ჯიშებში ზოგჯერ ღერები სიწვრილის გამო მიწაზე წვება. ამიტომ მათ საყრდენზე აკრავენ.

გამოზამთრება  - უმეტესად ქოთნიან მცენარეს ეხება, მაგრამ ფრთხილად შეიძლება გრუნტიდანაც ამოიღოთ იგი მიწიანად და გადაიტანოთ ქოთანში, მერე 2-3  მუხლს უტოვებენ ღერებს და აჭრიან. ამის მერე მინიმალური მორწყვა, 10-15 გრ და კარგი განათება უნდა. აღარ კვებავენ. მას მერე, რაც ახალი ტოტები დაიწყებს ზრდას, ისევ ძველებურ მოვლას იწყებენ

მავნებლები და დაავადებები - ბაღში მზარდ ეუსტომას ხშირად სტუმრობს ლოქორა,  ფრთათეთრა, აბლაბუდა ტკიპა. მათ ებრძვიან ინსექტიციდებით.ზოგჯერ ემართება ფუზარიოზი, ნაცარი ან ნაცრისფერი ლპობა, მათ საწინააღმდეგოდ ტარდება პროფილაქტიკური შეწამვლა ფუნგიციდებით.

სახლში -  ოთახის კულტურად იგი ახლახანს გამოჩნდა. იაპონელმა სელექციონერებმა გამოიყვანეს სპეციალური ჯიშები. მათ უკვე ჩამოყალიბებულ მცენარედ ყიდიან ქოთნებში. ასეთი ეუსტომის სიმაღლე 15-30სმ ია მხოლოდ. 

განათება  სჭირდება მკვეთრი პირდაპირი მზის სხივების გარეშე, რომ ფოთოლი და ყვავილი არ დაეწვას.

თბილ სეზონზე იგი კარგადაა ოთახის ტემპერატურაზე. თუ მას ზამთარში ინახავენ, ყვავილობის მერე  დებენ გრილად 10გრ მდე. განათებას ზამთარში არ ცვლიან. რწყავენ  ისე, რომ მიწა სულ ტენიანი იყოს და მომდევნო მორწყვამდე გაშრეს მიწის ზედა ფენა 3 სმ მდე, სადგამზე გასულ წყალს კი მაშინვე  ღვრიან. ირწყვება მხოლოდ თბილი წყლით, მიწის და ჰაერის ტემპერატურის სხვაობა დამღუპველია როგორც საბაღე, ისე ოთახის კულტურებისთვის.

სასუქი უნდა მოყვავილე მცენარეებისთვის 2-3 კვირაში ერთხელ. ზამთარში მორწყვა მინიმუმამდე დაჰყავთ. არ კვებავენ, არ ნამავენ, მაგრამ ჰაერის მაღალი ტენიანობისთვის ქოთანს დებენ სველ ხავსზე ან ოთახში სპეციალურ ხელსაწყოებს დგამენ.

გადარგვა - სჭირდება იმისთვის, რომ მომდევნო წელს იყვავილოს. გამოღვიძებისთანავე უნდა გადაირგას ახალ სუბსტრატში, იგი სუსტადმჟავე ან ნეიტრალურია. მიწას ამატებენ წვრილ ქვიშას. მისთვის გამოდგება სუბსტრატი იებისთვის. ქოთანში მაღალზე ყრიან დრენაჟს. მცენარე გადააქვთ მიწიანად და ცდილობენ, მიწის კოშტი არ დაიშალოს. ეუსტომას არ ყოფენ. მისი ფესვები  ძალიან ფაქიზია და ბუჩქის დაყოფას ვერ გადაიტანს.

მავნებლები და დაავადებები - შედარებით ნაკლებად აწუხებს ოთახის კულტურას, მაგრამ მოვლის პირობების დარღვევისას უცებ ავადდება ნაცრისფერი ლპობით .ემტერება ფრთათეთრა, ტრიპსები, ამიტომ ხშირად უნდა დათვალიერდეს მისი ფოთოლი..მკურნალობენ ინსექტიციდებით და ფუნგიციდებით.

გასხვლლა- გულისხმობს მხოლოდ ნაადრევ სტადიაზე ტოტების თავების წაწყვეტას, თუ მას მეორე წლისთვის ინახავენ.  ზამთარში შენახვამდე გადაჭრიან რამდენიმე მუხლზე.

თაიგულისთვის - ჭრიან ტოტებს მას მერე, რაც რამდენიმე ყვავილი გაიშლება. მოჭრა არაა საშიში. იგი განმეორებით ყვავილობს - კარგად ეზრდება ახალი ტოტები და 4-6 კვირაში ისევ გაშლის ახალ კოკრებს. ასე იქცევიან ასევე  მწირი ყვავილობის დროსაც - ტოტების მოჭრა ზოგჯერ სტიმულს აძლევს მცენარეს უხვად ყვავილობისთვის.

გამრავლება - შესაძლებელია ტოტით ან თესვით. უმეტეს შემთხვევაში მას თესავენ. ტოტით იგი ძნელად ფესვიანდება, სჭირდება რთული სპეციფიური პირობები, ამიტომ მას მხოლოდ სელექციისთვის იყენებენ.

თესლი ძალიან წვრილია, ამიტომ იყენებენ გრანულირებულს. ითესება მარტში, მაგრამ  თუ ყვავილი ზაფხულის შუაში გინდათ გქონდეთ, თესვა უნდა გადაიტანოთ თებერვალში ან იანვრის ბოლოს. საჭიროა გასტერილებული ნიადაგი. სხვა ერთწლიანებისგან განსხვავებით, მას საერთო კონტეინერში არ თესავენ, არამედ პატარა ქოთნებში კარგი დრენაჟით, მორწყვა ხდება სადგამიდან. თესლს დებენ  ტენიან სუბსტრატზე და არ აფარებენ. ტემპერტურა უნდა იყოს 23-25 გრ.ამოდის 2 კვირაში, მაგრამ ნელა იზრდება . ამოსულ ნათესს სოკოვანი დაავადებების პროფილაქტიკისთვის წამლავენ  ფიტოსპორინით.მათ არც მზის პირდაპირი სხივები არ უნდა მოხვდეს, პიკირება მე 5 ფოთოლზე ხდება, მერე რწყავენ. მეათე დღეს კი  აძლევენ სასუქს. მე8 ფოთოლზე  შეიძლება დაბუჩქვისთვის ტოტებზე თავის წაწყვეტა. გარეთ დარგულ ნათესს გამოხშირვა სჭირდება ისე, რომ მცეანრეებს შორის 10-15სმ იყოს. გარეთ დათესვისთვის მნიშვნელოვანი მომენტია ტემპერატურა: თუ ნათესი იზრდება 23-25 გრ ზე, მცენარე იმ წელს იყვავილებს. უფრო მაღალ ტემოერტურაზე იგი მხოლოდ ფოთლებს იკეთებს, მეორე წელს კი იყვავილებს.ჩვენი ჯგუფი ფეიზბუქში https://www.facebook.com/groups/yvavilebi/
  

02 June 0 1 602
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно