ვარდის საგაზაფხულო გასხვლა

რა პერიოდში უნდა გაისხლას ვარდი, მოვიდა ამის დრო უკვე, თუ ჯერ ადრეა? ამის ნიშანს იძლევა ფორზიცია, როდესაც მისი კოკრები გაიშლება, თუმცა სხვადასხვა ჯიშის ვარდს სხვადასხვაგვარად სხლავენ.

შტამბური ვარდის გასხვლა დამოკიდებულია მის საძირე მცენარეზე. 
თუ იგი ფლორიბუნდა ან პოლიანტური ჯგუფის ვარდია, რომელსაც ზრდიან  გრუნტში ან დიდ კონტეინერებში, ან კიდეც ჩაის ჰიბრიდული ფორმაა. ასეთ ვარდებს შემდეგნაირდ სხლავენ: არჩევენ 4-5 ძლიერ და საღ ტოტს, რაც ბუჩქს ფორმას მისცემს, მათ ამოკლებენ 3-4 კვირტამდე, ეს დაახლოებით 20სმ  ია. შედარებით წვრილი, ასევე ავადმყოფი  ან დაზიანებული ტოტები სულ უნდა მოშორდეს. ტოტი უნდა მოიჭრას კვირტიდან 5-10მმ სიმაღლეზე ზემოთ. გადანაჭერი უნდა იყოს ირიბი. დარჩენილი კვირტი მიმართული უნდა იყოს ბუჩქის გარეთ, რომ მერე მისგან გაზრდილმა ტოტმა ვარჯი არ ჩახუთოს.

ხვიარა ვარდის  გასხვლა სხვაგვარად ხდება,  ეს დამოკიდებულია იმაზე, ერთჯერადად მოყვავილეა  ვარდი თუ რემონტატული.ეს უკანასკნელი ნიშნავს, რომ ყვავილი ასეთ ვარდს უვითარდება როგორც ახალ ტოტებზე, ისე მრავალწლიანზეც. მათ სხლავენ ისე, რომ არ ეხებიან გრძელ ბუჩქის ფორმის მიმცემ ტოტებს, შედარებით მოკლე გვერდითა ტოტებს კი ამოკლებენ 3-5 კვირტზე.

ერთჯერადად მოყვავილე ვარდებს ეკუთვნის რამბლერების უმეტესობა. მათ გაზაფხულზე არ სხლავენ. ყვავილი ასეთ ვარდს წინა წლის ტოტზე გამოაქვს, მაგრამ თუ იგი არ აპირებს ყვავილობას, მხოლოდ ამ შემთხვევაშია დასაშვვები გასხვლა. უმეტესად ასეთ ვარდებს მსუბუქად ხშირავენ, არ ეხებიან ახალ ტოტებს. გრძელ ტოტებს ჰორიზონტალურ მიმართულებას აძლევენ - ასე სტიმულირდება ყვავილობა.

ნიადაგმფენი ვარდები -  დიდხანსმოყვავილე მცენარეებია, უპრეტენზიო, საუკეთესოა დასამყნობად შტამბზე, მშვენივრად გამოიყურებიან ეზოში მარტოც და ჯგუფებადაც, კარგად იტოტებიან, და ნიადაგს უხვად ფარავენ. მათი გასხვლა მაშინაც შეიძლება, როცა ახალი ტოტები უკვე წამოზრდილი აქვს- ქვედა კვირტებიდან მაინც სწრაფად გაეზრდება ახალიც.

ყოველ სეზონზე ყვავილობისთვის 2-3 წელიწადში გაზაფხულზე უმოკლებენ ტოტებს 20-30სმ ზე, სწრაფადმზარდი ნიადაგმფენი ვარდი კი ყოვეწლიურად ისხვლება,როგორც რემონტატული პარკის ვარდები. ასე მცენარის გაჯანსაღებაც ხდება- გადაჭრილ მცენარეზე სწრაფად შრება ფოთლებზე ნამი და წვიმის წვეთები.

ჩაის ჰიბრიდული ვარდი და ფლორიბუნდა - ამ ჯგუფს ეკუთვნის რემონტატული ვარდები, რომლებსაც ყვავილი გამოაქვს ახალგაზრდა ტოტებზე. სწორედ საგაზაფხულო გასხვლის  შედეგად ყვავილობენ უხვად  ყოველწლიურად. თუ ვარდი დიდი ხნის გაუსხვლელია, მიმართავენ გასაახალგაზრდავებელ სხვლას, რომ მეტი ახალი ტოტი გაიზარდოს და ძველი  უხვი ყვავილობა დაიბრუნოს. ამისთვის საჭიროა მრავალწლიანი ტოტების ნაწილის ძირში მოჭრა პირველი დატოტვის თავზე. დარჩება 5- 6 30სმ სიმაღლის ტოტი. ძირიდან ახალი ტოტები თუ არაა ამოსული, ფორმასაც აძლევენ ბუჩქს და უმოკლებენ გვერდითა ტოტებს რამდენიმე კვირტზე. მას მერე, რაც დაიწყება გადანაჭერიდან ახალი ტოტების ზრდა, ძველებს აშორებენ.

შედარებით ახალგაზრდა ან ზემოაღწერილი მეთოდით გაახალგაზრდავებულ ვარდს მთლიანად აშორებენ გამხმარ და სუსტ ტოტებს გაზაფხულზე, ძლიერ  საღ ტოტებს კი ამოკლებენ 4-5 კვირტზე.

ბუჩქს ფორმის მისაცემად სჭირდება 5-6 საღი ტოტი. 

შედარებით სუსტადმზარდ ფლორიბუნდას მეტად სხლავენ და მხოლოდ 3 ძლიერ ტოტს უტოვებენ ბუჩქის ფორმირებისთვის.

პარკის ვარდები - ამ ჯგუფში გასათვალისწინებელია ყვავილობის სიხშირე. რემონტატულ ვარდებს ყვავილი ამოაქვთ ახალ ტოტებზე, ამიტომ გაზაფხულზე გვერდითა ტოტებს უმოკლებენ 5 კვირტამდე. ძველ ტოტებს ბოლომდე აშორებენ. ზოგჯერ ამოკლებენ ვარჯის ფორმის მიმცემ ტოტებსაც - ძლიერს მესამედზე, სუსტებს- 2/3 ზე.

თუ პარკის ვარდი მხოლოდ ერთხელ ყვავილობს, მას ყვავილი ამოაქვს წინა წლის ტოტზე, ამიტომ გაზაფხულზე არ ისხვლება და მხოლოდ ყვავილობის მერე ზაფხულში შეიძლება ბუჩქის გამოხშირვა.

ყინვა - საშიშია  გასხლული ვარდისთვის. შემოდგომაზე ძლიერ ტოტების დამოკლება არ  შეიძლება. თუ ტოტი მოიყინა ზამთარში, წვეროდან იწყებს მოყინვას, მაგრამ სჭირდება გარკვეული მანძილი, სადამდეც  ყინვა ვეღარ ჩააღწევს. ამიტომ რაც გრძელია ტოტი, მით მეტია შანსი, რომ ძირამდე ვარდი არ მოიყინება. გაზაფხულზე ასე  მოყინულ  - გაყავისფერებულ ნაწილებს აჭრიან დატოტვის ზევით, 

გაზაფხულზე ვარდს გახვლასთან ერთად აშორებენ მიყრილ მიწას ფესვების და მყნობის წერტილის დასაცავად რომ წააყარეს შემოდგომაზე. თარგმანი თ სუპატაშვილის ჩვენი ჯგუფი https://www.facebook.com/groups/yvavilebi/
 

01 June 0 1 940
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно