როგორ გავზარდოთ ვარდი ქიმიის გარეშე

ჯანმრთელი და ლამაზი  ვარდის გაზრდა შესაძლებელია ქიმიკატების გარეშეც, თუ მას შესაბამის ნიადაგს შეურჩევთ და დაიცავთ მწერების და პათოგენური ორგანიზმებისგან ბუნებრივი საშუალებებით.

ნიადაგის შერჩევისას მოსინჯეთ იგი ხელით. თუ მიწა ქვიშნარია, ადვილად იფშვნება. ასეთი ნიადაგი კარგად ატარებს ჰაერს და წყალს, მაგრამ ღარიბია საკვები ნივთიერებებით, ამიტომ ქვიშნარ ნიადაგს უმატებენ  ბაღის მიწას, ნეშომპალას, კომპოსტს და დაფხვნილ თიხას 2:1:1:2 თანაფარდობით. 

თუ ნიადაგი სუგლინურია, იგი იშლება არც ისე დიდ ნატეხებად. მას უმატებენ ქვიშას, ნეშომპალას, კომპოსტს, კორდის მიწას 3:1:1:1. მძიმე თიხნარს კი რომელიც დიდ ნატეხებად იშლება, აფხვიერებენ მსხვილი ქვიშის, ნეშომპალის, კომპოსტის, კორდის და ფოთლოვანი მიწის დამატებით 6:1:1:1:1.

სასუქი ვარდისთვის - უნდა გაითალისწინოთ ვარდის ცხოვრების ციკლი. გაზაფხულზე, როცა იგი ზრდას დაიწყებს, სჭირდება ორგანული სასუქი. შემოდგომაზე კი ასეთი სასუქის  შეტანა, რომელიც აზოტს შეიცავს, მცენარის ზამთარმედეგობას შეასუტებს, ამიტომ არ სჭირდება.

მულჩა - იგი ინარჩუნებს ნესტს ნიადაგში და ამცირებს სარეველებს. მულჩად საჭიროა შეირჩეს ბუნებრივი საშუალება, ვარდისთვის არ გამოდგება შავი პოლიეთილენი, წიწვოვნების ხის ქერქი, ხრეში ან  ახალი ნახერხი. ვარდის გარშემო ყრიან ახალმოთიბულ ბალახს ან ძველ მსხვილ ნახერხს.

მავნებლებთან ბრძოლის ეკოლოგიური მეთოდები - ხალხური საშუალებები დიდი რაოდენობის მავნებლებთან საბრძოლველად არაეფექტურია, უნდა ეცადოთ, არ მოხდეს მათი გამრავლება, რისთვისაც კარგია პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარება.  - თავის დროზე  მოაშორეთ დაზიანებული ტოტები, სარეველები, პერიოდულად წყლის ძლიერო ჭავლით ჩარეცხეთ მცენარე - ასე დაიცავთ მას ბუგრისგან. მიწაში მყოფი მავნებლებისგან დაცვა შეიძლება სხადასხვა ბალახის ნახარშის ან ნაყენის გამოყენებით - ხახვი, ნიორი, შეიძლება ვარდებთან ხავერდას , დეკორატიული ხახვის, სალბის დარგვა. ისინი ფერით კარგად ეხამებიან ვარდს და ამავდროულად აფრთხობენ მწერებს. შემოდგომაზე კი ნიადაგი უნდა გადაიბაროს 10 სმ სიღრმეზე.

ბუნებრივი საშუალებები - ბუგრს ან სხვა მავნე მწერს წარმატებით ებრძვის ინსექტიციდური საპონი, რომლის დამზადება სახლშც შეიძლება:- 4 ლ წყალს უმატებენ 50 გრ თხევად საპონს, კარგად ურევენ და ამ ხსნარით ამუშავებენ ბუჩქს. პროცედურას ატარებენ საღამოს ან მოღრუბლულ ამინდში, წვიმის შემდეგ საჭიროა გამეორება, რადგან ეს ხსნარი ადვილად ირეცხება.

აბზინდა - მუხლუხოებს ებრძვის აბზინდის ნახარში.  150გრ ახალ ნედლეულს ან 15 გრ მშრალს დაასხით 5 ლ წყალი, დააყენეთ 2 კვირა, მერე გააზავეთ 1:10 თანაფარდობით წყლით და ამ ხსნარით მორწყეთ  მიწა ვარდის ქვეშ.ან შეასხურეთ მცენარეს. ნახარშის მოსამზადებლად 500გრ დაქუცმაცებული აბზინდა ჩაყარეთ ჭურჭელში და დაასხით წყალი, რომ დაფაროს ბალახი, ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 15 წთ, გააგრილეთ, გაწურეთ, შეავსეთ 5 ლ მდე და მორწყეთ და შეასხურეთ მცენარეს. 

თამბაქოს ფხვნილი -ბუგრს, ტკიპას და მღრღნელ მწერებს აშორებენ ვარდს თამბაქოს მტვრის ნაყენით ან ნახარშით. ნახარშისთვის ნახევარ ჭ მტვერს ასხამენ 1ლ წყალს, ადუღებენ 30 წთ, აორთქლებისას შეავსებენ  ანადუღარი წყლით. დებენ  ბნელში ერთი დღე, წურავენ და ავსებენ  2 ლ მდე.ამატებენ გახეხილ სარეცხ საპონს 15 გრ და ასხურებენ 2-3 ჯერ სეზონზე ერთკვირიანი ინტერვალებით. 

ხახვი - ბუგრს, აბლაბუდა ტკიპას, მუხლუხოს საწინააღმდეგოდ გამოდგება ხახვის ნაყენი. დააქუცმაცეთ 2-3 ხახვი კანიანად, დაასხით 10ლ წყალი, დააყენეთ ერთი დღე, გაწურეთ, დაამატეთ 30გრ დახეხილი სარეცხი საპონი და დაამუშავეთ მცენარე 2 კვირაში ერთხელ.

ხალხური  მეთოდები ვარდის დაავადებების პროფილაქტიკისთვის. - იმისთვის, რომ არ გაჩნდეს ჟანგა, ნაცარი ან ლპობა, ბუჩქებს რგავენ შორიშორს და დროულად სხლავენ  სახეობის გათვალისწინებით.

მიაწოდეთ საკვები ვეგეტაციური ზრდის პერიოდში, რადგან სუსტი და მშიერი მცენარე პირველი ავადდება.

ზამთარში შეფუთვის წინ მას შაბიამნით წამლავენ.გაზაფხულზე იმეორებენ. ამ პერიოდშიც პროფილაქტიკის მიზნით მცენარეს ასხურებენ ბუნებრივ საშუალებებს სოკოს საწინააღმდეგოდ.

ნაცრის წინააღმდეგ გამომდგარი საშუალებაა ნაკელიანი ხსნარი. ახალ ნაკელს აზავებენ პროპორციით 1:3 აყენებენ 3 დღე, წურავენ, აზავებენ ისევ 1:3 და ასხურებენ ვარდს  სეზონზე 3-4 ჯერ.

ხის ნაცარი - ეს კარგი საშუალებაა ნაცრის და სხვადასხვა ლაქოვნების წინაააღმდეგ. ჯერ ვარდს წყლით ნამავენ.  მერე კარგად აყრიან ნაცარს. 2-3 დღის მერე კი ჩამორეცხავენ. ეს ხალხური მეთოდები კარგია პროფილაქტიკისთვის და ზოგჯერ ახალ დაწყებულ დაავადებასაც შველის.თუ ყველაფერს დროულად  გააკეთებთ, ნამდვილად არ იქნება საჭირო  ქიმიური პრეპარატებოს გამოყენება. შემოუერთდით ჩვენს ჯგუფს: https://www.facebook.com/groups/yvavilebi/

30 May 0 6 178
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно