მცენარეები ბაღისთვის, რომლებსაც მორწყვა არ სჭირდება

ქალაქიდან ზოგი ხშირად ვერ ახერხებს გასვლას აგარაკზე, ამიტომ ცდილობენ ისეთი მცენარეები იქონიონ, რომლებსაც ნაკლები მოვლა სჭირდება. არავინ იცის, როგორი იქნება ზაფხული - ცხელი, გრილი თუ წვიმიანი. ამიტომ ამჯობინებენ გვალვაგამძლე მცენარეების დარგვას.

ასეთი მცენარეები საკმაოდ ბევრია. რუდბეკია - ყველაზე ხშირად აქ ყვითელყვავილიანი რუდბეკია გვხვდება, თუმცა არის სხვა ფერისაც -ვარდისფერი, წითელი, თეთრი, იისფერი,ნარინჯისფერი. საკმაოდ ლამაზი სანახავია, ყვავილობს მთელი ზაფხული. წვრილი ფოთლები ნაკლებ წყალს აორთქლებს. ამიტომ იგი ყოველთვის ცოცხლად და ენერგიულად გამოიყურება. 

გეიჰერა - ეს მცენარე ყვავილზე მეტად ფოთლების სილამაზით ფასობს. იგი ძალიან უპრეტენზიოა. ყვავილი მაღალ ღერზე აქვს.იშლება გაზაფხულის ბოლოს, სხვა სეზონზე კი სხვადასხვა ფერის ფოთლებით ახალისებს ეზოს. მას არ ეშინია გაუწყლოების და ვერც ზედმეტ წყალს იტანს. 
კალიფორნიული ყაყაჩო - ჩვენთან ევროპიდან შემოვიდა. იქ კი - ჩრ ამერიკიდან, სადაც ზედმეტად მშრალ გარემოში იზრდება. შესახედად ძალოან ნაზი მცენარე სინამდვილეში ძალიან სიცოცხლისუნარიანია. მას მკვეთრი ფერის ყვავილი აქვს - ყვითელი, წითელი, თეთრი, ვარდისფერი ან ნარინჯისფერი. ფოთოლს კი მოცისფრო მწვანე ელფერი დაჰკრავს. 

ვარდისფერი გველის სურო - ესეც ძალიან უპრეტენზიო მცენარეა მადაგასკარიდან. შესაბამისად, იგი უძლებს გვალვას, უფრო მეტიც - მოსწონს ასეთი ამინდები. კარგად ხარობს მზეზეც და ჩრდილშიც.

კვირისტავა - მასაც შეუძლია უწყლოდ დიდხანს ყოფნა.მისი უხეში ფოთლები მინიმალურ წყალს აორთქლებს და კარგად იზრდება მზეზე. ლამაზია ყვავილობისას. 

ასკილი - ეს მოყვავილე ბუჩქი პრაქტიკულად არაფერს ითხოვს - მორწყვასაც კი. ყვავილობს ივნის -აგვისტოში, ანუ, მთელი ზაფხული.მისი დარგვა შეიძლება ცოცხალ ღობედ. 

ციმბირული ზანზალაკი - მას არც მორწყვა უნდა და არც მიწის მიმართ აქვს პრეტენზია. ლამაზია ბორდიურად ან ალპურ გორაკზე და როკარიუმში. 

ციმბირული ზამბახი - ეს მცენარეც იტანს მშრალად ყოფნას დიდი ხნის განმავლობაში. მაგრამ სანამ  მოძლიერდება, კი სჭირდება წყალი. მას ძლიერი ფესვები აქვს, მაგრამ ძალიან დიდხანს თუ გაგრძელდა გვალვა, მაინც დასჭირდება მორწყვა, რომ არ დაგრჩეთ ეზო ასეთი ლამაზი მცენარის გარეშე. 

არმერია - იტანს გვალვას და მშვენივრად ყვავილობს ქვიან ნიადაგში მაღალ საყვავილე ღერზე დიდი ბურთა ვარდისფერი, წითელი, თეთრი, იისფერი  ყვავილედებით. 

ასე, რომ არც ისე ცუდადაა საქმე და  შესაძლებელია ეზოს გალამაზება  მცენარეებით, რომლებსაც ნაკლები მოვლა სჭირდებათ და თან უხვად  და დიდხანს ყვავილობენ.ჩვენს ჯგუფში გასაწევრიანებლად დააჭირეთ მოცემულ ბმულს. https://www.facebook.com/groups/yvavilebi/
30 May 0 4 319
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно