შტამბური ვარდი

ეზო - ბაღებს სრულყოფილებას ვარდის ბუჩქები ჰმატებს, მაგრამ შტამბურად გაზრდილი მცენარე  საოცარი შესახედია. ბევრ სურს მისი საკუთარ ეზოში ხილვა. ასე გაზრდილი მცენარე ბუჩქი არაა, უფრო დეკორატიული, კომპაქტური, საინტერესო და ეკონომიურია.

შტამბური ბარდი დიდხანსდა უხვად  ყვავილობსა, ყვავილები მაღლაა განლაგებული და შესაძლებელი ყურებით და სურნელით ტკბობა თავისუფლად. დამყნობილი ვარდი ყინვაგამძლე ასკილის ძირზე, კარგად იზამთრებს, მისი მაღლა მდებარე ვარჯი კარგად ნიავდება და დაავადებებისადმი მედეგობა იზრდება- არ ემართება  შავლაქოვნება, ჟანგა, ნაცარი.

ასკილის ძირი მძლავრი ფესვთა სისტემით ვარდს უზრუნველჰყოფს კარგი კვებით, ეს კი უხვი ყვავილობის წინაპირობაა.

მაგრამ ასეთი ვარდი ძვირი ღირს და ეს არცაა გასაკვირი - ბუჩქს გასაზრდელად 3 წელი სჭირდება. ასეთ ვარდს კი 4-5 წელი.

ზოგჯერ ასეთი ვარდი ზამთარს ვერ უძლებს, თუმცა ყველაზე ვერ ვიტყვით ამას.  - ასკილზე დამყნობისას შეიძლება გაიზარდოს მისი ზამთარმედეგობა,მყნობა შეიძლება ნებისმიერი ჯიშის ვარდის და ეს გამოცდილ მებაღეს არ გაუჭირდება, თუმცა ცნობილია საძირე და სამყნობი ჯიშების საუკეთესო წყვილები:

მინიატურული შტამბისთვის იყენებენ სამყნობად პატარა ვარდებს - Rouletii’, ‘Fresh Pink’, ‘Zwergkoning’ საშუალო სიმაღლის შტამბისთვის - ‘Regensberg’ ‘Lady Reading’ ‘Sweet Dream’. სტანარტული შტამბისთვის - 1-1,2მ სიმაღლის ვარდებისთვის ‘Caribia’, ‘Landora’, ‘Iceberg’, ‘Montana’ უფრო მაღლების - 1,5-1,8 მ მისაღებად კი ნიადაგმფენ ან ხვიარა ჯიშებს - ‘Kent’, ‘Swany’, ‘New Dawn’ შტამბური ვარდის გაზრდა: მწიფე ასკილის ნაყოფს აცლიან თესლს. სექტემბერ-ოქტომბერში მისი სტრატიფიკაცია ხდება მაცივარში, ნოემბერ-იანვარში ითესება ღია გრუნტში ან ყუთში და დებენ გარეთ  თოვლში. მომდევნო შემოდგომაზე კი მომავალი შტამბის ჩითილებს სპეციალურად მომზადებულ ადგილზე რგავენ, მესამე წელს ერთ ძლიერ ტოტს სტოვებენ მხოლოდ, რომელზეც ამყნობენ აპრილ-მაისში 2 კვირტს სხვადასხვა მხრიდან, შეიძლება სხვადასხვა ჯიშის დამყნობაც, მაგ. წითელი და თეთრი ვარდის ერთ შტამბად. საძირედ  გამოდგება ასკილის ჯიშები - Rosa canina ‘Schmidts Ideal’, ‘Pfanders’ .მათ სწორი  უეკლო ღერო აქვთ, ყინვას უძლებენ და კარგად ეზრდებიან სამყნობ მასალას. გაზრდის პროცესს ზოგჯერ ტოვებენ და პირდაპირ მზა შტამბს ყიდულობენ. ასეთ ვარდს სჭირდება საყრდენი, რასაც პერიოდულად ცვლიან ისე, რომ მისი ბოლო ვარჯს უსწორდებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ტოტები ძირს დაიხრება, განსაკუთრებით წვიმის მერე.

შტამბური ვარდის დარგვა: ხდება მაისში თბილ ამინდში. ფესვის ყელს ძალიან ღრმად არ რგავენ.  დარგვისთანავე დებენ მიწაში საყრდენ ჯოხს- 10-15 სმ მოშორებით ნერგიდან. აბამენ ერთმანეთს 2-3 ადგილზე რბილი “შპაგატით” რვიანისებურად.

მოვლა - ვეგგეტაციის პერიოდში დროულად  აშორებენ ტოტებს ღერზე. ვარჯის ფორმირებისთვის სჭირდება გასხვლა თასის ფორმის მისაცემად. ერთწლიან ნაზარდს ამოკლებენ ნახევრად შიგნით მიმართული კვირტის თავზე, დანარჩენებს 3-5 კვირტზე და გადანაჭერს ამუშავებენ ბაღის სპეციალური საღებავით. ნიადაგმფენ ან ხვიარა ვარდებს მაღალ შტამბზე ზოგჯერ მტირალა ფორმას აძლევენ - აცლიან ვერტიკალურ ტოტებს და უმოკლებენ დანარჩენს. მინიატურულ ვარდებს  ყოველ გაზაფხულზე ტოტებს ნახევრამდე უმოკლებენ.

მორწყვა სჭირდება რეგულარული.  კვება - ყოველწლიურად აქტიური ზრდის პერიოდში მინერალური კომპლექსური სასუქით. ნიადაგს ხშირად ბარავენ შემოდგომაზე, მორწყვის მერე კი უფხვიერებენ.

შტამბური ვარდი ზამთარში - თბილ რეგიონებში მას ზამთარში დაფარება არ სჭირდება, ცივ ზამთარში კი აუცილებლად ფუთავენ, რისთვისაც 2 გზა არსებობს - ტოტებს მიწისკენ ხრიან და ისე ფუთავენ, ან აწვენენ წიწვოვნების ტოტებზე, რომ მიწას არ ეხებოდეს. ან უთბილავენ მყნობის ადგილს.

შტამბური ვარდის ადგილი ბაღში - ეს ვარდი კარგია მიქსბორდერებისთვის საშუალო ზომის აგარაკზე, სადაც იგი მთავარ აქცენტს წარმოადგენს. ლამაზია ასევე ჯგუფად დარგული ასეთი ვარდებიც, ან ბილიკის გასწვრივ. კარგად გამოიყურება პატარა ბაღში ქოთნებში ან კონტეინერებში ჩარგულიც, ზოგჯერ მათ აივნებზე ან ტერასაზეც დებენ. საინტერესოა მათი კომბინირება ბუჩქოვან ვარდებთან. თარგმანი:თ.სუპატაშვილის ჩვენს ჯგუფში გასაწევრიანებლად გადადით მოცემულ ბმულზე: https://www.facebook.com/groups/yvavilebi/
 

30 May 0 835
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно