ცისფერი ვარდი - არსებობს?

ცისფერი მონოქრომული ბაღისთვის უამრავ ლამაზ ცისფერ ყვავილს შემოგთავაზებენ, მაგრამ მათ შორის ვარდზე არავინ დასძრავს სიტყვას. უმეტესობა ფიქრობს, რომ ასეთი ფერის ვარდი არ არსებობს, მაგრამ ასე სულაც არაა. არსებობს და თანაც როგორი, რამდენი,

როდესაც ბაზარზე გამოჩნდა ‘Rhapsody in Blue’, ვარდის ერთერთმა უძველესმა ევროპულმა კომპანიამ კონკურენტებისგან სასწრაფოდ შეისყიდა ლიცენზია მის გამრავლებაზე. 

ოღონდ თუ ცისფერში მხოლოდ ღიღილოს ფერს იგულისხმებთ, ამ ფერის ვარდს მართლაც ვერსად ნახავთ, მცენარეს არ აქვს პიგმენტი, რომელიც იძლევა სუფთა ცისფერს ან ლურჯს და სელექციონერები წლებია ცდილობენ ასეთი ვარდის გამოყვანას. მაგრამ არსებობს პირობითად ცისფერი ვარდები. მათ სხვა ვარდებთან შედარებით უპირატესობაც გააჩნიათ - ყვავილობს ყინვებამდე, საოცრად სურნელოვანია და ზოგი ჯიში მშვენივრად იზრდება ნახევრადჩრდილში.

Lavender Dream ამ ვარდის გარეშე უკვე წარმოუდგენელია დიდი როზარიუმი, ცისფერი ტონალობის ბაღში კი იგი წამყვან ადგილს იკავებს. 

მას საშუალო ზომის ბევრი და სურნელოვანი ყვავილი აქვს და ყვავილის ფორმით არც ჰგავს ვარდს, ყვავილი ნახევრადხუჭუჭაა, თითქმის ბრტყელი,მოცისფრო- ლილისფერი.პრაქტიუკლად უეკლოა, ბუჩქი არაა მაღალი - 60სმ მდე იზრდება, კარგად გაშლილი ვარჯი აქვს, ახალი ტოტები სწრაფად ეზრდება და ასევე სწრაფად ყვავილობს, ხანგრძლივ და ენერგიულად მოყვავილეა, დამყნობის მერე ზამთარში დაფარებაც არ სჭირდებათ.  მცენარეს ბევრი პატარა ფოთოლი აქვს და ყვავილობისას არც ჩანს. ბუჩქი თუ ჯგუფებადაა დარგული, შორიდან მსუბუქ ღრუბელს ჰგავს. ჯიშის ძირითდი ღირსება კი მისი კავშირია გარემოსთან. მოყვავილე ვარდი სურნელის და ყვავილის გამო იზიდავს ფუტკრებს. ეს ჯიში არ მიილტვის პირველობისკენ ბაღში, თუმცა აკვარელის ფონს ქმნის სხვა მოყვავილე მცენარეებისთვის.

თუ ყვავილნარ ოთხკუთხედის ფორმას მისცემთ, შეიძლება პირამიდის შექმნა. თუ მრგვალია კლუმბა, მაშინ კონუსი გამოვა ამ ვარდის მონაწილეობით, რომელსაც ცენტრში დარგავთ და მას  შტამბის სახე ექნება.

კიდევ ერთი ჯიში ‘Rhapsody in Blue’, დღეს არსებული ცისფერი ვარდებიდან ყველაზე ლურჯია.

იგი ფლორიბუნდას ჯგუფს ეკუთვნის, რაც თავისთავად გულისხმობს ყვავილობის სიუხვეს და ხანგრძლივობას, ბუჩქს კარგი სიმაღლე აქვს - 1,2მ. არ არსებობს სხვა მისი  მსგავსი ვარდი, ჯიშები კი უამრავია - 30 000 მდე. ვარდისთვის ეს განაკუთრებული ღირსებაა. თუ არსებობს მსგავსი ვარდები როზარიუმში და შესაძლოა, აგერიოთ ერთმანეთში, ეს უკვე ჯიშების არასწორ შერჩევაზე მიუთითებს ერთი როზარიუმის ფარგლებში ან როზარიუმის ერთფეროვნებაზე.

მისი ყვავილი მეწამულ ლილისფერია , 7სმ დიამეტრის და ხუჭუჭა, ერთ ყვავილში 30მდე ფურცლით. კოკორი ბოლომდე იშლება დ ხშირად უჩანს თეთრი გული მტვრიანებით, მაგრამ ეს აღწერაა არაა სრულყოფილი, ამიტომ ნუ იჩქარებთ მის გადაგდებას. ამ ვარდს საოცარი თვისება აქვს. მისი შეფერილობა ცვალებდია ამინდის და  განათების მიხედვით. საოცარი სურნელი, ფერის ცვალებადობა, ოქროსფერი მტვრიანები ლურჯი ყვავილის გულში - ეს ცისფერი რაფსოდიაა.

იგი საოცრად ეფექტურად გამოიყურება ყვითელ ვარდებთან. მას შორიდანვე ამჩნევენ, თუ არ დამალავთ უფრო მაღალი მცენარეებით, შეიძლება ამ ვარდის გამოყენება ღობედ. მისი ფორმირებისას გასათვალისწინებელია, რომ ვარდს არ უყვარს სწორხაზოვნება და სჯობს მათი დარგვა ჯგუფებად - 3 -3 ძირი ერთად გარკვეული ინტერვალების დაცვით. ასე მიიღებთ ლამაზ ხეივანს.

კიდევ ერთი ასეთი ცისფერი ვარდია ‘Charles de Gaulle. სახელი ეწოდა საფრანგეთის პრეზიდენტის პატივსაცემად.
მას მკრთალი ცისფერ-ლილისფერი დაჰკრავს, ყვავილს ლამაზი ფორმა და საოცარი სურნელი აქვს. ყვავილი დიდხანს ინარჩუნებს ფორმას. გამოდგება თაიგულებისთვის. ბუჩქის სიმაღლე 90სმ,ზომიერად გადაშლილია დეკორატიული ფოთლით.  გამოდგება შერეული დარგვისთვის. იდეალურად მრგვალ 3მ დიამეტრის კლუმბაში ზუსტად ცენტრში ნიშნავენ 3 წრეს 30, 80 და 130სმ დიამეტრით. პირველში რგავენ ‘Rhapsody in Blue’. 3 ბუჩქს,  ინტერვალი - 50სმ. გარშემო რგავენ 10 ძირ ‘Charles de Gaulle’.,  გარე წრეზე კი 16 ძირ ‘Lavender Dream’, ინტერვალით 50სმ, 3 მ იანი კლუმბიდან კიდევ რჩება წვრილი ზოლი - 20სმ სიგანით. ეს საკმარისია ვარდებთან მისასვლელად და მოსავლელად. ასეთ ბაღში მუდმივი დღესასწაული  იქნება და საოცარი ვარდები  სურნელოვანი ლამაზი ყვავილებით ყოველ ზაფხულს გასიამოვნებთ. გაქვთ კითხვები? შემოგვიერთდით ჯგუფში https://www.facebook.com/groups/yvavilebi/?ref=bookmarks
 

29 May 0 1 983
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно