ვარდთან ერთად მცენარეები

ადრე ვარდი თვითკმარ მცენარედ ითვლებოდა და ფიქრობდნენ, რომ მას ბაღში მეზობელი არ სჭირდებოდა. თუმცა იგი სხვა მცენარეების გვერდითაც ეფექტურად გამოიყურება.

შერეულ ნარგავებს ბევრი დადებითი აქვს- ნაკლებია სპეციფიური დაავადებები.რაც გარკვეულ კულტურას აზიანებს,  ასევე ეზოს უხანგრძლივდება დეკორატიული პერიოდი. უპირველესად უნდა მოიფიქროთ, როგორი ეზოს ნახვა გსურთ - ლამაზი როზარიუმის ალაგ -ალაგ ჩართული სხვა მცენარეებით თუ კლასიკური  მიქსბორდერის.

მცენარეები აქცენტისთვის - როზარიუმში კარგად ჩანს მაღალი მცენარეები - მათი რაოდენობა არა უმეტეს სამი უნდა იყოს, რომ ვარდები არ დაიჩრდილოს. აქცენტისთვის გამოდგება მარცვლოვანი კულტურები, ან კოლონისებრი წიწვოვნები - ტუია, ღვია. ისინი მარადმწვანეა და მთელი წელი ალამაზებენ ეზოს. მაგრამ ასეთი კოლონებიც ცოტა უნდა იყოს ეზოში. კარგია კიდევ მაღალი მრავალწლიანი ლამაზადმოყვავილე მცენარეებიც. კერძოდ - სათითურა, ქერიფქლა.მათ ჯგუფებად რგავენ როზარიუმის მთელ ტერიტორიაზე, მთავარი ფერების შეხამებაა.

მეორე რიგის მცენარეები - ისინი მთელი სეზონი მიმზიდველად უნდა გამოიყურებოდნენ. აქ  შეიძლება ბალბიფოთოლას, ჰოსტას, დაბალი წიწვოვნების,გრაკლას ან საშუალო ზომის ბალახის დარგვა.

ფერადი და მკვეთრი ყვავილნარისთვის კიდევ შეიძლება დეკორატიულფოთლიანი  მცენარეების დამატებაც - თეთრ და ვარდიფერ ვარდებს კარგად ეხამება ვერცხლისფერი აბზინდა, თიკნიყურა. ნარინჯისფერ და ყვითელ ვარდებს კი - მეწამული გეიჰერა, შოკოლადიფერი ისლი,

მცენარეები ფონისთვის - როზარიუმს დასრულებულ სახეს აძლევსს ცარიელ ადგილებზე წვრილყვავილიანი მცენარეების ჩარგვა - წინწკალა, ვარსკვლავა. ლავანდა, სალბი, მოყვავილე გეიჰერები.

მცენარეების ერთად დარგვისას გასათვალისწინებელია მათი მოთხოვნები გარე პირობებისადმი.  არ შეიძლება სინათლისმოყვარული მცენარეების დარგვა  მაღალ ვარდებთან, არც ძლიერ და სწრაფადმზარდ მცენარეებს რგავენ მასთან. აგრესიული მცენარეები დათრგუნავენ ვარდს. დეკორატიულ მცენარეებში მოიძებნება რამდენიმე, რაც იდეალურ ტანდემს ქმნის ვარდთან.

ვარდი და კატაბარდა - ასეთი ერთობა დრომ უკვე გამოსცადა, ეს დუეტი ყველა ეზოს დაამშვენებს.

განსაკუთრებით უხდება კატაბარდა ხვიარა ვარდებს, თუმცა აქ საჭიროა სწრაფადმზარდი, ზამთარმედეგი, მიმდინარე წლის ტოტებზე მოყვავილე კატაბარდას შერჩევა. შემოდგომაზე მათ ძლიერ უმოკლებენ ტოტებს - 3-5 კვირტამდე. კატაბარდას და ვარდებს მსავსი ტონალობის ყვავილი აქვთ. მაგრამ პირველს ნარინჯისფერი პიგმენტი  არ აქვს, მეორეს კი ცისფერი და ლურჯი. შეიძლება მცენარეების კონტრასტული შეხამება ან მსგავსი ფერის, მაგრამ სხვა ტონალობის მაგალითად - მკვეთრად ნარინჯისფერი ან ყვითელი ვარდი და მაძღარი იისფერი ან ლურჯი კატაბარდა. ან კიდევ მუქი იისფერი კატაბარდა და ღია ვარდისფერი ვარდი.

ორივეს ღრმა ფესვთა სისტემა აქვს, ამიტომ რგავენ ერთმანეთთან ახლოს - 50-60სმ ზე.ასე ისინი ერთმანეთს არ დათრგუნავენ.

ვარდი და ყურძენი - ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში ევროპაში  ვაზთან ერთად რგავდნენ ვარდებს, რომ ცხენები შეეჩერებინა ვარდის ეკლებს და ყურძენი არ გაეთელა. მათ მსგავსი აგროტექნიკა აქვთ. ზამთარში ერთნაირად ფუთავენ. ორივე ერთნაირი დაავადებით ავადმყოფობს, მაგრამ ვარდი უფრო ადრე ავადდება და სიგნალს აძლევს მებაღეს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ- ისიც დროულად იღებს ზომებს. ლამაზია მათი მონაცვლეობით დარგვა “ბესედკის” გარშემო, შემოდგომაზე ტოტებს მიწაზე აწვენენ და ფუთავენ. აპრილში ხსნიან შესაფუთს, მაისში კი  ტოტებს ისევ მაღლა აკრავენ.

ვარდი და დეზურა - დეზურა  მშვენივრად მოსჩანს როზარიუმში უკან დარგულიც კი. ვარდი საკმაოდ მაღალი უნდა შეირჩეს, რადგან ჯუჯას მაღალი მეზობლები დათრგუნავს.

ვარდი და ფლოქსი - ლამაზი კომპოზიციის  შექმნა შეიძლება ამ მცენარეებითაც. ფლოქსი ვარდის მერეც აგრძელებს ყვავილობას. უპრეტენზიოა და არც ღრმა ფესვები აქვს. მისი გადარგვა ადვილად  შეიძლება, თუ ვარდი ძალიან გაიზრდება ან ფერთა შეხამება არ გამოვა ისეთი, როგორსაც ფიქრობდით. ასევე ფლოქსი კარგ ბორდიურს შექმნის მაღალი ვარდებისთვის და ფონს დაბალი ვარდებისთვის. ეს რა თქმა უნდა, არასრული ჩამონათვალია და სხვა მცენარეების მოძებნაც შეიძლება ვარდთან დასარგავდ, მთავარია, ერთმანეთს არ შეუშალონ ხელი და ფერებითაც შეეხამებოდნენ ერთმანეთს. ჩვენი ჯგუფი ფეიზბუქში, გადადით ლინკზე https://www.facebook.com/groups/yvavilebi/?ref=bookmarks
 

29 May 0 1 729
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно