როცა ყიდულობთ ორქიდეას

 მაღაზიაში ნაირნაირ ორქიდეას ყიდიან. მაგრამ თუ გვეცოდინება, როგორ გამოიყურება ჯანმრთელი მცენარე, მისი არჩევაც არ გაგვიჭირდება. მცენარის შეძენისას მხოლოდ მისი სილამაზე არაა მთავარი, იქ კიდევ ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი. ორქიდეა საკმაოდ პრეტენზიულია და  რომ არ მოვიტანოთ სახლში პრობლემური მცენარე, უნდა  შეგვეძლოს საღი მცენარის გარჩევა დაავადებულისგან.არსებობს რამდენიმე ზოგადი მომენტი  ოთახის ყველა ორქიდეისთვის. მათი გათვალისწინების შედეგად სახლში ჯანმრთელ ორქიდეას მიიტანთ და პრობლემები არ გექნებათ მისი მოვლისას.

როდის ვიყიდოთ? დღეს მაღაზიებს წლის ნებისმიერ დროს აქვთ ეს მცენარე გასაყიდად, მაგრამ არ ღირს ამ სითბოსმოყვარული მცენარის შეძენა ზამთარში, როცა გარეთ 0გრ ია და სახლამდე შორია გზა.

სად ვიყიდოთ? ყვავილების მაღაზიები უკვე ძალიან ბევრია. ეს მცენარე  ხშირად სუპერმარკეტებშიც იყიდება. ეს მოსახერხებელია, ერთის მხრივ, მაგრამ ასეთ დიდ ცენტრებში, როგორც წესი, ყვავილებს ყურადღება და მოვლა  აკლიათ. სჯობს პატარა სპეციალიზებულ მაღაზიას მიმართოთ, რომლის გამყიდველმა მცენარის შესახებ ბევრი რამ  იცის - მინიმუმ - არჩეული ორქდეის სწორი სახელი. ეს მნიშვნელოვანია, ვინაიდან სხვადასხა სახეობას განსხვავებული მოვლა სჭირდება.

 კიდევ მათი შეძენა შეიძლება ორანჟერეებში, სადაც მცენარე მის ბუნებრივ პირობებთან მიახლოებულ გარემოში იზრდება.მოვლით კი სპეციალისტები არიან დაკავებულები. ზოგჯერ ამ მცენარეს ინტერნეტითაც იწერენ, ასე შესაძლებელია თქვენს რაიონში იშვიათი სახეობის მცენარის შეძენა, თუმცა მეორე მხარეც გასათვალისწინებელია და შეიძლება მოტყუვდეთ.

ვიყიდოთ აყვავებული მცენარე? მაღაზიებში ულამაზეს ორქიდეებს ნახავთ, რომლებიც  მშვენივრად ყვავილობენ, და სურვილი გიჩნდებათ, მიიტანოთ შინ, დადგათ მაგიდაზე და დატკბეთ მისი ცქერით. მაგრამ მოყვავილე ციმბიდუმს, დენდრობიუმს ან ფალენოპსისს თავისი უარყოფითი მხარეებიც აქვს.

ყვავილობაზე ორქიდეა დიდ ენერგიას ხარჯავს. ზოგი სახეობა განუწყვეტლივ ყვავილობს რამდენიმე წელი, ეს ძალიან ფიტავს და ასუსტებს მცენარეს, მერე კი კვდება. არავინ იცის, რამდენი ხანი იდგა მოყვავილე მცენარე მაღაზიაში, ან მანამდეც რამდენ ხანს ყვავილობდა. მეორე მხრივ, ასაყვავილებელი ახალგაზრდა ორქიდეა სახეობის მიხედვით სხვადასხვა დროს საჭიროებს ყვავილობამდე. მოყვავილეს ყიდვით კი დროს იგებთ მის გაზრდაზე და კოკრების ამოტანამდე. ეს თქვენი გადასაწყვეტია, რას იყიდით. მაგრამ თუ ყვავილებიანის ყიდვას მოინდომებთ, სჯობს რაც შეიძლება ბევრკოკრიანი შეიძინოთ, რომ გახანგრძლივდეს ყვავილობის ეტაპი  სახლში. მაგრამ თუ გირჩევნიათ, თავად ადევნოთ თვალი  მცენარის გავითარებას, შეიძლება უყვავილოს შეძენაც.

როგორი სუბსტრატი სჭირდება? - მაღაზიაში ყოფნისას კიდევ რამდენიმე მომენტია გასათვალისწინებელი - რა პირობებშია მცენარე, როგორ თაროზე დევს ქოთანი, სველია თუ არა სუბსტრატი, მშრალია თუ არა ადგილი, სადაც ქოთანი დევს, ეს ყველაფერი მით უფრო მნიშვნელოვანია ზამთარში, როცა  გარეთ ცივა.

საერთოდ, უმჯობესია მისი შეძენა მშრალ სუბსტრატში, რადგან ასე უფრო კარგად იტანს მგზავრობას და არც სახლის პირობებთან შეგუება გაუჭირდება.  მის სუბსტრატს უმეტესად ხის ქერქი წარმოადგენს, მაგრამ ზოგჯერ  ხავს სფაგნუმშიც აქვთ. ხავსი უნდა იყოს მშრალი, მაგრამ არა გამომხმარი, არამედ - რბილი. 

რაც შეეხება ჭურჭელს, ორქიდეას ზრდიან გამჭირვალე პლასმასის კონტეინერებში. მასში კარგად ჩანს ფესვთა სისტემა და შესაძლებელია მათი მდგომარეობის შეფასება.

ფესვთა სისტემა - ყიდვამდე უნდა შემოწმდეს, ზის თუ არა ორქიდეა  ჭურჭელში მყარად. ამის გასაგებად მცენარეს ძირში კიდებენ ხელს და ფრთხილად არყევენ ქოთანში. თუ იგი ყანყალებს და მჭიდროდ არ ზის, შესაძლოა ახალი გადარგული იყოს. შესამოწმებელია თავად ფესვებიც. ჯანსაღი ფესვი მკვრივი და მოქნილი უნდა იყოს. ეს მცენარის ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანოა, რომლიც იწოვს წყალს, ასევე მონაწილეობს ფოტოსინთეზში. მშრალ სუბსტრატში მყოფი ფესვები ღია ფერისაა ან ღია მწვანე. სველში კი მუქი მწვანე უნდა იყოს. ნაცრისფერი ან ყავისფერი - ცუდის ნიშანია.

ზოგჯერ ფესვები ჭურჭელს სცდება, მაგრამ ეს საშიში არაა. თუ მცენარე არასწორადაა ჩარგული, მაგრამ გარეგნულად ჯანსაღად გამოიყურება,მისი შეძენა და შემდეგ სხვა შესაფერის ჭურჭელში გადარგვა შეიძლება.

ყურადღება უნდა მიექცეს ფსევდობულბებსაც -ეს ღეროს ქვედა ნაწილში მსხვილი უბნებია. აქვს ზოგ სახეობას - კატლეას, დენდრობიუმს, ციმბიდიუმს ონციდიუმს. მასში ხდება წყლის და საკვების მარაგის დაგროვება, რასაც მცენარე ცუდ პირობებში  მოხვედრისას იყენებს. გარდა ამისა, იგი უწყობს ხელს ახალი ტოტების ზრდას და პასუხისმგებელია ყვავილობისას მცენარის მდგომარეობაზე, რომ მხოლოდ კოკრების ფორმირებაზე არ დახარჯოს ენერგია.

ფოთლები - ეს ნაწილიც უნდა დათვალიერდეს, რადგან იგი ორქიდეის მდგომარეობის ინდიკატორია. ჯანმრთელ მცენარეს ერთნაირი ზომის და ფერის ფოთოლი უნდა ჰქონდეს, შეხებით - მკვრივი, საჭიროა განსხვავების ცოდნა ჯანმრთელ ფოთოლსა და გადაჭარბებულად ნაკვებ ფოთოლს შორის - მკვეთრი ფერის და პრიალა ზედაპირის მქონე ფოთოლი მიუთითებს ჭარბ სასუქზე, ასეთი მცენარე არ იყვავილებს, ამიტომ მისი შეძენა არ ღირს.

თუ ფოთოლზე მექანიკურ დაზიანებას, მუქ ან ღია ფერის ლაქებს, სველ წარმონაქმნებს ან ჩაღრმავებებს ნახავთ, ნურც მას შეიძენთ. კიდევ უნდა შემოწმდეს მავნე  მწერებზეც, და საჭიროა დარწმუნდეთ, რომ ზრდის წერტილი არაა დაზიანებული.

თუმცა მხოლოდ ფოთლების მდგომარეობაზეც არ შეიძლება დაყრდნობა - სხვადასხვა სახეობას განსხვავებული ფოთოლი აქვს. ზოგს წვრილი და სქელი ფოთოლი აქვს, ზოგს ხორციანი და ბრტყელი, ზოგს კი საერთოდ არ აქვს ფოთოლი.

ტრანსპორტირება - ეს მცენარე არც ისე კომპაქტურია და ხშირად მისი სახლამდე მიტანა საკმაოდ  რთულია - ცუდია, თუ იგი გზაში დაზიანდება. ამიტომ მას ახვევენ სქელ ქაღალდში ან რამდენიმე ფენა გაზეთში  ფოთლების და ყვავილების შესაძლო დაზიანების თავიდან ასაცილებლად. მცენარეც დაცული იქნება ქარისგან. ცივ ამინდში კი ზემოდანაც დაფარება დასჭირდება. სიცივის გარდა მას სიცხეც სწყენს. თუ ცხელ ამინდში მცენარეს ავტომობილის საბარგულით წაიღებთ, ისევე დაზიანდება, როგორც სიცივეში.

 დამატებითი რჩევები -  სჯობს არჩეულ მცენარეზე წარწერა იყოს მისი სახელის მითითებით. ხშირად გამყიდველმა არ იცის სახეობის სახელი. თუ ქოთნის მდგრადობისთვის შიგ რაიმე საყრდენი დევს, მასზე არ უნდა იყოს ობი.

კოკრებიანი ან ყვავილიანი მცენარის საყვავილე ღეროც უნდა შემოწმდეს მწერებზე. შეიძინეთ მხოლოდ ის მცენარე, რომელიც ახალი მიღებულია მაღაზიაში - 2-3 კვირის. არავინ იცის, რანაირად უვლიდნენ მას მაღზიაში. ორქიდეის მოვლაში დაშვებული შეცდომები უცებ არ ჩანს მცენარეზე, მოგვიანებით იჩენს თავს. ჩვენი ორქიდეების მოყვარულთა ჯგუფი მოცემულია ბმულზე. https://www.facebook.com/groups/OrqideisMovladamatiMetodebi/
 

25 May 0 7 787
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно