ცისფერი და ლურჯი ორქიდეები

საოცარი სანახავია ცისფერი ორქიდეები, მაღაზიებში ძალიან პოპულარული გახდა. რა იმალება ასეთი ფერის მიღმა? დრო გადის, მომდევნო ყვავილობისას მცენარის ყვავილი ცისფერი ან ლურჯი კი არა, მოთეთრო ცისფერი ან სულაც თეთრი ხდება. მიზეზი ყვავილისთვის ფერის საღებავით მიცემაა. ბევრი მაღაზია აწერს კიდეც ამ  ინფორმაციას ასეთ მცენარეზე, მაგრამ დიდად არ ვრცელდება და მყიდველები მერე თავს მოტყუებულად მიიჩნევენ. უმეტესად თეთრ და მოყვითალო ორქიდეებს ღებავენ, რომ ფერი თანაბრად დაჯდეს მთელს ყვავილზე. მერე კი დროთა განმავლობაში საღებავი ირეცხება და ორქიდეა თავის ბუნებრივ ფერზე ბრუნდება. 

პირველი ცისფერი ორქიდეა 2011წ ფლორიდაში გამოჩნდა ტროპიკული მცენარეების გამოფენაზე. 3 თვის მერე კიდევ ერთი ცისფერი ფალენოპსისი გაჩნდა - ეს უკვე ჰოლანდიაში ყვავილების კონკურსზე და პრიზიც დაიმსახურა.

არავინ მალავს, რომ იყენებენ საღებავს თეთრი ორქიდეისთვის და რომ გარკვეული პერიოდის მერე იგი ისევ ძველ ფერს დაუბრუნდება. შეღებვის მეთოდი არ ხმაურდება, შინაარსი კი ასეთია - მცენარეს ათავსებენ სპეციალურ გარემოში, რისთვისაც ბუნებრივ კომპონენტებს იყენებენ. ამიტომ პროცედურა არ აზიანებს მცენარეს.

ამრიგად - ლურჯი ორქიდეა არაა ბუნებრვი სახეობა და არც ჰიბრიდს წარმოადგენს. ეს მხოლოდ მარკეტინგული სვლაა და საოცრად ეფექტურიც, თუმცა ზოგჯერ უსინდისო გამყიდველები თავად ღებავენ მცენარეს ყოველგვარი ტექნოლოგიის გარეშე. ბარბაროსული მეთოდებით ნემსით შეჰყავთ საღებავი მცენარეში - საყვავლე ღეროში, ან ფესვში. ეს პროცედურა ასუსტებს  ორქიდეას და სტრესავს, მოწამლული მცენარე შეიძლება მოკვდეს კიდეც.

შეძენისას კარგად უნდა დათვალიერდეს ლურჯი ან ცისფერი ორქიდეა. თუ ნანემსარი ფესვზე ეტყობა, გადარჩენის  შანსი მინიმუმია, საყვავილე ღერზე  კი - მისი გადარჩენის შანსს ზრდის.

ზოგჯერ ფალენოპსისს ღებავენ შეფერადებული წყლით შეწოვის გზით. ასეთ მცენარეს ფერი არა მარტო ყვავილზე, არამედ  ფოთოლზე და ფესვზეც ეტყობა. თუ მცენარემ თეთრი ყვავილი გამოიტანა, არ შეიძლება მერე მისი შეფერვა ლილით ან მელნით, ამის გამო იგი შეიძლება დაავადდეს და მოკვდეს.

არ შეიძლება ასეთი შეღებილი მცენარის გადარგვა სახლში მოტანისთანავე, ეს კიდევ ერთი სტრესი იქნება და უკვე ვეღარ გადაიტანს. სხვა მხრივ - მოვლა ისეთივეა, როგორც სხვა ჩვეულებრივ ორქიდეების.

თუ ყიდვის მერე მას კოკრები დაცვივდა, ეს ნიშნავს, რომ იგი ვერ გამოვიდა სტრესიდან შეღებვის გამო და სასწრაფო ღონისძიებები უნდა გატარდეს, - მცენარეს აჭრიან საყვავილე ღეროს, სადაც ბევრია საღებავი.

ფესვებს ურეცხავენ თბილი წყლით, ათვალიერებენ და დაზიანებულ ნაწილებს აჭრიან.

გადანაჭერზე აყრიან ნაცარს და კარგად აშრობენ. ქოთანს რეცხავენ, აშორებენ ძველ სუბსტრატს და ახლით ავსებენ.

რგავენ ახალ სუბსტრატში.

კატეგორიულად იკრძლება ძველი სუბსტრატის გამოყენება,მასში“ ავადმყოფი მცენარის ყოფნის გამო

იაპონელებმა 2013 წ წარადგინეს ტრანსგენური ლურჯი ორქიდეა. გამოიყენეს თეთრი ფალენოპსისი და მას ჩაუნერგეს გენი, რომელივც პასუხს აგებდა ლურჯ ფერზე. ჯერჯერობით მცენარე მიუღწეველია ფართო მასებისთვის.

ბუნებაში ასეთი ფერის ორქიდეა არ არსებობს- ამ ფერზე პასუხისმგებელი გენის არარსებობის გამო.

შეღებლი ფალენოპსისის მაგიერ შეიძლება ლამაზი სახეობის  ვანდის შეძენა. იგი ულამაზესია, მაგრამ რთულია მოსავლელად დ ბევრი პრობლემა აქვს. თუ შეეგუება სახლის პირობებს, მალე უამრავ ყვავილს გაჩუქებთ, რაც მუქი ინდიგოსფერია და არ ჩამოუვარდება  სილამაზით შეღებილ ფალენოპსისს.

კიდევ ერთი  ცისფერი ორქიდეაა კატლეა, ვანდასთან შედარებით ნაკლებად მომთხოვნია, ყვავილი დიდი, სურნელოვანი აქვს და ფერებიც ბევრნაირი. მაგრამ აქ ვერ შეხვდებით ისე მაძღარ ცისფერს, როგორიც შეღებილ ორქიდეებს აქვთ. უმეტესობა მოცისფრო ლილისფერი ან  მოვარდისფრო ცისფერია და ესეც ძალიან იშვიათია. სამაგიეროდ - ბუნებრივი ფერია.

რჩევები ეგზოტიკური მცენარეების მოყვარულებს: ცისფერი ან ლურჯი ორქიდეის შეძენა სჯობს სპეციალურ გამოფენებზე და არა მაღაზიებში. თუ ყიდულობთ ფალენოპსისს, ნუ გადაყრით ფულს ცისფერ ყვავილებში  - ეს მცენარე მალე მოკვდება.

შეღებილ მცენარეებს მეტი ფაქიზი მოვლა სჭირდებათ - ისინი დიდხანს ავადმყოფობენ შეღებვის გამო.

ნუ მოინდომებთ მის შეღებვას სახლის პირობებში. შეღებილი ორქიდეის ნაცვლად შეიძლება სხვა სახეობის ბუნებრივად ცისფერი მცენარის შეძენა. მოცემულ ბმულზე შეგიძლიათ შემოუერთდეთ ჩვენს ჯგუფს https://www.facebook.com/groups/yvavilebi/


 



25 May 0 3 456
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно