ხვიარა ვარდები, დარგვა, მოვლა, სახეობები

ვარდის სხვადასხვა ჯგუფები არსებობს, ყველას თავისი დანიშნულება აქვს. ხვიარა ვარდები ხანგრძლივ და უხვად მოყვავილე ჯგუფია, არც ისე იშვიათად შესანიშნავი სურნელიც აქვთ. ასეთი ვარდები 2 დიდ ჯგუფად იყოფა: რამბლერი და კლიმბერი. განსხვავება ბუჩქის ფორმაშია - რამბლერს გრძელი წვრილი ტოტები აქვს და საყრდენი სჭირდება, კლიმბერი შედარებით სწორმდგომი და სქელი ღერები აქვს. რამბლერი ყვავილობს ერთჯერადად, მაგრამ უხვად და ხანგრძლივად შედარებით პატარა ყვავილებით, გაერთიანებული ყვავილედად, სუნი სუსტია ან სულ არ აქვთ. კლიმბერს დიდი ყვავილი აქვს - 10სმ მდე, ყვავილობა მეორდება, ხშირად უწყვეტია, ბოლო დროს გამოყვანილ ჯიშებში ასეთი სხვაობა აღარ შეინიშნება. ახალი რამბლერი პატარა ეზოშიც კარგად ეტევა, კლიმბერები კი გააუმჯობესეს დაავადებისადმი მედეგობის და სურნელის კუთხით.

საბრინა - ნაზსურნელიანი 6-8სმ ყვავილით იზრდება 2 მ მდე. 

მინი ედენის ვარდი - სურნელოვანი 5სმ მდე ყვავილიანი მცენარე. არ ეშინია წვიმის, იზრდება 2მ მდე 

ფლორენტინას სუნი არ აქვს, მაგრამ უხვად ყვავილობს 9სმ იანი ყვავილით, იზრდება 2 მ მდე. 

ალეგრო- შედარებით დაბალია - 1,6 მ სურნელოვანყვავილიანი 8-10სმ ზომის. 

სომერგოლდი - 10სმ იანი ყვავილი შეკრულია ყვავილედად, აქვს ციტრუსის სუნი, იზრდება 2,5მ 

პერინეალ ბლაშ - წვრილ ყვავილებს იკეთებს -0,2 სმ ს, მაგრამ საოცრად უხვყვავილიანია, ადის 3-4მ ზეც. 

არსებობს რემონტატული წნული ვარდებიც: 

დუკატ- სურნელოვანი 10სმ ყვავილებით - ადის 3მ ზე. 

ჰელლა - 2,5მ მდე იზრდება და აქვს 9სმ იანი სუსტად არომატული ყვავილი. 

როუზ დე ტოლბიაქ - აღწევს 2,მ ს, აქვს სუსტად სურნელოვანი ყვავილი 

გირლიანდ დ ამუურ - 2,5მ სიმაღლის წვრილ და უხვყვავილიანი ბუჩქია. 

როზენგარტენ ზვეიბრაჰენ - მოიასამნისფრო წითელი 10სმ მდე ყვავილიანი 3მ სიმაღლის ბუჩქია. 

საყრდენი- ეს ვარდი მიხოხავს კედლებზე, მაგრამ საყრდენიც ესაჭიროება და მიმაგრებაც ზედ. თუ ტოტებს ჰორიზონტალური მიმართულება ექნებათ, მეტ ყვავილს გაიკეთებს, რადგან ასე ტოტის ზრდა ფერხდება და ენერგია მერე გვერდითა ტოტებსა და ყვავილებში მიდის. ასეთ ვარდებს ხშირად ღობეზე უშვებენ, როცა სიმაღლეს აითვისებს, მერე განზე იწყებს ზრდას და ყვავილიც უამრავი აქვს. ვარდი, რომელიც კოლონებს ეხვევა, შესაძლებელია უხვყვავილიანი გახდეს, თუ მის ტოტებს სპირალურად დაახვევენ.

დარგვა - მათ რგავენ შემოდგომაზე. ჩარგვამდე ფესვებს დებენ წყალში 2 სთ, თხრიან ორმოს ისე, რომ ფესვი შიგ კარგად მოთავსდეს და არ გაიღუნოს, მერე ნერგს დებენ ორმოში გორად ჩაყრილ მიწაზე, უწორებენ ფესვებს. მყნობის ადგილი მიწაში უნდა იყოს 3 თითის დადებაზე. მერე აყრიან მიწას, დატკეპნიან კარგად, გარშემო უკეთებენ თხრილს, რომ მორწყვისას წყალი არ გაიქცეს და კარგად რწყავენ. როცა მიწა წყალს კარგად შეიწოვს, უფხვიერებენ ზედა ფენას და შემოუყრიან 10სმ ზე, ეს აორთქლებას ამცირებს და ზამთარში კარგ საფარს წარმოადგენს. გაზაფხულზე მას ისევ გადაასწორებენ ხოლმე.

გასხვლა ყვავილობისთვის- მათ პირველად სხლავენ, როცა სიგრძე 2მ ს მიაღწევს - მეორე-მესამე წლიდან.რემონტატულ ვარდებს ყვავილის კვირტი ახალ ტოტებზეც გამოაქვს და ძველზეც, ამიტომ მხოლოდ გრძელ ტოტებს ამოკლებენ 3-5 კვირტამდე.

ერთჯერადად მოყვავილე რამბლერს ყოველწლიურად სხლავენ. ახალ ტოტებს არ ეხებიან, ასეთ ვარდს ყვავილი გამოაქვს წინა წლის ტოტებზე.

თუ ვარდი თაღზე ადის და ტოტები უშნოდ ეშვირება განზე, მათ აჭრიან ძირში. გვერდითა ტოტებს კი საყრდენზე ამაგრებენ.

სწრაფადმზარდ რამბლერებს საყრდენზე  - რადიკალურად არ სხლავენ, მხოლოდ წაგრძელებულ ტოტებს აშორებენ.

ბებერ და დიდი ხნის გაუსხვლელ ვარდს ყვავილობის მერე ტოტებს უმოკლებენ 30სმ მდე მიწის ზედაპირიდან, მომდევნო წელს ახალ ტოტებს გაზრდის და ძველი დარჩენილი ტოტების ბოლომდე მოშორებაც შესაძლებელი ხდება, მცენარეს აჭრიან 5 წლის და მეტი ასაკის ტოტებს. გადაჭრა ირიბად ხდება კვირტის  თავზე 5-6სმ დაშორებით.

იდეალური წყვილი -მასთან ერთად ძალიან ლამაზია  კატაბარდა. ჯერ ირგვება ვარდი, 2 წლის მერე ურგავენ გვერდით კატაბარდას, მოშორებით. ერთად დარგვისას ვარდი კონკურენციას ვერ უძლებს და შეიძლება მოკვდეს.

იასამნისფერი კატაბარდა უხდება წვრილყვავილიან სურნელოვან “გირლიანდ როუზს”. ისინი ერთნაირ სიმაღლეზე იზრდება და კარგად ავსებენ ერთმანეთს.

ასევე ლამაზია კატაბარდა ვიქტორია ინგლისურ ვარდ “ქრიმსონ შოუერთან” ერთად. ვარდი მაღალი იზრდება - 5მ მდე. კატაბარდა - 3 მ მდე. ერთჯერადად მოყვავილე რამბლერი “ვეილჰენ ბლაუ” კარგად ეწყვილება იისფერ კატაბარდა “მადამ ჟიულ კორევონს”, რომლის ფერი მერყეობს ღია იასამნისფრიდან მუქ იისფერამდე დარგვის ადგილის მიხედვით. ჩვენი ოფიციალური ჯგუფი ფეიზბუქში მოცემულია ბმულზე, გადადით შემოგვიერთდით. https://www.facebook.com/groups/yvavilebi/
 

25 May 0 3 422
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно