ნიადაგმფენი ვარდები

ივნისში ეზო, რომელშიც ხარობს ნიადაგმფენი ვარდები, განსაკუთრებით ლამაზია. იქ უჩვეულო ფერადი ხალიჩაა დაფენილი. ფერები უამრავია - თეთრი, ვარდისფერი, წითელი, ყვითელი, არის ხუჭუჭაც,ზოგს კი შესანიშნავი სურნელიც აქვს. 

ბოლო დროს გაიზარდა მოთხოვნა ახალი ჯიშის ნიადაგმფენ ვარდებზე, რომლებიც ყვავილობას იწყებენ ივნისში და იგი გრძელდება სექტემბრამდე. მათ შორის პოპულარულია  დაბალი ვარდები გრძელი  მოქნილი ტოტებით და პრიალა ფოთლებით.

მათი ისტორია იწყება მე 19 ს ში, ვარდისგან - ვიხურა, რომელსაც 6მ მდე ტოტები ეზრდებოდა.ასე ნიადაგმფენ ვარდად იყენებდნენ კიდევ “ნიუ დაუნს”, რომელსაც ადრე ტოტებზე თავებს ხშირად აწყვეტდნენ მებაღეები.

მას მერე დიდი დრო გავიდა, გამოიყვანეს ნამდვილი ნიადაგმფენი ვარდებიც. ყოველ წელს ახალი ჯიშის ვარდი ჩნდება.

ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან ფერით, ფორმით,ზომით, სურნელით, სიხუჭუჭით, სიმღლით, ტოტების სიგრძით. მათ იყენებენ ლანდშაფტურ მცენარედ, პეიზაჟისთვის, ან მაღალი ბორდიურებისთვის.

ამ ვარდების უპირატესობა: ვეგეტაციის დროს სწრაფად იზრდება, გრძელი ტოტები ნიადაგზე ადვილად ფესვიანდება,უპრეტენზიო და დაავადებებისადმი გამძლეა, არ სჭირდება ყოველწლიური სპეციალური გასხვლა,2 წლიდან  თრგუნავს გარშემო სარეველა მცენარეებს, ადვილად მრავლდება ტოტით, გადაწვენით. სისუსტე - იგი კარგად ხარობს თბილ რეგიონში, სიცივეში კი ზამთარში დაფარება სჭირდება. ტოტები ასეთ ვარდებს გვიანობამდე , შემოდგომამდე ეზრდება, მერე ზამთარს უკვე ვერ უძლებს ახალი ტოტები და ეყინება, ლპება ან სოკოთი ავადდება. ამის თავიდან ასაცილებლად მას სხლავენ - უმოკლებენ ღეროებს ოქტომბერში, ზამთარში კი ტოტებს ერთად კრავენ, აწყობენ წიწვოვან ტოტებზე, პენოპლასტზე და ზემოდან აფარებენ ისევ წიწვოვნებს ან რუბეროიდს. მნიშვნელობა აქვს ასეთი ვარდის დარგვის ადგილს. საჭიროა ზრდასრული ვარდის ზომების გათვალისწინება, რადგან ხშირი დარგვა მცენარის ტოტების ზემოთ ზრდას გამოიწვევს, იშვიათი კი - ცარიელ ადგილებს დატოვებს .

ამ ვარდების გასხვლა გულისხმობს სუსტი, წვრილი, გამხმარი ტოტების მოცილებას, დანარჩენებს კი ამოკლებენ მესამედზე.

ნიადაგმფენი ვარდები კარგად გამოიყურება ეზოში ჯგუფად დარგული, კლუმბებში, მიქსბორდერებში. მათ გვერდით ურგავენ სალბს, სათითურას, მრავალწლიანებს. ლამაზად ჩანს ასევე ტერასებზეც, როკარიუმებში კი მშვენივრად გამოიყურება სხვა წვრილ ყვავილებთან.

ნიადაგმფენი ვარდების ბევრი ჯიშია გამოყვანილი - მათ შორის აღსანიშნავია ბალერინა, ბონიკა,კონცერტი, ფიონა, კენტი და სხვა.
ჩვენი ოფიციალური ჯგუფი ფეისბუქში: https://www.facebook.com/groups/yvavilebi/
 

25 May 0 1 321
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно