ბაღის ვარდის დარგვა, მოვლა

ეს ლამაზი მცენარე საკმაოდ ძველია და დიდი ისტორიაც აქვს, ბევრს სახლში აქვს ქოთნებში, ან კიდევ გარეთ ეზოში. ბაღის  ვარდები ბევრნაირია, როდესაც მის შეძენას გადაწყვეტთ, სჯობს იყიდოთ დახურული ფესვებით. თუ დარგვამდე ჯერ კიდევ დროა,ასეთი მცენარის შენახვა შეიძლება მაცივარში დაბლა თაროზე 0-5გრ ზე, შეფუთულ მდგომარეობაში. მაგრამ პერიოდულად უნდა შემოწმდეს მიწის სიმშრალე- ბოლომდე იგი არ უნდა გამოშრეს

დარგვისას ეცადეთ, არ დაირღვას მიწის კოშტი, რაც მცენარეს თან მოჰყვა.

ფესვები რომ უკეთ და სწრაფად გაეზარდოს, შეიძლება მორწყვა ჰეტეროაუქსინით ან კორნევინით. ვარდს რგავენ მზიან  ადგილზე, რომ ქარი არ ხვდებოდეს ჩრდილოეთის მხრიდან, მაგრამ ადგილი კარგად უნდა ნიავდებოდეს.

ჩრდილში დარგული მცენარე ცუდად ყვავილობს, ხშირად ავადდება ნაცარა სოკოთი ან შავი ლაქოვნებით.

ვარდი ყველა ნიადაგს ეგუება, გარდა მძიმე თიხნარისა ან მსუბუქი ქვიშნარისა.

ორმო, სადაც ვარდი უნდა დაირგას, უნდა იყოს საკაოდ ღრმა და განიერი, რომ ფესვი თავისუფლად მოთავსდეს შიგ.

დარგვამდე ორმოც კარგად უნდა მოირწყას.

ნერგი უნდა გათავისუფლდეს შესაფუთი მასალისგან, წაეჭრას ფესვები მესამედზე და ტოტები 2-3 კვირტზე ქვემოდან. მერე  დებენ ორმოში, უსწორებენ ფესვებს და აყრიან მიწას ისე, რომ ფესვის ყელი ან მყნობის ადგილი მიწიდან 5 სმ დაბლა იყოს. მერე კარგად ტკეპნიან და კიდევ ერთხელ რწყავენ.

მოვლა - ბაღის ვარდი კარგად გაიზრდება, თუ დროულად მიაწვდით საკვებს, სხვა მხრივ დიდ მოვლას არ საჭიროებს. ცოტა მშიშარაცაა - ეშინია ვირუსების. ამ ვარდისთვის საუკეთესო სასუქი ცხენის ძველი ნაკელია.მას ურევენ მიწას და 2-5 სმ ფენად დებენ ბუჩქის ძირში. ასე კიდეც გამოკვებავს მცენარეს და კიდეც შეინარჩუნებს ტენს მიწაში.

ქათმის სკინტლი  თუ ახალია, მჟავეა და შეიძლება დაწვას მცენარე. ამავე დროს იგი აზოტს იწოვს ნიადაგიდან.. კოკრობისას სჭირდება კვება კალციუმის ნიტრატით. - 1 ს კ 10ლ წყალზე, ვეგეტაციის პერიოდში კი ყოველ 2 კვირაში ხან მინერალური სასუქით, ხან ნაკელიანი ხსნარით. მინერალური სასუქი შეაქვთ აუცილებად მორწყვის შემდეგ. ივლისიდან კი კვებას წყვეტენ, რომ მცენარე კარგად მოემზადოს ზამთრისთვის. თუ ძალიან ცხელა, ცივა ან წვიმს, სჭირდება მიხმარება სტრესის გადასატანად. მას ასხურებენ ეპინს, ცირკონს, კალიუმის გუმატს. ნაცარა სოკოს პოროფილაქტიკისთვის კი - სოდიან ხსნარს 2-3 ჯერ გაზაფხულ-ზაფხულში.

მავნებლები - მცენარე მეტად სურნელოვანი და გამძლე იქნება მავნე მწერების მიმართ, თუ მის გარშემო ნიორს ჩარგავთ, და უკეთ შეებრძოლება ბუგრს, თუ ირგვლივ ლავანდის ბუჩქები ექნება. თუ ვარდს მაინც შეესია ბუგრი ადუღებენ ერთ სათლ წყალს, შიგ ახეხავენ სარეცხ საპონს, აგდებენ რამდენიმე ტოტ აბზინდას და კიდევ 10წთ ადუღებენ. გაციების და გაწურვის მერე კი ამუშავებენ მცენარეს ამ ხსნარით. იმეორებენ ერთ კვირაში, თუ მწერი არ მოშორდება, მერე წამლავენ აქტარათი ან სხვა პრეპარატით. 

სულ ესაა. ერთი შეხედვით, ბაღის ვარდი რთულია მოსავლელად, მაგრამ თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ, მშვენიერი მცენარე დიდხანს  გაგახარებთ ლამაზი ყვავილებით. თარგმანი:თ.სუპატაშვილის. ფოტოს გასადიდებლათ დააჭირეთ ფოტოს  
 

24 May 0 7 080
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно