ჰიპეასტრუმის გადარგვა და დაზიანებული ბოქლვის მკურნალობა

ეს საკმაოდ დიდი ჯგუფი 80 მდე სახეობას მოიცავს. კიდევ უფრო მეტია ჯიშები. განსხვავებულია მათი ყვავილის ფერი. დღეს უამრავი ფერის ჰიპეასტრუმი არსებობს - თეთრიდან მუქ ბორდომდე წითლის თითქმის ყველა ტონალობას მოიცავს. არის ჭრელყვავილიანებიც.

ზოგჯერ ასე ხდება- იყიდით მცენარეს ქოთნით, მიიტანთ შინ და გადაწყვეტთ მის სხვა ქოთანში გადარგვას. მცენარე ამოგაქვთ ქოთნიდან, მას კი ფესვი თითქმის არ აქვს.ეს ხდება ჭარბი მორწყვის შემთხვევაში.როგორ შეიძლება ასეთ მცენარეს უშველოთ? პირველ რიგში უნდა მოშორდეს ქერცლები, რომელიც მომპალია.

მერე ცოტა ხნით იგი უნდა გაშრეს, რომ შესაძლებელი გახდეს, ბოლქვის დათვალიერებაც. თუ მისი ნაწილსაც ლპობა აქვს დაწყებული,უნდა გასუფთავდეს დაზიანებული ნაწილების და ფესვებისგან.სანამ საღ ადგილამდე არ მივლენ. ასეთი ბოლქვი კიდევ გამოიტანს ჯანმრთელ ფესვებს. საყვავილე ღერო ამ შემთხვევაში საკვებს ბოლქვიდან მიიღებს და  ყვავილობამდე ახალ ფესვებსაც გაივითარებს. გასუფთავებული ბოლქვი ოდნავ დიდ ქოთანში შეიძლება ჩაირგას. ბოლქვიან მცენარეებს ზედმეტი წყალი არ უყვართ ფესვებში, ამიტომ ქოთნის ძირში უნდა ჩაიყაროს დრენაჟი - კარგია კერამზიტი, დაახლოებით 3 სმ სიმაღლეზე, მის გამოსაყოფად მიწის ფენისგან ზემოდან აფარებენ რამდენიმე ფენად ხელსახოცებს, მერე კი ყრიან ცოტა მიწას. მიწა უნდა იყოს ფხვიერი და ჰაერგამტარი 

ბოლქვი ქოთანში ისე უნდა ჩაიდოს, რომ მიწამ მისი ნახევარი დაფაროს.დაზიანების გამო დარგვამდე ბოლქვს ავლებენ ფესვის ზრდის სტიმულატორში, ან აყრიან ფხვნილს.

ქოთნის დიამეტრი ოდნავ დიდი უნდა იყოს ბოლქვზე, ბოლქვს და ქოთნის კიდეს  შორის 2 თითის დადება ადგილი უნდა დარჩეს, ბოლქვს ქოთნის ცენტრში ათავსებენ  და შემოუყრიან მიწას. ასე მისთვის საკვებიც და ჰაერიც ხელმისაწვდომია.იმისთვის, რომ მიწა ფხვიერი იყოს, ზოგჯერ უმატებენ პერლიტს, შეიძლება ცოტა ქვიშის არევაც. მიწა კარგად უნდა შემოუტკეპნონ და ბოლქვიც მყარად უნდა დაჯდეს მიწაზე, რომ კარგი იყოს შეხება ნიადაგისა ბოლქვის ძირთან. ამის მერე   წყალს უსხამენ ქოთნის კიდეზე.ზედმეტი წყალი გამოვა სადგამზე და მას გადაღვრიან. მიწის ზედაპირზე შეიძლება ლამაზი კენჭების , ნიჟარების დაწყობა ან ხავსი - სფაგნუმით მორთვა.ასე უმჯობესია, რადგან ხავსი ინარჩუნებს ტენს დიდხანს, ამიტომ მისი ხშირად მორწყვა არ დასჭირდებათ.

იქონიეთ ასეთი ლამაზი მცენარე შინ. იგი წლების განმავლობაში უხვად იყვავილებს და დიდხანს გაგახარებთ  ულამაზესი ყვავილებით. ეს მცენარე უმეტესად გაზაფხულზე ყვავილობს, მაგრამ შესაძლებელია მისი აყვავება ზაფხულშიც. ამისთვის მცენარის ბოლქვს რგავენ ნიადაგში, რომელშიც კორდის მიწა, ფოთლოვანი  მიწა, ნეშომპალა, ქვიშა და ცოტა სუპერფოსფატია არეული.მათ აყვავებისთვის კარგი განათება სჭირდებათ. ზაფხულში შეიძლება გარეთ გატანაც და ქოთნიანად ეზოში ჩარგვაც.  გვიან შემოდგომაზე მცენარეს მოსვენების ეტაპი ეწყება, მორწყვა თანდათან მცირდება და ზამთარში მიწა მხოლოდ ინამება,ქოთანს დებენ სიგრილეში, სანამ ახალ საყვავილე ღეროს და ფოთლებს არ წამოიღებს. გაზაფხულზე ყველაფერი თავიდან იწყება.

მნიშვნელოვან მომენტია სასუქი. კვების გარეშე მცენარეს ყვავილობა ძალიან გაუჭირდება.ზაფხულში კარგია 10 დღეში ერთხელ ნაკელიანი წყლით მორწყვა,ივლისიდან კი 2-3 ჩ კ სუპერფოსფატის და 1 ჩ კ კალიუმიანი სასუქის გახსნა ერთ სათლ წყალში და  ასეთი ხსნარით  მორწყვა. მცენარე მრავლდება შვილეული ბოლქვებით, რასაც  ჯანმრთელი დედა მცენარე ყოველ წელს ივითარებს. გადარგვისას აცლიან მათ და ცალკე რგავენ ქოთნებში. კარგი  მოვლის პირობებში 2 წლის მერე ისინიც იყვავილებენ.
გასადიდებლად დააჭირეთ ფოტოს  

24 May 0 1 490
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно