მცენარეები ექსტრემალური პირობებისთვის აივანზე

ლამაზი, ყვავილებით დამშვენებული აივანი ბევრისთვის საოცნებოა, მაგრამ ხშირად იქ არც ისე კარგი პირობებია კლასიკური უხვად მოყვავილე მცენარეებისთვის. ზოგან ზედმეტი ჩრდილია, ან კიდევ სამხრეთის მხარეა და შუადღის მწველი მზე ადგება, ან კიდევ ორპირი ქარი უბერავს და ცივა. ასეთი აივნების გაფორმებისთვის  თავისებური მიდგომაა საჭირო.

პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანია აივნის ორიენტაცია, რისი შეცვლაც არ შეგვიძლია. თუმცა აქაც შეიძლება გამოსავლის მონახვა. აღსანიშნავია ამ მხრივ სამი მომენტი - ძლიერი ქარი, ძლიერი ჩრდილი, ან ძლიერი მზე.

პირველი ახასიათებს უმეტესად გვერდითა აივნებს, ან  ისეთ სახლებს, რომლებსაც წინ დიდი სივრცე ან წყალსატევები აქვს, დანარჩენი ორი კი ჩრდილოეთის ან სამხრეთის მხარეს მდებარე აივნებს, ან სახლებს, რომელთანაც ახლოსაა მაღალი შენობები, რაც ჩრდილავს. ან კიდევ ზედმეტად სიცხეა გარემოში.

სამივე პრობლემას განსხვავებული სტრატეგია სჭირდება.

ქარში: ასეთი აივნების მცენარეებით გაფორმებისთვის უპირველესი ამოცანა ქოთნების კარგი გამაგრებაა, რომ არ გადავარდნენ.

ქოთნის ძირში აწყობენ მძიმე ქვებს, ასე დიდ ქარში არ გადაყირავდება.

კონტეინერებს  ერთად აწყობენ ჯგუფურად და ერთმანეთს აბამენ, მერე კი აივანსაც.

მნიშვნელოვანია ასევე თავად მცენარეების  შერჩევაც. ერთწლიანები ქარს ვერ გაუძლებენ, ამიტომ პეტუნიები სჯობს დაივიწყოთ, სამაგიეროდ შედარებით მდგრად მცენარეებს, რომლებიც თავს კარგად გრძნობენ ბაღში, არც აქ გაუჭირდებათ,

პირველ რიგში კარგია კალათა ყვავილედებიანი მცენარეები - გვირილები, ასევე მცენარეები სქელი ფოთლებით და მოქნილი ტოტებით. ქარს კარგად გაუძლებს სურო, რუდბეკია, ციცინო, დაბალი ქრიზანთემა, გაზანია, გულყვითელა, ბეგონია, ცოცხანა და სხვ.

ჩრდილში: ზოგ აივანს საერთოდ არ ადგება მზე და მთელი დღე ჩრდილია. ასეთ ადგილს კარგად ერგებიან მრავალწლიანები, რომლებსაც მოსწონთ ჩრდილში ყოფნა. ჰოსტა, გვიმრა, დეკორატიული მარცვლეული, სურო ძალიან მოუხდება ასეთ აივანს. კიდევ შეიძლება ცისუსის, ჭორტანას გამოყენებაც, უხვადმოყვავილეები კი უნდა დაივიწყოთ. ეს არ ნიშნავს, რომ მოყვავილე მცენარეები ასეთ აივანზე არ გექნებათ. აქ შეიძლება ბეგონიას, ხავერდას,უკადრისას, ასტილბას, კესანეს მოთავსება, თუმცა ამ მცენარეებს შედარებით მაღლა დებენ, ამიტომ უპირატესობა ამპელურებს ენიჭება

მზეში: სამხრეთ მხარეს განთავსებული აივანი ძალიან ცხელია, ტემპერატურა ხშირად  ოთახის მცენარეების სასურველ ტემპერატურას დიდად აღემატება. ეს კი ერთწლიანი  მცენარეებისთვის არ გამოდგება, ნიადაგი ქოთნებში წამებში შრება და დილა-საღამოს მორწყვითაც დიდად  ვერ უშველით. ამის გამო სამხრეთ მხარეს კარგი იქნება სუკულენტების განთავსება, მცენარეების, რომლებიც ფოთლებში იგროვებენ წყალს. ერთერთი ასეთი დეკორატიული დანდურია, გამოდგება კიდევ სურნელოვანი ბარდა, დედოფლის ყვავილი, ტუნბერგია.მოყვავილე მცენარეებიდან  გამოდგება ბალბიფოთოლა, სალბი, მიხაკი, ციცინო, ფლოქსი, მათიოლა. მაგრამ მათი მოვლა მეტად ინტენსიური უნდა გახდეს. ასევე ივარგებს ცხელ აივანზე კაქტუსები, დრაცენა, იუკა, ალოე, დაფნა, აგავა და სხვ.

ბოლქვიანები: აივანზე თავს კარგად  გრძნობენ ბოლქვიანი  მცენარეებიც. ისინი ყვავილობენ მარტიდან ივლისამდე, მშვენივრად ავსებენ აივნის სივრცეს და მყუდრო ატმოსფეროს ქმნიან. განსაკუთრებით გამოდგება აქ სიცივეგამძლე ბოლქვიანები, თუმცა ზამთარში დაცვა დასჭირდებათ.სხვა მხრივ კი იგივენაირი მოვლა უნდათ, როგორც ბაღში.

მცენარეებისთვის, რომლებიც ზამთარს აივანზე ვერ ატარებენ, ყოველთვის მოიძებნება ადგილი პეტუნიებთან და ლობელიებთან. მათ ერთწლიანებზე ადრე რგავენ ქოთანში და გააქვთ აივანზე.

აქ კარგად გრძნობენ თავს არა ეგზოტიკური, არამედ ყინვაგამძლე და არაპრეტენზიული მცენარეები. ეს შეიძლება იყოს  სუმბული, ნამდვილი ზაფრანა - კროკუსი, ყაზახა, ნარცისი, ტიტა, ცისთვალა. გამოდგება ის ბოლქვიანებიც, რომლებსაც ზამთარში იღებენ. ეს ტიგრიდია, შპრეკელია და  სხვა ასეთი მცენარეებია, რომლებიც აივნის ვარსკვლავებად შეიძლება იქცნენ.

ამოღება მიწიდან ამ მცენარეებსაც სჭირდებათ ყოველწლიურად. იმის მიუხედავად, აივანზე იზამთრებენ თუ არა, ყვავილობის მერე ბოლქვებს იღებენ და ინახავენ, მერე კი ისევ თავიდან რგავენ.

დარგვის ვადები: ის ბოლქვიანები, რომლებიც არ იზამთრებენ აივანზე,ასევე ეგზოტიკურები  და ახალშეძენილები ირგვება მარტ-აპრილში. სიცივე გამძლეები, რომლებსაც დასტოვებთ გარეთ - შემოდგომაზე. ყვეალზე ადრე  აივნისთვის ბოლქვიანებს რგავენ სექტემბრის დასაწყისში, რომ დროული ადაპტაციის მერე არ გაუჭირდეთ გარეთ გამოზამთრება. პირველად რგავენ კროკუსს, შუა თვეში - ყაზახას, ნარცისს, ტიტას. დეკორატიული ხახვი და სუმბული კი უკვე ოქტომბერში უნდა ჩარგოთ.

დარგვის თავისებურებები: ბოლქვიანი მცენარეები აივანზე იმავე პრინციპით ირგვება,როგორც კონტეინერებში.კერძოდ:

მათ რგავენ სიღრმეზე, რაც  ბოლქვის სამმაგ სიმაღლეს წარმოადგენს

ძალიან მჭიდროდ მათი ჩარგვა არ შეიძლება. ტიტებს  შორის დაშორება 10-12 სმ, კროკუსთან კი 5-6 სმ უნდა იყოს.

მნიშვნელოვანია სუბსტრატის შერჩევაც.- იგი უნდა იყოს ფხვიერი, ჰაერ და წყალგამტარი, ნოყიერი. ქოთნის ან კონტეინერის ძირში აუცილებელია დრენაჟი.

ბოლქვიან მცენარეებს ჯგუფურად რგავენ ან ურევენ სახეობებს, რისთვისაც მათ იარუსებად ათავსებენ - დიდებიდან პატარებისკენ. სიღრმეც და მანძილიც მათ შორის სხვადასხვაა.  ჯერ იწყობა ტიტა და ნარცისი. მიწის ფენის მერე  სუმბული და ყაზახა, მერე კი პირველმოყვავილეების პატარა ბოლქვები. მათ შორის საკმაო ადგილი უნდა დარჩეს ფესვების  ნორმალური ზრდისთვის და საკვების  მიღებისთვის. ყვავილობის მერე ამ მცენარეებს მოსვენების ეტაპი აქვთ - მცირდება მორწყვა მინიმუმამდე, ასევე წყდება საკვების მიცემაც ჯერ კიდევ ყვავილობის პიკზე. ფოთლის გაყვითლების მერე  ბოლქვებს იღებენ, აშრობენ, ასუფთავებენ და ინახავენ მშრალად გრილ  ბნელ ადგილას. მერე ისევ თავიდან რგავენ მომდევნო სეზონზე. წვრილბოლქვიანებს არ სჭირდება ამოღება ყოველწლიურად, გარდა იმისა, თუ სხვა მცენარეებთანაა დარგული. მაგრამ ზოგადად მაინც სჯობს ნებისმიერი სახეობის მცენარის ყოველწლიური ამოღება. 
 

24 May 0 1 508
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно