ასტრას მოვლის და სახეობების შესახებ

გაივლის ზაფხული, მაგრამ მოულოდნელად ეზოები ისევ ფერადი ყვავილებით იფარება, ეს ასტრაა - მრავალფეროვანი, უპრეტენზიო მცენარე, რომელიც მაშინ იწყებს ყვავილობას, როცა სხვები ამთავრებენ. 

ერთწლიანი ასტრა - გრძელ ყუნწზე დიდი, ფუმფულა ერთი ყვავილი იშლება. არის უამრავი ფერის. მის დასარგავად მიწას  შემოდგომაზე ამზადებენ, მცენარე დიდი იზრდება, როდესაც მიწა კარგადაა განოყიერებული და მორწყული. მიწაში სჯობს ნეშომპალის შეტანა. ერთწლიან ასტრას თესავენ, ან ჩითილებს რგავენ ხოლმე.

ჩითილის მისაღებად მცენარე ითესება მარტის ბოლოს ყუთში ან სათბურის მიწაში კვლებში,მერე რწყავენ ბაცი “მარგანცოვკით” და აფარებენ პოლიეთილენს. დათესვის წინ თესლს აყრიან ფუნგიციდს “შავი ფეხის” საწინააღმდეგოდ. მიწასაც ამ პრეპარატის ხსნარით რწყავენ. 3-5 დღეში ამოდის, მერე პარკს აშორებენ და ნათელ ადგილზე დებენ. პირველი ნამდვილი ფოთლების ამოსვლის მერე ხდება პიკირება უფრო დიდ ყუთებში ან პირდაპირ გრუნტში. ჩითილს გადარგვის არ ეშინია.

სჯობს ღია გრუნტში ჩითილის გადატანა მაისის შუა რიცხვებში, მცენარე სიცივეგამძლეა, არ ეშინია -3 -4 გრ ყინვის. ჩითილს თესავენ მზიან სწორ ადგილზე, რომ წყალი არ დაგუბდეს მორწყვის და წვიმისას.

ჩითილებს კარგად გაზრდილი ფესვი უნდა ჰქონდეს, მიწისზედა ნაწილი კი 10სმ სიმაღლის. სჯობს დარგვა საღამოს, კვლებში 20-30სმ დაშორებით ერთმანეთისგან. ერთ კვირაში შეიძლება კომპლექსური სასუქის შეტანაც. იმეორებენ ერთ თვეში. გვალვაში ზომიერად რწყავენ, ქვიშნარში  დარგულს კი  მეტად რწყავენ.

თუ პირდაპირ გრუნტში თესავენ, ეს ხდება ადრე გაზაფხულზე, წვრილ კვლებში, არც ისე ღრმად, მერე რწყავენ და აფარებენ პოლიეთილენს ნათესის ამოსვლამდე.  მესამე ფოთლის ამოსვლის მერე მათ გადარგავენ - 
გამოხშირავენ.

მოვლა არაა რთული, თუ მიწა ნოყიერია- მხოლოდ დროული  მორწყვა და გათოხვნა სჭირდება. თუ დამატებით კიდევ მიაწვდით საკვებს ერთი-ორჯერ, მცენარე უხვი ყვავილობით დაგაჯილდოებთ.

მრავალწლიანი ასტრა - ასეთ ასტრას  ზრდიან მზიან ადგილზე და კარგად რწყავენ, მაგრამ ნესტი მისთვის არ შეიძლება - ადვილად ავადდება. ერთ ადგილზე იგი 6 წელი ცხოვრობს, ფესვი სწრაფად ეზრდება, არც მისი მოვლაა ძნელი - სჭირდება გათოხვნა ფრთხილად, ფესვის დაზიანების გარეშე, პერიოდულად კი დაავადებების პროფილაქტიკის მიზნით დამუშავება პრეპარატებით.

მრავალწლიან მცენარეებს ამრავლებენ გაზაფხულზე კალმით. გაზაფხულზე ან ზაფხულში  მცენარეს ეზრდება ახალი ტოტები, სწორედ მათ იყენებენ გასამრავლებლად. ისინი ადვილად ფესვიანდება და ბუჩქიც სწრაფად იზრდება.  კიდევ შესაძლებელია მათი გამრავლება ბუჩქის დაყოფით, თესლით გამრავლება კი არაპროდუქტიული და რთულია. მათ იყენებენ როზარიუმში, შესაძლებელია სედუმთან, ბალბასთან ან იასთან დარგვაც.

ერთწლიანი ასტრების სახეობები - 3 დიდ ჯგუფად იყოფა გვირგვინის ფორმის მიხედვით - ენისებრი, მილისებრი ან გარდამავალი. ყველა მათგანში კი არის ასტრა, რომელსაც ჭრიან თაიგულისთვის - გრძელი ღერით და დიდი ყვავილით, დიდხანს

მოყვავილე ბევრი ყვავილით, უნივერსალური, რომელიც ამ ორივე მიზნისთვის გამოდგება და ქოთნის - შედარებით კომპაქტური.

-მილისებრყვავილა ასტრას წვრილი  მილის ფორმის გვირგვინის ფურცლები აქვს, - სათაიგულე ჯგუფში არის ბუმბულისებრიც.

-გარდამავალ ჯგუფში გვირგვინის ფურცელი ენისებრიცაა და მილისებრიც.ამ ჯგუფში გამოირჩევა - მარტივი, ნახევრადხუჭუჭა და გვირგვინისებრი.

1.მარტივ ასტრას შუაგული ყვითელი პატარა მილისებრი ფორმის ფურცლები აქვს და გარედან რამდენიმე რიგად სწორი ენის მსგავსი ფურცლები. 

2.ნახევრად ხუჭუჭა ჯგუფის ყვავილები მოცულობითია, გული კარგად უჩანს, თუმცა გარშემო გრძელი ენისებრი ფურცლები აკრავს, 

3.გვირგვინის ფორმის ასტრა პომპონს ჰგავს, გული არ უჩანს თითქმის.

-ენისებრი ყვავილი ფუმფულაა, ყვითელი გული საერთოდ არ ჩანს. მას ეკუთვნის სხივისებრი, ლენტისებრი, ნემსისებრი, ნახევრადსფერული და ბურთსმაგვარი ასტრები.

მრავალწლიანი ასტრის სახეობებიდან აღსანიშნავია ვირჯინიული, იტალიური, ალპური, ამერიკული. 

-ვირჯინიული მაღალი ბუჩქია- 1-1,5მ სიმაღლის, მალე ჰკარგავს დეკორატიულობას, რადგან სწრაფად იზრდება. ყვავილობას იწყებს აგვისტოს ბოლოს, პირველ თოვლამდე.

-ამერიკული - 160სმ სიმაღლის კოლონისებრი ბუჩქია, საყრდენი არ სჭირდება. აქვს დიდი და მრავალფეროვანი ყვავილები, ყვავილობს სექტემბრის თვეში ყინვებამდე
 
23 May 0 1 067
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно