მცენარეების ვეგეტატიური გამრავლება


მცენარეების გამრავლების ერთერთი საინტერესო ხერხია მყნობა. ამ მეთოდს ხშირად ტრანსპლნტაციას ადარებენ და მას 2 მიზნით მიმართავენ - როცა სასიცოცხლოდ აუცილებელია, ანუ მცენარე დამოუკიდებლად ვერ გაძლებს მოცემულ პირობებში, მას ამყნობენ უფრო გამძლე მცენარეზე. მაგალითად, ვარდს - ასკილზე, იასამანს - კვიდოზე. მეორე მომენტი კოსმეტიკურია, როცა სურთ, მაგალითად, მიიღონ შტამბური, მტირალა ან თაიგულისებრი  მცენარე სხვადასხვა ჯიშის ყვავილებით.

კიდევ ერთი მომენტია - მყნობით შედარებით სწრაფად მიიღება ზრდასრული მოყვავილე მცენარე.

იმისთვის, რომ 2 მოზრდილი მცენარე შეეზარდოს ერთმანეთს, ისინი უნდა ეხებოდნენ აქტიურად მზარდი უჯრედებით - კამბიუმის ფენები ორივე მცენარის უნდა იყოს თანხვედრილი, რაც დიდ ფართობზე - მით უკეთესი. ასევე უჯრედულ დონეზე აიხსნება ბასრი ინსტრუმენტის საჭიროებაც - იგი მხოლოდ უჯრედების თხელ ფენას აზიანებს, მაშინ, როცა ბლაგვი დანა ბევრ ფენას გააფუჭებს. მყნობისთვის მნიშვნელოვნია ამინდიც. მას არ ატარებენ ჰაერის მაღალი ტენიანობისას, არც ნისლში.

მყნობაში მონაწილეობს 2 მცენარე - სანამყენე - რომელიც უნდა დაიმყნას და საძირე, რომელზეც უნდა დაიმყნას.. სანამყენე - მცენარის პატარა ნაწილია ერთი ან რამდენიმე კვირტით. საძირეს კი ფესვი აქვს. ასეთ მცენარედ ნებისმიერი ასაკისა   გამოდგება, სანამყენე კი ახალგაზრდა უნდა იყოს. იგი ფოტოსინთეზს აწარმოებს, საძირე კი სასარგებლო ნივთიერებებს აწვდის მიწიდან. ზოგჯერ შეიძლება ჩატარდეს “დროებითი მყნობა”, როდესაც სანამყენე იკვებება თავიდან უცხო მცენარის ფესვებით და შემდეგ გამოსდის საკუთარი.ასე ამრავლებენ კატაბარდას და იორდასალამს.

მყნობა ერთი კვირტით: ყველაზე გავრცელებული მეთოდია და გულისხმობს სანამყენე მცენარის უბის კვირტის ჩანერგვას საძირე მცენარის ქერქში. საძირე მცენარე სამყნობად ვარგისი ხდება, როდესაც მისი ღერო ქვედა ნაწილში 1, 5 სმ დიამეტრს მიაღწევს. ასეთ მეთოდს მიმართავენ გაზაფხულ-ზაფხულში.

მყნობის ტექნიკა - კვირტის ასაღებად ტოტზე აკეთებენ პატარა ნაჭდევებს განივად 1,5-2სმ დაშორებით კვირტიდან ზემოთ და ქვემოთ, მერე ფრთხილად ჭრიან კვირტს ქერქთან  და მერქნის პატარა ნაწილთან ერთად. საძირეზე აკეთებენ T ს მაგვარ ნაჭდევს, დანით ფრთხილად გადაწევენ ქერქს და შიგ სვამენ აჭრილ კვირტს. ქერქს ისევ მჭიდროდ აფარებენ და მჭიდროდ კრავენ სინთეზური ქსოვილით, თავად დამყნილი ადგილი რჩება ღიად. ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად კეთდება.

ვარდს ამყნობენ 2წლიანი ასკილის ფესვის ყელთან. მცენარეს გარშემო აცლიან მიწას, რომ კარგად დაინახონ  ფესვების ზედა ნაწილი. ფესვის ყელს კარგად წმენდენ რბილი ტილოთი, საძირეს ღეროს კი ქვედა ნაწილში ათავისუფლებენ გვერდითა ტოტებისგნ მიწიდან 10 სმ მდე. ასე იქცევიან მცენარის წვენის მოძრაობის დაწყებისას. კვირტებს აშორებენ მცენარეს მარტში ან შემოდგომაზე. ინახავენ მაცივარში ან სარდაფში10-15 დღე. დამყნობილ მცენარეს სჭირდება მულჩირება ან მყნობის ადგილის მიწით კარგად დაფარება. შემოდგომაზე ვარდებს უკვე 3-4 გვერდითა ტოტები აქვს 25-40სმ სიგრძის, იასამანი კი 65-80 სმ იან ტოტებს იზრდის. ასეთი მცენარეები კარგად იზამთრებენ.

გაზაფხულზე ეზოში ბევრი საქმეა და ხშირად მყნობას ვერ ასწრებენ. ამიტომ  გადააქვთ ზაფხულისთვის. - ივლის აგვისტოში.საძირეს გვერდითა ტოტებს აჭრიან   12-15სმ სიმაღლეზე. მყნობამდე  მას კარგად რწყავენ 5 -6 დღით ადრე, რომ ქერქი ადვილად ასძვრეს. კალმის სისქე 3-4მმ უნდა იყოს, ფოთლებს მაშინვე აშორებენ. მყნობიდან 5 დღის მერე შეიძლება მორწყვა.ზამთარში დამყნილი მცენარის მედეგობა დაბალია, ამიტომ კარგად ფუთავენ. გაზაფხულზე ხსნიან შესაფუთ მასალას, მერე კი საძირეს ტოტს ჭრიან დამყნობის ადგილის ზემოთ 4-5 სმ ზე კვირტიდან.

კიდევ ერთი მეთოდი ერთი სისქის საძირე და სამყნობის დაკავშირება, დიამეტრი უნდა იყოს 1,2სმ მდე. სამყნობად გამოდგება ერთწლიანი  ტოტები 2-3 კვირტით, მას ამზადებენ შემოდგომაზე, როცა წყდება წვენის მოძრაობა. გადაჭრა ორივე ტოტზე ხდება  დანის ერთი მოძრაობით ირიბად. გადანაჭერს აერთებენ  და კრავენ პოლიეთილენის პარკით. ზოგჯერ უკეთესია მყნობა “ენით” - ძირითად გადანაჭერზე  კიდევ პატარაზე დასერავენ ტოტებს, რომ კბილანებივით გამოვიდეს -საძირეს - ქვემოთ მიმართული, სამყნობს - ზემოთ.  შეზრდაზე მიუთითებს კალუსის გავითარება შეხორცების ადგილზე.

უფრო მარტივი და სწრაფი ხერხია ქერქით მყნობა. ეს გაზაფხულზე ხდება ქერქის ჩაჭრა ისეთივე T ს მაგვარია საძირეზეც, მასში ათავსებენ კონუსისებურად წაჭრილ სამყნობს, მერე ქერქს გადმოაფარებენ მჭიდროდ და კრავენ. თუ კალამი წვრილია, საძირეს გარკვეულ სიმაღლეზე ჭრიან, კალამს კი ორმხრივ სოლისებურად და ნაპრალში დებენ, რომ კამბიები ეხებოდეს ერთმანეთს.ნაპრალის სიღრმე კალმის სოლისებრი  ნაწილის ტოლი უნდა იყოს.ხანდახან ერთ ნაპრალში 2 ან მეტი კალმის ჩადებაც შეიძლება. ასე მიიღება მაგალითად შტამბური ვარდი სხვადასხვა ჯიშის ტოტებით ერთ ძირზე..

და ბოლოს, კატაბარდას და ხისებრი იორდასალამის  დამყნობის ეფექტური და სწრაფი ხერხია ტოტის დამყნობა ფესვის გადანაჭერზე. საძირედ კატაბარდასთვის იყენებენ  ისევ კატაბარდას ძირებს, კალამი უნდა იყოს 4-6სმ სიგრძის 1 კვანძით. მწვანე კალმებს ამყნობენ ვეგეტაციის პერიოდში, გახევებულს -ზამთარში. ამ პერიოდში ფესვებს დებენ 2 კვირით წიწვოვნების ნახერხში ან ტორფში. როდესაც წარმოიქმნება ზრდის თეთრი კონუსი, აკეთებენ ჩანაჭერს 3 სმ მდე სიღრმით ფესვზე და კალამზე, ადებენ ერთმანეთს და კრავენ. მერე რგავენ ყუთში ან დიდ ქოთანში  და აფარებენ პოლიეთილენს. ხორცდება 3-4 კვირაში.

რაც შეეხება ხისებრ იორდასალამს - 3 კვირტიან კალმებს ამყნობენ აგვისტოში ბალახისებრი იორდასალამის ფესვზე, ფესვზე ნაპრალი კეთდება, კალამი სოლივით იჭრება და ნაპრალში იდება, მერე მჭიდროდ იკვრება სქელი მავთულით. მყნობის ადგილზე აყრიან ფუნგიციდს, და რგავენ სათბურში .სჭირდება ჩრდილი. სექტემბერში გადარგავენ მუდმივ ადგილზე. ჩარგვა - 45 გრ კუთხით.კვირტს ფარავენ 8-10სმ იანი მიწის ფენით.მავთულს არ ხსნიან, რომ არ მოხდეს ფესვის აქტიური ზრდა და სამყნობი არ დაიჩაგროს. გაზაფხულზე ახალი ტოტი გამოაქვს, მერე კი ხისებრ იორდასალამს საკუთარი ფესვიც უჩნდება. მცენარე იყვავილებს 3 -4 წელიწადში.
სხვა სტატიები იხილეთ ბმულზე http://yvavilebismovla.ge/yvavilebi/634-ratom-iweleba-mcenaris-totebi.html


23 May 0 2 380
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно