დელოსპერმა

ეს ძალიან უცნაური მცენარე სუკულენტია. მისი ლამაზი ყვავილი გვირილას ჰგავს, უხვად ყვავილობს, მწვანე მასაზე კი კალციუმის მარილი კრისტალდება ხოლმე, რაც ყინულის პატარა ნაწილაკებს ჰგავს. მისი გაზრდა  სახლშიც შეიძლება და გარეთაც. ყვავილობს სხვადასხვა ფერის ყვავილით - იისფერი, ვარდისფერი ყვითელი ან თეთრი მთელი ზაფხულის განმავლობაში. ზოგს კი ფერადი ყვავილი აქვს - იასამნისფერი თანდათან გადადის თეთრში. ყვავილის  დიამეტრი 3-7 სმ ია. იგი იშლება მზეში და იხურება ღრუბლიან ან წვიმიან ამინდში.

მცენარე მშვენივრად გრძნობს თავს ეზოში მზიან ფერდზე ან კლდეზე. იგი სწრაფად მრავლდება და დაბალ ხალიჩას ქმნის. იგი მშვენიერი შესახედია ყვავილის  გარეშეც. მის გვერდით ლამაზად ჩანს პორტულაკი, სედუმი, კლდისვაშლა და სხვა სინათლისმოყვარე არც ისე მაღალი სუკულენტები. ასევე კარგად გრძნობს იგი თავს კონტეინერებშიც. ასე ზრდიან 2-3 წლიან ეგზემპლიარებს გრძელი ამპელური ტოტებით.

გამრავლება -ეს მცენარე თესლით ადვილად მრავლდება. ითესება თებერვალ - მარტში, მაგრამ თუ სითბო ექნება, ნებისმიერ დროსაც შესაძლებელია. გრუნტი უნდა შდგებოდეს ქვიშის, ხრეშის და ნოყიერი  მიწის თანაბარი რაოდენობისგან.

თესლი წვრილია და ხშირად გრანულების ფორმით იყიდება, აწყობენ გრანულებს გრუნტზე და კარგად ნამავენ,ზემოდან აფარებენ მინას.2-3 კვირაში ამოდის, 20-25 გრ ზე. როცა 5 -6 ფოთოლი ექნება, მცენარეები ცალკე ქოთნებში გადააქვთ.და კარგად რწყავენ.

ღია გრუნტში გადააქვთ მაისის ბოლოს. მისი ფესვები სქელი და ხორციანია, დატოტვილი. ღრმად მიდის მიწაში. ამიტომ ადგილი მაღალი და დრენირებული უნდა შეარჩიოთ. არ მოსწონს თიხნარი და ის ადგილი, სადაც წყალი გუბდება. მცენარე კარგად ხარობს ღარიბ ნიადაგზე, სასუქიან მიწაში კი ტოტები ეწელება და ცუდად ყვავილობს. მცენარე სწრაფად იზრდება, ამიტომ დარგვისას მათ შორის მანძილი 20-30სმ უნდა იყოს.

დარგვის მერე კარგად ირწყვება. მერე მოვლა ძალიან ადვილია - მხოლოდ დროული გათოხვნა და სარეველების მოშორება უნდა გარშემო. ყვავილობის პერიოდში კი შეაქვთ სასუქი. რწყავენ მხოლოდ ცხელ მშრალ ამინდებში. მის გარშემო კარგია მულჩირება წვრლი კენჭებით.

მცენარე კარგად უმკლავდება  გვალვას, მაგრამ კარგად რეაგირებს მორწყვაზე მშრალ ცხელ ზაფხულში, თუ მას კარგი დრენაჟი აქვს.  სეზონზე სჭირდება ზედმეტი  ან გამხმარი ტოტების აცლა, ყვავილებს კი მოყვავილების მერე აჭრიან, რომ დეკორატიული პერიოდი გაუხანგრძლივდეს.

მავნებლები -კარგ პირობებში მცენარე თითქმის არ ავადდება, ზედმეტი მორწყვისას შეიძლება დაულპეს ფესვი, იშვიათად მასზე სახლდება ბუგრი. ჩვენს პირობებში კარგად სძლებს  გარეთ ზამთარში და დაფარება არ სჭირდება. მისთვის საფრთხე ყინვა კი არა, ნესტი უფროა.

დელოსპერმა სახლში - კარგად ხარობს სამხრეთ ფანჯარაზე. ზაფხულში კი გარეთ აივანზე გააქვთ, გამოზამთრება სიგრილეში სჭირდება - 10გრ ზე. ზაფხულში ზომიერად რწყავენ. სიცხეში - მეტად, ზამთარში კი  იშვიათად. შესხურებას არ საჭიროებს. მცენარე ირგვება განიერ და დაბალ ქოთანში, ზრდის მიხედვით გადარგავენ ხოლმე, ხანდახან აახალგაზრდავებენ  ტოტის დაფესვიანებით  თავიდან ან ბუჩქის დაყოფით. იშვიათად სჭირდება სასუქი სუკულენტების და კაქტუსებისთვის.

სახეობები და ჯიშები: ყველაზე ხშირად გასაყიდად გამოაქვთ კუპერის დელოსპერმა, მცენარე მოიისფრო  ვარსკვლავის ფორმის ყვავილებით .ხშირად გული თეთრი აქვს. დიამეტრი 5 სმ ია, ღამით იხურება, ყვავილობს უხვად და ხანგრძლივად, ყინვებამდე, მას რამდენიმე ქვესახეობაც აქვს - თეთრყვავილა White Nugget. ყვითელყვავილა Gold Nugget, ვარდისფერყვავილა Kelaidis.

კიდევ არის უხვადმოყვავილე დელოსპერმა ვარდიფერი ყვავილებით, რომელიც უძლებს -7 გრ ყინვას და მისი ნაირსახეობა - Stardust იისფერი თეთრგულა ყვავილით, ის კარგად იტანს დიდ ყინვებს - 29  გრ მდე.

მცენარის ზოგი სახეობა მაღალი იზრდება - 20 სმ მდე. ასეთია - მოციმციმე ვარსკვლავი, იასამნისფერი ყვავილით.

 შედარებით იშვიათად გვხვდება ღრუბლისებრი დელოსპერმა მკვეთრად ყვითელი ყვავილებით, მისი ფოთლები ზამთარში იისფერ-ყავისფერი ხდება. ესეც კარგი ყინვამედეგია, უძლებს -34გრ ს. მაგრამ იშვიათობის გამო ჯერ ბოლომდე შესწავლილი არაა.
 
20 May 0 1 839
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно