როცა გლოქსინია არ ყვავილობს

ხშირად გლოქსინიას ფოთლებს რაღაც ემართებათ - ეხვევა, ყვითლდება, ხმება, წითლდება, ცვივა. მიზეზი რამდენიმეა:
 - თუ ფოთოლი ეხვევა
ასე ხდება, როცა ოთახში ცხელა და სიმშრალეა, თუმცა თუ ზედმეტად ნესტია მიწაში, მაშინაც იგივე ემართება, საყვავილე ღერო მოკლე, ყვავილი კი დეფორმირებულია, საჭიროა მორწყვის რეჟიმის დარეგულირება, მცენარის დამუშავება აქტელიკით ან ფიტოვერმით აბლაბუდა ტკიპას საწინააღმდეგოდ, მიზეზი ასევე შეიძლება კალიუმიანი სასუქის სიჭარბეც იყოს,.,
 - ფოთოლი წითლდება
მიზეზი - ფოსფორის ნაკლებობაა, იმავე მიზეზით მცენარე არ ყვავილობს, გამოსასწორებლად ესაჭიროება დიამოფოსკა ან სხვა ფოსფორიანი სასუქი
 - ქვედა ფოთლები უხმება
ჭარბი მორწყვა ან ჰაერის სიმშრალეა ამის მიზეზი, ასევე რაიმე ინფექცია
 - არ ყვავილობს
როდესაც ზედმეტ აზოტიან სასუქს აძლევენ.ასევე არასაკმარისი განათების, დაბალი ტემპერატურის ან არასაკმარისი მორწყვის გამო. კიდევ მოქმედებს არასწორი გამოზამთრება. იმისთვის, რომ მან იყვავილოს, მოსვენების პერიოდი დაახლოებით 4 თვე უნდა გაგრძელდეს, გლოქსინიას ძალიან უყვარს სინათლე, მისი გაღვიძებისთანავე კრგ განათებაზე უნდა დადგათ, თორემ მას ყვავილი ან ცოტა  ექნება ,ან საერთოდ არ იყვავილებს, ან ბოლომდე არ გაიშლება .მისი ყვავილობისთვის მნიშვნელოვანია ქოთნის ზომაც - სჭირდება დაბალი განიერი ქოთანი, საშუალო ზომის გორგლებისთვის 9-11 სმ დიამეტრის ქოთანი, მას ყოველწლიური გადარგვა სჭირდება
 - ლპება ფოთლის ღერები ან კოკრები
ასე ხდება ჭარბი მორწყვისას, ზედმეტად მჟავე ნიადაგის, აზოტიანი სასუქის სიჭარბისას, ასევე მკაცრი ზამთრის, ან ძლიერ ღარიბი მიწის გამო. თუ ამ პირობების გამოსწორების მერე მდგომარეობა არ შეიცვალა, მიზეზი თავად გორგალში იქნება.
 - ვითარდება ტყუილი კოკრები
თავიდან ჩვეულებრივ, ყალიბდება კოკორი, იხსნება ჯამის ფოთოლაკები, მაგრამ შიგნით ყვავილის მაგიერ მწვანე მარცვალია, ცოტა ხნის შემდეგ საყვავილე ღერო ყავისფერდება და ხმება. მიზეზი გორგლების ძალიან დაბალ ტემპერატურაზე გამოზამთრებაა, ასეთ  საყვავილე  ღერებს აჭრიან და მომდევნო  კოკრის გაშლას  ელოდებიან, შესაძლოა, სიტუაცია თავისით გამოსწორდეს, თუ არა,მცენარე უნდა დამუშავდეს ეპინით, ასე მას სტრესი ეხსნება და ახალი ნორმალური კოკრები უვითარდება
 - კოკრები ბოლომდე არ იშლება
მერე კი ყავისფერდება, რბილდება. ასეა, როცა მას ბევრი კოკორი აქვს ერთდროულად და საკვები არ ჰყოფნის, ასე ცდილობს მცენარე თავად დაარეგულიროს ყვავილობა, კიდევ ერთი მიზეზი ნაადრევი ყვავილობაა, როცა დღე ჯერ კიდევ ხანმოკლეა და განათება არ ჰყოფნის
 - კოკრები უხმება
როცა ცხელა, მშრალი ჰაერია, სჭირდება დანამვა და ფოსფორ-კალიუმიანი სასუქის მიცემა
 - ყველა ფოთოლი უჭკნება
თუ ასე შემოდგომაზე ხდება, მცენარე ზამთრისთვის მზადებას იწყებს, მორწყვა უნდა შემცირდეს, როცა ყველა ფოთოლი გახმება, გადაჭერით ისე, რომ მიწისზედა მცრე ნაწილი დარჩეს და შეინახეთ სიგრილე - სიბნელეში, თუ ვეგეტაციის პერიოდში დაემართა ასე, პრობლემა გორგალშია - ზედმეტი მორწყვის გამო ლპობა დაეწყო,. იგი უნდა ამოითხაროს, მოეჭრას დაზიანებული ადგილები, დამუშავდეს ფუნგიციდებით და ახალ მიწაში ჩაირგას
იმისთვის, რომ განმეორებით იყვავილოს:
მოაჭერით 2 -3 წყვილი ფოთოლი, 1-2 თვეში ახალ ტოტებს გაივითარებს და მათზე თავიდან გამოუვა კოკრები, ასევე ყვავილობის სტიმულირება შესაძლებელია ფოსფორ-კალიუმიანი სასუქითაც.

19 May 0 1 442
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно