ფოსფორიანი სასუქი მცენარეებისთვის

ფოსფორიანი სასუქი ყველა მცენარეს სჭირდება ზრდა-გავითარებისთვის, ეს სასუქი 2 ძირითად ჯგუფად იყოფა: წყალში ხსნად და უხსნადად. პირველს მიეკუთვნება მარტივი და ორმაგი სუპერფოსფატი. მეორეს - პრეციპიტატი, ძვლის ფქვილი და სხვა.

ფოსფორი აკონტროლებს მცენარეში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლას, მას შეიცავს დნმ და რნმ. მისი დახმარებით მცენარე მეტად უძლებს გვალვას და ყინვას განსაკუთრებით სჭირდება ეს სასუქი ახალგაზრდა მზარდ ნერგებს. როდესაც ეს ელემენტი აკლია მცენარეს, იცვლება ფოთლის ფერი მეწამულ,ან ბრინჯაოსფრად ფერხდება ყვავილობა და მწიფობა.

ეს სასუქი  მიწიდან არ ირეცხება. იგი შეაქვთ ფესვთან ახლოს საშემოდგომო ან საგაზაფხულო გადაბარვისას. რთულადხსნადი - შემოდგომაზე, სუპერფოსფატი კი გაზაფხულზე

ფოსფორიანი სასუქის სახეები: ისინი განსხვავდებიან ერთმანეთისგან როგორც პროცენტული შემადგენლობით, ასევე ხსნადობის ხარისხით. წყალშიხსნადი სასუქი გამოდგება როგორც მჟავე, ისე ტუტე ნიადაგზე. რთულად ხსნადი გამოიყენება მხოლოდ მჟავე ნიადაგზე.

ორმაგი სუპერფოსფატი ყველაზე პოპულარულია, მას ყველაზე ხშირად იყენებენ. მარტივ სუპერფოსფატთან შედარებით ორმაგი რაოდენობით შედის ფოსფორი - 45 % მდე, მის გარდა ასევე შეიცავს აზოტიან ნაერთებს, გოგირდს. ამ სასუქით კვებავენ ყვავილებს, ბოსტნეულს, ხეხილს.

ძვლის ფქვილი - ეს ნატურალური სასუქია. შეიცავს 15-35 %ფოსფორს, ასევე კალციუმს, მაგნიუმს, ნატრიუმს, რკინას, სპილენძს, მანგანუმს, კობალტს, თუთიას, იოდს. წარმოადგენს კომპლექსურ სასუქს ბოსტნეულისთვის და ყვავილებისთვის. განსაკუთრებით დადებითად რეაგირებს ამ სასუქზე ოთახის კულტურები - პალმები, ლიანები, ფიკუსი. მიწაში ბოლომდე 5-8 თვეში იშლება.

ფოსფორიტული ფქვილი - რთულად ხსნადი სასუქია, აქვს ხანგრძლივქმედების ეფექტი, თუ დიდი დოზებით შეაქვთ დარგვისას - 100-500 გრ /მ ზე.მას იყენებენ საშემოდგომო დაბარვისას მჟავე ნიადაგზე მხოლოდ. მისი შერევა არ შეიძლება ნაცართან ან კირნარევ სასუქთან.

ძირითადი კომპლექსური სასუქი: 
ორმაგი აზოტ-ფოსფორიანი - ამოფოსი -რთული წყალშიხსნადი სასუქი ადვილად შესათვისებელი ორივე ელემენტით. ნიტროამოფოსი -გამოდგება ნიადაგზე კალიუმის ნორმალური ან მომატებული შემცველობისას. დიამოფოსი - გამოიყენება ნიადაგის მჟავეობის შესამცირებლად. ასევე უმეტესი ბოსტნეული მცენარეების დათესვისას.
ორმაგი ფოსფორ-კალიუმიანი სასუქია კალიუმის ფოსფატი.

სამმაგად რთული- ამოფოსკა, ნიტროფოსკა ან მაგნიუმ-ამონიუმფოსფატი.

აზოფოსკა რთული აზოტიან-ფოსფორიან-კალიუმიანი სასუქია, ყველაზე ეფექტური მინერალურებიდან, სადაც ფოსფორი წყალში ხსნადი სახითაა და მას იყენებენ ნებისმიერი ტიპის ნიადაგისთვის თესვამდე, დარგვისას ან მომდევნო კვებისთვის.

დეკორატიული მრავალწლიანი მცენარეებისთვის - შემოდგომაზე შეაქვთ 1მ ზე ამოფოსი 15-25გრ ან დიამოფოსი - 20 გრ.

ოთახის ყვავილებისთვის - გადარგვისას ამატებენ მიწას 0,3 ჩ კ ძვლის ფქვილს 1ლ ახალ მიწაზე.

ფოსფორის სიჭარბე. ბუნებრივ პირობებში ეს ელემენტი მიწაში ჭარბად არ არის, მაგრამ ყოველწლიურად სასუქის შეტანისას, მით უფრო მომატებული დოზების გამოყენებისას შესაძლოა დაგროვდეს. ასეთ შემთხვევაში სასუქი 2-3 წელიწადში ერთხელ შეაქვთ.ჭარბი ფოსფორი ხელს უშლის მცენარეს თუთიის, ბორის ათვისებაში.

თუ მცენარეს ფოსფორი აკლია - ფოთლები ჯერ მუქ მწვანე ფერს იღებს, მერე მეწამული ან მოიისფრო ფერი ექნება. შესაძლებელია ფოთლების დეფორმაციაც და ნაადრევი ცვენაც. მცენარე ფერხდება ზრდაში, ფესვები კი სუსტად ვითარდება.

სუპერფოსფატი -ფასკო - მაღალხარისხიანია.მცენარისთვის ადვილად მისაღები ფორმით შედის მასში ფოსფორი - 30% მდე. ეს კი გარანტია მცენარეთა ხანგრძლივი ლამაზი ყვავილობისთვის.

კომპლექსური სასუქი - ბონა ფორტე წიწვოვნებისთვის. მასში მინერალურ სასუქთან ერთად მცენარისთვის ბიოლოგიურად ადვილად მისაღებ სილიციუმს შეიცავს ცეოლიტის სახით.მისი შემადგენლობა უნიკალურია, მასში არის აზოტი, ფოსფორი, კალიუმი, მაგნიუმი, ცეოლიტი.ეს სასუქი ხელს უშლის წიწვების გაყვითლებას ნაძვებში, ფიჭვებში, კვიპაროსში, ტუიაში.

კომპლექსური გრანულირებული სასუქი - ფერტიკა - გამოიყენება ერთ - ან მრავალწლიანი ყვავილებისთვის, ბოლქვიანებისთვის. იგი ყველა საჭირო მიკრო და მაკროელემენტს შეიცავს ოპტიმალური რაოდენობით. მისი მეშვეობით მცენარეს დიდი ყვავილი აქვს მაძღარი ფერებით, ყვავილობაც ხანგრძლივია. გადადით მოცემულ ბმულზე http://yvavilebismovla.ge/mavneblebi/
19 May 0 1 985
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно