მცენარეების დაფესვიანების შესახებ

მცენარეები ადვილად ფესვიანდება ტოტით, მაგალითად,-  უკადრისა, ჭორტანა, ჯინჭარა ყვავილი, ფიკუსი, ბეგონია,, ზოგს კი უჭირს, უფრო მეტად დიდყვავილა მცენარეებს - აზალიას, გარდენიას.
მცენარეს ტოტს აჭრიან ბასრი დანით ისე, რომ ზედ 3-4 ფოთოლი ჰქონდეს, ღეროს სიგრძე სხვადასხვაა და დამოკიდებულია ფოთლებს შორის მანძილზე.
ზოგ მცენარეს უკეთ უფესვიანდება წვეროს ნაწილი, ზოგს - გვერდითა ტოტებისა, ზოგადად, კარგია , თუ ტოტს მოჰყვება ღეროს ის ნაწილიც, სადაც ეს ტოტი იყო მიმაგრებული, ზოგ მცენარეს ფესვები გამოსდის მთელ ღეროს იმ ნაწილზე, რაც წყალში მოხვდა, ზოგს კი მხოლოდ გადანაჭერიდან ამოსდის.

ქვედა ფოთლებს აცლიან ტოტს, რადგან წყალთან ან ნიადაგთან ხშირი შეხებისას ისიც ლპება და შეიძლება ტოტიც დაალპოს. ზოგ მცენარეს დიდი ფოთლები აქვს, ისინი დიდი ოდენობით წყალს აორთქლებენ, ამიტომ ტოტზე ზედა ფოთლებს უმოკლებენ ხოლმე, თუ ტოტზე კოკრები ან ყვავილებია, აცლიან, რადგან მათთვისაც და ფესვების გაზრდისთვისაც ენერგია ერთდროულად არ ყოფნის,
ახალმოჭრილ ტოტს უცებ არ დებენ წყლში, არც მიწაში.
ყველაზე ადვილია წყალში დაფესვიანება, მცენარეს მუქ ჭურჭელში უფრო ადვილად გამოსდის ფესვები, კარგია შუშის ან პლასმასის ერთჯერადი ჭიქები. ტოტს ისე დებენ ,რომ ძირს არ ეხებოდეს, ფესვები მცენარეს გამოსდის ჰაერის და წყლის შეხების ადგილზე უმეტესად.
ჭიქაში წყალს უმეტეს შემთხვევაში გამოცვლა არ სჭირდება, ამოშრობისას ამატებენ ხოლმე. ია, პასიფლორა უკვე დაფესვიანებული ხშირად წყლის გამოცვლის მერე კვდება ხოლმე. წყალში ყრიან ნახშირის ნატეხებსაც, ასე თავიდან იცილებენ ლპობას. რაც უფრო პრეტენზიულია მცენარე, მით ნაკლები ტოტი უნდა ჩავდოთ ერთად,
ზოგი ადვილად ფესვიანდება ნიადაგში - პეტუნია, ფუქსია, ზოგიერთი ბეგონია,ჰორტენზია, ჩინური ვარდი,, ამ შემთხვევაში გამოდგება ფხვიერი, ნეიტრალური მჟავეობის ნიადაგი, ტორფის, პერლიტის და ვერმიკულიტის დამატებით,
დღეს არსებობს დამხმარე საშუალებები ფესვის სწრაფი ზრდისთვის - სტიმულატორები, მათში ამოვლებულ ტოტებს რგავენ ნიადაგში. ზოგს ასათბურებენ და ასეთ შემთხვევაში იშვიათად რწყავენ, მხოლოდ ნამავენ.
დაფესვიანების აუცილებელი პირობაა სითბო - ოპტიმალურია 22 28გრ. ფესვების გამოტანის მერე ოდნავ გრილი გარემო სჭირდება უკვე და შედარებით მეტი მორწყვა. მნიშვნელობა აქვს განათებასაც - მცენარე ვერ დაფესვიანდება სიბნელეში. მაგრამ არც პირდაპირი მზის სხივების ქვეშაა კარგი, მათ დებენ კარგად განათებულ ადგილზე.

თარგმანი თ.სუპატაშვილის

19 May 0 4 164
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно