დრენაჟი: კერამზიტი,ვერმიკულიტი,პერლიტი მელიორაციული მასალები

მცენარის დარგვისას ნიადაგში შეტანილი მელიორაციული მასალები აუმჯობესებს მას.

კერამზიტი ყველასათვის ცნობილია,ვინც ოთახის ყვავილებს ზრდის.მას იყენებენ დრენაჟის სახით ყვავილის ქოთანში.კერამზიტი სწრაფად იწოვს ზედმეტ სითხეს რომელიც გროვდება ქოთნის ძირში,შემდეგ კი ნელ-ნელა გასცემს მას.ყველაზე ხშირად კერამზიტს დრენაჟისთვის იყენებენ.მას ასევე შეუძლია ჰაერის ტენიანობის გაზრდა: კერამზიტს ყრიან რაიმე გაშლილ ჭურჭელში,ასხამენ წყალს და დგამენ ყვავილებთან რომლებსაც ესაჭიროებათ ჰაერის მაღალი ტენიანობა.კერამზიტი იკავებს წყალს და ნელ-ნელა აორთქლებს,რითაც ატენიანებს მის გარშემო არსებულ ჰაერს.
მინერალი პერლიტი პერლიტი ბუნებრივი მინერალია რომელიც მიღებულია თერმული დამუშავებით.მისი სტრუქტურა ფოროვანია.ამ მინერალს გააჩნია სითხის მაღალი ათვისების უნარი,სწრაფად იგროვებს ტენს და ნელა გასცემს.მას ამატებენ ნიადაგში სტრუქტურის გასაუმჯობესებლად. არსებობს მძიმე ნიადაგები,რომლებსაც ნაკლები სიფხვიერე აქვთ და იმისათვის რომ მას მოემატოს სიფხვიერე,შეძლოს სითხის სადვილად შეთვისება - იყენებენ მინერალ პერლიტს.აგრეთვე გამოიყენება როგორც დრენაჟი.
ვერმიკულიტი -ბუნებრივი მასალა:
 ეს არის მინერალი რომელმაც გაიარა დამუშავება.აქვს პერლიტის მსგავსი თვისებები.კარგად ითვისებს წყალს,მას ამატებენ მიწაში მისი სითხის შეწოვის უნარის გასაზრდელად,ასევე იყენებენ სადრენაჟედ.
პერლიტის,კერამზიტის და ვერმიკულიტის გამოყენება: დასველების პროცესში ეს მასალები არ იშლება და არ კარგავს ფორმას.გაშრობის შემდეგ ისეთივე რჩება რაც იყო,გამოიყენება მრავალჯერადად.
პერლიტსა და ვერმიკულიტში ინახავენ ბოსტნეულს,რადგან ეს მინერელები ინახავს ტენს და შემდეგ ნელა გადასცემს მასში შენახულ პროდუქტს,რითაც იცავს გამოშრობისაგან.თუ შევადარებთ ქვიშას, აშკარაა მათი უპირატესობა,რადგან მათში არ ვითარდება ობი და სოკოვანი დაავადებები.როდესაც მცენარეს სასუქიანი წყლით რწყავთ,ეს მინერალები შეითვისებენ თავის ფოროვანი სტრუქტურით და შემდეგ თანდათან გადასცემენ ნიადაგს.მათი მეშვეობით დგება საკვები ნივთიერებების მიღების ხანგრძლივი პერიოდი.
პერლიტის,ვერმიკულიტის და კერამზიტის გამოყენება ხელს უშლის: მცენარის ზედმეტად გამოშრობას,ნიადაგის ამჟავებას,ფესვების ლპობას.ისინი აუცილებელია მუდმივად ტენიანი ნიადაგის საჭიროების მქონე მცენარეებისათვის,ასევე იმ დროს როდესაც დროულად ვერ ახერხებთ მცენარეების მორწყვას.

 ქოთნებში ტენის შესანარჩუნებლად საჭიროა ნიადაგს დაემატოს პერლიტი და ვერმიკულიტი.ეს დაგეხმარებათ დაბუჩქული და ლამაზი მცენარეების გაზრდაში და თავიდან აგაცილებთ დაავადებებს. თარგმანი: ლ.ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის
 

18 May 0 1 361
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно