კორნევინი

კორნევინი არის ფესვების წარმოქმნის სტიმულატორი,ჰეტეროაუქსინის ანალოგი.ის გამოიყენება ყველანაირ ბოსტნეულზე,ხილ-კენკროვან და საყვავილე კულტურებში.

გამოიყენება დაფესვიანების დასაჩქარებლად და მძლავრი ფესვთა სისტემის წარმოსაქმნელად ჩითილის დარგვის და გადარგვის დროს,ასევე ნერგების,კალმების დასაფესვიანებლად,მყნობის შედეგის გასაუმჯობესებლად.ამცირებს გადარგვის შედეგად გამოწვეულ მცენარის სტრესს.

კორნევინი გამოიყენება: ხეხილის,კენკროვანი, დეკორატიული ხეების და ბუჩქების ნერგების დასაფესვიანებლად.

ყვავილოვანი და კენკროვანი კულტურების დასაკალმებლად.

ბოსტნეული და ყვავილოვანი კულტურების ნერგების სიცოცხლისუნარიანობის გასაუმჯოესებლად გადარგვის დროს.

გლადიოლუსის,ტიტას,ნარცისის,ბეგონიის,სუმბულის და სხვა ბოლქვიანების მიძინებული ბოლქვის გასაღვიძებლად.

აუქსინების ჯგუფის(კორნევინი,ჰეტეროაუქსინი) ფესვების სტიმულატორების გამოყენება საგრძნობლად აადვილებს და აჩქარებს ფესვთა სისტემის წარმოქმნას და განვითარებას.კორნევინი ხელს უწყობს ფესვების წარმოქმნას ღეროს უჯრედებიდან დაკალმების დროს და აძლიერებს ფესვთა სისტემას მზარდ მცენარეებში.

გამოყენება: კორნევინი გამოიყენება მშრალი სახით და ხსნარის სახით.

მშრალი სახით - ნერგების ან ჩითილების ფესვთა სისტემას მსუბუქად ავლებენ კორნევინის ფხვნილში დაგარგვის წინ.კალმები დაფესვიანებამდე დაასველეთ წყლით და ქვედა ნაწილი ამოავლეთ პრეპარატში.

ხსნარის სახით - (მეტი უპირატესობა აქვს). კორნევინი გახსენით წყალში 1ლ-ზე 1 გრამი.დარგვამდე კალმები ჩააწყეთ მიღებულ ხსნარში.ნერგები და ჩითილები ფესვთან ახლოს მორწყეთ ასეთივე ხსნარით დარგვის შემდეგ.

ხილ -კენკროვანი და დეკორატიული კულტურების  ნერგების დარგვის ან გადარგვის დროს კორნევინის გამოყენება საგრძნობლად აუმჯობებსებს მათ ჩაზრდას ახალ ადგილზე,ასევე აძლიერებს მცენარეს.ბუჩქოვენი ნერგების დარგვისას ხსნარის ხარჯია დაახლოებით 250-300 მლ.ხეხილის და დეკორატიული ნერგებისთვის - 1,5-3 ლ. მოზრდილი ხეების გადარგვის შემთხვევაში ხსნარით მორწყვა შესაძლოა გამეორდეს 2-3 ჯერ 10-15 დღის ინტერვალით.

ფესვების წარმოქმნის სტიმულატორები ფართოდ გამოიყენება მცენარეების ვეგეტატიური გამრავლებისას. კორნევინი ზრუნველყოფს 95%-მდე შეგუებას და სიცოცხლისუნარიანობას დაკალმების და გადარგვის დროს,მათ შორის ძნელად დაფესვიანებად კულტურებში: ვაშლი,მსხალი,კომში,ბლის ზოგიერთი ჯიში,ატამი,ალუბალი,ქლიავი,წიწვოვნები,თხილეული,ციტრუსები,ნეკერჩხალი,მუხა,წაბლი,დაფნა,ვარდები,ჟასმინი და მრავალი სხვა მათ შორის ოთახის მცენარეები.

კორნევინის გამოყენების წინ გახევებული და ნახევრადგახევებული კალმები უნდა ჩააწყოთ რამოდენიმე საათით წყალში.შემდეგ ოდნავ სველი კალმები ძირით ამოავლეთ ფხვნილში ან ხსნარში დაახლოებით 1 სანტიმეტრზე.ზედმეტი ფხვნილი ჩამოფერთხეთ და კალამი დაასათბურეთ ნოტიო ნიადაგში ან სუბსტრატში (ძალიან სველი არ უნდა იყოს).პრეპარატის გამოყენების შედეგად კალამზე ხდება ფესვების მასიური განვითარება 14-18 დღით ადრე,ვიდრე პრეპარატის გარეშე დაკალმებისას.

პრეპარატს ასევე იყენებენ მყნონის დროს,სანამყენე ღეროს უკეთ შეზრდისათვის. დაკალმების ან დამყნობის დროს კორნევინის გამოყენება ამცირებს სანამყენეს შეზრდის დროს,აქვეითებს დასარგავი მასალის დაინფიცირების დონეს.

ბოლქვების გამოღვიძებისათვის კორნევინის გამოყენება გვაძლევს საშუალებას ბოლქვების ზამთარში გამოსაყვანად.ბოლქვები დარგვის წინ ჩააწყეთ ხსნარში 16-10 საათით.

ფესვების წარმოქმნისათვის ფართოდ გამოიყენება ფიტოჰორმონი - ჰეტეროაუქსინი.კორნევინის მოქმედი ნივთიერება მცენარეში თანდათანობით გარდაიქმნება ჰეტეროაუქსინად და მოქმედებს მსუბუქად და ხანგრძლივად.კორნევინის პრეპარატიული მოხერხებული ფორმა - ფხვნილი,ამარტივებს მის გამოყენებას. თარგმანი: ლ.ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის
 

17 May 0 1 571
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно