ვარჩევთ ადგილს ოთახის მცენარეებისათვის სინათლის მოთხოვნილების გათვალისწინებით

შენობაში ოთახის მცენარეები საკმაოდ ხშირად იტანჯებიან არასწორად შერჩეული ადგილის გამო.არასწორად განლაგების ნიშნებს მცენარეები თვითონ გვაძლევენ და თუ ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით,აუცილებლად მივხვდებით.მაგალითად,თუ მცენარე გადახრილია სინათლის მხარეს,მისი ტოტები იწელება,ფოთლების ფერი ღიავდება და ყვითლდება,ზრდა ნელდება,მცენარე იწყებს ხმობას.იმისათვის რომ შევარჩიოთ ადგილი ამა თუ იმ მცენარისათვის აუცილებელია გავითვალისწინოთ: სინათლის მოთხოვნილება,ოთახის მდებარეობა ჰორიზონტის მხარეების მიმართ და რეგიონი,ამაში დაგეხმარებათ ქვემოთ მოცემული ცხრილი.
ცხრილში ჩამოთვლილია ოთახის მცენარეები და დაჯგუფებულია სინათლის მოთხოვნილების მიხედვით,რაც გაგიადვილებთ ოთაში მათ სწორად განლაგებას.

 

ჩრდილისამტანი მცენარეები
ისინი,რომლებიც შეიძლება ფანჯრიდან 3-4 მეტრის მოშორებით დაიდგას

აგლაონემა,ადიანტუმი,ბროლისებური ანთურიუმი,ნამგლისებური ასპარაგუსი,ასპიდისტრა,თეტრლაქიანი ბეგონია,ვენერად ბუზიჭერია,დავალია,დრაცენა,მოკროლეპია,მილტონია,ნეორეგელია,ნეფროლეპისი,ონციდიუმი,პეპერომია,მწვანე სურო,პტერისი,სელანგინელა,სცინდაპსუსი,ტოლმეა,ფატსია,ფატსჰედერა,ჯუჯა ფიკუსი,ფიტონია,ცისუსი,გვიმრა,მცოცავი ეპისცია.

მცენარეები რომლებიც ნახევრადჩრდილში იზრდება,ფანჯრიდან 2-3 მეტრის დაშორებით

აგლაონემა,ანთურიუმი,არდიზია,ასპარაგუსი,ჰიბრიდული ბალზამინი,ბაუერის ბეგონიები,სამეფო ბეგონიები,ბოლქვიანი ბეგონიები,ბილბერგია,გინურა,კალათეა,კალიზია,კლივია,კოლერია,ჰიბრიდული კოლუმნეა,მორცხვი მიმოზა,ნეპენტესი,ნერტერა,პაფიოპედილუმი,პილეა,ჭრელი სურო,რიპსალიდოპსისი,რიპსალისი,როდოდენდრონი,ცვრიანა,მწვანე სინგონიუმი,სტრეპტოკარპუსი,ტილანდსია,მუქფოთლიანი ტრადესკანცია,მხვიარა ფილოდენდრონი,ფუქსია,ცისუსი,შლუმბერგერა,ეპისცია

სინათლისმოყვარული მცენარეები,მათი მოთავსება შეიძლება ფანჯრიდან 1-2 მეტრის დაშორებით

აბუტილონი,ავოკადო,აგლაონემა,აკალიფა,ალამანდა,ალოკაზია,ალპინია,ანანასი,აპოროკაქტუსი,არაუკარია,ასპარაგუსი,ასტროფიტუმი,აფელანდრა,ბანანი,ბაუერის და მესონის ბეგონიები,ბელოპერონე,ბროვალია,ბრუნფელსია,ვანდა,ვაშინგტონია,გარდენია,ჰემანტუსი,გიმნოკალციუმი,გლოქსინია,გლორიოზა,გუსმანია,დენდრობიუმი,დიკსონია,დიპლადენია,დიფენბახია,დრაცენა,ჟაკარანდა,ზამია,ზამიოკულკასი,ზანტედეხია,ზიგოპეტალუმი,იკსორა,კალადიუმი,კალამონდინი,კალანტა,კალცეოლარია,ქვატეხია,კარიოტა,კატლეა,კლეროდენდრონი,კოდიეუმი,ქოქოსი,კოლეუსი,კოლუმნეა,კორდილინა,კორინოკარპუსი,ყავის ხე,თავყვითელა,კტენანტა,კუფეა,ლელია,შროშანი,მარანთა,მასდევალია,მედინილა,მიკანია,რძიანა,მონსტერა,მურაია,ონციდიუმი,პანდანუსი,პასიფლორა,პახირა,პახისტახისი,პლექტრანტუსი,პრიმულა,რეო,ცვრიანა,ციკასი,,სარანცენია,სენპოლია,სინგონიუმი,სპატიფილუმი,სტეფანოტისი,ტეტრასტიგმა,ტილანდსია,ტუნბერგია,ფალენოპსისი,ფიკუსი,ფილოდენდრონი,ფინიკი,ხამეცერუსი,ქლოროფიტუმი,ქრიზალიდოკარპუსი,ცელოგინა,ციკლამენი,ციმბიდიუმი,ციპერუსი,შეფლერა,ეკზაკუმი,აქიმენესი.

‘’მზიანი’’ მცენარეები რომლებიც იდგმება ფანჯრიდან 0-1 მეტრის დაშორებით

აგავა,ადენიუმი,აკაცია,ალოე,ანისოდონტეა,ბოკარნეა,ბრუგმასია,ბუგენვილია,გასტერია,ჰიბისკუსი,დაზალირიონი,ჟასმინი,კალანჰოე,კალისტემონი,კარნეგია,კასია,კატარანტუსი,კლეისტოკაქტუსი,კლიანტუსი,კორდილინა,კოტილედონი,კრასულა,კუმქვატი,ლიტოპსები,ლობელია,მამილარია,მეტროსიდეროსი,რძიანა,ნოტოკაქტუსი,ოლეანდრი,ოპუნცია,ოსოკა,პაროდია,პახიპოდიუმი,პახიფიტუმი,პელარგონია,წიწაკა,რებუცია,სტრელიცია,სტრეპტოსოლენი,ტეკომა,ფაუკარია,ფეიჰოა,ციპერუსი,ცეროპეგია,ცეფალოცერეუსი,ციტრუსები,ეონიუმი,ერითრინა,ეხევერია,ექინოკაქტუსი,ექინოპსისი,იუკა,იაკობინია,იატროფა.

ჩრდილოეთი 

განსაკუთრებული პირობები. ჩრდილოეთ მხარეზე გამავალი ოთახები მცირე რაოდენობით იღებს მზის პირდაპირ სხივებს,ამიტომ იქ საკმაოდ მოჩრდილულია.ასეთ ოთახში მცენარეს ვერ დადგამთ ფანჯრიდან 2 მეტრზე მეტად დაშორებით.ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებების თავიდან ასაცილებლად საჭიროა კარგი თბოიზოლაცია.ჩრდილოეთ მხარეზე კარგია ორანჟერიის ტიპის ვერანდის გაკეთება,რადაგან იქ ადვილად აიცილებთ ზაფხულის სიცხეს.
შესაფერისი მცენარეები: აგლაონემა,ადიანტუმი,ანთურიუმი,ასპარაგუსი,ასპიდისტრა,ასპლენიუმი,ბლექნუმი,დიონეა,დავალია,დარლინგტონია,დიზა,დრაცენა,კლივია,მიკროლეპია,მილტონია,პაფიოპედილუმი,პელეა,მწვანეფოთლება სურო,სელანგინელა,სცინდაპსუსი,ჯუჯა ფიკუსი,ფიტონია,ცირტომიუმი,ცისუსი,ეპისცია.
სამხრეთი
განსაკუთრებული პირობები. 
სამხრეთის ფანჯრები იღებენ მზის სინათლის მაქსიმუმს.ეს სინათლისმოყვარული მცენარეებისათვის იდეალური მხარეა,სამხრეთით მდებარე ქვეყნებში საჭირო გახდება მოჩრდილვა და ხშირი განიავება.კარგია თუ დადგამთ ჰაერის ელექტრო დამატენიანებელს,რადგან მაღალი ტენიანობა აუცილებელია.
შესაფერისი მცენარეები: აბუტილონი,ავოკადო,ანანასი,ბანანი,ბელოპერონე,ბრუგმანსია,ბუგენვილია,ჰიბისკუსი,გლორიოზა,ჟასმინი,ზანტედეხია,კაქტუსები,კალიტემონი,კატარანტუსი,კორდილინა,მიკანია,ნოლინა,ძაღლყურძენა,პახისტახისი,სეტკრეაზია,სტრელიცია,სუკულენტები,ტუნბერგია,ბენჟამინის ფიკუსი,ფინიკი,ჰემანტუსი,ქლოროფიტუმი,ჰოია,ცეროპეგია,ციტრუსები,იუკა.

აღმოსავლეთი

განსაკუთრებული პირობები. აღმოსავლეთისკენ მდებარე ოთახი მზის პირდაპირ სხივებს დილით ღებულობს,ეს რბილი,მცენარეებისათვის ძალიან სასარგებლო სინათლეა.სამხრეთის რეგიონებში ჩრდილო-აღმოსავლეთის ფანჯრებში თითქმის ყველა ოთახის მცენარე შესანიშნავად იზრდება,ჩრდილოეთის რეგიონებში კი სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ განლაგებულ ფანჯრებში.ოთახის ერთადერთი ნაკლი ის არის რომ მასში სწრაფად ეცემა ტემპერატურა.

შესაფერისი მცენარეები: ალოკაზია,არაუკარია,ასპარაგუსი,აფელანდრა,აქიმენესი,ბეგონია,გარდენია,დიფენბახია,დრაცენა,კალადიუმი,კატლეა,კლეროდენდრუმი,კოლუმნეა,ყავის ხე,კროსანდრა,მარანთა,ნეპენტესი,ნეფროლეპისი,პუანსეტია,როიცისუსი,სინგონიუმი,ტოლმეა,ფატსია,პატსჰედერა,ფილოდენდრონი,ჰოვეა,ესხინანტუსი,ეხმეა.
დასავლეთი-განსაკუთრებული პირობები. დასავლეთისკენ მდებარე ოთახებში პირდაპირი სხივები მზის ჩასვლისას ხვდება.ეს პირობები იდეალურია ცხელი ზაფულის მქონე რეგიონებში.ასეთ ოთახებში ადვილია ზომიერი ტემპერატურის შენარჩუნება.ყურადღება მიაქციეთ ოთახების ბუნებრივად განიავებას და ფანჯრების თბოიზოლაციას რადგან ხშირად უბერავს დასავლეთის ქარი.

შესაფერისი მცენარეები: აკალიფა,ალამანდა,ბრუნფელსია,ვრიეზია,გრევილეა,გუზმანია,დენდრობიუმი,ჟაკარანდა,კატლეა,კოდიეუმი,ქოქოსი,თავყვითელა,მანდევილა,მედინილა,მონსტერა,ნეორეგელია,ოდონტოგლოსუმი,ონციდიუმი,პანდანუსი,პიზონია,პოლიციასი,რეო,საგოვანა(ციკასი),ტყვიაბალახა,სენპოლია,სპარმანია,სპატიფილუმი,სტეფანოტისი,ტილანდსია,ფალენოპსისი,კაუჩუკოვანი ფიკუსი,ციპერუსი,შეფლერა,იაკობინია.

თარგმანი: ლ.ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის

16 May 0 2 345
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно