როგორ გადავრგოთ მოზრდილი ვარდი


ბაღში ზოგჯერ სხვადასხვა სამუშაოს შესრულების მერე საჭირო ხდება მცენარეებისთვის ადგილის შეცვლა, კერძოდ, ვარდის ბუჩქების,- ახალნაყიდი იქნება, თუ დიდი ბუჩქი. როგორ შეიძლება მათი გადარგვა სწორად?

ვარდის გადარგვისთვის სასურველი პერიოდია ადრე გაზაფხული და გვიანი შემოდგომა, მაგრამ ზამთარში შესაძლოა, გადარგულ ვარდებს პრობლემა შეექმნას, ამიტომ ვარდებს რგავენ აგვისტოს ბოლოდან - სექტემბრის შუა რიცხვებამდე.

ზოგჯერ ბაღში სამუშაო ზაფხულამდეც გრძელდება და გეგმები იცვლება, გადარგვაზე ფიქრს ამ პერიოდში იწყებენ. ზაფხული არც ისე კარგი დროა  ვარდის გადასარგავად, ასეთ შემთხვევაში საჭიროა მიხმარება, რომ დროულად შეეგუოს ახალ ადგილს, ამიტომ ბუჩქს შედარებით მეტად სხლავენ. თუ ბუჩქი დიდია, ტოვებენ 40-50 სმ ტოტებს, თუ ტოტები ბევრია,ნაწილს მთლიანად  აშორებენ, თან ცდილობენ ბუჩქისთვის დეკორატიული ფორმის მიცემას.თუ იგი შედარებით პატარაა და ფესვები არ დაზიანებულა.,მაინც სჯობს ახალი ტოტების, კოკრების და ყვავილების,მოცლა.

ზაფხულის გადარგვიდან ერთ თვეში იგი ხშირად უნდა მოირწყას, საჭიროა ბუჩქის დაჩრდილვაც, უხდება ასევე ყოველდღიური დანამვა. თუ არაგეგმიური გადარგვა ზაფხულში მოხდა, სჯობს ეს პროცესი ღრუბლიან ამინდში ჩატარდეს, შეიძლება წვიმიანშიც კი.

გადარგვის ტექნოლოგია: პირველ რიგში უნდა დარწმუნდეთ, რომ ახალი ადგილი შესაფერისია ვარდისთვის და იქ ისეთივე  პირობებია, როგორც ძველ ადგილას.ვარდმა უნდა მიიღოს საკმარისი სინათლე და დაცული უნდა იყოს ქარისგან. მის დასარგავად ამოთხრილი ორმო უნდა გათავისუფლდეს სარეველების ფესვებისგან. მერე უნდა ამოითხაროს ბუჩქი.რაც შეიძლება მიწის დიდ კოშტთან ერთად.მიწა როზარიუმში საკმაოდ ფხვიერია და ადვილად იშლება, წინასწარ ბუჩქი კარგად უნდა მოირწყას, შეიძლება ბუჩქი შეიკრას კიდეც, რომ ეკლებისგან თავიც დაიცვან და ძირს ახლოს მიუდგნენ. პერიმეტრზე ჯერ თხრიან ღრმა თხრილს. იქ აფენენ პოლიეთილენის პარკს და მერე თხრიან მიწას ბუჩქის ქვეშ. გრძელ ფესვებს ზოგჯერ აჭრიან კიდეც. ეს არც ისე საშიშია, თუ სწორად მიხედავენ მომავალში გადარგულ ბუჩქს.

ამოთხრილი ვარდის ქვეშ დებენ მყარ საგანს და ბერკეტის დახმარებით ამოაქვთ ბუჩქი, მას დებენ ტომარაზე  ან ნაჭერზე და გადააქვთ ახალ ადგილზე. მიწიანად დებენ ამოთხრილ ორმოში ისე, რომ მიწის ჩაყრის მერე ბუჩქის ყელი იმავე ადგილზე აღმოჩნდეს, როგორც ადრე იყო.

მიწას ჯერ ნახევრამდე ყრიან ორმოში, კარგად რწყავენ, აცდიან, რომ მიწამ შეიწოვოს ,მერე ბოლომდე ავსებენ ორმოს მიწით და ისევ რწყავენ, მერე კარგად ტკეპნიან გარშემო მიწას, რომ ფესვებთან ჰაერი და სიცარიელე არ დარჩეს.

თუ  მიწა ძალიან ფხვიერია და კოშტს ვერ ინარჩუნებენ, უნდა შემოწმდეს ფესვები, აჭრიან დაზიანებულ ფესვებს, მერე დებენ ორმოში სადაც მიწის პატარა ბორცვს ყრიან მანამდე და მერე ბუჩქის ფესვებს თანაბრად ანაწილებენ ამ ბორცვზე, მერე კი აყრიან მიწას და რწყავენ თანდათანობით. პატარა ბუჩქს დასჭირდება ერთი სათლი.წყალი, დიდს - 1,5-2.

ზოგჯერ გადარგულ ვარდს თავიდან თითქოს არც არაფერი ეტყობა, მაგრამ გვიან გაზაფხულზე ან შემოდგომაზე გადარგულ ბუჩქს მეტი დრო უნდა შესაჩვევად ახალ პირობებთან. ვარდი არც ისე ნაზი  მცენარეა, საკმაოდ სიცოცხლისუნარიანია. თუმცა გადარგვა არ მოსწონს, მაინც შესაძლებელია, მერე კი განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. 
 

16 May 0 4 049
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно