ტემპერატურული რეჟიმი მცენარეებისათვის

სითბო,ისევე როგორც სინათლე,ტენი,ჰაერი,საკვები ნივთიერებები,ერთ-ერთი მთავარი პირობაა მცენარის სიცოცხლისათვის.მცენარის ყველა უჯრედი გარემოსაგან გამოყოფილია უჯრედული მემბრანით.მემბრანები შედგება ლიპიდური და ცილოვანი მოლეკულებისაგან და სწორედ ლიპიდური შემადგენლობა იცვლება განათების,ტემპერატურის და მჟავიანობის დამოკიდებულებით.კერძოდ,მაღალი ტემპერატურის გავლენით მემბრანებში მატულობს უჯერი ფოსფოლიპიდების რაოდენობა,რაც აძლიერებს მემბრანების გამტარიანობას,ციტოპლაზმის სიბლანტე მატულობს,გამომუშავდება ამინომჟავები(პროლინი),რაც ხელს უშლის დეჰიდრატაციას,აკავებს სითხეს და ინარჩუნებს ელექტროლიტურ ბალანსს,გამომუშავდება შემაკავშირებელი ორგანული მჟავები.
მეტაბოლიზმის ეს ცვლილებები განპირობებულია გენეტიკურად და სხვადასხვა მცენარეს სხვადასხვა ხარისხით აქვს გამოხატული.უფრო ზუსტად,მცენარის უნარის მიხედვით - მოახდინოს ადაპტაცია მაღალ ტემპერატურაზე,მათი კლასიფიკაცია ხდება შემდეგნაირად:
- სიხცის მიმართ არამდგრადი მცენარეები -ზიანდება უკვე +30-40 გრადუს ტემპერატურაზე (მეზოფიტების და ჰიგროფიტების უმრავლესობა).
- სიცხისამტანი მცენარეები - რომლებიც იტანენ ხანმოკლე (30 წუთამდე) გახურებას +50-60 გრადუსამდე ( მშრალ გარემოში,სტეპაბში,უდაბნოებში,სავანებში და მშრალ სუბტროპიკებში  მობინადრე მცენარეები).
მეზოფიტებს (პირველი ჯგუფი) მიეკუთვნება ოთახის მცენარეების უმრავლესობა,რომლებიც ბუნებაში საკმაო ტენიანობის პირობებში ბინადრობენ.მეზოფიტებია:დრაცენები,ციტრუსები,ფიკუსები,პალმები,ვარდები,პეტუნიები და სხვა.
ჰიგროფიტ მცენარეებს მიეკუთვნება: ფიტონიები,ბეგონიები,ფილოდენდრონები და სხვა.ეს მცენარეები ვერ იტანენ სიცხეს და მაღალ ტემპერატურაზე პირველები იწყებენ ჭკნობას.
ჰაერის ტემპერატურის მატების შემთხვევაში,იმისათვის რომ არ გადახურდნენ მცენარეები დაბლა სწევენ თავის ტემპერატურას ტრანსპირაციის საშუალებით( ფოთლების მეშვეობით წყლის აორთქლება).თუ ჰაერის ტემპერატურა ზრდას განაგრძობს,სუნთქვის ინტენსივობა აჭარბებს ფოტოსინთეზის პროცესებს,მცენარეში წყდება ორგანული ნივთიერებების წარმოქმნა და დაგროვება,დგება წყლის დეფიციტი,რის შემდეგაც ზიანდება უჯრედული მემბრანები და ხდება ცილის დენატურაცია.მცენარე ჯერ ჭკნება,წყვეტს ზრდას,შემდეგ კი იღუპება.თუ ზოგიერთ მცენარეს შეუძლია აიტანოს ხანმოკლე გადახურება + 50-60 გრადუსამდე,მაშინ აქტიური ფოტოსინთეზი ფერხდება უდაბნოს მცენარეებშიც კი +40 გრადუსზე მაღალ ტემპერატურაზე.

ტემპერატურული ცვლილებები,რომლის დროსას შესაძლებელია ფოტოსინთეზის პროცესები,განსხვავებულია სხვადასხვა მცენარეებისათვის.გარდა ამისა ტემპერატურის ზემოქმედება დამოკიდებულია განათებაზე,დაბალი განათებისას ფოტოსინთეზი ტემპერატურაზე არ არის დამოკიდებული,ანუ ცუდი განათებისას ფოტოსინთეზი თანაბრად მიმდინარეობს როგორც სითბოში (+18-20 გრადუსი),ისე სიგრილეში (+8-12 გრადუსი).კარგი განათების პირობებში,დაბალი ტემპერატურა აფერხებს ფოტოსინთეზის პროცესს,აქვეითებს ფერმენტების აქტივობას.ოთახის მცენარეების უმრავლესობა ფოტოსინთეზის მაქსიმუმს აღწევს +20-25 გრადუს ტემპერატურაზე,მისი მატების შემთხვევაში კი პროცესი ქვეითდება,+40 გრადუსზე კი პრაქტიკულად წყდება.ამიტომ ოპტიმალური ტემპერატურის მაქსიმალური ზღვარი მცენარეების ზრდისთვის შეადგენს +28 გრადუსს ცელსიუსით.
რისთვის არის საჭირო ამისი ცოდნა? ეს მათთვის არის საჭირო,ვისაც ზაფხულში მცენარეები შემინულ აივანზე ან ლოჯიაში გამოაქვს.ზაფხულში ტემპერატურა ჩრდილშიც კი 30 გრადუსს აჭარბებს.თუ აივანი ჩრდილის მხარესაა დახურული ფანჯრების შემთხვევაში ტემპერატურა +35 გრადუსზე მაღლა ადის,ხოლო მზიანი აივნის შემთხვევაში +50 გრადუსამდე.ესეიგი თუ თქვენ ფანჯრების გახსნა დაგავიწყდებათ,თქვენი მცენარეები,როგორც მინიმუმ ზრდას შეწყვეტენ,მიიღებენ ძლიერ გაუწყლოებას,ცუდ შემთხვევაში კი - უბრალოდ დაიწვებიან და დაიღუპებიან.

დაბალ ტემპერატურასთან ადაპტაციის მიხედვით არსებობს მცენარეტა შემდეგი კლასიფიკაცია:
- მცენარეები რომლებიც ვერ იტანენ სიცივეს - ესენია წვიმიანი ტროპიკული ტყეების მცენარეთა უმრავლესობა,მათ არ აქვთ უნარი აიტანონ ტემპერატურის ვარდნა +5-8 გრადუსზე.მათი უჯრედები მანამდე ზიანდება ვიდრე ტემპერატურა წყლის გაყინვის ნიშნულამდე მიაღწევდეს.ასეთი მცენარეებისათვის მინიმალური ტემპერატურა შეადგენს + 12 გრადუსს.
- მცენარეები რომლებიც ვერ იტანენ ყინვას - ასეთი მცენარეები უძლებენ დადებითი ტემპერატურის დაბალ ნიშნულებს,მაგრამ 0 გრადუსთან ახლოს მათი მინიმალური ტემპერატურის ზღვარი მდებარეობს.ამ მცენარეებს მიეკუთვნება აკაცია,კვიპაროსი,დაფნა,ციტრუსები და სხვა.ასევე ზოგიერთი კაქტუსი და ფოთლოვანი სუკულენტები.
- ყინვის ამტანი მცენარეები - ასეთი მცენარეები სიცოცხლისუნარიანი რჩებიან მინუს ტემპერატურებზეც კი,გაყინვის შემთხვევაშიც კი მათ უჯრედებში არ აღმოჩნდა ყინულის კრისტალები (ზომიერი სარტყლის მრავალი მცენარე).უნდა ითქვას,რომ ოთახის მემცენარეობაში ყინვაამტანი მცენარეები,მაგალითად არყი,რომელიც ქოთანში იქნა ჩარგული ბონსაის მისაღებად,ზამთარში მოყინვის საშიშროების ქვეშ ექცევა.ამიტომ ყინვაგამძლე მცენარეები,რომლებიც ქოთნებში იზრდება როგორც ოთახის ან ორანჟერიის მცენარე,უნდა იმყოფებოდნენ +1-5  გრადუსი ტემპერატურის ფარგლებში,დასაშვებია ტემპერატურის ხანმოკლე დაქვეითება -3-4 გრადუსამდე.

სითბო მცენარეებისათვის მცენარეების უბრალო მოყვარულებისათვის კლასიფიკაციის გამარტივების მიზნით ოთახის მცენარეების დაყოფა ხდება სითბოს და სიგრილის მოყვარულებად.თბილ შენობებში ზამთრის ტემპერატურა +18-20 გრადუსია(ზაფხულში ჩვეულებრივი ოთახის ტემპ.).გრილ შენობებში ტემერატურა +12-14 გრადუსის ფარგლებშია (ქვედა ზღვარი დამოკიდებულია კონკრეტულ სახეობაზე,ზოგ შემთხვევაში+6-8 გრადუსს აღწევს).თბილ შენობებში ათავსებენ სითბოსმოყვარულ ტროპიკულ მცენარეებს.სუბტროპიკული და უფრო ამტანი მცენარეები კი კარგად იზრდება გრილ შენობაში.
არის მცენარეები რომლებსაც ტემპერატურის მოთხოვნის ზღვრები არ გააჩნიათ,ისინი გრილ და თბილ შენობაშიც თანაბრად გრძნობენ თავს თუ ამ დროს დაცულია სინათლის და მორწყვის ბალანსი (ალოე,ასპიდისტრა,დრაცენა,მონსტერა,ფიკუსები).ეს იმას ნიშნავს,რომ განათება ყოველთვის კარგი უნდა იყოს,დაბალი ტემპერატურის პირობებში კი მცირდება მორწყვის სიხშირე,რაც უფრო სიცივეა მით ნაკლებად ხდება მორწყვა,ქოთანში მიწის სრულ გამოშრობამდეც კი.ეს იმიტომ,რომ დაბალ ტემპერატურაზე გაძნელებულია ფესვების მიერ წყლის შეწოვა (ასევე ნიადაგის ძლიერი სიმშრალის,ძლიერ მაღალი მჟავიანობის და მარილების დაგროვების შემთხვევაშიც).თუ მცენარეს იმაზე მეტად მოვრწყავთ რისი ათვისებაც მას შეუძლია,ფესვები უბრალოდ დალპება.
ზოგიერთი მცენარე ძალიან რთულად,ან საერთოდ ვერ იტანს დღე-ღამის ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებას,მაშინ როდესაც განსხვავება 10-15 გრადუსს შეადგენ.მაგრამ ეს იმ შემთხვევაში როდესაც მცენარე სველ ნიადაგში იმყოფება.გახსოვდეთ,რომ ზამთარში ტემპერატურა ფანჯარასთან 1-2 გრადუსით უფრო დაბალია,ვიდრე ოთახში,ფანჯრის რაფაზე კი 3-4 გრადუსით უფრო დაბალი (განსხვავება შესაძლოა 5-8 გრადუსიც კი იყოს).გარდა ამისა,მიწა ფესვების გარშემო უფრო დაბალი ტემპერატურისაა ვიდრე ოთახში არსებული ჰაერი.თუ მცენარე ფანჯრის რაფაზე დგას სადაც ტემპერატურა +16 გრადუსია,მაშინ ფესვებში მორწყვის შემდეგ ტემპერატურა +13 გრადუსამდე იქნება,ეს კი უკვე ზღვარია ბევრი მცენარისათვის.ამიტომ გამოიყენეთ თერმომეტრი,რომელიც ფანჯრის რაფაზე იქნება მოთავსებული.თუ მცენარის ფესვები ოდნავ ტენიან ნიადაგში იმყოფება,მაშინ ტემპერატურის შესამჩნევი ცვლილებებიც კი არ შეაშინებს მას.ასევე არ შეუშინდება მცირე ორპირსაც,თუ ის არ გამოიწვევს ქოთნის და მასში მიწის გადაციებას.
ტემპერატურის გავლენა მცენარეებზე არსებობს მცენარეები,რომლებიც საჭიროებენ ტემპერატურის დღე-ღემურ ცვლილებებს,როდესაც დღის ტემპერატურა საგრძნობლად მაღალია ღამისაზე.ასეთი მცენარეებია: მრავალი ორქიდეა,სუკულენტები,კაქტუსები,მათ ისტორიულ სამშობლოში ტემპერატურული ცვლილება 20-40 გრადუსს აღწევს! და თუ მათ მსგავს პირობებს არ შეუქმნით მცენარე არ იყვავილებს.მაგრამ ეს ყველაფერი არ არის.მრავალ მცენარეს,დღეღამური ცვლილების გარდა კვირტების ჩამოსაყალიბებლად ესაჭიროება განსაკუთრებული განათების პირობები.მაგალითად,ყველასათვის ცნობილი აზალია და დეკემბერა(შლუმბერგერა) ყვავილობისათვის მოითხოვენ დაბალ ტემპერატურას +10-15 გრადუსამდე, ხამნოკლე დღის პირობებში.

თუ მცენარეს მითითებული არ აქვს კონკრეტული ტემპერატურა და აღნიშნულია მხოლოდ ასე: ზომიერი,არანაკლებ +12 გრადუსი ცელსიუსით,ეს იმას არ ნიშნავს რომ მცენარე გამუდმებით ასეთ ტემპერატურაზე უნდა იმყოფებოდეს.საქმე ისაა,რომ მითითებულია ქვედა ზღვარი,რომელზეც შესაძლოა მცენარე იმყოფებოდეს ხამნოკლე დროის განმავლობაში,ერთი-ორი დღე.მაგრამ თუ მცენარე გამუდმებით ტემპერატურულ ზღვარზე იზრდება (გარდა იმ შემთხვევაისა,როდესაც მას მოსვენების პერიოდი აქვს),ის დაავადდება.კარგი ზრდისა და განვითარებისათვის საჭირო ტემპერატურა ოპტიმალური უნდა იყოს.ზომიერი ტემპერატურის საჭიროების მქონე მცენარეებისათვის - +15-18 გრადუსი,სითბოსმოყვარულებისათვის - +18-24 გრადუსი.აღსანიშანვია რომ ძალიან მაღალი ტემპერატურა,ზედმეტად მშრალი ჰაერი და სინათლის უკმარისობის ერთობლიობა დამღუპველია მცენარისათვის.მაღალი ტემპერატურა მცენარეს აღვიძებს ზრდისათვის,სინათლის ნაკლებობა კი მოქმედებს ფოტოსინთეზის პროცესზე.შედეგად ყლორტები იწელება,მუხლთაშორისებს შორის დაშორება იზრდება,ფოთლები კი უფერულდება და წვრილდება.ასეთი პირობების მაგალით შეგვიძლია ვნახოთ ოთახის ვარდების შემთხვევაში,მათ ზამთარში დაახლოებით +10 გრადუსი ტემპერატურა ესაჭიროებათ.

მნიშვნელოვანია ფანჯრის რაფაზე მოთავსებული მცენარეები უნდა დაიცვათ ცივი ჰაერისაგან,რომელიც ფანჯრის ღრიჭოებიდან უბერავს,ასევე მოარიდეთ მათ გამათბობელისაგან წამოსული თბილი ჰაერი.ცივი და თბილი ჰაერის ასეთი ქმედება მცენარისათვის არასასურველია.

თუ თქვენ ძველი,ხის ჩარჩოები გაქვთ და ფანჯრის რაფაზე სიცივეა,მაშინ ქოთნები დადგით პენოპლასტის ნაჭრებზე.
იმისათვის რომ მცენარე გამათბობელის ცხელი ჰაერისაგან დაიცვათ უნდა დაამაგროთ რაფის კიდესთან რაიმე წინაღობა,მაგალითად სათბურის ცელოფანი,რომელიც უნდა გაიჭიმოს რაფიდან 25-30 სმ. სიმაღლეზე,შეიძლება უფრო მაღალიც,ან მინის დიდი ნაჭერი,რომლის სიგანე ფანჯრის სიგანის ტოლია და სიმაღლით 25-30 სანტიმეტრია.

მცენარის მოთხოვნილება სითბოსადმი ზრდისა და განვითერების პერიოდში სხვადასხვანაირია,მაგალითად,თესლის გასაღივებლად მაღალი ტემპერატურაა საჭირო - +26-32 გრადუსი,უკვე ამოსულ ჩითილებს კი დგამენ +20 გრადუსზე.ამიტომ ყურადღებით წაიკითხეთ ყველა მცენარის შესახებ ინფორმაცია,როდესაც თესლებს შეიძენთ.

არის მცენარეები,რომლებიც აუცილებლად მოითხოვენ მოსვენების პერიოდს(ის ხშირად უკავშირდება დღის ხანგრძლივობის კლება).ასეთ პერიოდში ტემპერატურა უნდა იყოს ისეთი,რომ მცენარემ ზრდა შეაჩეროს,ის უნდა უახლოვდებოდეს რეკომენდებული ტემპერატურის მინიმუმს.

ყველა მცენარეს არ ესაჭიროება მოსვენების პერიოდი,მაგრამ ბევრი მათგანი მას იძულებით იტანს თუ მოთავსებული იქნება გრილ შენობაში შემოდგომა-ზამთრის პერიოდში,როდესაც დღის ხანგრძლივობა მოკლეა.ასეთ დროს აუცილებლად ხდება კვების და სასუქის მიწოდების შეწყვეტა,მცირდება მორწყვა.

ასე გამოიყურება კაქტუსი სინათლის მწვავე უკმარისობის დროს.ის ჩვეულებრივ ტემპერატურაზე იმყოფებოდა +20-25 გრადუსის პირობებში.იმ შემთხვევაში თუ ტემპერატურა +8-10 გრადუსის ფარგლებში იქნებოდა,კაქტუსი უბრალოდ ზრდას შეაჩერებდა და არ მიიღებდა გაწელილ ფორმას.
როგორც უკვე ითქვა,ქოთანში მიწის ტემპერატურა 1-2 გრადუსით უფრო დაბალია,ვიდრე გარშემო არსებული ჰაერის.ამიტომ ზოგიერთი მცენარისათვის(ეუჰარისი,გარდენია,ფიკუსი და სხვა) საჭირო გახდება ქოთნის დათბილვა,ამ მცენარეებს ფესვები არ უნდა გადაუცივდეს.
ქოთანი შეიძლება შეახვიოთ ნაქსოვი მატერიით,ან ჩადგათ ის მასზე ბევრად დიდ ქოთანში და გარშემო სიცარიელე შეავსოთ ხის მშრალი ბურბუშელით.შეგიძლიათ ქოთანს შემოახვიოთ პარალონი.
ასევე ზამთარში ტემპერატურის დაქვეითებასთან ერთად მცირდება მორწყვის სიხშირე,დაბალ ტემპერატურაზე ნიადაგი დიდხანს უნდება გაშრობას და მორწყვის საჭიროება ნაკლებად ხშირია.
+24-26 გრადუს ტემპერატურაზე ქოთანში ნიადაგი ორ დღეში სრულად შრება,ასეთივე ქოთანში +20-24 გრადუსზე გაშრობას 4-5 დღე დასჭირდება,+16-18 გრადუსზე კვირაზე მეტი,+12-14 გრადუსზე კი ერთ თვემდე.
ყველა ეს მონაცემი პირობითია,რადგან ტემპერატურის გარდა ნიადაგის გაშრობაზე გავლენას ახდენს მისი ფორიანობა - რაც უფრო ფხვიერია ნიადაგი,მით მალე შრება ის.ასევე მოქმედებს ჰაერის ტენიანობა და ფესვების მიერ ქოთნის შევსება,მისი ნივთიერებათა ცვლის ინტენსივობა. 
თარგმანი: ლ.ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის

15 May 0 1 004
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно