შხამიანი მცენარეები ჩვენს გარშემო

დედამიწაზე არსებული უამრავი სახობის მცენარეებიდან დაახლოებით 10 000 სახეობა ითვლება შხამიანად ადამიანისთვის. მაგრამ მათი არ უნდა გვეშინოდეს, თუ კი გვეცოდინება. შესაბამისი ჰიგიენის დაცვით არც არაფერი დაგვემართება. ასეთთ მცენარეებს სწავლობენ არა მხოლოდ მათგან დაცვის მიზნით, არამედ  ბუნების ევოლუციის და ამ მცენარეებში არსებული ბიოაქტიური ნივთიერებების მედიცინაში გამოყენების შესაძლებლობების შესასწავლადაც.

ასეთი მცენარეები სხვადასხვაგვარად მოქმედებენ ადამიანზე- ზოგი ჭამისას წამლავს ზოგი - შეხებისას კანს უწვავს. მძიმე შემთხვევებში მოწამვლა ლეტალურადაც მთავრდება. განსხვავებულია მათი მოქმედების დროც - ზოგს რამდენიმე წთ სჭირდება,, ზოგი კი თავს რამდენიმე დღის მერე იჩენს.

შხამიან მცენარეებს ხშირად ვხვდებით ჩვენს მინდვრებზე. ისინი არც იმდენად მიმზიდველი შესახედავია და იშვიათად აქცევენ ყურადღებას. ზოგი კი ძალიან ჰგავს საჭმელად ვარგის მცენარეებს. ასე მაგ. კონიოს ფოთოლი მსგავსია ოხრახუშის, მაგრამ ღერზე მას წითელი ლაქები აქვს, იზრდება უდაბურ ადგილზე და ითვლება სარეველად. კონიოს შხამიანი ალკალოიდი კონინი ისეთივე ეფექტს ახდენს, როგორც კურარე. მისით მოწამვლა ხასიათდება კრუნჩხვებით, უგონო მდგომარეობით, დამბლით და ზოგჯერ სუნთქვის გაჩერებით მთავრდება.

ციკუტა ცხოვრობს ჭაობიან ადგილზე, წყლი პირას, მას წვრილი თეთრი ყვავილები ქოლგა ყვავილედად აქვს შეკრული და წვრილი ლანცეტისებრი ფოთოლი აქვს. ეს მცენარე ერთერთ ყველაზე შხამიან მცენარედ ითვლება, მისი ყველა ნაწილი შეიცავს ციკუტოტქსინს, განსაკუთრებით კი - ფესვი. 
აბუსალათინს ზოგი, როგორც დეკორატიულ მცენარეს, ისე ზრდის. მისგან მიიღება აბუსალათინის ზეთი და ამით სასარგებლოც კია, მაგრამ ასევე შეიცავს ცილოვან შხამიან ფერმენტს - რიცინს, რაც იწვევს  ნერვული სისტემის დამბლას. 

ზოგიერთი შხამიანი მცენარე სუნით და გარეგნობით მიგვანიშნებს საფრთხეზე. მაგალითად ვარდისფერი გველის სურო, იგივე კატარანტუსი, და უცუნა - ამ მცენარეებს ადამიანის მოკვლა  შეუძლიათ. პირველი შეიცავს ძლიერმოქმედ ალკალოიდებს, რასაც თანამედროვე მედიცინა სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატებში იყენებს, მეორეს კი ბოლქვებში უგროვდება კოლხიცინი, ისეთივე ქმედების შხამი, როგორიც დარიშხანია.
 

მაჯაღვერას ერთერთ სახეობას - მგლის კენკრას  წითელი პატარა ნაყოფი აქვს შხამიანი, იგი შეიცავს გლიკოზიდ დაფნინს და ფისს მეზერინს, ეს ნივთიერებები იწვევენ ყელის წვას, პირში ძალიან მწარე გემოს, თავბრუსხვევას, ენის შესიებას. მისი ყვავილებით ტკბობისას ბევრს სურს მოწყვიტოს, და როცა ხელით ამას ვერ ახერხებს, კბილით ცდილობს გაკვნიტოს მისი ტოტები, ეს დაუშვებელია. 

ასევე შხამიანი ნაყოფი აქვს თეთრ შროშანას,სათითურას, მათში არის გლიკოზიდი , რაც აჩქარებს გულის ცემას, მოქმედებს კუჭზე, ნერვულ სისტემაზე. საშიშია ასევე ლარნაკში ჩასხმული წყალიც, რაშიც ეს ყვავილები იმყოფებოდა. 

ზაფხულის ბოლოს წიწვოვან ტყეში  ზოგჯერ გვხვდება მცენარე, რომლის შავი ნაყოფიც ძალიან ჰგავს მოცვს, ეს ყვავისთვალაა, - (Paris). ის შეიცავს ალკალოიდებს, რაც იწვევს ბოდვებს, ჰალუცინაციებს, გულისცემის აჩქარებას და გონების დაბინდვას ძაღლყურძენისებრთა ოჯახის ბევრი წარმომადგენელი შეიცავს შხამებს. მაგ. ლენცოფა, იზრდება მინდვრებში, 1 მ სიმაღლის, აქვს დიდი ყვითელი ძარღვებიანი ყვავილი, ყვავილობის მერე კი თეთრი დოქისებრი კოლოფა ნაყოფი მრგვალი თესლით. მათი დაღეჭვა იწვევს პირის სიმშრალეს, ირღვევა მეტყველება, ფართოვდება თვალის გუგები, ფსიქიკური აგზნება ხშირად სიგიჟედ გარდაიქმნება. ასეთივე სიმპტომები აქვს ძაღლყურძენას ნაყოფს.

საშიში მცენარეები ამ ოჯახში ბევრია - შმაგა, ლემა, მანდრაგორა, პერუს კოკა, ს. ამერიკული თამბაქო და სხვ.

შხამიანია დიყის ფოთლებიც, მზეზე ისინი გამოჰყოფენ  ეთერზეთებს, რაც წვავს კანს. ასევე მოქმედებს ადამიანის კანზე  იფნურა.შხამს შეიცავს კიდევ ბაიას ოჯახის ბევრი წარმომადგენელი. მათში გამომუშავდება ეთერზეთები, რომლებიც აღიზიანებენ ლორწოვან გარსს, წვენის კუჭში მოხვედრა კი მუცლის ძლიერ ტკივილს იწვევს.ამ ჯგუფში შედის - ცხვირისატეხელა, წყალიკრეფია, ხარისძირა და სხვ.

ასეთ მცენარეებს ხალხურ მედიცინაში დიდი ხანია იყენებენ. 

ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ უგემრიელესი თხილეული კეშიუს კანი შეიცავს ტოქსინ კარდოლს, რისი კანზე მოხვედრაც დამწვრობას იწვევს.სასარგებლო ხილია მანგოც, მაგრამ მისი ყვავილობისას გამოყოფილი ნივთიერებები ზოგ ადამიანზე ალერგენად მოქმედებს, მისი ხის ქერქი, ტოტები კი შხამიან ფისს გამოჰყოფს. მოწამვლა  შეიძლება ყაყაჩოთიც. მის ნაყოფში მომწამვლელი რძისებრი სითხეა.

ქრისტესისხლაც არ დაგვავიწყდეს ამ ჩამონათვალში. მისი წვენიც კანის დამწვრობას იწვევს.,საშიშია ამ წვენის კუჭში მოხვედრაც, მაგრამ დღეს მედიცინაში იყენებენ ონკოდაავადებების სამკურნალოდ.

ზოგადად, შემთხვევითი კონტაქტი ასეთ მცენარეებთან სახიფათო არაა. გააჩნია დოზებს, მოწამვლა შეიძლება თვითმკურნალობისას, ამიტომ ყოველთვის სჯობს ,ექიმთან კონსულტაცია ამ მცენარეებით მკურნალობის დაწყებამდე. 
 

15 May 0 1 518
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно