ვარდები პატარა ეზოსთვის

პატარა ეზოში ლამაზი როზარიუმის მოწყობა ცოტა რთულია, მაგრამ შესაძლებელია.მისი  მოვლაც უფრო ადვილია,. ვარდებს კი განსაკურებული ყურადღება სჭირდებათ.

შეხედეთ თქვენს პატარა ეზოს კრიტიკული თვალით. თუ გარშემო ლამაზი ხედია, შეეცადეეთ, ისიც გამოიყენოთ და ჩაწეროთ ეზოს კომპოზიციაში. თუ გარშემო ღობე აქვს, მაქსიმალურად ეცადეთ მის დაფარვას - დარგეთ ღობის გასწვრივ შედარებით მაღალი მცენარეები.ასე ეზო ვიზულურად გაფართოვდება და წაიშლება ზღვარი. მაგრამ ეცადეთ, მცენარეები არ დარგოთ მწკრივში - ასე ისევ ღობე გამოვა, მხოლოდ მცენარეების, შეარჩიეთ ისინი მიქსბორდერებისთვის. შეიძლება რამდენიმე მაღალი ვარდის ბუჩქი დარგოთ წინ, ისინი დაფარავენ უკანა ხედს და ასევე წაშლიან საზღვარს. არც გადაჭარბება ივარგებს, ყველა კუთხეში დიდი მცენარეები ტვირთავს ეზოს, ამიტომ კარგია ალაგ -ალაგ რამდენიმე მწვანე ბალახიანი ადგილის დატოვება.

პატარა ეზოში არ შეიძლება სწორი ხაზების გამოყენება, სწორი მიმართულების ბილიკები, ოთხკუთხედად დარგული მცენარეები  ვიზუალურად ამცირებენ ისედაც მცირე ტერიტორიას, ამიტომ აქ შეიძლება ზიგზაგისებური ბილიკის და ოვალური ან მრგვალი საყვავილეების მოწყობა. კომპოზიციებში კი უნდა იყოს როგორც მაღალი, ისე დაბალი  მცენარეებიც, რომ ეზო არ გამოიყურებოდეს ერთფენოვნად, ბრტყლად.

ხვიარა მცენარეები ლამაზია ზოგადად, თუმცა პატარა ეზოში დიდი  ასეთი  ბუჩქი  დაამძიმებს ეზოს, ამიტომ უმჯობესია შტამბური ვარდების დარგვა.არც ისე რთულია გასაზრდელად და ძალინ ეფექტურად გამოიყურება. ყვავილების სიმძიმის ან ქარის გამო შეიძლება ტოტები დაუტყდეს. ამიტომ შტამბურ ვარდს აუცილებად სჭირდება საყრდენი, რომლის ბოლოც ვარჯის დასაწყისს  უნდა  უახლოვდებოდეს.

პატარა ეზოს მფლობელები პირველ რიგში როზარიუმისთვის ეძებენ კომპაქტურ ჯიშებს. თანამედროვე პატარა ჯიშები გამძლეა, ვარგა ღია გრუნტშიც და აივანზე კონტეინერებშიც,მაგრამ ეზოში გადასარგავად არ გამოდგება ოთახის ვარდები, ისინი სპეციალურ გრუნტს საჭიროებენ, გადარგვისას რთულად ეგუებიან გარემოს და ხშირად ავადდებიან შავი ლაქოვნებით.

თარგმანი თ სუპატაშვილის

15 May 0 1 513
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно