მარიმსხალა - сныть სარეველა თუ სამკურნალო ბალახი?

მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარე ქოლგოსანთა ოჯახიდან.ხარობს ევროპაში, კავკასიაში, ციმბირში, შუა აზიაში. გვარი აერთიანებს 8 სახეობას. გავრცელებულია ტყის პირებსა და ბუჩქნარებში. საქართველოში ბუნებრივად გვხვდება მხოლოდ ერთი სახეობა. ლათინური დასახელება მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან aegos - თხა და podion -ფეხა. - მისი ფოთოლი მართლაც ჰგავს თხის ჩლიქებს. საერთოდ ძნელად მოსაშორებელი და აგრესიულად მზარდი სარეველაა. ზოგჯერ ისე მრავლდება, რომ ქიმიური პრეპარატებიც ვერაფერს ხდება მასთან. ჩრდილის ამტანი მარიამსხალას ამოძირკვა, მძლავრი ფესვთა სისტემის გამო, რთულია.ეს მრავალწლიანი მცენარე მხოხავი ფესვებით და 1მ მდე სიგრძის ღრუიანი ტოტებით სწრაფად იკავებს თავისუფალ ფართობებს და იოლად თრგუნავს კულტურულ მცენარეებს. ამიტომ მას ძლიერ სარეველად მიიჩნევენ და მებაღეებს არ უყვართ. ერთ ადგილზე ეს ბუჩქი დაახლოებით 50 წელი ცხოვრობს. ბაღში მის მოსაშორებლად მცენარეს ყვავილობამდე თოხნიან. ჭრიან და ანადგურებენ. მცენარეს არ იყენებენ კომპოსტისთვის. ქიმიური პრაპარატებიდან მას უკეთ ებრძვის რაუნდალი, ტორნადო, ქილერი, გლიფოსატი,ურაგანი, სნაიპერი და სხვ.
მარიამსხალას ფოთლებს კვერცხის ფორმა აქვთ, ქვემოთ შედარებით დიდი ზომისაა, ზემოთ თანდაათან პატარავდება. ფესვები ჰორიზონტალურად იზრდება. ღერო სწორია. იზრდება 50-100 სმ სიმაღლეზე. ყვავილობს ივნის-ივლისში, დაახლოებით 50 დღის მანძილზე. რთულ ქოლგაზე დაახლოებით 300-500  ყვავილს ისხამს, მთელი მცენარე კი 3000-მდე ყვავილს.ყვავილი პატარა და თეთრია.მცენარე ერთბაშად ყვავილობს მთლიანად და პატარა თეთრ ღრუბელს ჰგავს ამ პერიოდში.

ეს მცენარე უხსოვარი დროიდან ცნობილია როგორც ვიტამინებით მდიდარი საკვები, თაფლოვანი, სამკურნალო და სასილოსე ბალახი. ქიმიური შემადგენლობით იგი ახლოსაა ადამიანის სისხლთან. ცნობილია, რომ წმინდა სერაფიმ საროველი განდეგილობაში ყოფნისას ათასი დღის განმავლობაში მხოლოდ მარიამსხალათი იკვებებოდა. ამის შესახებ წმინდა მამას   მონასტრის დედაოსთვის თავად მოუყოლია სიკვდილის წინ:

მისი ნორჩი ფოთლები და ყლორტები იჭმევა, მისი კალორიულობა ნულის ტოლია და კარგ სადიეტო პროდუქტს წარმოადგენს ამის გამო. ნორჩი ფოთლები და ღეროები უფრო დიდი და ნაზია და საკვებადაც უკეთესი. ზამთრისთვის შესანახად ოქტომბერ-ნოემბერში აგროვებენ, როცა მასში განსაკუთრებით დიდი ოდენობითაა С ვიტამინი.მის ფოთლებს ამწნილებენ კომბოსტოს მსგავსად, ან ამზადებენ კონსერვს. მარინადით აკეთებენ ხიზილალას, ასევე მცენარისგან ამზადებენ ბორშს, მხალსა და სალათებს.  სასმელს, ჩაის..ამ მცენარეს სიამოვნებით ჭამენ ცხოველებიც.

მცენარის  ნაყენი გამოიყენება ხალხურ მედიცინაში.მიწისზედა ნაწილებს აგროვებენ ყვავილობისას, ფესურებს — დაყვავილების მერე. აშრობენ ჰაერზე. შენახვის ვადა 1 წელია.იგი  მდიდარია ორგანიზმისთვის საჭირო ნივთიერებებით, ვიტამინებითა და მინერალებით. ფოთლები შეიცავენ აზოტურ მინარევებს, მათ შორის ხოლინს (რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს ნივთიერებათა ცვლისათვის), ლიმონისა და ვაშლის მჟავას, ფლავონოიდებს, კვერციტინს, კემპფეროლს (ამაგრებენ სისხლძარღვების კედლებს), ეთერულ ზეთს, მინერალურ მარილებს. ძირებში არის ეთერზეთები, საპონინები, სახამებელი, ფისი.

რაც შეეხება მცენარის სამკურნალო თვისებებს, ის უხსოვარი დროიდან გამოიყენება პოდაგრის, რევმატიზმების, მიოზიტის, პოლიართრიტის, სამკურნალოდ. ამისთვის ფოთლებს ჭრიან და მტკივნეულ ადგილზე იდებენ. სასარგებლოა მისი აბაზანებიც - 40გრ ფესვებს ჭრიან, ასხამენ 1ლ მდუღარეს, კიდევ ადუღებენ 10წთ, აჩერებენ ნახევარ საათს, წურავენ. მერე ასხამენ თბილ წყალში აბაზანაში,მისი გამოყენება სასურველია ღამით.ძილის წინ.

ასევე იყენებენ თირკმლების, საშარდე ბუშტის  სამკურნალოდ, ეგზემისა და დიათეზის, წითელი ქარის  საწინააღმდეგოდ. ჭრილობების მოშუშებისათვის და ტკივილების გასაყუჩებლად: აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას, დევნის ღვიძლიდან ტოქსინებს,  მას ხშირად იყენებენ რკინადეფიციტური ანემიის, ჰიპოვიტამინოზის  დროს, იმუნიტეტის ასამაღლებლად.მცენარეს აქვს სურავანდისა და ანთების საწინააღმდეგო, სისხლის გამწმენდი, ტკივილგამაყუჩებელი, ჭრილობის შემახორცებელი, შარდმდენი, სედატიური, დეტოქსიკაციური, ბაქტერიციდული, ფუნგიციდური და ციტოტოქსიკური  მოქმედება.   აწესრიგებს მარილების და ნივთიერებათა ცვლას.მცენარე  ამშვიდებს ნერვულ სისტემას, ამცირებს ქოლესტერინის დონეს, ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის შენარჩუნებას, ამკვრივებს სისხლძარღვების კედლებს, აღადგენს მათ ელასტიურობას და გამტარობას. ხელს უშლის თრომბის წარმოქმნას,
რაც მთავარია - ფუნგიციდური, ციტოტოქსიკური, დეტოქსიკაციური და სედატიური მოქმედების ფესურების პრეპარატები გამოიყენება ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკისთვის, ინტოქსიკაციისას ქიმიოთერაპიის შემდეგ.  
ნაყენის მოსამზადებლად 3 კ მწვანე მასას ასხამენ 2ც ჭ მდუღარეს, 2 სთ ის მერე წურავენ და სვამენ ნახევარ ჭიქას დღეში 3-4 ჯერ ჭამის წინ. ეს ნაყენი კარგია საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის,თირკმლების და შარდის ბუშტის ანთების, გაციების, იმუნიტეტის ამაღლებისთვის.

სპირტიანი ნაყენი - ლიტრიან ქილაში ყრიან მესამედზე მცენარის დაჭრილ ფესვებს,  ასხამენ არაყს და დებენ თბილ ბნელ ადგილზე 2 კვირა.იღებენ 3 ჯერ დღეში ჭამამდე 10წვეთს. ესეც კარგია საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების დროს. მარიამსხალას უკუჩვენება თითქმის არ აქვს, თუ არ ჩავთვლით ალერგიას. არასასურველია ასევე ორსული და მეძუძური ქალებისთვისაც.  არც დიდხანს ივარგებს მისი მიღება, სასურველია შესვენებების მოწყობა. თუმცა სანამ მის გამოყენებას გადაწყვეტთ, როგორც სამკურნალო საშუალებას, სჯობს ჯერ კონსულტაცია ექიმთან გაიაროთ.
მაღალპროდუქტული თაფლოვანი მცენარე სასარგებლო ნივთიერებებით ამდიდრებს თაფლს.  იგი  სასიამოვნო გემოთი გამოირჩევა დაა ასევე სამკურნალოა.
ასე რომ, თქვენი გადასაწყვეტია, ეს მცენარე კარგია და სასარგებლოა, თუ სარეველაა, დატოვებთ ბაღში თუ გაანადგურებთ,

14 May 0 1 480
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно