როგორ შევაჩეროთ აგრესორი მცენარეები

აგრესორ მცენარეს ალბათ ყველა ბაღში შეხვდებით, დარგავ ერთ პატარა ძირს და სეზონის ბოლოს უკვე უზარმაზარი ადგილი უკავია, მის გარშემო სხვა მცენარეები არსად ჩანს., ასე მხოლოდ სარეველა მცენარე არ იქცევა, ზოგ საბაღე კულტურასაც ახასიათებს ასეთი თვისება. სუსტი და პატარა ზომის მცენარე ასეთ სწრაფადმზარდ ბუჩქს ვერ ერევა. აგრესიული მცენარე ჩაგრავს მას, ართმევს საკვებს, წყალს, ტერიტორიას. ლანდშაფტურ დიზაინში ასეთი მცენარეები დიდ პრობლემას ქმნიან -სწრაფად აფუჭებენ შექმნილ კომპოზიციებს. რა შეიძლება გაკეთდეს?

მცენარეთა ყველა სახეობას გადარჩენის სტრატეგიის საკუთარი მექანიზმი გამოუმუშავდა ევოლუციის პროცესში, ზოგი უამრავ თესლს წარმოქმნის,ზოგი უცებ მრავლდება სულ პატარა ფესვიდანაც კი, ზოგს ტოტების სწრაფი ზრდა ახასიათებს, ამიტომ ყველა ასე სწრაფადმზარდ მცენარეს თავისებური მიდგომა სჭირდება.

1.ზოგიერთი მცენარე ძალიან მალე მრავლდება თვითჩათესვის შედეგად. მათი შეჩერება ყველაზე ადვილია - უნდა შეუშალოთ ხელი თესლის წარმოქმნას და დროულად მოაჭრათ მომჭკნარი ყვავილი.ასეთი თვისება აქვს თურქულ მიხაკს.

სიტყვიერად ყველაფერი მარტივია, მაგრამ დიდ ტერიტორიაზე დარგულ-დათესილ მცენარეებში რთულია თითო ყვავილის ყურადღების ქვეშ მოქცევა, თუ თესლი მაინც დაიფანტა, გაზაფხულზე იქ ამოყოფს თავს, სადაც არ ელოდებით.მათ მაშინვე აშორებენ ეზოდან, რომ ბოლომდე არ გაიდგას ფესვები,ან რგავენ მისთვის მიჩენილ ადგილზე.ასეთი აგრესიული მცენარეებია გულყვითელა, წყალიკრეფია, მჟაველა, თურქული მიხაკი, ველურად მზარდი მცენარეებიდან კი ბაბუაწვერა, დიყი.

2.ზოგ მცენარეს ფესვები ეზრდება ძალიან აქტიურად, მაგრამ ამის აღმოჩენა საკმაოდ  გვიან ხდება, როცა აგრესორ მცენარეს უკვე დიდი ტერიტორია უკავია. ასეთ მცენარეებში ათვლიან ბოლქვიან - გორგლიან მცენარეებსაც.

მათი დაჭერაც არაა რთული, მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ ამართლებს, სანამ იგი თქვენს ეზოში დაიდებს ბინას, მერე იქედან მისი მოშორება დიდ შრომას მოითხოვს, ხშირად არც არაფრის მომცემია ასეთი მუშაობა. პრაქტიკულად შეუძლებელია ეზოს მთლიანად გაწმენდა ასეთი მცენარის ფესვებისგან. მაგრამ არის გამოსავალი - ფესვის ზრდის შემზღუდავი მასალის გამოყენება აქტიურად მზარდი მცენარეების დარგვისას. შეიძლება პერიმეტრზე თუნუქის ფურცლის ან რაიმე მყარი გამძლე მასალის შემოყოლება საკმაოდ ღრმად, რომ ფესვები მის ქვეშ არ გაძვრეს. ზედაპირულფესვიან მცენარეებთან კი უბრალოდ  განიერი ბორდიურის ლენტაც გამოდგება.ასევე ივარგებს დიდი პლასმასის კონტეინერებიც, რაშიც რგავენ მათ. ამ ტიპის მცენარეებს მიეკუთვნება ჟოლო, მიწავაშლა, ველურად მზარდი - ჭანგა.

3.არსებობს კიდევ ერთი ტიპი მცენარეების, რომლებსაც  ტოტები სწრაფად ეზრდება და მერე ფესვიანდება.ეს საკმაოდ დიდი ჯგუფია ნიადაგმფენი მცენარეების, ლიანების.

თუ ისინი კარგ გარემოში მოხვდებიან, ერთ სეზონზე იკავებენ დიდ ტერიტორიას, და კონკურენტებს თავიდან იშორებენ. მათ არ რგავენ პატარა მცენარეების გვერდით. ამ მცენარეებისთვის შედარებით უკეთესი მეზობელი მრავალწლიანი ბუჩქებია. მათი შეჩერება ყველაზე რთულია და მხოლოდ ზედმეტი და შორსწასული ტოტების მოჭრა აკავებს მცირე ხნით.

ნიადაგმფენ მცენარეებს ცოტა ხნით აჩერებს მაღალი ბორდიურები, თუმცა თუ სხვა მეთოდს არ გამოიყენებთ, მერე ესეც ვეღარ შეაჩერებს. ასეთ მცენარეებს ეკუთვნის მარწყვი, ვერონიკა, სედუმები, კიდევ სურო, მხოხავი ბაია.

ბუნებას წინ ვერაფერი დაუდგება და რაც უნდა ეცადოთ, რა მეთოდებიც არ უნდა გამოიყენოთ, ვერ შეცვლით.სწრაფად მზარდ მცენარეებს მეტი ყურადღება სჭირდებათ, ამიტომ კარგად დაფიქრდით, სანამ მათ დარგვას დააპირებთ, რომ მერე უსასრულო ბრძოლა არ დაგჭირდეთ მათთან.

და კიდევ, მცენარის ქცევა დიდადაა დამოკიდებული გარე პირობებზე, ზოგ ადგილას სვია სარეველასავით მრავლდება, ზოგან კი ვერ ხარობს, ზოგთან ხანჭკოლა თვითჩათესვით უცებ მრავლდება, ზოგი კი როგორ არ ცდილობს, თავს ევლება და მაინც არაფერი გამოსდის. ამიტომ გარემო პირობებიც გასათვალისწინებელია მტი შეძენის წინ.

 

14 May 0 883
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно