რატომ იწელება მცენარის ტოტები

ზოგ მცენარეს ხანდახან ოთახში ტოტები ეწელება, იზრდება მანძილი მუხლთაშორის, ფოთლის ზომა კი მცირდება და ფერიც ისე მკვეთრი აღარ აქვს,მცენარე დეკორატიულობას ჰკარგავს და ისე მიმზიდველი აღარაა, ეს ყველაფერი  მიუთითებს იმაზე, რომ იგი არაკომფორტულ გარემოშია. 

ეს სულაც არ ნიშნავს ყოველვის სინათლის ნაკლებობას, მიზეზი სხვა და რამდენიმე შეიძლება იყოს: მაგალითად, აზოტის სიჭარბე და გოგირდის ნაკლებობა. ეს ორი პირობა მხოლოდ მუხლთაშორის მანძილზე მოქმედებს და არ ეხება ფოთლებს მაშინ, როდესაც სინათლის ნაკლებობისას ცვლილება ეხება ფოთლებსაც.

თუ ასეთი რამ ადრეულ სტადიაში შენიშნეთ, საჭიროა მცენარის გადადგმა განათებულ რაფაზე, შორსწასულ შემთხვევას კი ასე იოლად არ ეშველება და სხვა დამატებით ზომებსაც საჭიროებს. ასეთი ერთერთი ზომაა ხელოვნური განათების მოწყობა.იგი სწრაფად აბრუნებს მცენარეს პირვანდელ მდგომარეობაში, ოპტიმალურ განათებას უზრუნველჰყოფს ფიტონათურები 150-200ვტ, 10-12 სთ მუშაობის შემთხვევაში.

ზოგჯერ ასეთი პრობლემა დროებით იჩენს თავს  შედარებით მაღალ ტემპერატურაზე მოსვენების პერიოდში ან ადრე გაზაფხულზე, როდესაც ოთახის პირობები მცენარის  შესაფერისი არაა, ანუ, განათება და ტემპერატურული რეჟიმი ერთმანეთს არ შეესაბამება. თუ გრილ გარემოს ვერ შექმნით, არც გაწელვასთან ბრძოლაა აუცილებელი. გაზაფხულზე, როდესაც დღე გაიზრდება, მცენარის ფორმირება იქნება საჭირო, ან ახალი მცენარე უნდა გაზარდოთ ტოტის დაფესვიანებით.

თუ მცენარე არასწორად იკვებება. - წაგრძელებული ტოტები  მიუთითებს აზოტის ჭარბ რაოდენობაზე მიწაში.ასეთ  შემთხვევაში ფოთლებს ფერი  უმუქდება, ფოთლის ზომაც მატულობს,ამ შემთხვევაში საჭიროა სასუქის წესიერი შემადგენლობის შერჩევა: თუ პრობლემა შედარებით ახალია, სასუქი უნდა  შეარჩიოთ ისეთი, სადაც აზოტი შედარებით ცოტაა, თუ ტოტები ძალიან გრძელია, ეს ელემენტი საერთოდ უნდა ამოიღოთ,თუ ამ პრობლემას კიდევ სხვაც ემატება, რაც მიუთითებს სხვა მიკრო ან მაკროელემენტების სიჭარბეზე, სჯობს, საერთოდ შეიკავოთ თავი მისი კვებისგან.

ხშირად არასწორად არჩეული სასუქი კიდევ ერთ  მოვლენას იწვევს - ტოტები მალე ხევდება არატიპიურ ადგილებზე. ეს ხდება გოგირდის ნაკლებობისას,და რაც უფრო მეტად აკლია ეს ელემენტი მცენარეს, მით სწრაფად ხევდება მცენარის ტოტები, ფოთლის ყუნწები და ფირფიტაც კი. იგი ზრდას აჩერებს, ფერმკრთალდება და დათრგუნულია. პრობლემის აღმოფხვრა ხდება გოგირდშემცველი სასუქის შეტანით - სულფატების სახით უმეტესად.

ბუნებრივი მიზეზები - ზოგიერთ მცენარეს ახასიათებს ბუნებრივად, უმიზეზოდ ტოტების გაწელვა, -  ნიადაგმფენ, ამპელურ მცენარეებს, ციტრუსებს ფორმირების გარეშე სწრაფად ეზრდებათ გრძელი ტოტები. მათ სჭირდებათ  გასხვლა, რომ შეინარჩუნონ დეკორატიულობა. ზოგ მცენარეს ასევე ეზრდებათ ტოტები მაღაზიაში ან სათბურებში , რადგან ბუჩქის სიხშირე რომ არ გაზრდილიყო,  აძლევდნენ ზრდის რეგულატორებს, ამუშავებდნენ ფიტოჰორმონები.,სახლში მოტანის მერე მათი მოქმედება თანდათან მცირდება, მცენარე უბრუნდება ბუნებრვი ზრდის ტემპებს. სურვილის შემთხვევაში, კი შეიძლება ამ პრეპარატების სახლშიც გამოყენება, მაგრამ , სჯობს, ბუნებრივი ზრდის საშუალება მიეცეს  მცენარეს, ფორმა კი გასხვლით შეუნარჩუნდეს.

ხანდახან  მცენარეს კოკრებიც სცვივა. ასეთი რამ შეიძლება დაემართოს როგორც ოთახის, ისე ეზოს ყვავილებს.

ოთახის მცენარეების შემთხვევაში მიზეზი მრავალია,  - შეიძლება იგი მოხვდა ორპირში, ბევრ მცენარეს არ უყვარს ქარი, და ამას სწორედ კოკრების ცვენით გამოხატავს,

- ზოგჯერ მცენარეებს რწყავენ ზედმეტად ცივი  წყლით,. არც ესაა მიზანშეწონილი, წყალი უნდა იყოს რბილი, თბილი, ნადგამი,

- ხანდახან მცენარეს გადარგავენ მაშინ, როდესაც არ სჭირდება, როცა კოკრებშია ან ყვავილობს უკვე,, ფესვების მინიმალური დაზიანებაც კი ამ პერიოდში სტრესში აგდებს მცენარეს , რასაც კოკრების ან ყვავილის ცვენით პასუხობს

- შესაძლოა, კოკრებიანი მცენარე იყიდეს და მისი სახლამდე მიტანა მოხდა მცენარისთვის არასასურველ პირობებში - ყინვა, ქარი, ძლიერი ჯანჯღარი,,

- კიდევ ერთი მიზეზი მორწყვის არასწორი რეჟიმია - ან ნაკლები ან ჭარბი მორწყვა.

- ასევე მოქმედებს ჰაერის ტენიანობაც,,

- თუ მცენარე დიდხანს არ გადარგულა, მიწა ღარიბდება - სასარგებლო ნივთიერებები მასში აღარაა,  მცენარე მშიერია და ძალა არ აქვს , რომ კოკრები და ყვავილი შეინარჩუნოს,

- სასუქის შეტანისას გასათვალისწინებელია ვადები, დოზები და შემადგენლობა,, ესეც შესაძლოა იყოს მიზეზი კოკრების ცვენისა.

- თუ მას არ ჰყოფნის განათება, თუ იგი სიცივისმოყვარულია და ოთახში ცხელა, კოკრებს დაიცვენს ან საერთოდ არ იყვავილებს

- კოკრობისას არ შეიძლება არა თუ ქოთნის გადაადგილება, არამედ შეტრიალებაც კი.  მტვრის გადაწმენდისას, ქოთანი შეანძრიეთ, გადადგით, ან ისე არ დადგით, როგორც ადრე იდგა,

- და ბოლოს, მთავარი მიზეზი - მავნებლები, მწერები - ფრთათეთრა, აბლაბუდა ტკიპა, ბუგრი, წვიმის ჭია, მრავალფეხა,, მათ წინააღმდეგ საჭიროა ინსექტიციდების გამოყენება.   თარგმანი თ სუპატაშვილის
 

14 May 0 1 763
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно