როგორ ვკვებოთ ვარდები

სასუქის არჩევისას ყველა თავის გამოცდილებას ეყრდნობა - ზოგი მხოლოდ ორგანულს იყენებს, ზოგი - მინერალურს, ზოგიც ორივეს ერთად. როგორაა სწორი მეთოდი? ორგანული სასუქი შეიცავს აზოტს, სწორად შეტანის შემთხვევაში იგი არ ცვლის ნიადაგის სტრუქტურას, ეს სასუქი კარგია ვარდის აქტიური ზრდისას, ყვავილობის დროს და საშემოდგომო გადაბარვისას.

მინერალურ სასუქს სწრაფი  და მიზანმიმართული ეფექტი აქვს, მაგრამ შესაძლებელია ნიადაგი სწრაფად დამარილიანდეს და ფესვების ზრდა შეფერხდეს. დღეს არსებობს კომპლექსური სასუქი, სადაც მინერალური და ორგანული სასუქის თანაფარდობა დაცულია და გათვლილია მცენარეთა მოხმარებისთვის.

არსებობს ბუნებრივი ორგანული სასუქი: ნაკელი, კომპოსტი, ტორფი, მცენარე-სიდერატები.

ნაკელი დიდხანს რჩებოდა ყველაზე მისაღებ სასუქად მცენარეებისთვის. საქონლისა - მძიმეა და ნელა იშლება,ცხენისა - მეტ სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს, შესაბამისად, მისი ნაკლები რაოდენობაა საჭირო, ქათმის სკინტლი - სწრაფად მოქმედებს. ახალ ნაკელს არ იყენებენ - იგი იწვევს მცენარის სწრაფ ზრდას,ზრდის მის მგრძნობიარობას დაავადებების და მავნებლების მიმართ,მეტიც, - შეიძლება ფესვები დაუწვას. ამიტომ იყენებენ ძველ, გამომწვარ ნაკელს, შეიძლება წყალში გახსნილი სახითაც.

ვარდისთვის შესაძლებელია სამზარეულოს ნარჩენების გამოყენებაც სასუქად კომპოსტის სახით. ვარდს  ასევე უხდება ხის ნაცარიც :იგი დიდი ოდენობით შეიცავს კალციუმს, მაგნიუმს, კალიუმს, რკინას, ფოსფორს,, შეიძლებაგამოიყენოთ როგორც მშრალი - 200გრ 1 კვ მ ზე ისე თხევადი სახით - 30გრ 10ლ წყალზე.

მინერალური სასუქის შეძენისას გასათვალისწინებელია, რომ მცენარეს მაკროელემენტების გარდა სჭირდება მიკროც - რკინა, რომელიც ყვავილს მაძღარ, მკვეთრ ფერს აძლევს, და მაგნიუმი, რომლიც სჭირდება ფოთლებს. ამ ელემენტების გარეშე ხშრად ემართება ქლოროზი. ბოლო დროს გამოჩნდა გახანგრძლივებული ქმედების სასუქი, რომელიც მხოლოდ ერთხელ შეაქვთ გაზაფხულზე.

სასუქის  შეტანის წესები: მინერალური სასუქის შეტანამდე და მერე მცენარეს უხვად რწყავენ. ცივ ამინდში სჯობს მისი მიწოდება არაფესვური გზით- შესხურებით ფოთლებზე,

თუ გაზაფხული გრილია და ტემპერატურა 5 გრ ის ფარგლებშია ნუ იჩქარებთ სასუქის მიცემას, იგი ნელა შეითვისება და შიძლება ვარდი დააზიანოს კიდეც. დაელოდეთ 10-15 გრ -ს. საერთოდ, ვარდის გაზრდა მხოლოდ ნაკელითაც შესაძლებელია, მხოლოდ უნდა დაიცვათ ნორმები, არ დატოვოთ იგი ზედაპრზე- ჩაბარეთ მცენარის სიახლოვეს.

5 სეზონური კვება ვარდებს: პირველ წელს სწორი დარგვის შემთხვევაში მას სასუქი არ სჭირდება.მერე კი ზრდის ფაზების მიხედვით  კვებავენ.

1: აპრილში, საგაზაფხულო გასხვლის მერე შეაქვთ აზოტიანი ან კომპლექსურ სასუქი, მაგრამ მანამდე თბილი წყლით რწყავენ, რომ ფესვებმა გაიღვიძონ. დოზები - 3 კგ ნაკელი ერთ ბუჩქს. მინერალური - 30-40 გრ  კომპლექსური სასუქი ან თხევადი სახით იგივე - 1 ს კ 10ლ წყალზე.

2 . მაისში, ტოტების ზრდის დასაწყისში,ამ პერიოდშიც სჭირდება აზოტიანი სასუქი, შეაქვთ ნაკელი 3-5 ლ, და მინერალური - კვ მ ზე 10 გრ აზოტშემცველი სასუქი, 25გრ სუპერფოსფატი,15გრ კალიუმი.

3. მაისის ბოლო.ეს კოკრობის პერიოდია, სჭირდება აზოტმჟავა კალციუმი - იგი იცავს მცენარეს ლპობისგან, ზრდის მწვანე მასას. ვარდს აძლევენ 3-5 ლ ნაკელს, დაა 15 გრ აზოტიან, 30 გრ ფოსფორიან და 15 გრ კალიუმიან სასუქს კვ მ ზე.

4.ივლისი, პირველი ყვავილობის მერე.სრული კომპლექსური სასუქი შეაქვთ, 100გრ კომპოსტი, მინერალურიდან კი 40-50 გრ სუპერფოსფატი და 15-20გრ კალიუმის მარილი.

5. აგვისტოში, მეორე მოყვავილების მერე,ამ პერიოდში აზოტი უკვე აღარაა საჭირო, თორემ მცენარე ისევ დაიწყებს ახალი ტოტების ზრდას და ზამთარი მოუსწრებს ნორჩი ყლორტებით. ამან შეიძლება მცენარე დაღუპოს. ღეროს ირგვლივა ორმოში შეაქვთ ნაცარი - 50-100გრ, და დამწვარი ნაკელი გადაბარვისას. მინერალური  კი - 40-50გრ სუპერფოსფატი და 15-20გრ კალიუმის მარილი კვ მ ზე.

საუკეთესო თანამედროვე სასუქი ვარდებისთვის: აზოტოვიტი,- მიკრობიოლოგიური სასუქია.  გლორია - მინერალური გრანულების სახით. თხევადი კომპლექსური “ბონა  ფორტე”.ორგანულ-მინერალური გრანულირებული -“ფერტიკა”. ბალანსირებული სასუქი მხოლოდ ვარდებისთვის - “პოკონ” ,ასევე აგრიკოლა სახლის და ეზოს ვარდებისთვის.

ელემენტები ვარდებისთვის: როცა ვარდი არ ყვავის, ეს მაინცდამაინც დაავადების ბრალი სულაც არაა, შესაძლოა, მცენარეს რაიმე ელემენტი აკლდეს. ასეთ შემთხვევაში მას დამატებით საკვებს აძლევენ. არა მხოლოდ მიწაზე მოსხმით, არამედ შეფრქვევითაც,ეს პროცედურა ტარდება მშრალ ამინდში, დილით ან საღამოს, აფრქვევენ მიკროელემენტებიან კომპლექსურ სასუქს . მისი კონცენტრაცია არ უნდა იყოს მაღალი, ამან შეიძლება ფოთოლი დაწვას,

აზოტის ნაკლებობა იწვევს ქვედა ფოთლების სრულ გაყვითლებას,ადრე ჩამოცვენას, ახალი ფოთლები არ ამოდის , ან ამოდის და არ იშლება,ან ფერი მოყვითალო მომწვანო და ფოთოლიც თხელია, მცენარის ზრდა ფერხდება.

ფოსფორის ნაკლებობისას ფოთოლი წვრილდება, იძენს მოცისფრო ფერს,ზოგან დაჰკრავს იისფერიც, მცენარე არ ყვავის, არ იზრდება,

კალიუმის ნაკლებობა იწვევს კოკრების დეფორმირებას, ახალი ფოთლების ფერი მოწითალოა, კიდეები მოყავისფრო, ძველი ფოთლები ყავისფერდება, მაგრამ ძარღვები რჩება მწვანე,, მალე ცვივა,

კალციუმის ნაკლებობა - კალიუმიანი სასუქის ჭარბი მიცემა კალციუმის ნაკლებობას იწვევს, ტოტები და ფოთლები რბილდება, წვერები უხმება, საყვავილე არ ამოდის, ან ამოდის და ხმება.

რკინის ნაკლებობა ანუ ქლოროზი- შეინიშნება ნეიტრალურ ნიადაგზე, პირველ რიგში ეს ეტყობა ახალ ფოთლებს, ჯერ ყვითლდება, მერე კი თუ არ უშველით, სულ მთლად თეთრი ფოთლები ამოუვა და მიუხედავად მწვანე ძარღვებისა, ცვივა,

სიმპტომები ბევრი ელემენტის ნაკლებობისა ერთნაირია, ამიტომ სჭირდება კომპლექსური სასუქი, იქედან ვარდი თავად აიღებს იმ ნივთიერებას,რომელც ესაჭიროება. http://yvavilebismovla.ge/yvavilebi/277-sasuqi-vardebisatvis.html
 

14 May 0 6 225
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно