ჰიგიენა მცენარეებისთვის

ჰიგიენის დაცვა ოთახის მცენარეების ჯანმრთელობის შენარჩუნების მთავარი პირობაა. მტვერი და ჭუჭყი მხოლოდ გარეგნულ იერს კი არ უფუჭებს მცენარეს, ასევე ცვლის ნივთიერებათა ცვლის პროცესს და კარგ პირობებს ქმნის მიკრობების და მავნებლების გამრავლებისთვის, ამიტომ მცენარე ხანდახან კი არა, რეგულარულად უნდა სუფთავდებოდეს. როდესაც საქმე ეხება დეკორატიულ ფოთლიან მცენარეებს, ეს არც ისე იოლი საქმეა. ეს მცენარეები კარგად ასუფთავებენ ჰაერს, ფილტრავენ, იწოვენ ტოქსინებს, ალერგენებს, იმისთვის,რომ ეს ფუნქცია სრულფასოვნად შეასრულონ, თავადაც სუფთად უნდა იყონ. მცენარის ფოთლები იზიდავს მტვერს, ჭუჭყს, ეს კი მის ფორებს ხურავს და იგი ნორმალურად არ სუნთქავს, არც ფოტოსინთეზი მიმდინარეობს წესიერად.  ასე რომ, მხოლოდ სისუფთავისთვის არ უნდა გაიწმინდოს ფოთლები.

ლამაზფოთლიან მცენარეებს ხშირად აქვს ბუსუსები, ნახატი, ზედაპირის ტექსტურაც რთულია, ეს კი ნიშნავს, რომ ასეთ ფოთლებს ხშირი შეხება არ მოსწონთ, ვერც შესხურებას იტანს ასეთი მცენარე და მორწყვაც ძალიან ფრთხილად უნდა, რომ წყალი ფოთოლს არ მოხვდეს. თუ სადაზედაპირიანი ფოთლის გაწმენდა სველი ტილოთიც შეიძლება, სხვაგვარი მიდგომა სჭირდება ხაოიანზედაპირიან ფოთლებს. ზოგადი წესები მცენარის ჰიგიენის დაცვისთვის  შემდეგია: ფოთლები იწმინდება რეგულარულად, კვირაში ერთხელ,

უნდა გაიწმინდოს როგორც ზედა, ისე ქვედა მხარე.

პერიოდულად საჭიროა გენერალური დასუფთავებაც შხაპის ან დაბანის სახით. ან სხვა სახის პროცედურები მათთვის, რომლებსაც წყალი წყენს ფოთლებზე.

გარდა ამისა, უნდა გასუფთავდეს სუბსტრატის ზედაპირი, ქოთნის სადგამი,რაც ნაკლებად დაბინძურდება მცენარე, მით უკეთესი,

ნებისმიერი სახის სველი წმენდისას მცენარე დაცული უნდა იყოს მზის პირდაპირი სხივებისგან, სიცივის და ორპირისგან.

დიდფოთლიანი მცენარის დასუფთავება გაცილებით ადვილია, ვიდრე წვრლფოთლიანის, ასევე იმ მცენარეების, რომლებსაც მოსწონს შესხურება. მათ წმენდენ ყუნწიდან წვეროკენ მიმართულებით თბილ წყალში დასველებული რბილი ტილოთი, რომელიც არ სტოვებს ხაოებს ფოთლის ზედაპირზე.ახალი ამოზრდილი ფოთლები არ იწმინდება, რომ მათი ზრდა არ შეფერხდეს ასეთი უხეში ქმედებით. ბენჯამინის ფიკუსს, გვიმრებს და სხვა ასე წვრილფოთოლა მცენარეებს კი წმენდენ შხაპით ან ჩამობანით. მათ ასეთი პროცედურა შედარებით ხშირად სჭირდებათ, ვიდრე სხვებს, რომლებსაც თვეში ერთხელ უწყობენ ასეთ აბაზანებს. ყველაზე რთული ამ დროს მიწის დაცვაა წყლისგან. ჩამობანილი წყალი ჭუჭყიანია და მისი  მიწაში მოხვედრა განაპირობებს მერე მასში მავნებლების და ბაქტერიების გამრავლებას. ამიტომ მიწას ფარავენ პოლიეთილენის პარკით, რაც შეიძლება ახლოს მცენარესთან, ზედმეტად ჭუჭყიან მცენარეებს ასუფავებენ საპნიანი წყლით, რომელიც მერე აუცილებლად უნდა ჩამოირეცხოს თბილი წყლით.

რაც შეეხება ხაოიან მცენარეებს, მათ სხვაგვარად ასუფთავებენ, რადგან ასეთ მცენარეს წყლის ერთი წვეეთიც არ უნდა მოხვდეს, იყენებენ რბილ ფუნჯს, მაგრამ თუ ასეთი მცენარეები სამზარეულოში ყოფნისას დაცხიმიანდა ან რემონტის შედეგად დაიმტვერა, ისინიც უნდა ჯერ მშრალი წესით გაიწმინდოს, მერე დაიბანოს, ძალიან ფრთხილად და სწრაფად, მერე კი კარგად უნდა გაშრეს, მზის სხივებს კი უნდა მოარიდონ, ფუნჯით იწმინდება ასევე ეკლიანი  მცენარეები, კაქტუსები.

12 May 0 2 202
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно