ვერმიკულიტი ოთახის მეყვავილეობაში

ვერმიკულიტი (ლათ.vermiculus ‘’ჭიაყელასებური’’) წარმოადგენს ჰიდროქარსის ჯგუფის მინერალს.თვითონ მინერალი შესაძლოა 20%-მდე წყალს შეიცავდეს.გახურებისას (400 oC და მეტი) წყლის აორთქლების ხარჯზე ხდება ვერმიკულიტის  ცალკეული ფირფიტების შრეებად დაყოფა,ამასთან ვერმიკულიტი ზომაში ძლიერად მატულობს - 50 ჯერ და მეტად.
მიიღება უმსუბუქესი პროდუქტი რომლის მოცულომითი მასაა 30-100 კგ/მ3.
ვერმიკულიტი მოიპოვება კოლის ნახევარკუნძულზე,ასევე ურალში და ციმბირში.
აფუებული ვერმიკულიტის თვისებები 

აფუებული ვერმიკულიტი ძალიან ფოროვანია,მსუბუქი,ფხვიერი.მისი ფირფიტები არათანაბარი ფორმისაა.ამ მინერალს ახასიათებს თბო და ხმოვანი იზოლაცია,ასევე მაღალი  შეწოვის უნარი - მას შეუძლია საკუთარი წონის 500% სითხის შეთვისება.ამასთან სუსტად ჰიგროსკოპულია (ჰაერიდან ძალიან მცირე რაოდენობით შეითვისებს ტენს). ჰაერის 100%-იანი ტენიანობის შემთხვევაში ვერმიკულიტის ტენიანობა მხოლოდ 10%-ს შეადგენს.

ეს მინერალი არ განიცდის დაშლას და ლპობას მიკროორგანიზმების მოქმედებით,მღრღნელებისა და მწერებისათვის არ წარმოადგენს სასურველ გარემოს.ვერმიკულიტი ქიმიურად ინერტულია,ნეიტრალურია მჟავე და ტუტე გარემოს მიმართ.ის ეკოლოგიურად სუფთა და სტერილური მასალაა.არატოქსიკურია,არ შეიცავს მძიმე ლითონებს.მისი მჟავიანობა შეადგენს დაახლოებით 7-ს,ანუ ნეიტრალური მინერალია.

რა არის აგროვერმიკულიტი აგროვერმიკულიტი - გახურების შედეგად აფუებული ვერმიკულიტია,1-დან 10 მმ-მდე ფრაქციით.საჭირო ფრაქციის შერჩევა ხდება კონკრეტული საჭიროებისათვის.

ოთახის მეყვავილობაში გამოიყენება 2-დან 5 მმ-მდე ფრაქციის ვერმიკულიტი.საბაღე,ლანდშაფტური და სხვა საჭიროებისათვის კი უფრო მსხვილი ფრაქცია.
ვერმიკულიტი შეიცავს მცენარისათვის სასარგებლო მიკროელემენტებს - კალცს,მაგნიუმს,კალიუმს,ალუმინს,რკინას,კაჟს.თუმცა მიკროელემენტების დიდი ნაწილი რთულად ასათვისებელი ფორმითაა.ამიტომ ვერმიკულიტი არ უნდა ჩაითვალოს აუცილებელი მიკროელემენტების ძირითად მიმწოდებლად ( მცენარე თანდათანობით იყენებს მიკროელემენტებს მისგან).მაღალი იონური ცვლის დამსახურებით,ვემიკულიტს შეუძლია შეაკავოს დადებითად დამუხტული კალიუმის,მაგნიუმის და სხვა სასუქების ელემენტების იონები,რომელიც შეგვაქვს ნიადაგში და თანდათანობით გადასცეს ის მცენარეს.
ვერმიკულიტს მაღალი სითხის შეწოვის უნარი გააჩნია.დასველებისას ის იკავებს საკუთარ წონაზე 5-ჯერ მეტ სითხეს,მისი გამოყენება ნიადაგს კი არ ამძიმებს,არამედ აძლევს მას საშუალებას ადვილად მოახდინოს აერაცია და ამავე დროს იქონიოს ტენის კარგი მარაგი.
ვერმიკულიტის გამოყენება მეყვავილეობაში
- ვერმიკულიტი შეიძლება გამოყენებული იქნეს სუფთა სახით კალმების დასაფესვიანებლად და თესლის გასაღივებლად.იმის გამო რომ მასში არ ცხოვრობენ მიკროორგანიზმები და სოკოები,ეს ხელს უშლის სხვადასხვა სახის სიდამპლეების განვითარებას,სოკოვანი დაავადებების გაჩენას და სხვა.კალმები აგროვერმიკულიტში შესანიშნავად ფესვიანდება და იძლევა შთამომავლობას.
- ვერმიკულიტი შედის მიწის ნარევების შემადგენლობაში სხვადასხვა პროპორციით ( 50%-მდე მიწის სუბსტრატი). ნიადაგის ფორიანობა,სიფხვიერე იზრდება,ნორმაში დგება ტენიანობა.ნიადაგი მსუბუქად აერირდება,მცენარის ფესვები ასეთ ნაზავში თანაბრად ვითარდება და იკავებს ქოთნის მთელ სივრცეს.ვერმიკულიტიანი მიწს ნაზავი არ იტკეპნება და არ იკეთებს ზედაპირზე ქერქს.

 ვერმიკულიტი ასევე იცავს ფესვთა სისტემას ტემპერატურის ცვალებადობისაგან.ეს ძალიან მნიშვნელოვანია ზამთრის (ცივ) და ზაფხულის (ცხელ) პერიოდებში მცენარის ფანჯარაზე მდებარეობის დროს,ასევე ჩითილების გამოყვანისას.

PH-ის ნეიტრალურობის გამო ვერმიკულიტი რამდენადმე აქვეითებს ნიადაგის მჟავიანობას და ანელებს მასში მარილების დაგროვების პროცესს.
- ვერმიკულიტის გამოყენება შესაძლებელია  მცენარის ჰიდროპონული ზრდის დროსაც ( სუფთა ან კომპონენტის სახით).
- ვერმიკულიტი გამოიყენება დრენაჟის სახით,იყრება საყვავილე ქოთნის ძირში სქელ ფენად.
- ვერმიკულიტში შესაძლებელია ბოლქვების შენახვა ზამთრის პერიოდში.დაბალი თბოგამტარობის დამსახურებით მინერალს შეუძლია სითბური ბალანსის შენარჩუნება ბოლქვების გარშემო,ამასთან ნარჩუნდება ნორმალური გაზთაცვლის პროცესი.ვერმიკულიტში შენახული ბოლქვები და ძირები არ ლპება,არ ვითარდება სოკო და სხვა დაავადებები.

რჩევები ვერმიკულიტის გამოყენებისათვის
ერთხელ გამოყენებული ვერმიკულიტის გამოყენება მხოლოდ გამოწვის შემდეგ შეიძლება.
- გამოყენების წინ ვერმიკულიტი აუცილებლად გარეცხეთ გამდინარე წყლის ქვეშ.
- გახსოვდეთ,ვერმიკულიტის გამოყენებისას რთულდება ზოგიერთი ნიადაგის მავნებლის დიაგნოსტირება (სციარიდები,ფქვილოვანი ცრუფარიანა)
- ვერმიკულიტის სუფთა სახით გამოყენების შემთხვევაში ხისტი წყლით მორწყვისას შესაძლოა PH-ის დონე ტუტე რეაქციისაკენ გადაიხაროს.ასეთ შემთხვევაში მცენარეს დაჩაგრული შესახედაობა ექნება,ცუდად გაიზრდება და განვითადება.ამიტომ გამოიჩინეთ სიფრთხილე,გამოიყენეთ დარბილებული,ანადუღარი და ნადგომი წყალი.
- ვერმიკულიტი მცენარეს ხანგრძლივი დროის განმავლობაში გადასცემს წყალს(პერლიტთან შედარებით),ამიტომ იფრთხილეთ მორწყვისას,ნუ მორწყავთ მცენარეს უხვად.

თარგმანი: ლ.ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის
   

 

12 May 0 2 165
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно