მანდარინი

მისი სამშობლო ს. ჩინეთი და ვიეტნამია, თუმცა დღეს იგი ველურად მზარდი არსად გვხვდება, მაგრამ კულტურაში კარგადაა გავრცელებული ინდოჩინეთში,ს. კორეაში, ჩინეთსა და იაპონიაში. ევროპაში იგი მოხვდა მე19ს დასაწყისში. დღეს იგი კულტივირებულია მთელს ხმლელთაშუაზღვისპირეთში, თურქეთში, არის აფხაზეთში, აზერბაიჯანში და საქართველოში, კიდევ ბრაზილიასა და არგენტინაშიც.
მანდარინი ციტრუსების რამდენიმე მარადმწვანე სახეობას აერთიანებს.
ბევრ ქვეყანაში იგი ასოცირდება საახალწლო დღესასწაულებთან, რადგან ნაყოფი იკრიფება დეკემბერში, თავად მცენარეს კი ჩვენი ნაძვის ხის დანიშნულება აქვს. ასეა ჩრ. ვიეტნამსა და ჩინეთში.
მანდარინი - 4მ მდე სიმაღლის ხე ან ბუჩქია, ზოგჯერ 30 წლის ასაკი ხე 5მ ს აღწევს, მოსავალი კი ასეთი ხიდან  5-7 ათასი ნაყოფია.  ფოთლები შედარებით მცირე ზომის ელიფსური ან კვერცხისებრია. თეთრი ფერის ყვავილი ერთეულია ფოთლის უბეებში, ნაყოფი 4-6 სმ დიამეტრისაა, ოდნავ ბრტყელი, კანი თხელი, ადვილად სცილდება რბილობს, ნაყოფი არომატულია, ტკბილი, ნარინჯისფერი.
მოვლა: ტემპერატურა: კოკრობა, ყვავილობა და ნაყოფის ჩამოყალიბება ყველაზე კარგად ხდება 15-18 გრ ზე. ზამთარში იგი ნათელ გრილ ადგილზე აქვთ - 12 გრ მდე. ასეთი პირობების გარეშ იგი არ მოისხამს.
განათება: მას სჭირდება მკვეთრი გაბნეული სინათლე. კარგი ადგილია აღ, დას. ან ჩრ. მხარე. ცხელ დღეებში შუადღეზე ჩამოფარება სჭირდება.
მორწყვა: გაზაფხულ-ზაფხულში უხვად უნდა მოირწყას დღეში ორჯერაც კი თბილი წყლით. ზამთარში მიწის სრული გამოშრობა არ შეიძლება. ასე მოხდება ფოთლების დახვევა და დაცვენა. ასევე დასცვივა ნაყოფიც. მაგრამ არც ზედმეტი წყალია კარგი. ოქტომბრიდან მორწყვას ამცირებენ თანდათანობით.
ჰაერის ტენიანობა: მცენარეს რეგულარულად ნამავენ ზაფხულობით და ზამთარშიც, თუ ოთახში გათბობაა ჩართული. მშრალ ჰაერზე მცენარეს ფარიანა და ტკიპა აზიანებს.
გადარგვა: ახალგაზრდა მცენარეს ყოველწლიურად რგავენ, თუ ფესვებს სრულად აქვს ათვსებული მიწა. მსხმოიარე ხეებს კი- 2-3 წელიწადში ერთხელ  ზრდის დასაწყსში.  სჯობს მიწიანად გადატანა ახალ ქოთანში, სადაც დრენაჟის კარგი ფენა იქნება. ფესვის ყელი იმავე დონეზე უნდა იყოს, რაც წინა ქოთანში.
ნიადაგი: სხვადასხვაა ასაკოვანი და ახალგაზრდა მცენარეებისთვის - ზრდასრულ მცენარეებს სჭირდებათ 3 წილი კორდის, 1წ. ფოთლოვანი მიწა, 1წ. ნეშომპალა, 1წ ქვიშა და ცოტაოდენი თიხა. ახალგაზრდებს კი - 2წ. კორდის 1წ ფოთლოვანი მიწა, 1წ ნეშომპალა ან ნაკელი, 1წ ქვიშა. (3)
კვება: ზაფხულის პირველ ნახევარში სასუქიან მორწყვას მიმართავენ. ეს ზრდის ნაყოფის შაქრიანობას და ციტრუსებისთვის დამახასიათებელ სიმწარეს უკარგავს ნაყოფს. . რაც უფრო ასაკოვანია მცენარე, მით მეტად სჭირდება კვება. სასუქი შეაქვთ მორწყვის მერე.  ზამთარში ხელოვნური განათების ქვეშ მყოფ მცენარეს ასევე სჭირდება კვება. მისთვის სასარგებლოა ორგანული და კომბინირებული  მინერალური სასუქი, შეიძლება მაღაზიაში შეიძინოთ სპეც სასუქი ციტრუსებისთვის.
გამრავლება: მრავლდება, ჩვეულებრივ, მყნობით, ტოტით,  თესლით. სახლში ყველაზე გავრცელებული მეთოდი დაკალმებაა.
მყნობისთვის საჭიროა კარგი საძირის და სამყნობის მოძიება. სჯობს აიღოთ 2-4 წლიანი მცენარე ფანქრის ზომის ღერებით. მათზე ხდება არჩეული ჯიშის კვირტების დამყნობა, ეს ხდება წვენის ამოძრავებისას გაზაფხულზე ან ზაფხულის ბოლოს. მყნობის წინ მას უხვად რწყავენ, მერე ამოწმებენ, როგორ ძვრება ქერქი მცენარეს. ახალბედებისთვის სასურველია წინასწარ პრაქტიკა სხვა მცენარეზე, მაგ ცაცხვზე.
საძირე ღერზე 5-10სმ ზე მიწიდან ირჩევენ სადა ქერქს სამყნობად, კვირტების გარეშე. დანის ერთი მოძრაობით  ჭრიან ქერქს 1სმ სიგრძეზე, გაჭრილის შუაში კი სიგრძივად ჭრიან 2-3 სმ . მერე ჩაჭრილ კუთხეებს სწევენ ზემოთ - გადაშლიან ქერქს და ისევ აბრუნებენ ადგილზე. მერე აქ უნდა ჩასვან კვირტი.
საძირეს მომზადების მერე უფრო მნიშვნელოვანია სამყნობის მოჭრის პროცესიც. ტოტიდან ჭრიან კვირტს. ტოტს ჭრიან ნაწილებად, სადაც აუცილებლდ უნდა იყოს კვირტი. ზედა გადანაჭერი კვირტიდან 0,5სმ უნდა იყოს, ქვედა - 1სმ ით ქვევით. ამ პატარა ტოტიდან მერე ფრთხილად ჭრიან  თვალს ყუნწით და სვამენ T - მაგვარ ჭრილში საძირეზე. მერე სწრაფად კრავენ პოლიეთილენის ლენტით ქვემოდან ზემოთ, რომ არ მოხდეს  წყლის ჩაგუბება მყნობის ადგილზე. 2-3 კვირის მერე სამყნობის ყუნწი ყვითლება და ვარდება - ეს ნორმაა. თუ იქვე დარჩა და გახმა - მყნობა არ შედგა.
 ერთ თვეში საძირის ზედა ნაწილს გადაჭრიან - ჯერ მყნობის ადგილიდან 10 სმ ზემოთ, რომ თვალი არ გახმეს. როცა იგი წამოიზრდება, მერე უშუალოდ კვირტის თავზე. ხსნიან გადახვევასაც.  (4)
შეხორცება უკეთ მიმდინარეობს, თუ ამ ადგილის ქვემოთ ტოტს შემოახვევთ სველ ბამბას, ზემოდან კი ჩამოაცმევთ პოლიეთილენის პაკეტს. ასე იქმნება მიკროკლიმატი ჰაერის მომატებული ტენიანობით.  სამომავლოდ უნდა მოშორდეს საძირედან მზარდი ტოტები, რომ მოხდეს დამყნილის ზრდა. ასეთი მცენარე მსხმოიარობს უკვე მეორე-მესამე წელს.
შემდგომი მოვლა:  სახლის მანდარინი შედარებით დაბალია, ყვავილობის მერე ნაყოფი ხელოვნური დამტვერვის გარეშე იწყებს ზრდას, მწიფს რამდენიმე თვეში, ძირითადად წლის ბოლოს. ნაყოფის გემო დამოკიდებულია მოვლის წესების დაცვაზე, კვების რეგულარობაზე, გადარგვის დროზე.  საყურადღებოა ჰაერის ტენიანობა. ამისთვის მასთან ახლოს დებენ წყლიან ჭურჭელს და ხშირად ასხურებენ ვარჯს, მნიშვნელოვანია განათებაც. იგი ყველაზე განათებულ ადგილზე უნდა იდგას.  ზამთარში სჭირდება დამატებითი განათება ადრე დილით  და გვიან საღამოს - ასე აგრძელებენ სინათლის დღეს 12 სთ მდე.  ზაფხულში, თუ არის საშუალება, მცენარე გააქვთ გარეთ მზის და ქარისგან დაცულ ადგილზე. ახალ ადგილს მცენარეს თანდათანობით აჩვევენ. სახლში მას ყოველდე რწყავენ, ხშირად ნამავენ 40 გრ იანი წყლით. მიწა მუდამ ტენიანი უნდა იყოს.
სახეობები: მცენარე ძლერ პოლიმორფულია და ხშირად სხვადასხვა ჯგუფს სხვადასხვა ავტორი ცალკე სახეობად მოიხსენიებს. მანდარინი სამ დიდ ჯგუფად იყოფა:  კეთილშობილი მანდარინები - სითბოსმოყვარული დიდფოთლიანი, დიდნაყოფიანი , ტანჟერინები - სითბოსმოყვარული, წვრილფოთოლა, დიდნაყოფიანი
სატსუმები - იაპონიიდან, სიცივეგამძლე, დიდფოთოლა, საშუალო ზომის თხელკანიანი ნაყოფით. სწორედ ეს ჯგუფი ხარობს კარგად შავიზღვისპირეთში.  (5) სწორედ მათ არ აქვთ ან იშვიათად აქვთ კურკები. იზრდება 1-1,5მ .
სხვადასხვაგვარი მანდარინის და სხვა ციტრუსების შეჯვარებით მიიღეს ჰიბრიდები:
კლემენტინა - არომატული, წვრილი ნაყოფი ნარინჯისფერ-წითელი, თხელკანიანი.
ელენდალე - ნარინჯისფერ-წითელი თესლის გარეშე საშუალო ან დიდი ზომის ნაყოფით.
ტანგორი - დიდი წითელ-ნარინჯისფერი ნაყოფით.
კიდევ - მინეოლა, ტანჯელო, სანტინი, აგლი და სხვ.
სახლის პირობებში რეკომენდებულია მისი ჯიშები: „უნშიუ“, „შივა-მიკანი“, „კოვანე-ვასე“ .

30 April 0 1 147
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно