ცვილის - ჰოია - სუროს ფერადი ბურთები

ოთახის ლიანები ძალიან მრავალფეროვანი, პლასტიკურიმცენარეებია, მათ რგავენ ამპელურ ან ჩვეულებრივ ქოთნებში ან  მათგან სხვადასხვა ფიგურებს ქმნიან. გამოდგება ასევე ვერტიკალური გამწვანებისთვის.არც ცვილის სუროა გამონაკლისი. განუმეორებელი, ჰაეროვანი, ფერადი ყვავილედები-  ბურთები პატარა ვარსკვლავა ყვავილებით, პირველინახვისთანავე იქცევს ყურადღებას. არც მათი მოვლაა ძალიან რთული.
ეს მცენარე იმდენად პოპულარულია, რომ მათ ხშირად სასაჩუქრე მაღაზიებშიც წააწყდებით,არა ერთ დიდ ხვიარა ლიანას, არამედ სულ რამდენიმე დაფესვიანებულ, გულის ფორმის ფოთლებს,რომლებიც ვალენტინობის წინ გამოჩნდება ხოლმე გასაყიდად, მაგრამ ასევე კარგად იყიდებადიდი ლიანებიც.  ცვილის სურო დაერქვა ფოთლისგანსხვავებული სტრუქტურის და ცვილისებრი, ძალიან მკვრივი ვარსკვლავა ყვავილების გამო.
იგი მარადმწვანე, მხოხავი, მცოცავი ან ჩამოკიდებულტოტიანი ბუჩქია, გრძელი წვრილი ტოტებით,მისი სიმაღლე 15სმ-2მ ია. დიდ მცენარეებს აუცილებლად სჭირდებათ საყრდენი, მისი ფორმადა ტიპი საშუალებას იძლევა შეიცვალოს მცენარის ზომაც და ფორმაც. მისი ფოთოლი ხორციანი,მუქი ფერის, არც ისე სქელი, ტყავისებური, მთლიანკიდიანი, მოპირდაპირე განლაგებითააღერზე. ფორმა და ზომა კი სხვადასხვა სახეობას სხვადასხვა აქვს. მცენარე ყვავილობს მაისიდანოქტომბრამდე, ორიგინალური ფორმის ორმაგსტრუქტურიანი სურნელოვანი ყვავილებით - დიდ ხუთქიმიანვარსკვლავში კონტრასტული ფერის შედარებით მცირე ზომის ვარსკვლავია, ზოგი ცვილისებრი,ზოგი ხაოიანი სხვადასხვა ფერის ყვავილები შეკრულია დიდ ბურთა ქოლგისებრ ყვავილედად,რომლებიც ჩამოკიდებულია ტოტზე ფანრებივით. სურნელი განსაკუთრებით შეიგრძნობა ღამით.
სახეობები: ყველაზე პოპულარულია კერისდა ხორციანი ჰოია.
კერის ჰოიას - ტოტები 2მს აღწევს სიგრძეში, მოქნილი, მცოცავი, ტყავისებრი გულისფორმის ფოთლებით, მათი ზომა 15 სმ, მაძღარი მწვანე ფერებით. ძალიან ლამაზი ყვავილედიაქვს - თეთრი ყვავილი მუქი შუაგულით და კრემისფერი საბაზისო შეფერილობით. მცენარე ნელაიზრდება, სტაბილურია და ადვილად ემორჩილება გარე პირობებს. ამ სახეობას კიდევ ვარიეგატულიფორმაც აქვს - კრემისფერი ფოთლ;ებით.
ხორციანი ჰოიაც -ძალიან საინტერესო მცენარეა, სწორედ მას ეძახიან ცვილისებრსუროს. ტოტები აღევს 1მ ს სიგრძეში. მცენარე ძალიან მოხდენილია, მაგრამ ესაჭიროებააკვრა, აქვს მუქი ფერის ტყავისბერი ხორციანი პრიალა წვეტიანი ფოთლები ზედ წვრილი თეთრიან ყვითელი წინწკლებით. ეს მცენარე დიდ ბუჩქს ქმნის, მარადმწვანეა.  ყვავილედი ზის მოკლე ყუნწზე. საშუალო ზომის ქოლგაყვავილედში ვარსკვლავა ყვავილებია წითელი გვირგვინით ცენტრში.
კიდევ რამდენიმე მცენარე აქვთ სახლში ამ ოჯახიდან:
 - ულამაზესი ჰოია - ჯუჯა ფორმა, მაღალდეკორატიული,თუმცა არც ისე ფუშფუშა, მაგრამ უხვი ყვავილებით, რომლებსაც ჟოლოსფერი გვირგვინი აქვსცენტრში.
- დიდებული ჰოია - ხვიარა მცენარე  ხაოიანიღერებით, დიდი ოვალური                                               ფოთლებით,ყვავილები ჩამოკიდებულ ქოლგა ყვავილედადაა შეკრული, ვარდისფერ-წითელი, ხაოიანი გვირგვინით.
- მრავალყვავილა ჰოია - კომპაქტური სახეობა ვიწრო ფოთლებით, ყვითელ-თეთრი ყვავილებით,რომლის გარე ნაწილი უკანაა გადაშლილი, აქვს ლიმონის სურნელი, ერთ ყვავილედში 40 მდეყვავილია შეკრული. 

მოვლა: განათება: მცენარეს სჭირდება კარგად განათებულიადგილი, მაგრამ არა- პირდაპირი მზე ზაფხულში. სხვა სეზონზე მზე დასაშვებია მისთვის.მას მოსწონს აღ. ან დას. მხარის ფანჯარაზე, ზამთარში გადააქვთ ს. მხარეს, მაგრამ დაცვასჭირდება დიდი  და უეცარი  მკვეთრი განათებისგან. საჭიროა მისი თანდათან შეჩვევაახალ პირობებთან. მას არ მოსწონს ხშირი გადაადგილება, განსაკუთრებით კოკრობის ან ყვავილობისას,ქოთნის შეტრიალებაც  საშიშია ამ დროს - შეიძლებაკოკრები დასცვივდეს.
ტემპერატურა: მისთვის კომფორტულია ოთახისჩვეული ტემპერატურა, მაგრამ არ ეშინია არც სიცხის.  უკეთეს დეკორატიულობას აღწევს სიგრილეში 18-20 გრზე.  ნოემბერ- თებერვალში შედარებით დაბალ ტემპერატურაზეუკეთესად გრძნობს თავს, მინიმალური დასაშვები ტემპერატურაა 12-15 გრ უმეტესი სახეობებისთვის.
სუფთა ჰაერი ძალიან მოსწონს, ამიტომ ხშირად ანიავებენ. მაგრამ აივანზე არ გააქვთ.
მორწყვა: დიდი ზომის მიუხედავად ჭარბიმორწყვა არ სჭირდება, მას რწყავენ, როცა მიწა კარგად შეშრება, მაგრამ ბოლომდე არ უნდაგამოშრეს. ოქტომბრიდან მორწყვას ამცირებენ, მაგრამ მორწყვებს შორის მიწა ბოლომდე მაინცარ უნდა შეშრეს.
მას ჰაერის მაღალი ტენიანობა მოსწონს, თუმცა არც ისე, რომ ორანჟერეის პირობები დასჭირდეს.მაგრამ პერიოდული დანამვა მოუხდება. ასე ხდება გამათბობლების სიცხის კომპენსირება. შესხურებისას წყალი ყვავილებს არ უნდა მოხვდეს,თუ იგი სიგრილეში იზრდება, დანამვას მნიშვნელობა არ აქვს, სიცხეში კი რაც შეიძლებახშირად უნდა დაინამოს.
სარწყავად და დასანამად იყენებენ ნადგამ რბილ წყალს, ხისტი წყალი ფოთლებზე სტოვებსლაქებს. კარგია ასევე ფოთლების წმენდა მტვრისგან კვირაში ერთხელ ნამიანი ღრუბლით
კვება: მას არ სჭირდება ხშირი კვება,3-4 კვირაში ერხელ საკმარისია სტანდარტული დოზა. ოქტომბერ - თებერვალში კი სერთოდ არსჭირდება სასუქი. სასუქის შეტანის მერე მიწას უფხვიერებენ, მისთვის კარგია კომპლექსურიუნივერსალური სასუქი - აზოტის ნაკლები შემცველობით.
ყვავილობის სტიმულირება: მცენარე თავისითაციყვავილებს, მაგრამ ზოგჯერ ამ პროცესს სტიმულირება ესაჭიროება. განსაკუთრებით, თუ ზამთარიარ იყო გრილი. მცენარის ზრდისთვის გაზაფხულზე დებენ თბილ წყალში, შეიძლება მხოლოდ ქოთნისჩადგმა 34-36 გრ იან წყალში 2 სთ, ან მთელი მცენარის ჩადება 30 წთ ით.  იგივე მიიღწევა განათების ინტენსიობის გაზრდით,უმეტესად ხელოვნური განათების გამოყენებით.
გასხვლა: არ შეიძლება საყვავილე ღერთანდა იმ ღეროსთან მიკარება, რაზეც ამოსულია ყვავილი, არც ყვავილობის მერე ატეხენ და აჭრიანამ ნაწილს, მოყვავილებულ ნაწილებსაც ტოვებენ მცენარეზე, იგი თავიდან გამოიტანს ერთხელმოყვავილებულ ადგილზე ახალ ყვავილს  კომფორტულპირობებში. მომავალ წელს ისევ იმ ადგილზე ამოაქვს ახალი ყვავილი, და თუ ძველ ადგილსმოატეხავთ, ყვავილობა არ შედგება. ყველა დანარჩენი ტოტები კი შეიძლება  ან გასხლათ, ან არ გასხლათ და დაახვიოთ ან ააკრათსაყდრენზე. თუ მის გასხვლას გადაწყვეტთ, უნდა გადაიჭრას ყველაზე გრძელი ტოტები, მოკლეგანტოტებამდე, საიდანაც მომდევნო წელს ყვავილი ამოუვა, ასევე შეიძლება ზედმეტად გაგრძელებულიტოტისთვის თავის წაწყვეტაც ან ნახევარზე გადაჭრა, მომდევნო წელს გადაჭრილ ადგილზეცშეიძლება ყვავილი ამოუვიდეს.
გადარგვა: დამოკიდებულია მცენარის ასაკზე.დიდ მცენარეს 2-3 წელიწადში ერთხელ რგავენ და გადარგვისას უყენებენ საყრდენს. მნიშვნელოვანიაკარგი დრენაჟიც ქოთანში. მიწა ესაჭიროება მსუბუქი, წყალგამტარი და ნოყიერი, ნეიტრალურიან სუსტადმჟავე, მას სჭირდება კორდის მიწის, ნეშომპალის, ტორფის და ქვიშის ნარევი.
დაავადებები: მცენარე არასწორი მოვლითავადდება. იგი  იზიდავს ფარიანას, რასაც ებრძვიანინსექტიციდებით, ხშირად ვითარდება ნაცარა სოკოც, რომლის წინააღმდეგ იყენებენ ფუნგიციდებს.
პრობლემები: კოკრები სცვივა - გადაადგილებისას
ფოთლებზე ლაქებია - სუსტი განათებისას, უხვი კვების ან ცივი წყლით მორწყვისას.
არ ყვავილობს - მიწის გაღარიბებისას, ნაკლებ განათებისას, თბილად გამოზამთრებისა ანსაყვავილე ღეროს მოჭრისას.
ფოთოლცვენა - ძალიან მშრალ ჰაერზე
ფოთლების დახვევა და ცვენა - დაბალ ტემპერატურაზე ან პირდაპირი მზის სხივების ქვეშ.
კოკრების ცვენა - სიცხეში, არასწორი მორწყვისას.
ზრდის შეჩერება - აზოტის ნაკლებობისას.
გამრავლება: გავრცელებული მეთოდია დაკალმება,გამოდგება წინა წლის ტოტები, რომლებსაც ჭრიან გაზაფხულზე ან შემოდგომაზე. ქვედა ფოთლებსაცლიან, ტოვებენ 2 ცალს, ზედებს ამოკლებენ. ფესვი ამოსდის მუხლთაშორის, ამიტომ ტოტსჭრიან ფოთლის კვანძს ქვემოთ. აფესვიანებენ ქვიშაში, წყალში, მიწაში, 20 გრ ზე , მაღალიტენიანობის პირობებში.  დაფესვიანებას 1 თვესჭირდება, მერე გადააქვთ  2-3 ერთად პატარაქოთნებში, ყვავილობას 4 წლის მერე იწყებს, ასეთ მცენარეს ტოტებზე თავის წაწყვეტაც სჭირდებადასაბუჩქად.
უფრო ადრე იყვავილებს მცენარე, თუ მას გადაწვენით გაამრავლებთ, ტოტზე მუხლებს შორისჩანაჭერს აკეთებენ, შემოახვევენ სველ ხავსს და გარედან კიდევ ფოლგას ან ცელოფანს დაახვევენ.დაფესვიანების მერე ტოტს დედას  აშორებენ დადამოუკიდებელ  მცენარედ ზრდიან. სხვა სტატია იხილეთ ბმულზე http://yvavilebismovla.ge/yvavilebi/195-hoia-cvilis-suro.html

 
18 April 0 3 813
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно