ვინკა,გველის სურო


გველის სურო ნიადაგმფარავი ნახევრადბუჩქოვანი მცენარეა.მისი ყველაზე მთავარი ღირსებაა - ნიადაგის დაფარვა,ისე რომ სხვა სარეველებს ზრდის საშუალება არ ეძლევათ,ასევე ხელს უშლის ნიადაგის ეროზიას.ვინკა თავს მშვენივრად გრძნობს ხის ქვეშ,რომლის ფესვებიც ზედაპირულად არის განლაგებული და სულაც არ გრძნობს თავს შევიწროვებულად.

გამოყენება. ვინკა გამოიყენება საკმაოდ დიდი ფართობების დასაფარად,მათ შორის ფერდობებისათვის,ყვავილებს შორის დასარგავად - ეფექტური გაფორმებისათვის,ბილიკებთან,ბუჩქების ქვეშ ცარიელი ადგილების შესავსებად.ასევე კარგია როგორც ამპელური მცენარე დაკიდულ კალათში.
მოვლა. გველის სურო კარგად იზრდება ნაყოფიერ,ორგანიკით მდიდარ,კარგად დრენირებულ ნიადაგში.ეს მცენარე კარგად უძლებს გვალვას,მაგრამ ზომიერი მორწყვის შემთხვევაში უკეთესი შეხედულება ექნება და უხვად იყვავილებს.მას შეუძლია პირდაპირი მზის ატანაც და ძლიერ ჩრდილში ზრდაც.
გამრავლება. ადრე გაზაფხულზე ვინკას გამრავლება შეიძლება ბუჩქის დაყოფით (უნდა შეინარჩუნოთ ნიადაგის ტენიანობა).ზაფხულის ბოლოს ვინკას ამრავლებენ ღეროს კალმებით,რომელსაც ორი მუხლთაშორისი მაინც უნდა ქონდეს,კალამი ირგვება ნიადაგში ფოთლების ზედა ბოლო წყვილამდე.

ჯიშები და სახეები: დიდი ვინკა (vinca major) აქვს მოზრდილი(4-8 სმ) პრიალა მწვანე ფოთლები,რომლებიც ზამთარშიც ინარჩუნებს სიმწვანეს.ყვავის მაისში ცისფერი,ძაბრისებური ყვავილებით,ზოგჯერ განმეორებითაც,შემოდგომით,ნაკლებად უხვად.მცენარეები ირგვება ერთმანეთისაგან 25-40 სმ-ის დაშორებით.

 არსებობს კულტივირებული ჯიშები:

‘’alba’’- თეთრი ყვავილებით.

 ‘’gold vine’’ - ფურცლის ცენტრი ყვითელია,მწვანე არშიით.
‘’Morning glory’’- მოცისფრო-იისფერი ყვავილებით.

 ‘’reticulata’’- ფოთლებს ყვითელი ძარღვები აქვს.

‘’variegata’’(elegantissima) - ფოთლებს მოთეთრო კანტი და ლაქები აქვს.

Var. pubescens (var. hirsute) - მოწითალო იისფერი ყვავილები,უფრო ვიწრო ფურცლებით და დაშვებული ფოთლებით.
პატარა ვინკა (vinca minor) დიდ ვინკაზე უფრო დახვეწილად გამოიყურება,ყვავის მაისში ერთი თვის განმავლობაში,ლურჯი,ძაბრისებური ყვავილებით,ზოგჯერ ყვავილობა მეორდება შემოდგომით.
ჯიშები: 

‘’alboplena’’ - თეთრი ხუჭუჭა ყვავილებით.
‘’argenteo-variegata’’ – ღია ლურჯი ყვავილებით,მოზრდილი მოკრემისფრო-თეთრ ლაქიანი ფოთლებით.

 ‘’atropurpurea’’ – მუქი მელნისფერი ყვავილებით.

 ‘’aureo-variegata’’ – ფოთლებზე ოქროსფერ ყვითელი ლაქებით და კანტით.

 ‘’blue and gold’’ - ლურჯი ყვავილით და მკვეთრი ყვითელი კანტით ფოთლებზე.
‘’bowels variety’’ – მუი ლურჯი უფრო მსხვილი ყვავილებით.ხვავილობა უხვი და ხანგრძლივია.

  ‘’emily’’ – მსხვილი თეთრი ყვავილებით.

ბალახოვანი გველის სურო (vinca herbacea) - ვინკას ფოთოლმცვენი სახეობაა,მოიისფრო ყვავილით.

მოვლის რეკომენდაციები 

 გველის სურო უკეთ ხარობს ნაყოფიერ ნიადაგებზე,რომლებიც მდიდარია ორგანიკით და კარგად დრენირებულია.უძლებს გვალვებს.ზომიერი მორწყვის შემთხვევაში კარგად იზრდება და ხშირდება.იტანს ჩრდილსაც და პირდაპირ მზესაც.
 
17 April 0 2 931
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно