სანდერის დრაცენა-თქვენი სახლის მშვენება

’’ბედნიერების ბამბუკი’’ ანუ სანდერის დრაცენა შესანიშნავად იზრდება ოთახის პირობებში,საშუალებას იძლევა მიეცეს სხვადასხვა საოცარი ფორმა,რის გამოც ფასობს მოყვარულებში.ეგზოტიკური გარეგნული იერი და ფორმის მიცემის საშუალება მოკლე დროის განმავლობაში,იზიდავს მრავალ მსურველს ამ მცენარით დაამშვენოს სახლი.დრაცენას მოვლა არ არის რთული,თუ გვეცოდინება მოვლის ძირითადი წესები.

მცენარის აღწერა: სანდერის დრაცენა ჰგავს ბამბუკს,მაგრამ უფრო დიდი ფოთლები აქვს.ის არ მოითხოვს დიდ ძალისხმევას მოვლისთვის,მისთვის საკმარისია: უხვი და ხშირი მორწყვა,საკმარისი განათება.
მაღაზიებში სანდერის დრაცენა იყიდება ‘’ბედნიერების ბამბუკის’’ სახელით ანუ ‘’Luky Bamboo’’.
წარმოშობა. სანდერის დრაცენა არ არის ის მცენარე რომელიც XIX საუკუნის დასაწყისში ჩინეთიდან და იაპონიიდან მოხვდა ევროპაში .მიუხედავად იმისა,რომ მეცნიერებმა 100-ზე მეტი სახეობის ბამბუკი გამოიყვანეს,რომლებიც ევროპის პირობებში შესანიშნავად იზრდება,სანდერის დრაცენა არცერთ მათგანს არ მიეკუთვნება.იგი საერთოდ არ არის ბამბუკი.სინამდვილეში ეს მცენარე სატაცურისებრთა ოჯახიდანაა.
სანდერის დრაცენას ხორციანი ღერო მთავარი განმასხვავებელი ნიშანია ბამბუკისაგან.

ფორმების მრავალფეროვნება.ბევრს იზიდავს სანდერის დრაცენას ხვეული ღერო,რომელიც მიიღწევა მცენარის ჰორიზონტალური მდებარეობით და პერიოდული ბრუნვით სინათლის წყაროს მიმართ.
როგორ შეიძლება მივიღოთ ხვეული ფორმა.სპეციალისტები,რომლებიც მცენარისათვის ფორმის მიცემაზე მუშაობენ,იყენებენ სინათლის სხივების ვიწრო კონას,რომელიც პერიოდულად იცვლის მიმართულებას.
სანდერის დრაცენას სპირალური ფორმით გაზრდის ინსტრუქცია:
1.მცენარის ღეროსთან მაგრდება საყრდენი ჯოხი.
2.ჯოხის გარშემო მცენარე თანდათან ეხვევა.
3.იმისათვის რომ ღერომ სპირალის ფორმა მიიღოს,ზემოდან აფიქსირებენ მავთულით ან თოკით და არ აძლევენ ზემოთ ზრდის საშუალებას.

როდესაც ღერო გამაგრდება,მცენარე სიმპათიურ დახვეულ ფორმას უკვე სამუდამოდ მიიღებს.
‘’ნაწნავის ფორმა’’
1. ქოთანში ირგვება სამი ან მეტი ახალგაზრდა ღერო.
2.ღეროებს წნავენ,ისე რომ მათ შორის რჩებოდეს პატარა მანძილები სისქეში მატებისათვის.
3. ნაწნავის ბოლო ფიქსირდება თოკით ან სხვა ნებისმიერი საშუალებით.
მავთულის გამოყენება არ არის სასურველი რადგან ის კვალს ტოვებს,ამიტომ გამოიყენეთ რბილი სახვევები,მაგალითად პოლიეთილენის ლენტი.
მცენარე პერიოდულად უნდა დაათვალიეროთ და აუცილებლობის შემთხვევაში მოუშვათ სახვევი.
მოვლის პირობები ‘’ბედნიერების ბამბუკი’’ - უპრეტენზიო მცენარეა,რომლის მოვლა მარტივია სახლის პირობებში.მისი დეკორატიული თვისებები კი ძალიან ფასეულია.
სანდერის დრაცენა შესანიშნავად გრძნობს თავს სახლში და სიმაღლით ერთ მეტრს აღწევს.ოდნავ დაგრეხილი ფოთლები მოგრძო ფორმისაა,მონაცრისფრო მწვანე შეფერილობით.მცენარე არ მოითხოვს შესხურებას,ის ადვილად იტანს ოთახის მშრალ ჰაერს.
სანდერის დრაცენა ძალიან სიცოცხლისუნარიან მცენარედ ითვლება - ბუნებრივ პირობებში  მისი განადგურება საკმაოდ რთულია,ოთახში კი მშვენივრად ხარობს და ახარებს თავის მფლობელსაც.
თუ დრაცენა წყალში იზრდება,აუცილებელია მას წყალი მინიმუმ ორ კვირაში ერთხელ გამოუცვალოთ.გამოიყენეთ ნადგომი წყალი.ზამთარში მას შესხურება არ ესაჭიროება,მხოლოდ იწმინდება ოდნავ სველი ტილოთი.
დრაცენა შეიძლება ქოთნის მაგივრად წყალში ჩადებული იყიდებოდეს,მაგრამ მის გაზრდას ქოთანში გვირჩევენ.
მას ასევე ყიდიან ‘’კონებად’’ შეკრულს,როდესაც დრაცენას რამდენიმე ღერო ერთ ქოთანში იზრდება და საინტერესო კომპოზიციას ქმნის.
მოვლის წესები 
საჭიროა დაცული იყოს მოვლის ძირითადი მოთხოვნები:
- მორწყეთ თბილი ნადგომი წყლით,უკეთესია ნადნობი წყალი.
- დაუშვებელია წყლის სიჭარბე ქოთანში.
- პერიოდულად მიაწოდეთ სასუქი,მარტიდან დაწყებული.
- მცენარე დადგით ნათელ ადგილზე.
- პერიოდულად შეაჭერით ახალგაზრდა ტოტები და ფოთლები.
- გადარგეთ აუცილებლობის შემთხვევაში,ორ წელიწადში ერთხელ მაინც.
დარგვა და გადარგვა სანდერის დრაცენის გასაზრდელად მნიშვნელოვანია მისი სწორად დარგვა და გადარგვა.
ნიადაგში დარგვა. მაღაზიებში იყიდება სპეციალური ნიადაგი დრაცენებისათვის,მაგრამ თქვენ თვითონაც შეგიძლიათ მისი მომზადება.
2 წილი ფოთლოვანი ტყის მიწა,1 წილი კორდის მიწა და 1 წილი ქვიშა.ასეთ ნიადაგში მცენარე თავს მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნობს.
პალმებისათვის განკუთვნილ ნიადაგში ჩარგული სანდერის დრაცენა,რომლის ფორმირებაც არ ხდება,მოგვაგონებს ჩვეულებრივ პალმას.მისი ღერო დროთა განმავლობაში ხევდება,კენწეროს კი ამშვენებს გადაშლილი დეკორატიული ფოთლები.
ვიდრე ქოთანში მიწას ჩაყრით,ჯერ იზრუნეთ დრენაჟის სისტემაზე,რომლისთვისაც იყენებენ ზღვის ან მდინარის კენჭებს,კერამზიტს ან სხვა მასალას..10 სანტიმეტრზე მეტი სიგრძის ტოტები,უკვე შეიძლება ჩაირგას ნიადაგში.გამრავლების დროს მონაჭერ ადგილებზე იყრება დანაყილი აქტივირებული ნახშირი.
‘’ბედნიერების ბამბუკის’’ გაზრდა წყალში ან გელში წყალი,რომელშიც იზრდება სადერის დრაცენა,წინასწარ უნდა მომზადდეს,ის აუცილებლად უნდა იყოს ნადგომი.შესაცვლელი წყლის ტემპერატურა არ უნდა განსხვავდებოდეს იმ წყლისაგან რაშიც დევს მცენრე,რომ მან არ მიიღოს დამატებითი სტრესი.ოპტიმალური ტემპერატურაა 21-15 გრადუსი.საჭიროების შემთხვევაში სასუქი რომელიც მცენარეს უნდა მიაწოდოთ წინასწარ იხსნება წყალში.
ზამთარში დრაცენას,რომელიც წყალში იზრდება,ესაჭიროება დამატებითი განათება.ზაფხულში კი ეცადეთ ზედმეტად მაღალ ტემპერატურაზე არ იყოს მცენარე.35 გრადუსზე ზემოთ მცენარე იწყებს გაყვითლებას და ფოთლების ცვენას.
რჩევები სანდერის დრაცენას გასაზრდელად
1. იმისათვის რომ მცენარე კარგად იზრდებოდეს,უნდა შეუქმნათ განათების და ტემპერატურის ოპტიმალური პირობები.
2. სანდერის დრაცენა პრაქტიკულად ნებისმიერ ტემპერატურაზე იზრდება,მაგრამ უკეთესი შედეგები მიიღება 16-21 გრადუსზე.
3. განათება მკვეთრი უნდა იყოს,მაგრამ პირდაპირი სხივები დააზიანებს მის ნაზ ფოთლებს,ამიტომ მოჩრდილვა დასჭირდება.
4. თუ მცენარეს ფანჯრის რაფაზე დადებთ,ფანჯარა არ უნდა იყოს სამხრეთის.თუ სხვა მხარეს ფანჯრები არაა,ნუ დადგამთ მას რაფაზე,მოათვსეთ ფანჯრის მახლობლად.
5. ზამთარში მცირეა მზიანი დღეები,სინათლე აშკარად მოაკლდება მას,ამიტომ იყენებენ დამატებით განათებას ლუმინესცენციური ნათურის სახით.უკეთესია თუ ეს იქნება ფიტონათურა,რომელიც მცენარეებისათვის არის განკუთვნილი.
სანდერის დრაცენა დიდ ადგილს იკავებს,ამიტომ მის მახლობლად მოზრდილ მცენარეებს არ დგამენ.
მორწყვა. მცენარეს ოქროს შუალედი ურჩევნია - ნიადაგი ოდნავ ტენიანი უნდა იყოს.ზედმეტი ან ნაკლები წყალი მისთვის ცუდია.პრაქტიკაში ეს არის ერთი სრულფასოვანი მორწყვა კვირაში ერთხელ,თუ მცენარე ქოთანშია ჩარგული.
წყალში ყოფნის შემთხვევაში აუცილებელია წყლის პერიოდული ცვლა,გამოიყენება მხოლოდ ნადგომი წყალი.სასურველია წყლია გამოცვლა ორ კვირაში ერთხელ მაინც,რომ არ გაჩნდეს ლპობის სუნი.
ახალ წყალს დაუმატეთ ცოტაოდენი სასუქი,მაგრამ დიდი სიფრთხილით,რადგან დოზის სიჭარბე დააზიანებს მცენარეს.წყლიდან უფრო სწრაფად შეიწოვება საკვები ნივთიერებები.
მცენარე კარგად ღებულობს თბილი ‘’წვიმის’’ შხაპს.ამის გაკეთება საკმარისია თვეში ერთხელ,წყალი ოდნავ თბილი უნდა იყოს.ყურადღება მიაქციეთ რომ წყალი არ ჩარჩეს ფოთლებს შორის,რაც მცენარის დალპობას გამოიწვევს.ასეთი მორწყვის რეჟიმი კარგის ზამთარში,ზაფხულში მორწყვის სიხშირე ორჯერ იზრდება,განსაკუთრებით ცხელ დღეებში კი მცენარეს დღეგამოშვებით რწყავენ.ჰაერის ტენიანობის მომატება მცენარის გარშემო საჭირეობას არ წარმოადგენს.
კვება. სანდერის დრაცენასთვის გამოიყენება ფესვგარეთა კვებისათვის განკუთვნილი სასუქი.
ნიადაგში ჩარგული სანდერის დრაცენა საჭიროებს პერიოდულ კვებას,განსაკუთრებით გაზაფხულიდან.ამ დროს მას თვეში ერთხელ მიეწოდება სასუქი,ზაფხულის სეზონზე კი სიხშირე იმატებს.თუმცა სასუქის რაოდენობა უნდა შემცირდეს როდესაც მცენარე აქტიური ზრდის ფაზაში შედის.საკმარისია აიღოთ ნორმის მესამედი რაც მითითებულია კონკრეტული სასუქისათვის.
დრაცენასათვის სასუქის შერჩევა რთული არ არის,შეგიძლიათ გამოიყენოთ უნივერსალური სასუქები რომელსაც ემატება მცირე რაოდენობით ორგანიკა,ან მის გარეშე.
წყალში მყოფი სანდერის დრაცენა მეტ კვებას მოითხოვს,მაგრამ საჭიროა სიფრთხილე რომ არ მოხდეს გადაჭარბება.მცენარის ფოთლები ძალიან მგრძნობიარეა საკვები ნივთიერებების მიმართ,რომელიც მას შესხურებით მიეწოდება.წყალში გახსნილი სასუქის შესხურება უმჯობესია დილით,ჩვეულებრივი წყლით  მორწყვის შემდეგ.ფოთლოვანი და ფესვის კვების ერთდროულად მიწოდება არ არის სასურველი,უკეთესია ეს პროცედურები მონცვლეობით ჩაატაროთ.

სანდერის დრაცენას ყვავილობა მცენარის ყვავილობა ემთხვევა წლის თბილ სეზონს.ზაფხულში,როდესაც დრაცენა ყვავილობას იწყებს,მორწყვა და კვება უფრო ხშირია და ის გამოხატავს ‘’მადლიერებას’’ თავისი ყვავილობით.ლამაზი,თეთრი ყვავილები სასიამოვნო არომატს გამოსცემს.ყვავილობის შემდეგ ყალიბდება წითელი ფერის კენკრა,რაც ძალიან დაამშვენებს ოთახის ‘’ბამბუკს’’.მცენარეს არ აქვს მკვეთრად გამოხატული მოსვენების პერიოდი.
ძირითადი შეცდომები მოვლის დროს და მათი გამოსწორების მეთოდები 

სიმპტომები

მიზეზი

როგორ მოვიქცეთ

ფოთლები ყვითლდება,მაგრამ ინარჩუნებს მოქნილობას

წყალში ან ნიადაგში არის ჭარბი კალცი

შეამცირეთ წყლის სიხისტე.სახლში შესაძლებელია სპეციალური ფილტრის გამოყენება.

ფოთლები უსიცოცხლოა,კარგავს სიპრიალეს

სინათლის სიჭარბე.აბლაბუდიანი ტკიპა

ჩამორეცხეთ ფოთლები წყლით.დაამუშავეთ მავნებელზე

ფოთლები უფერულდება

მაგნიუმის და რკინის ნაკლებობა

მიაწოდეთ მიკროელემენტები

ფოთლები მოშვებულია

წყლის ნაკლებობა ან სიჭარბე.სხვა მიზეზები: ცხელი,მშრალი ჰაერი,ვიწრო ქოთანი,მავნებლები

დაამუშავეთ მავნებლებზე ერთერთი პრეპარატით: აქტარა,ფიტოვერმი,ფუფანონი - ინსტრუქციის მიხედვით.აუცილებლობის შემთხვევაში გადარგეთ მცენარე,ან შეუცვალეთ ქოთანს ადგილი.

ფოთლები ეხვევა,ხმება

ტენის ნაკლებობა

კარგად დაატენიანეთ ნიადაგი,მორწყეთ მცენარე ზემოდან,გადადგით გრილ ადგილზე.

ფოთლები ყვითლდება და ცვივა

ჭარბი მორწყვა და ცუდი პირობები

შეამოწმეთ ნიადაის სინესტე,განათება,სასუქების მიწოდების პერიოდულობა და სისწორე

ფოთლები უფერულდება და თითქმის გამჭვირვალე ხდება

აზოტის ნაკლებობა

მიახმარეთ აზოტოვანი სასუქი

ფოთლები მოულოდნელად ცვივა

შესაძლოა გამოწვეული იყოს შოკით

შეამცირეთ განათება,მორწყეთ საკმარისი რაოდენობით,არ შეუცვალოთ ქოთანს ადგილი მკვეთრად

მავნებლები.სახლის პირობებში სანდერის დრაცენა იშვიათად ავადდება მავნებლებით,მხოლოდ მაშინ თუ ძალიან შეუფერებელ პირობებში იმყოფება.’’ბედნიერების ბამბუკის’’ რეალური მტრები არიან - წითელი აბლაბუდიანი ტკიპა და ფქვილოვანი ცრუფარიანები.
ცრუფარიანებს ებრძვიან ინსექტიციდებით,მაგრამ უმჯობესია შეიძინოთ ახალი მცენარე.

გამრავლება. სანდერის დრაცენას უფრო ხშირად ამრავლებენ აჭრილი ტოტის კალმების საშუალებით,ამით ორი საქმე კეთდება - მცენარეს დეკორატიულ სახეს უნარჩუნებენ და გასამრავლებელ მასალას იღებენ.
გამრავლების ინსტრუქცია:
1. დაჭერით ტოტი 5-10 სანტიმეტრიან ნაწილებად.გადასაჭრელად უმჯობესია სეკატორის ან ბაღის მაკრატელის გამოყენება.
2.მცენარეს უტოვებენ არანაკლებ 7 სანტიმეტრის სიმაღლის ძირს,სხვაგვარად შესაძლოა ვერ გაუმკლავდეს სტრესს.სწორად გადაჭრილი მცენარე ახალგაზრდავდება და ისევ ლამაზ იერს იღებს.
3.დრაცენა უმეტესად ვერტიკალურად ფესვიანდება,ნიადაგში 2-3 სმ სიღრმეზე ჩარგვით.
4.კალმის ჩარგვამდე ღრმულში იყრება ქვიშა.სწორედ ქვიშის ფენაში ჩნდება პირველი ფესვები.ჰორიზონტალური მეთოდით დარგული დრაცენას კალმიდან შესაძლებელია რამდენიმე მცენარის მიღება.

დაკალმებისათვს საუკეთესო დრო არის ადრე გაზაფხული.
კალმები უნდა მოირწყას ნადნობი წყლით,რომელიც ნაკლებ მავნე მარილებს შეიცავს.წყალს ასევე ემატება რომელიმე დამაფესვიანებელი პრეპარატი.დრაცენებისათვის აიღეთ ფართო ქოთნები,კარგი სადრენაჟე ნასვრეტებით და დრენაჟით.’’ბედნიერების ბამბუკის’’ გამრავლება კალმებით ყველაზე პრაქტიკულია.
თესლით გამრავლება.ეს პროცესი ბევრად რთული და შრომატევადი მოგეჩვენებათ,თუმცა სანდერას დრაცენის თესლებს ადვილად შეიძენთ.მისი თესლიდან ამოყვანა სერიოზულ მიდგომას მოითხოვს.კარგი ამოსვლისათვის თესლებს მაღალი ტენიანობა ესაჭიროებათ,რომლის შენარჩუნებაც მოსახერხებელია პლასტმასის კონტეინერში,სადაც შეიძლება მოათავსოთ ნესტიან ტილოზე ან ქაღალდის ხელსახოცზე გაფენილი თესლი.
პირველ რიგში ხდება თესლის დეზინფიცირება კალიუმპერმანგანატის სუსტ ხსნარში მისი გაჩერებთ 20 წუთის განმავლობაში.
კონტეინერი თბილ ადგილზე მოათავსეთ,წყლის დამატება ხდება საჭიროების მიხედვით.
როგორც კი პირველი ნაზარდი გამოჩნდება მათ რგავენ ერთჯერად ჭიქებში მსუბუქ ნიადაგში,რომელიც შეგიძლიათ თვითონვე მოამზადოთ ქვიშისა და კორდის მიწის თანაბარი რაოდენობით 1:1. თესლი ირგვება დაახლოებით 1,5 სმ სიღრმეზე.ნერგებიან ჭიქებს თავზე ცელოფანს აკრავენ და დგამენ თბილად,ნათელ ადგილზე.დღეში ერთხელ ცელოფანი უნდა მოხადოთ გასანიავებლად.ახალგაზრდა მცენარეს ფრთხილად და დოზირებულად  რწყავენ,ზედმეტი წყალი მას დაალპობს.
ჭიქებში ნარგავები რჩება დაახლოებით ოთხი თვის განმავლობაში,როდესაც მთი სიმაღლე 4-5 სანტიმეტრს მიაღწევს,ისინი უნდა გადაირგას ქოთნებში.შემდგომში სწორი მოვლის შემთხვევაში მათგან ლამაზი,დეკორატიული მცენარეები გაიზრდება.
სანდერის დრაცენას ფორმირება და დეკორატიულობა დამოკიდებულია მის მფლობელზე.საქმე იმაშია,რომ დრაცენას ღეროს მთელ სიგრძეზე აქვს მიძინებული კვირტები,რომლებიც სპირალურადაა განლაგებული.შეგიძლიათ ნებისმიერ ადგილზე ოდნავ ჩაჭრათ და იქიდან ტოტი განვითარდება.დრაცენას ეს თვისება საშუალებას იძლევა მიიღოთ მისგან საოცარი დეკორატიული ვარიანტები.თუ მავთულს ან მიმართულების მიმცემ ლენტებსაც დაიხმარებთ,მეტად გაზრდით მცენარის დეკორატიულობას.
‘’ბედნიერებაის ბამბუკი’’ ანუ სანდერის დრაცენა ჩვენს სახლებში თავს შესანიშნავად გრძნობს.მისთვის უამრავი ფორმის მიცემა შეიძლება.ყველა ვინც სტუმრად გეწვევათ გაოცდება მისი სილამაზით. შემდეგი სტატია დრაცენა http://yvavilebismovla.ge/yvavilebi/122-dracena.html

 
<!--[if !supportLineBreakNewLine]-->
<!--[endif]-->
13 April 0 3 792
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно