იოდის გამოყენება ბაღში და ბოსტანში

იოდი - უნივერსალური ანტისეპტიკური და ბაქტერიციდული საშუალებაა. იოდი შველის არა მხოლოდ ჭრილობებს,არამედ შეუძლია მცენარე გადაარჩინოს ფიტოფტოროზის და ნაცრისაგან,დაიცვას ის ფესვების და ნაყოფის სიდამპლისაგან,გამოკვებოს ჩითილი...არ გჯერათ? დაგიმტკიცებთ! ჯერ გავარკვიოთ,რისთვის სჭირდება იოდი მცენარეს,შემდეგ განვიხილოთ იოდის გამოყენების ყველაზე პოპულარული ხალხური საშუალებები.
რომელი მცენარითვისაა სასარგებლო იოდი: რა თქმა უნდა ყველასთვის! ეს მიკროელემენტი მნიშვნელოვან როლს თამაშობს მცენარის ნორმალურ ზრდა განვითარებაში,ფიზიოლოგიური პროცესების მიმდინარეობაში,მონაწილეობს ცალკეული ცილების და ამინომჟავების სინთეზში (შედის მათ შემადგენლობაში),არის ბუნებრივი ანტისეპტიკური საშუალება,ჩართულია სუნთქვის და ფოტოსინთეზის,ასევე აზოტურ და სითხის ცვლის პროცესებში.იოდი აქტიურია სოკოების,ვირუსების და ბაქტერიების უმრავლესობის მიმართ - განსაკუთრებით კი ფიტოფტოროზის,სხვადასხვა სახის სიდამპლის და ნაცრით დაავადების წინააღმდეგ.იოდი აგრეთვე აუცილებელია მცენარის ნორმალური განვითარებისათვის,კვირტების წარმოქმნისა და ნაყოფის გამოსკვნისათვის.
იოდის მიწოდებაზე ყველაზე უკეთ რეაგირებს:
ყვავილოვანი კულტურები,მარწყვი,კარტოფილი,პომიდორი,ბადრიჯანი,კიტრი,ჭარხალი,ხახვი,კომბოსტო,სიმინდი,მზესუმზირა,მწვანილი. 

იოდის ხსნარი გამოიყენება ადრე გაზაფხულზე სათესი მასალის სტიმულირებისათვის და მისი იმუნიტეტის გასაზრდელად,ვეგეტაციის პერიოდში ზოგიერთი დაავადების სამკურნალოდ,უფრო მეტი რაოდენობის ნასკვების და ნაყოფის განვითარებისათვის.
იოდის უკმარისობის ნიშნები იოდის უკმარისობა მცენარეებში მათი იმუნიტეტის დაქვეითებას და სხვადასხვა დაავადების განვითარებას იწვევს.იოდის დეფიციტის მიზეზი ხდება ნიადაგში მისი ნაკლებობა(განსაკუთრებით ეს ეხება ტორფიან,მსუბუქ და ორგანიკით ღარიბ სუბსტრატებს).იოდისთვის არახელსაყრელია მაღალი მჟავიანობის ნიადაგი - ასეთ ნიადაგში იგი მომენტალურად ილექება ქვედა ფენებში და მცენარისათვის მიუწვდომელი ხდება.ყველაზე მეტი რაოდენობის ბუნებრივი იოდი არის შავმიწა ნოყიერ ნიადაგებში,დაბლობებსა და ზღვისპირა რაიონებში.
იოდის ნაკლებობის ნიშნები:
- ნაყოფის ნასკვები მცირე რაოდენობითაა,ხშირად ლპება.

- წითელი ან ყვითელი ნაყოფი ნაკლებად მკვეთრი ფერისაა და ზომით უფრო მომცრო(პომიდორი,წიწაკა და სხვა).

- ნაყოფში სახამებლის დაბალი შემცველობა.
- ვეგეტატიური მასის სიმცირე და სიფერმკრთალე.

-ზრდის,ყვავილობის,ნაყოფის ფორმირების და თესლის ჩამოყალიბების  შეფერხება,

- ნემატოდების,მავთულა ჭიების და სოკოვანი დაავადებების მიმართ მდგრადობის შემცირება.
საერთოდ,იოდის ნაკლებობის ვიზუალურად დადგენა საკმაოდ რთულია,რადგან უკმარისობის ნიშნები პირობითია და ზოგიერთი ემთხვევა სხვადასხვა დაავადების სიმპტომებს,მავნებლების მოქმედების შედეგებს,მცენარის მოყინვის ნიშნებს და სხვა.

ამიტომ რეკომენდებულია იოდის მიწოდება პროფილაქტიკის მიზნით - ეს არ იქნება ზედმეტი და არც მცენარეს დააზარალებს.
იოდი კალიუმპერმანგანატის ნაცვლად დარგვის და დათესვის წინ ბოლქვების და თესლების დამუშავება იოდის ხსნარით - ერთერთი უტყუარი მეთოდია,იოდი ამ დროს შესანიშნავად ცვლის ყველასთვის ნაცნობ კალიუმპერმანგანატს,რომელსაც მებოსტნეები ხშირად იყენებენ სათესი მასალის დეზინფექციისათვის.ამასთან იოდი აჩქარებს ჩითილის ამოსვლას.თვითონ შეამოწმეთ!
იოდის ხსნარის მომზადება რთული არ არის.თესლისათვის აიღეთ იოდის 5%-იანი სპირტხსნარი და გახსენით ერთი წვეთი 1 ლიტრ წყალში.ამ ხსნარში ალბობენ თესლს 2-4 საათით,შემდეგ არ გადაავლოთ წყალი,ოდნავ შეაშრეთ და დათესეთ.
კარტოფილის სადეზინფექციოდ 2 მლ. იოდი გააზავეთ 10 ლიტრ წყალში და უხვად დანამეთ ბოლქვები,რომლებსაც წინასწარ ერთ ფენად გაშლით.როდესაც ზედა მხარე შეშრება გადააბრუნეთ და გაიმეორეთ პროცედურა.ამის შემდეგ კარტოფილი ითესება - ბოლქვები უფრო სწრაფად ამოდის,ძირი უფრო ხშირი და არახელსაყრელი ამინდების მიმართ მდგრადი ხდება.

იოდი ჩითილებისათვის: ჩითილის მორწყვა იოდით ეხმარება მათ სწრაფად და თანაბრად ამოსვლაში,ასევე აჩქარებს ზრდას.განვითარების ადრეულ სტადიაზე ამ მიკროელემენტის გამოყენება ემსახურება არახელსაყრელი პირობების და დაავადებების მიმართ მაღალ მდგრადობას.
იოდის ხსნარით კვება უხდება პომიდვრის,წიწაკის,კიტრის,კომბოსტოს და ბადრიჯნის ჩითილებს.
ხსნარის მოსამზადებლად 1 წვეთი იოდი იხსნება 3 ლიტრ წყალში.აურიეთ კარგად და მიღებული ხსნარით მორწყეთ ჩითილები ფესვებთან.ჩითილის იოდით გასამდიდრებლად ასეთი ხსნარით ერთხელ მორწყვა სრულიად საკმარისია.
მნიშვნელოვანია! სპირტიანმა ხსნარმა,თუნდაც ასეთი მცირე კონცენტრციის შემთხვევაში,შესაძლოა დაწვას მცენარე,განსაკუთრებით ნორჩი.ამიტომ ყველა მანიპულაცია იოდის პრეპარატით დიდი სიფრთხილით უნდა ჩაატაროთ,ყურადღება მიაქციეთ რომ ხსნარი არ მიესხუროს ფოთლებს და ღეროებს.თუ ხსნარს შესხურებისათვის იყენებთ - ზუსტად დაიცავით დოზირება.
მოგვიანებით,ჩითილის გრუნტში გადარგვისას,მომზადებული ნიადაგი შეიძლება დაამუშავოთ იოდიანი ხსნარით (3 წვეთი 10 ლიტრა წყალში).
წამოზრდილი ჩითილისთვის ზედმეტი არ იქნება სოკოს პროფილაქტიკა და შემდგომი ზრდის სტიმულაცია,იმავე იოდიანი ხსნარით შესხურების გზით.ეს განსაკუთრებით აქტუალურია ფიტოფტოროზისკენ მიდრეკილი მცენარეებისათვის - პომიდორი,ბადრიჯანი,წიწაკა.
ჩითილის ამოსვლიდან დაახლოებით სამი კვირის შემდეგ ნორჩ მცენარეებს ფრთხილად შეასხურეთ  შემდეგი ხსნარი: 15 წვეთი იოდი,10 ლიტრი წყალი და 1 ლიტრი უცხიმო რძე.ასეთი პროცედურა შეიძლება კიდევ ორ-სამჯერ ჩაატაროთ არანაკლებ ორკვირიანი ინტერვალებით.
დაიმახსოვრეთ! იოდის ხსნარს წარმატებით იყენებენ არა მხოლოდ პროფილაქტიკისათვის,არამედ დაავადებების სამკურნალოდაც,ინფიცირების საწყის სტადიაზე.
არსებობს მეორე ხალხური მეთოდიც კარტოფილისა და პომიდორის დასამუშავებლად.4 წვეთი იოდი გახსენით 10 ლიტრ წყალში და ამ ხსნარით მორწყეთ მცენარე ფესვებთან,არაუმეტეს 2 ლ ხსნარისა ერთ ძირზე.
ფიტოფტორის საწინააღმდეგოდ სპირტიანი ხსნარის ნაცვლად შეიძლება გამოიყენოთ 0.02%-იანი კალიუმის იოდიდი,2 გრ 10 ლიტრ წყალში,ასევე იოდის წყალში ხსნადი პრეპარატები (მაგალითად იოდოპირონი) ინსტუქციის მიხედვით.

იოდი ნაცრით დაავადების წინააღმდეგ იოდიანი ხსნარი შესანიშნავად შველის ნაცარს,რომლითაც ხშირად ავადდებიან კიტრი და ყაბაყი. ამ კულტურებს უხვად უნდა შეასხუროთ 1 მლ იოდის,1 ლ უცხიმო რძის და 9 ლ წყლის ნარევი (შესაძლოა დაემატოს 1 ს/კ თხევადი საპონი).შესხურება გაიმეორეთ ყოველ ორ კვირაში დაავადების ნიშნების სრულ გაქრობამდე.
ასეთი დამუშავების შემდეგ ვეგეტატიური მასა ხასხასა მწვანე ფერს მიიღებს და მოიმატებს ნაყოფის რაოდენობა,ასე რომ ეს ხსნარი დაავადების გარეშეც შეიძლება გამოიყენოთ 10-14 დღიანი ინტერვალებით.
იოდი დეკორატიულ ბუჩქებსაც დაეხმარება ნაცრისაგან განკურნებაში,ამ შემთხვევაში იოდის კონცენტრაცია უნდა გაიზარდოს 5 მლ-მდე 10 ლიტრ წყალში.
იოდი სიდამპლის წინააღმდეგ: იოდის ხსნარით დამუშავებული მცენარე გაცილებით მდგრადია სხვადასხვა სიდამპლის მიმართ.მარწყვი და ყურძენი უფრო ამტანი ხდება ნაცრისფერი(რუხი) ლპობის მიმართ.ამისათვის 10 მლ იოდი გახსენით 10 ლიტრა წყალში და შეასხურეთ მცენარეს გაზაფხულზე,ნაყოფის გამოსკვნის და კვირტების ზრდის პერიოდში.გაიმეორეთ შესხურება კიდევ ორჯერ,10 დღიანი ინტერვალით.
იოდი დაგეხმარებათ ფესვების ლპობის პროფლაქტიკაში.ხსნარის შემადგენლობა და შეხურების გრაფიკი იგივეა რაც ზემოთ არის მოცემული. ხეხილისათვის იოდი შესანიშნავი პროფილაქტიკაა კენწეროს და ნაყოფის ლპობის წინააღმდეგ.10 მლ პრეპარატი გააზავეთ 10 ლიტრ წყალში და მიღებული ხსნარი უხვად მიასხურეთ ხეებს ნაყოფის მოკრეფამდე ერთი თვით ადრე(თუ ახალგაზრდა ნერგებია შესხურება ხდება გაზაფხულზე).პროცედურა შეიძლება განმეორდეს 3-4 დღეში.
დაიმახსოვრეთ! 10 ლ რძეში გახსნილი 10 მლ იოდი - შესანიშნავია ბუგრებთან საბრძოლველად ხეხილზე.

იოდი როგორც სასუქი იოდი მცენარეებზე წარმატებით გამოიყენება არა მხოლოდ როგორც ანტისეპტიკური და ბაქტერიციდული საშუალება,არამედ როგორც დამატებითი უნივერსალური სასუქი.ასეთ კვებაზე კარგად რეაგირებს კომბოსტო,კიტრი,პომიდორი,წიწაკა,მარწყვი.
ხსნარის მოსამზადებლად აიღეთ 40 წვეთი იოდი 10 ლ წყალზე.ყოველი მცენარის ქვეშ დაუსხით ამ ხსნარის 0.5 ლ მას შემდეგ რაც პირველი ყვავილები გაიშლება.იოდით კვება შეიძლება გამეორდეს 3-4 კვირის შემდეგ.
ასეთივე ხსნარით ირწყვება კომბოსტო, თავების ჩახვევის დასაწყისში,თითო მცენარეზე 1 ლ ხსნარის გათვალისწინებით(ხსნარი ისხმება უხვი მორწყვის შემდეგ).
მარწყვის ფესვგარეთა კვებისათვის ხსნარი ნაკლებად კონცენტრირებული უნდა იყოს - 10 წვეთი 10 ლ წყალში.შესხურება ხდება სამჯერ ერთი სეზონის განმავლობაში,10 დღის ინტერვალით.

 ახალგამოსკვნილი ნაყოფის ლპობის პროფილაქტიკისათვის გოგრის და ყაბაყის შემთხვევაში ასევე გამოიყენეთ ზემოთ აღწერილი ხსნარი.კვება ხდება დარგვიდან ორი კვირის შემდეგ და ნაყოფის ფორმირების დროს.
იოდი ოთახის მცენარეებისათვის შეიძლება თუ არა იოდის გამოყენება ოთახის მცენარეებზე? რა თქმა უნდა!

განსაკუთრებით მოუხდებათ დასუსტებულ მცენარეებს,რომლებსაც არ ყოფნით ძალა ყვავილობისათვის.იოდიანი ხსნარით მორწყვა მხოლოდ ტენიან ნიადაგზე უნდა მოხდეს და სასურველია ქოთნის კიდესთან,რომ არ გამოიწვიოს ფესვების დამწვრობა.
ხსნარის შემადგენლობა დამოკიდებულია მცენარის სახეობაზე.მაგალითად გერანი(პელარგონია) კეთილგანწყობილია იოდის მიმართ,მისთვის მოამზადეთ ასეთი ხსნარი: 1 წვეთი იოდი 1 ლიტრ წყალში.იები უფრო ჭირვეული მცენარეები არიან,მათთან საჭიროა 1 წვეთი იოდი 3 ლიტრ წყალში გაიხსნას.ასეთი ხსნარით მცენარეები უნდა მოირწყას 2-4 ჯერ,10 დღის ინტერვალით.
ოთახის მცენარეებისათვის იოდის ხსნარის მოსამზადებლად აუცილებლად გამოიყენეთ წვიმის ან ნადგომი წყალი.
როგორც ხედავთ გონივრული დოზებით იოდი გამოადგება არა მხოლოდ ადამიანს,არამედ ოთახის და ბაღის მცენარეებსაც.ეს სამედიცინო პრეპარატი შესანიშნავია სასუქად,პროფილაქტიკისა და სამკურნალო საშუალებად.მნიშვნელოვანია მხოლოდ დოზირების ცოდნა და დაცვა მისი გამოყენების დროს. სხვა მავნებლები მოცემულია ბმულზე http://yvavilebismovla.ge/mavneblebi/

ყვავილების მოვლა და მათი მეთოდები
12 April 0 12 497
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно