საიმპერატორო ღვინა, ფრიტილარია

ბევრ ბაღში ნახავთ საიმპერატორო ღვინას,რომელიც ყველას აღაფრთოვანებს თავისი არამქვეყნიური სილამაზით და გრაციით.ის მებაღეებს იზიდავს არაჩვეულებრივი ყვავილედებით,ადრეული და ხანგრძლივი ყვავილობით.

ბევრი მას იყენებს თხუნელების და მიწაში მყოფი მავნებლების დასაფრთხობად. სწორად მოვლის შემთხვევაში ღვინა ყვავდება აპრილში,მისი გაზრდა შეიძლება ცივი კლიმატის მქონე რეგიონებშიც კი.

საიმპერატორო ღვინა შროშანისებრთა ოჯახის ბოლქვიანი მცენარე,რომელიც ფასობს თავისი ზარისებური,დაშვებული,საოცრად ლამაზი ყვავილებით,რომლებიც ამოდის ფოთლის უბეებში და განლაგებულია მცენარის მაღალი ღეროს გარშემო,გვირგვინისებურად.კვირტები ს რაოდენობა 5-7,ღეროს თავზე,ყვავილების ზემოდან განაგრძობს ზრდას ფოთლოვანი მასა.

ღვინას წაგრძელებული ფოთლები გამოირჩევა პრიალა ზედაპირით და ზურმუხტისფერი ტონალობით.ზოგიერთ ჯიშს ის ორ რიგად ეზრდება.ყვავილები უფრო ხშირად ყვითელი ფერის ან ღია ნარინჯისფერია,მაგრამ გვხვდება წითელი,ვარდისფერი და თეთრიც.

სელექციონერების მიერ გამოყვანილია ათზე მეტი ჯიში.რთული კლიმატის მქონე რეგიონებში შეიძლება დაირგას შემდეგი ჯიშები:

‘’სტრიპტ ბიუთი’’ - მცენარე თეთრი ან კრემისფერი ყვავილებით.რომლებიც საკმაოდ ადრე ყვავდება.თუ მის ბოლქვებს თებერვალში ჩარგავთ იგი აპრილში დაიწყებს ყავვილობას.

‘’გარდანდ სტარ’’ გამოირჩევა მსხვილი ყვავილედებით და გაახარებს ნარინჯისფერის მოყვარულებს.რეგულარული მორწყვის შემთხვევაში უწყვეტი ყვავილობა გრძელდება თვენახევრის განმავლობაში.

‘’რუბრა’’ - აქვს დაბალი ღერო 70 სმ-მდე.კარგია კლუმბაში დასარგავად.კვირტები სიგრძით 6 სანტიმეტრამდეა,შეფერილობით ალისფერი,ყვავილის ფურცლებს დაყვება მოშავო ნატიფი ხაზები.გაშლილი ყვავილის დიამეტრი აღწევს 4,5 სანტიმეტრს.

‘’რადეანა’’ - ეს მცენარე სიმაღლით მეტრანახევარს აღწევს.გამოირჩევა ძლიერი მიწისზედა ნაწილით და რვა ყვავილისაგან შემდგარი ყვავილედით.კრემისფერი და მკრთალი ყვითელი ყვავილები იშლება ივნისში.უძლებს ხანმოკლე ყინებს,რაც საშუალებას იძლევა მისი ჩითილები დაირგას ღია გრუნტში ადრე გაზაფხულზე.

ღვინას დარგვის თავისებურებები ლამაზი და ხანგრძლივი ყვავილობისათვის დარგვისათვის ადრეულად უნდა მოემზადოთ.

დასარგავი მასალის შერჩევა - ღვინას ბოლქვების შეძენა სირთულეს არ წარმოადგენს.მისი ყვავილების ძირითადი შეფერილობაა: ყვითელი,ნარინჯისფერი და წითელი ტონალობები.ამიტომ ნუ დაუჯერებთ შეთავაზებებს იისფერი,ვარდისფერი,შავი ან ცისფერი შეფერილობის მქონე ღვინას ფოტოებით. დასარგავი მასალის შერჩევისას ყურადრება მიაქციეთ მის ზომას და ხარისხს: ბოლქვების დიამეტრი 4 სანტიმეტრზე ნაკლები არ უნდა იყოს,სხვაგვარად ყვავილობის მიღწევა რთული იქნება. ღვინას ბოლქვი შესაძლოა იწონიდეს 500 გრ-დან 1 კგ-მდე. დასარგავი მასალა წარმოადგენს შებრტყელებულ სფეროს,რომელსაც აქვს ნახვრეტი. ბოლქვები არ უნდა იყოს რბილი,არ უნდა ქონდეს ნახეთქები,ობი ან ლპობის ნიშნები. დასარგავ მასალას შესაძლოა უკვე ქონდეს ფესვები.წინა წლის გამხმარი ღერო არუნდა მოაცალოთ.

დასარგავი ადგილის შერჩევა,დარგვის დრო ღვინას გაზრდის და გამრავლებისთვის დარგვა ხდება ღია,მზიან ადგილებზე.კარგად ხარობს ნახევრადჩრდილშიც.ამიტომ შეგიძლიათ დარგათ სამხრეთ-დასავლეთის და დასავლეთის მხარეზე,სახლთან,ტერასასთან ან ხეივანთან ახლოს,ფოთოლმცვენი ბუჩქოვანი მცენარეების ქვეშ.

ადგილი დაცული უნდა იყოს ქარისაგან,რომელსაც ადვილად შეუძლია მცენარის ტანმაღალი ღეროების გადატეხვა.თუ ასეთი ადგილის შერჩევა ვერ მოხერხდა,შესაძლებელია გამოყენებული იქნეს სპეციალური საყრდენები.

ბოლქვების დარგვა ღია გრუნტში შესაძლოა მოხდეს ორი ხერხით: თუ დასარგავი მასალა ინახებოდა სარდაფში ნახერხში,მაშინ თებერვლის ბოლოს ისინი უნდა ჩაირგას დიდი მოცულობის კონტეინერებში და დაიდგას სახლის პირობებში,როგორც კი გაივლის ყინვების საშიშროება ამოსული ჩითილი უნდა დაირგას ღია გრუნტში.

რბილი კლიმატის მქონე რაიონებში ღვინას დარგვა ხდება შემოდგომით ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის.ყინვებისაგან დასაცავად მას დასჭირდება დაცვა,რისთვისაც შეიძლება გამოიყენოთ კომპოსტი,ნახერხი.ამ მეთოდის უარყოფითი მხარე ისაა,რომ გაზაფხულის გვიან დადგომის შემთხვევაში ბოლქვების ნაწილი ლპება და ფუჭდება.

როგორ დავრგათ სწორად? დასარგავი ორმოები ორი კვირით ადრე უნდა ამოიჭრას.ორმოს ზომებია - 40X40 სმ.,სიღრმე დამოკიდებულია ბოლქვის ზომაზე და საშუალოდ 30 სმ-ს შეადგენს.თუ ჯგუფად დარგვას გეგმავთ,მაშინ ორმოებს შორის მანძილი 25-30 სმ. უნდა იყოს. ორი კვირის შემდეგ ორმოებში იყრება ქვიშა, ცენტრში ჩასვით სარი ისეთი ზომის რომ მიწიდან კიდევ 50 სმ-ით იყოს ამოსული.სარის გარშემო ქვიშაზე შემოალაგეთ ბოლქვები და მიაყარეთ კომპოსტიანი ნიადაგი.

მოვლა მცენარის მოვლა იწყება თოვლის დადნობისთანავე.მოხსენით მიწის საფარი,გაუფხვიერეთ გარშემო ნიადაგი რომ ბოლქვებს მიეწოდოს ჟანგბადი,კალიუპერმანგანატის ხსნარით და მინერალური სასუქით.გაზაფხულის ყინვების ნუ შეგეშინდებათ,ყვავილს ვერ დააზიანებს.

მორწყვა და კვება ბოლქვიანი მცენარეების მოვლისას მორწყვა ხდება მხოლოდ გვალვიანი ამინდების დროს.საწინააღმდეგო შემთხვევაში ნიადაგის ჭარბი ტენიანობის გამო შესაძლოა ბოლქვებმა ლპობა დაიწყოს და მცენარე დაიღუპოს.იმისათვის რომ ნიადაგი გამოშრობისაგან დაიცვათ დაფარეთ ის მულჩით. მშრალი ზაფხულის დროს მცენარის მორწყვა აუცილებელია მას  შემდეგაც კი როცა ღერო გახმება.იმისათვის რომ ბოლქვები გამოშრობისაგან დაიცვათ საკმარისია თვეში 2-ჯერ მორწყვა.

როდესაც ყინვები გაივლის ღვინას მიეწოდება სპეციალური ხსნარი,რომელიც შედგება შემდეგი ინგრედიენტებისაგან:

გადამწვარი ნაკელი - 10 ლიტრი მოცულობის

მოყვავილე მცენარეებისათვის განკუთვნილი კომპლექსური სასუქი -1 ს/კ

ნიტროფოსფატი 1 ს/კ

მომზადებული ნარევი 3 სანტიმეტრის სისქის ფენად იყრებამიწაზე.ყვავილობის საწყის სტადიაზე მცენარეს მიეწოდება კალიუმიანი სასუქები და ხის ნაცარი. ყვავილობის დამთავრების შემდეგ,ჯანმრთელი დასარგავი მასალის მისაღებად უნდა მიეწოდოს სუპერფოსფატი და კალიუმის სულფატი. ყვავილს გარშემო რეგულარულად უნდა მოაშოროთ სარეველა და ფრთხილად გაუფხვიეროთ ნიადაგი.თუ ყვავილს მოჭრით მცენარეზე აუცილებლად დატოვეთ ფოთლების ნაწილი,სხვა შემთხვევაში ბოლქვები ზრდას შეწყვეტს.

გამრავლება მცენარის გამრავლება ორი ხერხით შეიძლება: ვეგეტატიურად ანუ ბოლქვების გაყოფით თესლით

ბოლქვების გაყოფა ივნისის ბოლოს ხდება ბოლქვების ამოღება მათი გაყოფის მიზნით,მაშინ როდესაც ფოთლები ჯერ ბოლომდე არ გამხმარა.ხშირად დედა ბოლქვი ერთ სეზონზე ინვითარებს 1-2 შვილეულ ბოლქვს,რომლებიც უნდა დავაცილოთ და გამოვზარდოთ ორი წლის განმავლობაში. შვილეული ბოლქვები ადვილად სცილდება.ამის შემდეგ უნდა მოხდეს მათი დეზინფიცირება კალიუმპერმანგანატის სუსტ ხსნარში.დეზინფიცირების შემდეგ ბოლქვები ინახება კარგად განიავებად,მშრალ შენობაში სამი კვირის მანძილზე,არაუმეტეს 30 გრადუს ტემპერატურაზე.ამ დროის განავლობაში შვილეულ ბოლქვებს ეზრდება ყლორტები და ფესვები.იმის გამო რომ პატარა ბოლქვებს არ აქვს დამცავი ქერქი,მათ ძალიან ფრთხილი მოპყრობა ესაჭიროებათ.ყურადღება მიაქციეთ რომ ბოლქვები ზედმეტად არ გამოშრეს,რადგან ამის გამო ზრდას შეწყვეტენ.

იმისათვის რომ მცენარეს დაეხმაროთ შვილეული ბოლქვების განვითარებაში,ყვავილობის შემდეგ უნდა ამოიღოთ და გადაარჩიოთ ყველაზე ჯანსაღები.ამ ბოლქვებზე ბასრი დანით აათალეთ 2 სმ. დიამეტრის თხელი ფენა.როდესაც ჭრილობა შეშრება ბოლქვები შეინახეთ მშრალ ქვიშაში და დადეთ მშრალ,განიავებად შენობაში.ზაფხულის ბოლოს ფესვებგამოტანილი ბოლქვი დაამუშავეთ ფუნგიციდით და გადარგეთ ღია გრუნტში.იმისათვის რომ მცენარემ ყვავილობაში ძალა არ დაკარგოს და წარმოქმნას  შვილეული ბოლქვები,მოაცალეთ საყვავილე კვირტები.

თესლით გამრავლება მომწიფებული და გამშრალი თესლი აღებისთანავე უნდა დაითესოს ღია გრუნტში.ღვინას ნერგი ორი წლის განმავლბაში უნდა გამოიზარდოს,მათ ნოყიერი ნიადაგი ესაჭიროებათ.დათესვის სიღრმე დაახლოებით ერთი სანტიმეტრიაუკეთესი დრენაჟისათვის მცენარეებს შორის მანძილი 10 სმ უნდა იყოს.ნიადაგს ზემოდან ეყრება ტორფის ფენა 2 სანტიმეტრზე.

პირველი ნათესი მხოლოდ ერთი წლის შემდეგ გამოჩნდება.ორი წლის ასაკის ბოლქვები უნდა ამოიღოთ და ზაფხულის პერიოდში შეინახოთ მშრალ შენობაში.ასეთი შენახვის წესი საკმაოს შრომატევადი პროცესია,დასარგავი მასალის ნაწილი შესაძლოა დალპეს.სინესტის ამტანი ჯიშები ღია გრუნტში ოთხ წლამდე უნდა იყოს დარგული.ამ ხნის განმავლობაში მცენარე მოძლიერდება და ყვავილობას იწყებს.

ღვინა მახრების და თხუნელების წინააღმდეგ გამოცდილი მებაღეების მიერ შემჩნეული იქნა,რომ საიმპერატორო ღვინას ახლოს არ ეკარება თხუნელა,მცირდება მახრების და სხვა მავნებლების რაოდენობა.ამიტომ დაიწყეს ამ მცენარის კარტოფილის რიგებში დარგვა,იგი აფრთხობს კოლორადოს ხოჭოს და მავთულა ჭიებს.ამ მოვლენას არ აქვს სამეცნიერო ახსნა,მაგრამ ითვლება რომ ღვინას ბოლქვები გამოყოფენ თავისებურ სუნს და მავნებლებისათვის დამღუპველ ნივთიერებებს.

რატომ არ ყვავის ღვინა?

1. მრავალწლიანი ბოლქვიანი მცენარეები არ ყვავიან შემდეგი მიზეზების გამო:

1 მცირეთოვლიანი ზამთრის ან ცუდი საფარის შემთხვევაში.ასეთ დროს ბოლქვები იყინება.შემოდგომით ბოლქვებს ტორფის ან გადამწვარი ნაკელის ფენა უნდა დაეყაროს მინიმუმ 15 სმ. სისქის

2.ბოლქვები ცუდ ნიადაგშია დარგული.თიხნარ ნიადაგში ჭარბი ტენი გროვდება და ბოლქვები ლპობას იწყებს.ზედმეტად მსუბუქი გრუნტი კი ზამთარში ადვილად იყინება.იზრუნეთ რომ მცენარეს შესაბამისი ნიადაგი ჰქონდეს,კარგად დრენირებული.

3.არასწორი დარგვა.თუ დასარგავი მასალა ღრმადაა ჩარგული,მცენარე მთელ ძალას ამოსვლისთვის დახარჯავს.ზედაპირთან ახლოს დარგული ბოლქვები კი რეაგირებენ ამინდის ცვლაზე.

4.წვრილი ბოლქვები.5 სმ-ზე წვრილი ბოლქვი პირველ წელს ვერ იყვავილებს,ვიდრე ზრდას არ დაასრულებს.

5.ტენიანობა და გრილი ზაფხული.ასეთ პირობებში ბოლქვები უნდა ამოიღოთ და დარგვამდე გაათბოთ ბუმნებრივი მეთოდით.

საიმპერატორო ღვინა ძალიან ლამაზად გამოიყურება ჯგუფურად დარგვისას.კარგად ეწყობა ჰეირანტუსებს,გვიან მოყვავილე ნარცისებს და ტიტებს.სწორად დარგვის შემთხვევაში ეს დიდებული მცენარე თქვენი ბაღის მშვენება გახდება.

თარგმანი: ლ.ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის
 

11 April 0 4 782
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно