ფოთლების გამუქება ორქიდეის ფოთოლზე

-მზის ან სითბური დამწვრობა -დაზიანება ვითარდება ორქიდეის ფოთოლზე ზაფხულში ან გაზაფხულზე მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედებით,  ან შემოდგომა-ზამთარში გამათბობლის სითბოს მოქმედებით, თუ მცენარის ფოთლები დაბლაა დაშვებული რაფაზე, და მის ქვეშ გამათბობელი დგას,დაზიანებული ნაწილები არ აღსდგება, ამიტომ მათ ვტოვებთ როგორცაა, ან ვაჭრით, რომ უფრო დეკორატიული სახე ჰქონდეს მცენარეს. შემდგომში ასეთ, პოტენციურად საშიშ  სიტუაციებს უნდა მოვარიდოთ ორქიდეა. ზამთარში ფოთლებს უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ არ ეხებოდეს გამათბობელს, გაზაფხულზე კი ქოთანი უნდა გადავდგთ ს. ფანჯრებიდან, შედარებით ნაკლებ გნათებულ რაფაზე, ან ოთახის შიგნით. როდესაც ზამთარში დაბალ განათებაზე მიჩვეული ფოთლები უცებ კარგ განათებაში ხვდება, ვითარდება დამწვრობა. კაშკაშა მზე განაპირობებს ახალი უჯრედების წარმოქმნას. განათების ინტენსივობის ზრდასთან ერთად უნდა გაიზარდოს მორწყვაც. თუ ზამთარში მას თვეობით არ ვრწყავთ და მცენარე მაინც კარგადაა, მზეზე მშრალ ან ნახევრადმშრალ სუბსტრატში მკვეთრად მატულობს მცენარის ფოთლების გადახურების შანსი, პირდაპირი მზის სხივებისადმი მგრძნობიარე ორქიდეა უნდა  იდგას არა ს. ფანჯრის რაფაზე, არამედ ტულის ფარდების უკან თაროზე ან მაგიდაზე, სადაც კარგი განათებაა და არც პირდაპირი მზე აჭერს.

-ზედმეტი განათება: მთლად დამწვრობა არაა, მაგრამ გარდამავალი სტადიაა, ფოთლის ფერი მუქი-წითლიდან მელნისფერ შავამდეა, უფრო მეტად კატლეა ზიანდება. მის ფოთლებს ისედაც აქვთ მიდრეკილება წითელი ფერისკენ, ზოგიერთი სახეობა ასეთი გამუქების გარეშე არც ყვავის. ასეთ შემთხვევაში ფოთლის ფერის შეცვლაა განათების საკმარისობის ინდიკატორი. 

მცენარის ასეთი მდგომარეობა დაავადება არაა და მკურნალობა არ ესაჭიროება. ბევრ სახეობას და ჯიშს განათების ინტენსივობის შესუსტებისას ნოემბერ-მარტის პერიოდში აქვს უნარი, აღიდგინოს ქსოვილები მწვანე შეფერილობამდე, მაგრამ სპეციალურად მათი გადადგმა ბნელ ადგილას არაა საჭირო, თუ ორქიდეა წითლდება ან მუქდება, მაგრამ არ იწვება, მიიღეთ ასეთი ფერი ბუნებრივ შეფერილობად, მცენარეს მაშინ გადადგამენ ხოლმე, როცა ფოთლის გამუქებას მოსდევს მისი ქსოვილების კვდომა,იგი იჩუტება - ვითარდება დამწვრობა.

ყველაზე ზედა ფოთოლი გამუქდა (გაყვითლდა) და ჩამოვარდა,  - ფუზარიოზული ჭკნობა-გამომწვევია-fusarium oxysporum, fusarium oxysporum f.sp. cattleya, fusarium solani, უფრო იშვიათად -fusarium proliferatum, fusarium verticillioides. ფოთლის ღეროსთან მიერთების ადგილზე ჩნდება შავი წერტილები,მერე ეს უბანი იფშვნება (რჩება შავი ბადე) და ფოთოლი ვარდება,

ეს ინფექციური სოკოვანი დაავადებაა, რომლის გამომწვევი fusariumია, მცენარეში იგი ხვდება ჭრილობიდან ან ფოთლის ფორებიდან, ქმნის დიდი რაოდენობით მიკოტოქსინს, რაც წამლავს და შლის მცენარეს.  ერთ და იმავე სოკოს სხვადასხვა მიკოტოქსინის წარმოქმნა შეუძლია, ამიტომ მოწამვლის სიმპტომებიც სხვადასხვა იქნება.

Fusarium oxysporum –გამოჰყოფს ზეარალენონს, მონილიფორმინს, ბოვერიცინს,Fusarium solani - ნაფტოქინონს, დიაცეტოქსისკირპენოლს, ფუზარის მჟავას,, მათი რაოდენობა თავად მცენარეზეა დამოკიდებული. თუ ფოთოლი და ღერო უხეშია, სურათი სხვაა, თუ რბილი და ხორციანი - სხვა.ფუზარიები ხვდებიან მცენარეში ფესვიდან, ფოთლიდან , საყვავილე ღეროდან, ანუ ქვემოდან ზემოთ ან პირიქით, ფესვებზე ეს სოკო იწვევს ფუზარიოზულ ლპობას. ის, რაც იწყება გარეთა მხრიდან , არის ფუზარიოზული ჭკნობა, თუმცა ზოგჯერ ერთ მცენარეზე 2 სახის ფუზარიოზი ვითარდება, ამ დროს დაავადების ტიპური სურათი მახინჯდება, Fusarium oxysporum მრავლდება თეთრი, ვარდისფერი ან იისფერი კონიდიების დახმარებით. ისინი შეიძლება იყოს მიკრო - 1-2 უჯრედიანი, ოვალური, ან მაკრო -4-7 უჯრედიანი, წაგრძელებული ფორმის. იგი ვითარდება მორწყვის მერე, წვიმიან ამინდში, ან ოთახში, სადაც მაღალია ჰაერის ტენიანობა. Fusarium solani ბოლომდე არაა შესწავლილი, მაგრამ ვარაუდობენ, რომ მას 2 ფორმა აქვს - თეთრი და ლიმონისფერი.
 

ფუზარიოზის განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობებია: -სუბსტრატში დაბალი ტემპერატურა - არაა აუცილებელი,რომ სუბსტრატი გარედან .გაცივდეს, პირიქით, ხშირად როცა სველია, და გამთბარი, აქტიურად აორთქლებს წყალს,  რაც იწვევს გადაციებას,

-ხშირი მორწყვა -ორქიდეა იწოვს წყალს, მორწყვის მერე სუბსტრატიდან, ფესვების სხვადასხვაგვარი აგებულება და მცენარის სხვადასხვა მოთხოვნილება  წყალზე მორწყვის განსხვავებულ რეჟიმს საჭიროებს, მაგრამ როცა ეპიფიტური ფესვები ველამენის სქელი ფენით სულ ტენიან მდგომარეობაშია, თან ცუდი განათების პირობებში, იქმნება ხელსაყრელი გარემო პათოგენების გამრავლებისთვის.

-სუბსტრატში ტორფის და პენოპლასტის მაღალი შემცველობა- ტორფი ამჟავებს სუბსტრატს. ეს ერთი მხრივ კარგია, მეორე მხრივ კი - მასში არ სახლდება სასარგებლო მიკროორგანიზმები,, რომლებიც ებრძვიან პათოგენებს, ამიტომ ტორფის და პენოპლასტის წილი არ უნდა აღემატებოდეს  10-20 %.

 - სუბსტრატის დამარილიანება -სუბსტრატში  სხვადასხვა მარილი ხვდება არა მხოლოდ სასუქის გზით, არამედ ონკანის წყლით მორწყვის დროსაც, ამიტომ მიღებულია მისი გადარგვა ყოველ 2-3 წელიწადში,6-8 თვეში კი დისტილირებულ წყალში დალბობა, რომ მინიმუმამდე შემცირდეს მავნე ნარჩენების ოდენობა.

ვანდას ტიპის მცენარეებზე ფუზარიოზი მსგავსად მიმდინარეობს, ვანდა მონოპოდიალურ მცენარეა, უხეში,ფოთლებით დაფარული ღეროთი. ბუნებრივი სახეობების ანალიზმა ბუნებრივ გარემოში, აჩვენა,რომ აბსოლუტურად ჯანსაღი მცენaრე არ არსებობს. 90 %,ს ძველ ფესვებზე აღმოაჩნდა ფუზარიები, თუმცა ამის მიუხედავად კარგად გამოიყურებიან და ყვავილობენ კიდეც,, როგორ ახერხებენ ამას? მათ კარგი იმუნიტეტი აქვთ. სანამ კლიმატი ხელსაყრელია მათი ნორმალური განვითარებისთვის,დაავადება დამუხრუჭებულია, განათების შემცირება ძალზე დაბლა სწევს იმუნიტეტს და მცენარე ავადდება. 
პირველი ნიშანი, რომ მცენარე არაა კარგად ისაa, რომ ცვივა გარეგნულად ჯანმრთელი ფოთლები, ოღონდ მისი ღეროსთან მიმაგრების ადგილს ყვითელი ფერი აქვს არშიასავით, ზედა ან ქვედა ფოთლებს კი ღეროსთან მიმაგრების ადგილთან ოდნავ მომჭკნარი აქვს ძარღვები, ვანდას ყოველი ფოთოლი ფარავს მერისტემას, საიდანაც ვითარდება ან საყვავილე ღერო, ან შვილეული მცენარე, თუ ფოთლის მოცილების მერე მერისტემა ან გაწითლდა, ან იისფერი გახდა,ეს ნიშნავს, რომ  მცენარეზე სოკოა,ზუსტ დიაგნოზს კი ლაბორატორიული ანალიზი ადგენს.  ვანდას უხეში ღერო აქვს და დაავადების განვითარების არც ისე ბევრი ვარიანტი არსებობს. ასევე შესაძლებელია ინფექციების კომბინირებული განვითარებაც. მერისტემის გამუქება ნიშნავს არა მარტო ინფექციის არსებობას ღეროს შიგნით, არამედ მის სვლასაც ზევით, ამიტომ მხოლოდ ამ ადგილის მოჭრა არ იქნება საკმარისი, ქსოვილი ღეროს ამ ადგილის გარშემოც მოწამლულია , მცენარე უნდა დაიჭრას ნაწილებად. უნდა მოშორდეს დაზიანებული ადგილის ზევით და ქვევით დაახლოებით კიდევ 2 სმ. თუ ინფექცია კიდევ უფრო შორსაა წასული, რაც ჩანს ფერის მიხედვით, მაშინ კიდევ მეტი უნდა მოიჭრას,   რამდენად სწორად ჩაატარებთ ამპუტაციას, ამაზე დამოკიდებულია მცენარის მომავალი განვითარება. თუმცა გადარჩენის მეტი შანსი მის ქვედა, ფესვიან  ნაწილს აქვს. თუ იგი ინფიცირებული აღარ იქნება, გაზაფხულზე ან ზაფხულში გვერდით განიტოტება ანუ შვილეულ მცენარეს განივითარებს. ზედა ნაწილთან ცოტა რთულადაა საქმე, ჯერ მან ფესვები უნდა გამოუშვას, ამისთვის კი ვანდა გარკვეულ წილად უნდა მომწიფდეს. თუ იგი 15სმ ზე ნაკლები ზომისაა, დამოუკიდებელ მცენარედ ვერ გაიზრდება, ამის შანსი მცირეა. მაგრამ ამის 100% -ით მტკიცებაც არ შეიძლება.

გადაჭრილი ადგილი უნდა დამუშავდეს იოდით, ბრილიანტის მწვანით. ფუნგიციდის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ჭრილობის შეხორცების მერე, წამლების ყიდვისას კარგად უნდა გავეცნოთ მის შემადგენლობას, რომ ეს წამალი უხდებოდეს მოცემულ სოკოს . ფუზარიოზის გამომწვევი ძალიან სიცოცხლისუნარიანია. რაც არ უნდა კარგი იყოს პრეპარატი, იგი სოკოს მხოლოდ 70 % კლავს. დარჩენილი ნაწილი გარკვეული დროის მერე ისევ გამრავლდება. საუკეთესო პრეპარატად მიჩნეულია ბენომილი. 

მცენარესთან მუშაობისას ყოველი გადაჭრის მერე იარაღები უნდა გატარდეს ალზე ან სპირტით გაიწმინდოს. დაბინძურებული ინსტრუმენტები წარმოადგენენ სწორედ ინფექციის ერთერთ წყაროს. მცენარე უნდა დადგათ ცალკე, კარანტინში დაახლოებით ერთი თვე.ფუზარიოზული ჭკნობის მასიური განვითარება ვანდაზე პირდაპირ კავშირშია არასაკმარის განათებასთან. ეს მცენარე ძალიან სინათლისმოყვარულია და ითხოვს კარგ განათებას მთელი 12 თვის განმავლობაში. ამიტომ ზამთარში მას უნდა დავუყენოთ დამატებით ფიტონათურა.
კატლეასთვის - ეს დაავადება ყველაზე სუსტი წერტილია. რა სახის სოკოც არ უნდა განვითარდეს ამ ჯგუფის მცენარეებზე, შედეგი ყოველთვის ერთია - ის ხმება და გარე ნაწილზე ყოველთვის სოკოს სპორები ან კონიდიები წარმოიქმნება. განსხვავება ფუზარიოზის გამომწვევ სოკოების 2 ჯგუფს შორის დაზიანებული ნაწილის ფერშია- თუ კვირტები, საიდანაც ახალი ღივები ვითარდება,იისფერია, ეს fusarium oxysporum f.sp, cattleya - ს ბრალია, მშრალად ხმობა ფერის მნიშვნელოვანი ცვლილების გარეშე კი ახასიათებს fusarium solani ს. ფოთლები ყვითლდება, ახალი ღივები და ფსევდობულბები იჭმუხნება, თითქოს წყლის ნაკლებობაა. გვიან კი ვითარდება მუქი მშრალი ლპობა. ლიტერატურაში ამტკიცებენ ზოგჯერ, რომ დაავადებულ ორქიდეას შიგნით რიზომის გადაჭრისას ჩანს იისფერი რკალი,ასე ვხედავთ მხოლოდ გარკვეულ სახეობებზე, რომლებიც ჰგავს კატლეას, მაგრამ თუ, მაგ. ორფოთლიან მუქი მწვანე ფერის მცენარეს აქვს ფუზარიოზული ჭკნობა, გადანაჭერი მუქი ყავისფერი იქნება და არა იისფერი. დაავადების  განვითარება სწრაფია.კატლეას , რომელსაც 6 ფსევდობულბა აქვს, საშუალო ჰაერის ტენიანობისას და დღის ტემპერატურა როდესაც 26გრ-ია, დაავადება 6-10 დღეში კლავს. ამ ხნის განმავლობაში რიზომა ბოლომდე იწამლება შხამით და არც ერთ საღ კვირტს არ ტოვებს, რისგანც ახალი ღივი შეიძლება გაიზარდოს. ეს ვადაც განსაზღვრულია იმ ანგარიშით , რომ 6 - თუ არაფერს მოვიმოქმედებთ და 10-თუ დაზიანებულ ადგილებს მოვაჭრით, თუმცა არაეფექტურად, ვინაიდან მცენარეში მაინც რჩება შხამის გარკვეული რაოდენობა, რაც სწრაფად აღდგება საწყის დონემდე, სხვა სახეობებს მეტი იმუნიტეტის გამო დაავადება უგრძელდებათ, ზოგჯერ 3 თვემდეც კი. როგორც სხვა ინფექციების დროს, დაავადებული ორქიდეა ცალკე გადააქვთ, რომ არ დაუშვან ეპიდემია. ფსევდობულბებს მკვდარი კვირტებით აჭრიან, დარჩენილ რიზომას გულდასმით ათვალიერებენ, ამოწმებენ ფერს. გადანაჭერს ადეზინფიცირებენ იოდით, ბრილიანტის მწვანით, გაშრობის მერე კი,(2-3 სთ-ის მერე) ამუშავებენ ფუნგიციდით, კარგია ბენომილ- ფუნდაზოლი. თუმცა ეს სოკო ძალიან სიცოცხლისუნარიანია და მის საწინააღმდეგოდ 100% იანი პრეპარატი ჯერ არ არსებობს.

24სთ იდან 7დღემდე პერიოდში გამოჩნდება ამპუტაციის ეფექტურობა. თუ მეზობელ ფსევდობულბაზე ისეთივე სიმპტომები გაჩნდა, ისევ ვიწყებთ იგივე პროცესს, კარანტინში მცენარეს 2 კვირით ტოვებენ.
 

ფალენოპსისი - ამ მცენარეს ხშირად პარალელურად ორივე სახის ფუზარიოზი ემართება ხოლმე. - ჭკნობა ღერზე და ფესვების სველი ფუზარიოზული ლპობა.ისინი შესაძლოა, არც შეხვდნენ ერთმანეთს, მაგრამ ძლიერ მიშვებულ შემთხვევაში ასეც შეიძლება მოხდეს. ფალენოპსისს რბილი ღერო აქვს ხორციანი ფოთლებით დაფარული, და თუ მის ღერზე ფუზარიოზია, დაავადება კარდინალურად განსხვავებულად განვითარდება  სხვა ორქიდეებისგან. ჭრილობიდან ან ფოთლის ფორებიდან შესული სოკო ფოთლის გაყვითლებას იწვევს. საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს დაავადება და ღეროსთან შეერთების წერტილიდან ფოთლის წვეროსკენ მიიწევს. შემდეგში ფოთოლი ვარდება, თანაც არაა აუცილებელი, რომ ეს ფოთოლი ყვითელი იყოს მთლიანად. მერე, როცა დაავადება პირველ ფესვებს მიაღწევს, ისინიც ყვითლდებიან, და იჭმუხნებიან. სხვაგვარია სიტუაცია სუბსტრატში, სადაც  დაავადებული ფესვების გარეგნული შესახედაობა დამოკიდებულია, როდის აღმოაჩენთ მას - მორწყვის მერე ან მშრალში,. სველი ავადმყოფი ფესვები ასევე ყვითელია, სლიპინა და თუ მას ხელს მოვუჭერთ, ფაფისებრ მასად დაიშლება. მშრალ სუბსტრატში კი ველამენის გამხმარი ნაწილები და ფესვების ცილინდრული ძაფები გვხვდება მხოლოდ. მკურნალობა შესაძლებელია და რაც უფრო ადრე აღმოაჩენთ დაავადებას, მით სწრაფად გაჯანსაღდება მცენარე მთლიანად. დაავადებულ ორქიდეას აცალკევებენ სხვებისგან, რომ დანარჩენები არ დაავადდნენ. ეს განსაკუთრებით საშიშია, თუ უკვე სპორები ან კონიდიები ჩანს და ზოგჯერ თუ მცენარეს შევარხევთ, ისინი ადვილად ხვდებიან სხვა ორქიდეებზე, რაფაზე, ტანსაცმელზე  და მერე მთელს სახლში ვრცელდებიან. Fusarium solani ძალიან გამძლე სოკოა, კარგი ფუნგიციდიც კი, რომელიც მასთან ბრძოლისთვის შექმნეს, მხოლოდ 70 % ანადგურებს,დანარჩენი კი რჩება და ისევ მრავლდება, მისი უბრალო დამუშავება არასაკმარისია, განსაკუთრებით თუ სოკო უკვე მცენარის შიგნითაა, მის ძარღვებში, იქ უკვე წყალი ვერ შედის და ნორმალურად ვერც ,მისი წვენი ცირკულირებს, ამავდროულად მიკოტოქსინები მის მოწამვლას აგრძელებენ, ფუნგიციდი მხოლოდ დროებითი დამხმარე საშუალებაა. უპირველესად დაზიანებული ნაწილის მოჭრაა საჭირო ჯანსაღ მწვანე ქსოვილამდე, მერე დეზინფექცია და მერე უკვე წამლებით დამუშავება. თუ დაავადება მიშვებული იყო, ღეროს დიდი ნაწილიც იჭრება და ეს არაა საშიში ფალენოპსისისთვის, რადგან მას ყოველთვის რჩება მერისტემა, საიდანაც ახალი ღერო ვითარდება და თუ ავადმყოფობას იქამდე არ მიუღწევია, ადრე თუ გვიან მცენარე აღსდგება. თუკი ცოცხალი კვირტები აღარ დარჩა, მის გადარჩენას აზრი აღარ აქვს, არც გაიზრდება და არც იყვავილებს. თუ გავითვალისწინებთ კარგად დასრულებული მკურნალობის მაგალითებს, ყველაზე ეფექტური ფუნგიციდი ბენომილია, ან ფუნდაზოლი, თუმცა 100 % ამას ვერ ამტკიცებენ.

ამპუტაციის მერე მათი რეანიმაცია არ შეიძლება არც სათბურში, არც წყალში დიდხანს ჩალბობით - ეს საუკეთესო პირობაა სოკოს გამრავლებისთვის, კარანტინში იგი აქვთ 3-4 კვირა.

Fusarium oxysporum ფალენოპსისის ღერზე განსხვავებულად მოქმედებს, ვიდრე fusarium solani, კერძოდ:  ფოთლის ღერთან შეერთების ადგილზე წარმოიქმნება შავი ჩაჩუტული ლაქები, მერე ეს ადგილი იფშვნება, რჩება შავი მშრალი ბადე და ფოთოლი ვარდება.  ან კიდევ - ჯერ სველი ლაქები ჩნდება, რომელიც თანდათან შავდება, იჩუტება, სველი არშია თანდთან მთელ ფოთოლს მოიცავს,. ასეთი მიმდინარეობა მეტად ახასიათებს თხელფოთოლა ორქიდეებს - ფალენოპსისის ბუნებრივ სახეობებს და პირველად ჰიბრიდებს.
 

ფალენოპსისის მკურნალობა ამ სოკოსგან გაცილებით ეფექტურად მიმდინარეობს, რადგან დაავადება ნელა მიმდინარეობს, 2- თვეც კი, მით უფრო, თუ კლიმატი არასასურველია მისი განვითარებისთვის- კარგი მზე და ზომიერი ტემპერატურა. აქაც უპირველესად მცენარის იზოლირებაა საჭირო არც ერთად მორწყვა შეიძლება. დაავადებულ  ნაწილებს აჭრიან საღ მწვანე ქსოვილებამდე,. თუ ფოთლის ღერთან მიერთების ადგილი ცოტათია დაზიანებული, მარტო გაშავებულ ნაწილს აცილებენ, და კიდევ 0,5სმ საღ ქსოვილს გარშემო, რაც ადრეულ სტადიებზე სრულიად საკმარისია, მაგრამ თუ ეს ადგილი მეტადაა დაზიანებული, მას მთლიანად აშორებენ. მცენარეს სხვა ფოთლებიც უნდა დათვალიერდეს, რადგან დაავადება შესაძლოა მათზეც იყოს გადასული, ისინიც დაზიანების შემთხვევაში უნდა მოცილდეს, ყველაზე ცუდ შემთხვევაში, როცა სოკო ღრმდაა შესული ღეროში, მცენარის ნაწილი  იკარგება. სიშავეს აჭრიან ,მაგრამ თუ ბევრგანაა, ჯობს ორქიდეის დაჭრა ნაწილებად და მერე მათზე ცალკცალკე მუშაობა, ასე შესაძლოა ორივე ნაწილი გადაარჩინოთ და გარკვეული დროის მერე ერთის ნაცვლად ორი მცენარე გექნებათ, ინსტრუმენტები მუშაობისას ყოველი გადაჭრის მერე უნდა გატარდეს ალზე ან 3 წთით მაინც ჩაიდოს სპირტში, რადგან ბინძურ იარაღს შეუძლია დაავადების გადატანა საღ ნაწილზე ან სხვა მცენარეზე. სოკოს ძალიან მოსწონს ორქიდეის შუაგული - ყველაზე ზედა ფოთოლი, ან ზრდის წერტილი, და თუ აქ ბევრია სოკო თავმოყრილი, მისი მოცილება მოგიწევთ.მაგრამ ეს სახიფათო არაა, თუ მისი დანარჩენი ნაწილები საღია, იგი მომდევნო თვეებში ისევ იყვავილებს, ან ახალ  შვილეულ მცენარეებს გაჩუქებთ. გადაჭრილი ადგილები მუშავდება გააქტიურებული ნახშირის ფხვნილით, დარიჩინით, იოდით, ბრილიანტის მწვანით, და როცა გაშრება, მერე დებენ ფუნგიციდის ხსნარში,შვილეული ნაწილების ზრდის სტიმულირება ხდება ჰორმონული პრეპარატით - ციტოკინინური პასტით. ისინი კარგად იზრდებიან დღის მაღალ ტემპერატურაზე. თუ დაავადება ზამთარში განვითარდა, მცენარეს დებენ ყველაზე თბილ ოთახში. ზოგჯერ მერისტემადან ვითარდება საყვავილე ღერო,ეს არაა საშიში, მასზე ბევრი მძინარე კვირტია, რაც ორქიდეის გადარჩენის შანსს ზრდის.
 

08 April 0 1 756
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно