კალიბრაჰოა

მილიონობით კაშკაშა ფერადი ზანზალაკები რომლებსაც ხშირად შეხვდებით დაკიდულ ქოთნებსა და კაშპოებში ქუჩის ნაპირებზე,კაფეებთან,ყვავილების მაღაზიებში - ეს არის კალიბრაჰოა.

ის ძალიან წააგავს პეტუნიას,მართლაც 1900 წლამდე მას პეტუნიების დიდ ოჯახს მიაკუთვნებდნენ,მაგრამ გენეტიკური კვლევების შედეგად გაირკვა,რომ ისინი სრულიად სხვადასხვა მცენარეებია,თუმცა ნათესაური წარმოშობა აქვთ.პეტუნიას 14 ქრომოსომული მაჩვენებელი აქვს,კალიბრაჰოას - 18.

კალიბრაჰოას ყვავილის დიამეტრი 1-3 სანტიმეტრია,თუმცა მათი სიუხვე ქმნის უზარმაზარი მოყვავილე ქუდის შთაბეჭდილებას,განსაკუთრებით შორიდან.თვითონ მცენარე სულაც არაა მინიატურული - ყვავილებით დახუნძლული ტოტები სიგრძეში ერთ მეტრამდეა.დაკიდულ კაშპოში დარგვის შემთხვევაში კი ჰიბრიდული კალიბრაჰოების ტოტები მეტრანახევარს აღწევს.

ღერო და ფოთლები საკმაოდ უხეში აქვს,დაფარულია ბუსუსით,მათი დანახვა საკმაოდ რთულია მრავალი ყვავილის გამო.

ამ ყვავილის პოპულარობა უფრო მაღალია ვიდრე ჩვეულებრივი პეტუნიასი,ხოლო სახეობის Superbells გამოჩენის შემდეგ,რომელსაც წარმოუდგენლად ფუშფუშა და მოცულობითი ფერადი ყვავილები აქვს,როგორც შერეული და ზოლიანი ისე სუფთა ფერის მქონე - კალიბრაჰოა უბრალოდ კონკურენციის გარეშეა ფასადების,აივნების,საყვავილეების და გზისპირების გასაფორმებლად.

ამასთანავე ეს მცენარე მრავალწლიანია,თუმცა როგორც წესი მეყვავილეები ზღუდავენ ყვავილის სიცოცხლის ხანგრძლივობას ერთ წლამდე,მათ რამოდენიმე ნაწილად შლიან და სხვადასხვა ქოთანში რგავენ.  

კალიბრაჰოას დარგვა და გამრავლება, სხლს პირობებში კალიბრაჰოა მრავლდება დათესვითაც და დაკალმებითაც.იმისათვის რომ დარგათ ეს სილამაზე თქვენს აივანზე,შეგიძლიათ შეიძინოთ ჩითილი.

მისი ჩითილის სახით შეძენა ბევრად მოსახერხებელია მათთვის ვისთვისაც პირველად მოუხდა ამ ყვავილის გაცნობა,რადგან თავიდანვე გარკვეულია როგორი იქნება მცენარე,რა მდგომარეობაშია ბუჩქი და სხვა მრავალი პარამეტრი.

კალიბრაჰოას დასარგავად საუკეთესო ადგილი იქნება ნათელი და თბილი აივანი,მაგრამ ისე რომ არ აცხუნებდეს შუადღის მწველი მზე.მეყვავილეთა გამოხმაურებების მიხედვით ზედმეტად აგრესიული მზის სხივების გამო ყვავილი ხშირად იღუპება,მთლიანად ხმება და მისი რენიმაცია შეუძლებელია.

ამიტომ,თუ ის ადგილი, სადაც დარგული იქნება კალიბრაჰოა, დღის გარკვეულ მონაკვეთში მცხუნვარე მზის ქვეშ ექცევა,უნდა მოიჩრდილოს ან გადაიხუროს.

ასევე გასათვალისწინებელია,რომ ძლიერ ქარს შეუძლია მცენარის ტოტების დამტვრევა და მცენარის ამოგლეჯაც.ამიტომ ნუ დარგავთ ამ მცენარეს ქარიან მხარეს.

ღია გრუნტში დარგვისას ბუჩქებს შორის დაცილება უნდა შეადგენდეს არანაკლებ 40 -50 სმ-ს.რაც შეეხება ნიადაგს - მას ესაჭიროება უხვადმოყვავილე მრავალწლიანი მცენარეებისათვის განკუთვნილი მიწის ნარევი.

ყვავილი მრავლდება როოგორც დათესვით ისე დაკალმებით,მაგამ კალიბრაჰოას დათესვა ლატარეას გავს - რადგან მცენარე ყოველთვის არ იმეორებს დედა მცენარის ნიშნებს.ამიტომ მეყვავილეები უპირატესობას ანიჭებენ კალიბრაჰოას კალმით გამრავლებას ან უბრალოდ ერთი ბუჩქის რამდენიმე ნაწილად გაყოფას.

რაც შეეხება შეძენილ თესლებს,ძირითადად წარმოდგენილია ჰოლანდიური ჰიბრიდები და საჭიროა მათი წინასწარ გაღივება.იდეალური ვარიანტია ტორფიან ქოთანში დათესვა მარტში ან აპრილში,რომ მცენარემ მაისში უკვე დაიკავოს საყვავილეში თავისი ადგილი.

ყვავილი ვერ იტანს სიცივეებს,იზამთრებს 5-დან 10- გრადუსამდე,ასეთივე ტემპერატურაზე უნდა მოთავდეს შემოდგომაზე მოჭრილი კალმები და რამდენიმე ნაწილად გაყოფილი ბუჩქებიც.

კალიბრაჰოას მოვლა: ყვავილის ფოტოები განსაცვიფრებლად გამოიყურება და ნებისმიერ მოყვავილეს პირველივე დანახვიდან სურს იქონიოს ის,თუმცა მისი გაზრდა გარკვეულ მოვლას მოითხოვს: 

მცენარეს არ უყვარს ნესტანი ნიადაგი,ეს ის შემთხვევაა როდესაც ჯობია დააკლოთ მორწყვა,ვიდრე ზედმეტად მორწყათ.აი,წყლის შხაპი კი ძალიან უყვარს,მცენარეს დღეში რამოდენიმეჯერ სჭირდება შესხურება,მინიმუმ 4-ჯერ.

ყვავილობის პერიოდში,ესე იგი მთელი სეზონის განმავლობაში,კალიბრაჰოას ესაჭიროება კვება და სასუქები- მზა ნარევები მოყვავილე მცენარეებისათვის იდეალური იქნება.სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ კვება თქვენც მოამზადოთ - მთავარია მასში იყოს კალიუმი და ფოსფორი.სასუქის შეტანა საჭიროა მინიმუმ კვირაში ერთხელ.

მომჭკნარი ყვავილები აუცილებლად უნდა მოაცალოთ ყოველთვის,რომ მათ ადგილზე ახალი გაიშალოს.შუა ზაფხულში შეგიძლიათ გასხლათ ტოტები,რომ ყვავილი უფრო დაიბუჩქოს.

გამოსაზამთრებლად მცენარე სახლში უნდა ‘’შევიყვანოთ’’,5 გრადუსზე დაბალი ტემპერატურა მას გაანადგურებს.ის მცენარეები რომლებიც ბაღშია დარგული ღია გრუნტში,ზამთარში უნდა დაიფაროს თავისებური სათბურით,მათ ზემოდან უნდა მოაფინოთ ნეშომპალა და ტორფი.

მცენარე ავადდება ისეთი დაავადებებით,როგორიცაა სიდამპლე და სოკოვანი ინფექციები,ამიტომ საჭიროა ყურადღებით დაათვალიეროთ ის ყოველ მორწყვაზე,მოაცილოთ დამჭკნარი ყვავილები.ჩვეულებრივ დაავადება ვითარდება ზედმეტად სველი ნიადაგის გამო.

ჯიშები და სახეობები: მეყვავილეები ამ მცენარეს ყოფენ მარტივი და ხუჭუჭა ყვავილების მქონე სახეობებად.სინამდვილეში მრავალნაირი ჯიშია,მისი ფერები კი შეუზღუდავია.სხვათაშორის მისი ბუნებრივი ფერი - იისფერია.ყველაზე პოპულარულ ჯიშებად ითვლება:

კალიბრაჰოა კაბლუმი: ღია ლურჯი  ყვავილები ფერის ყველა ტონალობით ამ ნაირსახეობისთვისაა დამახასიათებელი.კაბლუმის ჯგუფის ჯიშები - ევროპელი სელექციონერების ყველაზე პირველად მიღებული შედეგებია.მათ მინიტურული ზომები აქვთ, 35-40 სმ სიგრძით და თესლის ამოსვლის ძალიან კარგი უნარი.თუმცა დედა მცენარიდან აღებული თესლი უფრო მოზრდილი ყვავილების მქონე მცენარეს გვაძლევს მკვეთრი იისფერი შეფერილობით.

Mini Famous Double Pink

ეს კალიბრაჰოას ხუჭუჭა წარმომადგენელია,შედარებით მომცრო,ღეროების სიგრძე ყვავილებთან ერთად 60-70 სანტიმეტრს აღწევს.ყვავილები ძალიან მოცულობითია,დიამეტრით 3-4 სმ.ვარდისფერის ყველა ტონალობით.

ყვავილების რაოდენობა შედარებით მცირეა ვიდრე არახუჭუჭა სახეობებში,მაგრამ გარეგნულად მცენარე ბევრად საინტერესოდ გამოიყურება.მკვეთრი ფერის ფურცლების სიუხვე ყვავილებს არ აძლევს საშუალებას ერთმანეთში აირიოს.

ხუჭუჭა ჰიბრიდებს აქვს ერთი თავისებურება - ასეთი ჯიშებიდან აღებული კალმები მომენტალურად ფესვიანდება,იმისათვის რომ მან ფესვები გამოუშვას,საკმარისია ჩავდოთ წყლიან ჭიქაში ორიოდე დღით.

Bells-ეს არის ჯიშები,რომელშიც შედის მცენარის რვა ნაირსახეობა მსხვილი ყვავილებით და ყვითელი,ნარინჯისფერი,წითელი და ბორდოსფერის ყველა ტონალობით,ყვავილის დიამეტრია 2,5-3,5 სმ,ფოთლები ძალიან მცირე რაოდენობითაა,ღეროების სიგრძე აღწევს ერთ მეტრს,მაგრამ ჩვეულებრივ მას სხლავენ.

ყვავილობა ადრეულია და ძალიან უხვი,ეს ჯიშები უკვე მაისის დასაწყისში იშლება.მდგრადია ამინდის ცვალებადობის მიმართ და სწრაფად გამოდის მდგომარეობიდან უხვი ნალექის შემდეგ.ჩვეულებრივ მათ რგავენ თეთრ პეტუნიებთან ერთად,მონაცვლეობით,ასეთი კონტრასტი ძალიან ეფექტური შესახედია.

Cabaret-ფრანგულ-ჰოლანდიური ჯიშების ჯგუფი,12 დასახელების შემცველი.თუ მებაღეს სურს ქონდეს უთვლავი თეთრი ყვავილებით დახუნძლული კაშპო,რომლებიც ზანზალაკებს გავს,მაშინ მას ესაჭიროება Cabaret.თეთრი სახეობები - ამ ჯგუფის ვარსკვლავებია,თუმცა არის კომბინირებული შეფერილობის ჯიშებიც,ნაზი იისფერი,სისხლისფერ-წითელი და სხვა ელფერები.

ტოტები საკმაოდ გრძელია 90-170 სმ,მაგრამ როგორც წესი მათ აჭრიან.ეს ყვავილები იდეალურია ცოცხალი არკის შესაქმნელად და სწორედ მათ იყენებენ საქორწილო ხეივნების გასაფორმებლად.

Noa-ძალიან რომანტიკული და ელეგანტური ჯიშების სერია,რომლებიც გამოყვანილია ბრიტანელი სელექციონერების მიერ.ითვლის 6 ნაირსახეობას,რომლებიც განსხვავდება ფერით,თეთრიდან დაწყებული გამჭვირვალე ლილისფერით დამთავრებული.

ყვავილებს ზოგჯერ განსხვავებული ტონალობის შუაგული აქვს და იმავე ფერის ზოლები მოგრძო ფორმის ფურცლებზე.მოყვავილე ტოტების სიგრძე 50 სანტიმეტრს აჭარბებს.

ყვავილი ნაზი და ჭირვეულია,მაგრამ სხვებისგან განსხვავებით უკეთ იტანს ჩრდილს და მცირეოდენ წყლის სიჭარბეს,მაგრამ მეორე წლისთვის მისი გამოზამთრება არ ღირს,რადგან ყვავილობა ძალიან მწირი ექნება.შესანიშნავად მრავლდება ძირის გაყოფით.

თუმცა კალიბრაჰოას დარგვა დასაშვებია ღია გრუნტში,კოლოფებში,ბაღში,გზისპირებზე,მაგრამ ის ამპელური მცენარეა,ანუ იდეალურად გამოიყურება დაკიდულ კონსტრუქციებში.მცენარის გაზრდა საკმაოდ მარტივია,მთავარია არ მორწყათ ის ძალიან ხშირად,არ დაივიწყოთ მისი დანამვა და მისთვის სასუქის დროულად მიწოდება.

თარგმანი: ლ.ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის
 
 
 

03 April 0 2 960
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно