ადენიუმი - თესლიდან

ამ მცენარემ მთელი ფლორისტების გული დაიპყრო. ყვლა ოცნებობს, გაზარდოს შინ ეს უცნაური მცენარე და დატკბეს მისი ყვავილობით. იგი კარგად ადაპტირდება ოთახის კულტურად, კარგად ყვავილობს და მრავლდება.
იგი ადვილად მრავლდება თესლით. მესამე დღეს უკვე ამოდის, სწრაფად იზრდება, ღერები უცებ სუქდება.  მისი გამრავლება თესლიდან მთელი წელი შეიძლება, მხოლოდ პირობები უნდა შეუქმნათ შესაფერისი. საჭიროა სითბო- 25-30გრ,  ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება ცუდად მოქმედებს მის ზრდაზე. თუ ასეთი პირობები არაა, სჯობს გადადოთ თბილ სეზონზე მისი გამრავლება.
ასევე მნიშვნელოვანია გრუნტის შემადგენლობა. იგი უნდა იყოს ფხვიერი, ჰაერგამტარი, სტერილური. კარგია ნარევი კაქტუსებისთვის.  ან თავად ამზადებენ სუბსტრატს, - პერლიტის, ვერმიკულიტის, კერამზიტის ან აგურის ნაფხვენები გამოდგება გამაფხვიერებელებად.  ეს დაახლოებით 30 % უნდა იყოს მიწის ნარევში. ქოთანში ძირს უყრიან დრენაჟს, მერე მიწის ნარევს. ჭურჭელი უნდა იყოს ერთჯერადი ჭიქა ან პატარა კონტეინერი, სადაც შეიძლება სადრენაჟე ხვრელის გაკეთება.
ითესება ან მშრალად, ან 2-3 დღით დამბალი თბილ წყალში, სადაც დამატებულია ფუნგიციდი და ზრდის სტიმულატორები.  - ფიტოსპორინი, „მარგანცოვკა“, ეპინი, ცირკონი, და სხვა.
თესლი მიწაზე იდება ბრტყლად, ზემოდან აყრიან მიწის თხელ ფენას კიდევ, იმისთვის, რომ ამოსვლისას ადვილად მოშორდეს გარსი. თუ ასე არ მოხდა, მიწა 1სმ ზე ნაკლები აყრია ზემოდან, ამოსულ ნერგს მოჰყვება სათესლე გარსი და იგი ფრთხილად უნდა მოცილდეს.
თესლებს შორის მანძილი უნდა იყოს 3 სმ მდე. მერე მიწა ინამება პულვერიზატორით.  და სტაბიულურად ნარჩუნდება ნამიან მდგომარეობაში. ჭურჭელს ასათბურებენ. თუ თბილა, მას დებენ რაფაზე, დღეში ორჯერ ანიავებენ. მესამე დღეს უკვე ამოდის, მერე ხსნიან საფარს, გადააქვთ ნათელ ადგილზე. სინათლე სჭირდება დაახლოებით  16 სთ დღე-ღამეში. თუ ბუნებრივი განათება არ ჰყოფნის, ხელოვნურს უმონტაჟებენ.
როდესაც მეორე წყვილი ფოთოლი ამოუვა, ნერგები ცალკ - ცალკე გადააქვთ პატარა ერთჯერად ჭურჭლებში.
სანამ მცენარე აქტიურად იზრდება, სჭრდება რეგულარული კვება. სასუქს აძლევენ მეორე თვიდან, გადარგვიდან 2 კვირის მერე. გამოდგება სასუქი კაქტუსებისთვის ნახევარი დოზით.  მოსწონს ასევე არაფესვური კვება - შესხურება „პლანტაფოლით“. გადადით მოცემულ ბმულზე: http://yvavilebismovla.ge/yvavilebi/85-adeniumi-teslidan.html 
თარგმანი თ. სუპატაშვილის
 

03 April 0 1 529
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно