გინურა - ლურჯი ფრინველი

ხაოიანფოთლიანი მცენარეები ყოველთვის ძალიან ეფექტურად გამოიყურება, ხავერდისმაგვარი ფოთლები საინტერესო ტექსტურას ქმნიან. ასეთ დეკორატიულ ლამაზად შებუსული ფოთლიან ორიგინალური ფერის მცენარეს წარმოადგენს გინურა - ლამაზი, მეწამული ფერის ხავერდისმაგვარ ფოთლიანი მცენარე. ფერი, ფორმა და მოვლის სიმარტივე ამ მცენარეს ბოლო წლების ფავორიტად აქცევს.
დღეს იგი ერთერთი ყველაზე მოდური ოთახის მცენარეა. ინტერიერში მას იდეალური ფერადი აქცენტი შეაქვს. გინურა ბალახოვანი მრავალწლიანი მცენარეა გრძელი, 1 მდე ტოტებით და ფოთლებით. თუმცა იგი მაღალი არ იზრდება, სულ 30 სმ ია სიმაღლით, სამაგიეროდ, განში იზრდება. ქვედა ფოთლები შედარებით დიდი ზომისაა, ზემოთ თანდათან მცირდება. სხვადასხვა სახეობის მცენარეს ფოთლის ზომა და ფორმა სხვადასხვაგვარი აქვს, უმეტესობას დაკბილული კიდე აქვს, რაც ცოტა უკარება მცენარის შესახედაობას აძლევს მას. თუმცა რბილი და სასიამოვნო ფერი მცენარეს ანაზებს. ფოთლის ქვედა მხარე მეწამულია, გარდამავალი ფერებით, რაც ზედა ზედაპირზეც გადადის.
სახლის პირობებში 2 სახეობის მცენარეს ზრდიან:
 - ნარინჯისფერი გინურა - გამოდგება როგორც ქოთნის, ისე ამპელურ მცენარედ.
 - მცოცავი გინურა - უფრო ამპელურია, აქვს შედარებით მოკლე ტოტები და ქმნის ხშირ ბუჩქს წვრილი ფოთლებით.
ხალხი მას „ლურჯ ფრინველს“ უწოდებს. ნარინჯისფერი, მკვეთრი, თბილი ფერები მცენარეს ნამდვილად არ აქვს, თუმცა მწვანე და ლურჯი ფერები კი აქვს უხვად, რომლებიც ერთმანეთში გადადის. ამ ფერების ინტენსიობაზე მოქმედებს გაზრდის პირობები. კლასიკურ გინურას ფოთლის მეწამული ფერის კიდეები, და  ფუქსიისფერი ყუნწი თანდათან გადადის მუქ მწვანე მტრედისფერში. სახლის მცენარეებში ფერები განსხვავებულია - უფრო მუქი, უფრო ღია ან შედარებით მაძღარი. ფოთლები გაშლისას უფრო მკვეთრი ფერისაა, მერე თანდათან ზრდისას მეტ მწვანე შეფერილობას იღებს.
საინტერესო პროცესია მისი ყვავილობა, თუმცა ეფექტურს ვერ დაარქმევთ. ოქროსფერი კალათა ყვავილედები ტოტების ბოლოებში იშლება, შესახედავად ლამაზი, მაგრამ უსიამოვნო სუნის ყვავილები ხელს უშლის მცენარეს დაბუჩქვაში და დეკორატიულობის შენარჩუნებაში. ამიტომ ყვავილებს აშორებენ, სანამ გაიშლება. მცენარე ყვავილობას საშემოდგომოდ იწყებს.
მცენარე შხამიანია და მასთან ხელთათმანებით მუშაობენ. იგი არ გამოდგება საბავშვო ოთახისთვის.
მოვლა: მას ერთი დიდი ნაკლი აქვს - რამდენიმე წლის შემდეგ იგი გადაგვარდება, ჰკარგავს ლამაზ შეფერილობას, ამიტომ მას ხშირად სჭირდება განახლება და ძველი ბუჩქის  ჩანაცვლება ახალგაზრდა მცენარით, თუმცა გამრავლება ცოტა რთულია. გამძლე, უპრეტენზიო მცენარე, რომელსაც არ სჭირდება პირობების კორექცია მოსვენების ეტაპზე სასიამოვნო ყვავილია დამწყებებისთვისაც.
განათება: მცენარე სინათლისმოყვარულია, მაგრამ მზე არ უყვარს და მზის სხვებისგან დაცვა სჭირდება. მაგრამ არც მთლად ჩრდილში ყოფნა მოუხდება. განათებაზეა დამოკიდებული ფოთლების შეფერილობა და ხაოების სილამაზე. განსაკუთრებით მოსწონს კარგი განათება მცოცავ გინურას, რომელიც ამპელურ ქოთანში ასე განათებულ ადგილზე ეფექტურად გამოიყურება.  იგი კარგად გრძნობს თავს დას. ან აღ. მხარეს რაფაზე ან ინტერიერში ანალოგიური განათების ადგილზე. ზამთარში შედარებით ახლოს სწევენ მზისკენ, განათების კორექციისთვის
ტემპერატურა: იგი ვერ იტანს დაბალ ტემპერატურას - 15 გრ ს ქვევით მოსვენების ეტაპზეც კი.  კომფორტულია 20-24 გრ. ზამთარში დაბალი ტემპერატურა მის სიცოცხლის ხანგრძლიობას ზრდის, მაგრამ ერთი სეზონით დროის გახანგრძლივება არ უღირთ მოვლის კორექციასთან დაკავშირებულ პრობლემებად და ამიტომ ძალიან  იშვიათად მიმართავენ ხოლმე. მცენარეს სჭირდება სუფთა ჰაერი და ამიტომ ოთახს ხშირად ანიავებენ, თუმცა ითვალისწინებენ იმას, რომ მას ეშინია ორპირის.
ორწყვა: საკმაოდ ფრთხილად უნდა მოირწყას, რომ წყალი არ მოხვდეს ფოთლებს. ამან შეიძლება სერიოზული პრობემები შეუქმნას მის ჯანმრთელობას. რეჟიმი ადვილია - მარტიდან ოქტომბრამდე სტაბილურად ნამიანი სუბსტრატი სჭირდება, არც ზედმეტი და არც ნაკლები მორწყვა არ ივარგებს. მისთვის გამოდგება ხშირი, მაგრამ არც ისე უხვი მორწყვა, ვიდრე იშვიათი და უხვი.
ზამთარში მორწყვა მცირდება, რდესაც მოსვენების ეტაპზე გადადის მცენარე. ნოემბერ-თებერვლის შუალედში მიწა ქოთნის შუა ფენაშიც უნდა გაშრეს. მნიშვნელოვანია  წყლის ხარისხიც - სჭირდება ნადგამი, რბილი, თბილი წყალი. ჰაერის ტენიანობაზე პრეტენზიები არ აქვს, არ მოსწონს დანამვა და არც სჭირდება.
კვება: მას ზომიერად კვებავენ უფრო აზოტშემცველი სასუქით, მაგრამ ჭარბი აზოტი ფოთლებს ამწვანებს, მცენარე სწრაფად იზრდება, ბუჩქი ლამაზ ფორმას ჰკარგავს. კვება სჭირდება მარტ- ოქტომბერში, ზამთარში კი საერთოდ არ აძლევენ სასუქს.
გასხვლა: ნარინჯისფერი გინურას, რომელიც ქოთანში იზრდება, აკვრა სჭირდება. ამის გარეშე იგი ზრდას შეაჩერებს. ასე კი მცენარეს დეკორატიულობაც უნარჩუნდება.  ხშირად სჭირდება გასხვლაც, მის გარეშე დეკორატიულ ფორმას  ვერ შეინარჩუნებს.  ასევე კარგია ტოტებზე თავის წაწყვეტაც, რომ მცენარე დაიბუჩქოს.
გადარგვა:  საკმაოდ ხშირი გადარგვა სჭირდება, თუ მის ფესვებს ბოლომდე ექნება ავსებული მიწა. სხვა შემთხვევაში გადარგვა არ უნდა. გადარგვა სჯობს გაზაფხულზე. ძველ ბუჩქებს ცვლიან ახლით. სუბსტრატი უნდა იყოს უნივერსალური ან ნეშომპალის, ფოთლოვანი, კორდის მიწის და ქვიშის ნარევი.
დაავადებები: საკმაოდ გამძლე მცენარეა, თუ ფოთლები არ დაუსველდება, დაავადება არ შეაშინებს. მწერები კი საკმაოდ ხშირად ემტერება - ფრთათეთრა, აბლაბუდა ტკიპა, მათ წიინააღმდეგ საჭიროა ინსექტიციდების გამოყენება.
რობლემები: შეფერილობის დაკარგვა - ნაკლებ განათებაზე.
ტოტების წაგრძელება - ჩრდილში.
ფოთლების ცვენა - მიწის გადშრობის და იშვიათი მორწყვისას.
ფოთლების ზომის შემცირება - ცუდ განათებაზე ან ნაკლები კვების დროს.
გამრავლება: ადვილად გასამრავლებელი მცენარეა.  განსაკუთრებით  კარგად მრავლდება ტოტებით, მათ ჭრიან გაზაფხულზე ან შემოდგომაზე, ტოტები სწრაფად უშვებენ ფესვებს წყალშიც. ერთ კვირაში უკვე ფესვები აქვს. მერე რგავენ ახალ ქოთანში, ძველ მცენარეს კი იშორებენ თავიდან.       
თარგმანი თ. სუპატაშვილის
 

03 April 0 886
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно