გადმოწერე ჩვენი ანდროიდ აპლიკაცია

უხვად იყვავილებენ და გაიფოთლებიან! ინგრედიენტები:

თუ მცენარეებს ამ სასუქით მორწყავთ უხვად იყვავილებენ და გაიფოთლებიან!

ინგრედიენტები:

10 გრამი საფუარი

1 ჩ/კ შაქარი

1 ლ. თბილი წყალი

მომზადება და გამოყენება

გახსენით საფუარი წყალში,დაუმატეთ შაქარი და კარგად მოურიეთ.დადგით მინიმუმ 2 საათი.

მომზადებული მკვებავი ხსნარი გააზავეთ წყალში 1:5

მორწყეთ მცენარები ამ სასუქით თვეში ერთხელ შემოდგომა-ზამთრის პერიოდში და 10 დღეში ერთხელ გაზაფხულ-ზაფხულში.

ფიტოჰორმონები,B ჯგუფის ვიტამინები და აუქსინები,რომელსაც შეიცავს საფუარი,აქტიურად ასტიმულირებს უჯრედების დაყოფას და მცენარის ზრდას.

ამ ტიპის სასუქს იყენებენ პროფესიონალი მეყვავილეები.

მცენარეები ასევე უხვად და ხანგრძლივად იყვავილებენ,თუ შემდეგ სასუქს გამოიყენებთ.

თქვენ დაგჭირდებათ:

1 პლასტმასის ბოთლი

1ლ წყალი

1 ჩ/კ აბუსალათინის ზეთი

გამოყენება:

წყალი ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს,ნადგომი.შეავსეთ ბოთლი წყლით,

დაუმატეთ აბუსალათინის ზეთი.ბოთლს თავსახური მჭიდროდ დააფარეთ და კარგად შეანჯღრიეთ შიგთავსი.

მნიშვნელოვანი მომენტი:

ხსნარი გამოიყენეთ მომზადებისთანავე,როდესაც ახალი შერეულია,სხვა შემთხვევაში აბუსალათინის ზეთმა შეიძლება მცენარეს ფესვები დაუწვას!

იმ მცენარეებისათვის, რომლებიც წელიწადში ერთხელ ყვავილობენ,საკმარისია ასეთი სასუქის ერთჯერადად მიწოდება.ისინი,რომლებიც გამუდმებით ყვავილობენ,ასეთი წესით უნდა მოირწყას ყოველ თვე.თხევადი სასუქები სასწაულს ახდენს!

თარგმანი: ლ.ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის

03 April 0 35 666

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно