ყავის ხე

ეს საოცარი მცენარე (Coffea) - მცირე ზომის მარადმწვანე ხე ან მოზრდილი ბუჩქია.ფოთლები ტყავისებური,მუქი მწვანე ფერისაა.ყვავილები სასიამოვნო სურნელს გამოყოფს და იშლება ფოთლის უბეებიდან.ისინი გავს ჟასმინის ყვავილებს,მაგრამ უფრო მოზრდილია.ნაყოფი წითელია ან მოლურჯო შავი,ზომით ალუბლის ნაყოფისხელა,ოდნავ წაგრძელებული ფორმის.

ყავის გვარს მიეკუთვნება 50-მდე საეობის ველურადმზარდი მცენარე ტროპიკულ აფრიკაში,მადაგასკარზე და მასკარენის კუნძულებზე.ყავის კულტურულ  ფორმებს ზრდიან ამერიკის,აფრიკის და აზიის ტროპიკულ რაიონებში.ოთახის დეკორატიული მცენარეების მოყვარულები უმეტესად ზრდიან არაბულ ყავას,იშვიათად გვხვდება ლიბერიული და ბრაზილიური.

ყავის ხე მრავლდება თესლით და ვეგეტატიურად (დაკალმებით).

ხშირად გვეკითხებიან: შესაძლებელია თუ არა ყავის ხის გაზრდა მწვანე მარცვლებისაგან,რომლებიც მაღაზიაში იყიდება. არა,შეუძლებელია.მათ არ აქვთ ამოსვლის უნარი.ყავის ხის თესლი სწრაფად კარგავს აღმოცენების თვისებას.

ცდები გვიჩვენებს,რომ დაკალმებით მიღებული მცენარე უკეთ და სწრაფად ვითარდება მარცვლიდან გაზრდილ ეგზემპლარებთან შედარებით.დასაფესვიანებლად გამოიყენება კენწეროს ტოტები ორი წყვილი საპირისპიროდ განლაგებული ფოთლით.კალმის ქვედა ნაწილი ირიბად უნდა გადაიჭრას,ფოთლებიდან 2 სანტიმეტრის დაშორებით.

სუბსტრატის შემადგენლობა: 2 წილი მდინარის ქვიშა და 1 წილი ფოთლოვანი ტყის მიწა.ფესვების უკეთ განვითარებისათვის ჩარგვამდე კალმის ბოლოები გააჩერეთ ჰეტეროაუქსინის ხსნარში 5-8 საათის განმავლობაში (ტაბლეტის ¼ 200 მლ.წყალში).კალმის ბოლო ჩარგვის წინ ამოავლეთ ხის ნაცარში ლპობის თავიდან აცილების მიზნით.კალამი ფრთხილად ჩარგეთ სუბსტრატში ფოთლების პირველ წყვილამდე და ზემოდან მინის ქილა დააფარეთ.ერთი თვის შემდეგ მიწაში კალამს ძირზე განუვითარდებაკალუქსი,კიდევ ერთი თვის შემდეგ კი ფესვებიც გამოჩნდება.

ყავის ხეს და ციტრუსებს მსგავსი აგროტექნიკა აქვთ ოთახის პირობებში გაზრდის დროს. დაფესვიანებული კალამი დარგეთ 9-12 სმ. დიამეტრის მქონე ქოთანში.ქოთნის ძირში ჩადეთ თიხის ქოთნის ნატეხი ამობურცული მხარით ზემოთ და დააყარეთ 1-1,5 სმ. სისქის მსხვილი მდინარის ქვიშის ფენა.სუბსტრატი: 2 წილი სათბურის მიწა,1 წილი კორდის მიწა და 1 წილი გარეცხილი მდინარის ქვიშა.ნიადაგში სასარგებლოა ხის ნაცრის დამატება(უმჯობესია ფოთლოვანი ხის).იგი კალიუმით უზრუნველყოფს სუბსტრატს.კალამს ღრმად ნუ ჩარგავთ,რომ არ დალპეს ფესვის ყელი და ნერგი მთლიანად.მას შემდეგ რაც ფესვები კარგად მოედება ქოთანს,გადარგეთ ის 2-3 სნტიმეტრით უფრო მოზრდილ ჭურჭელში.ნიადაგის შემადგენლობა პრაქტიკულად არ იცვლება,მხოლოდ ემატება დაღერღილი რქა(საქონლის).იგი აუმჯობესებს ყვავილობას და ნაყოფიერებას.

ყავის ხის ღეროს და ტოტების გამერქნება თავისებური პროცესია.თავიდან ახალგაზრდა,მწვანე ღეროზე ჩნდება მოყავისფრო ლაქები,შესახედად არცთუ სასიამოვნო.ციტრუსებზე ასეთი ლაქები მცენარის დაღუპვას ნიშნავს.ყავის ხის ლაქები მალე ერთდება,ღიავდება და წარმოიქმნება ამ მცენარისათვის დამახასიათებელი ღია ყავისფერი ქერქი.

ახალგაზრდა მცენარე სამ წლამდე,ყოველ წელს უნდა გადაირგას,მოზრდილი ყოველ 2-3 წელიწადში.ახალი ქოთნის ზომა 5-6 სანტიმეტრით მეტი უნდა იყოს ძველზე.უკვე საკმაოდ მოზრდილი მცენარე უფრო მოხერხებულია ხის კასრში ან ნაძვის ფიცრების ყუთში გაზარდოთ,რომელსაც გადაბრუნებული პრიზმის ფორმა აქვს.კასრი შიგნიდან დაამუშავეთ სარჩილავით (Паяльная лампа),იმისათვის რომ ხემ ლპობა არ დაიწყოს.

ყავის ხეს არ გააჩნია მკვეთრად გამოხატული მოსვენების პერიოდი,ამიტომ იმისათვის რომ მცენარე მთელი წელი განაგრძობდეს ზრდას,ყვავილობას და მსხმოიარობას,საჭიროა გამუდმებით მიეწოდებოდეს კვება ყოველ 10 დღეში: 1,10 და 20 რიცხვებში,შესაბამისად უნდა მივაწოდოთ 5 გრ.აზოტი, 7გრ. ფოსფორი, 1გრ. კალიუმი და 7 გრ. მიკროელემენტები რომლებიც უნდა გაიხსნას 1 ლირტრ წყალში.

აზოტოვანი სასუქის სახით მიეწოდება ქათმის სკინტლი,რომელიც უნდა გაიხსნას წყალში და იქამდე უნდა გააჩეროთ ვიდრე დუღილს არ შეწყვეტს.როდესაც მკვეთრი სუნი გაქრება და ჰაერის ბუშტუკების გამოყოფა შეწყდება - ხსნარი მზადაა გამოყენებისათვის.გააზავეთ სამმაგი ოდენობის წყლით.გახსოვდეთ რომ ქათმის სკინტლი ყველაზე ძლიერი აზოტ-ორგანული სასუქია და მისი გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილე.

ფოსფორის შემცველი სასუქის სახით  აიღეთ სუფერფოსფატი.ჩაყარეთ მისი გრანულები დამდგარ წყალში და მოურიეთ,შეათბეთ ხსნარი 50 გრადუსამდე რომ უკეთ გაიხსნას.

კალიუმიანი სასუქის მიღება შესაძლებელია ნაცრიდან.ამისათვის ჩალის ნაცარი(შეიცავს 46%-მდე კალიუმს) უნდა გახსნათ თბილ წყალში.დააყენეთ ერთი დღე და ღამე და ის მზადაა.

ყავის ხე,ისევე როგორც ნებისმიერი მცენარე,საჭიროებს სხვა ელემენტებსაც (კალციუმი,ბორი,მარგანეცი,რკინა და სხვა).

ზოგიერთს მიაჩნია რომ,რადგან ყავის ხე ტროპიკებიდანაა მას მზე უნდა აცხუნებდეს.სინამდვილეში ასე არაა.მის სამშობლოშიც კი ერთი ყავის ხის გარშემო სხვა ოთხ ხეს რგავენ ჩრდილისათვის.სახლის პირობებში ყავის ხეს დგამენ კარგად განათებულ ფანჯარასთან,მაგრამ პირდაპირი მზის სხივები მისთვის საზიანოა.უფრო რთულია უზრუნველყოთ ის დამატებითი განათებით ზამთრის მოღრუბლულ დღეებში,ამისათვის მცენარეს ნოემბრიდან მარტამდე ათავსებენ ლუმინესცენციური ნათურის ქვეშ.

შემოდგომა-ზამთრის პერიოდში მცენარეს საკმაოდ მაღალი ტემპერატურა ესაჭიროება (18-22გრადუსი),მორწყვა ხდება ნიადაგის შეშრობის მიხედვით.ირწყვება ჩვეულებრივი ონკანის ნადგომი წყლით.

ზაფხულის პერიოდში ყავის ხეს არანაირი სიცხე არ აშინებს.თუმცა ოთახი ხშირად უნდა განიავდეს ჩვეულებრივი ვენტილატორის საშუალებით და მორწყვის სიხშირე ორჯერ გაიზარდოს.

ყავის ხე არ საჭიროებს ვარჯის ფორმირებას.თავიდან ნერგი მხოლოდ ზემოთკენ იზრდება.სიცოცხლის მეორე წელს მას ეზრდება გვერდითა ტოტები.აღნაგობით იგი ნაძვს მოგვაგონებს: სწორი ვერტიკალური ღერო და ჰორიზონტალურად  განლაგებული განივი ტოტები.გვერდითა ტოტების გაზრდის შემდეგ მათ ამოკლებენ,იმისათვის რომ უფრო გახშირდეს ტოტები და მეტი კვირტი ჩამოყალიბდეს.

ბევრი უჩივის ფოთლების გაყავისფერებას,ეს დამახასიათებელია ოთახის პირობებისათვის სადაც დაბალია ტენიანობა ზამთრის პერიოდში.თუმცა ეს დაავადება არაა.თუ მცენარეს ჩადგამთ განიერ და ღრმა წყლიან სადგამში შეიქმნება უფრო ხელსაყრელი მიკროკლიმატი.

სიცოცხლის მესამე წელს უბეებში წარმოიქმნება მწვანე ‘’ულვაშები’’.ისინი შეიძლება ყლორტებშიც აგერიოთ,გავა დრო და ამ ულვაშების ბოლოები თეთრ ფერს მიიღებს.ეს კვირტებია,ისინი კონებად წარმოიქმნება (3-4 დან 10-15-მდე).დაახლოებით ერთი თვის შემდეგ კვირტები გაიშლება,ყავის ხის ყვავილის სიცოცხლე ხანმოკლეა: 1-2 დღის შემდეგ ის უკვე დაიყვავილებს.ყვავილის ყუნწი სქელდება და ჩნდება მომავალი ნაყოფის კვანძი.

ყვავილები ზამთრის პერიოდშიც იშლება.სახლის პირობებში ყავის მარცვლების მომწიფებას დაახლოებით იმდენივე დრო სჭირდება რამდენიც ლიმონს და მანდარინს - 6-8 თვე.მარცვლები ჯერ მწვანეა,გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად ისინი მოთეთრო ფერს იღებენ,შემდეგ წითლდებიან.ეს იმას ნიშნავს რომ სიმწიფის დრო მოახლოვდა.3 წლის ხეზე დაახლოებით 70-90 ნაყოფი მწიფდება,ანუ 140-180 მარცვალი.მათი გამოყენება შეიძლება ყავის მოსამზადებლად.მარცვლებს ჯერ ასუფთავებენ ქერქისგან და აშრობენ ღუმელში 70-80 გრადუსზე,შემდეგ კი 10 დღის განმავლობაში ქაღალდზე გაფენილი აგრძელებს შრობას.გამშრალი მარცვლები უნდა მოიხალოს ტაფაზე როგორც მზესუმზირა.მოხალული მარცვალი იღებს ყავისფერს.ყავის მომზადების შემდეგი პროცესი თქვენთვის უკვე ცნობილია,თუმცა გაითვალისწინეთ რომ შეძენილი მარცვლებისაგან განსხვავებით მათში 3-4-ჯერ მაღალია კოფეინის შემცველობა.გულით დაავადებული ადამიანებისათვის ასეთი ყავის დალევა არ შეიძლება.

საჭიროა ითქვას,რომ მხოლოდ მარცვლებისათვის არ ღირს ყავის ხის გაზრდა,მაგრამ ბუნების მოყვარულებს შორეული ტროპიკების სტუმარი მრავალ ამაღელვებელ მომენტს აჩუქებს და დაეხმარება უკეთ შეიცნონ მცენარეთა ცხოვრება.

თარგმანი: ლ.ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის
 

02 April 0 2 381
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно