პიონის მოვლა

გამოცდილი მებაღეების რჩევით თუ დავიცავთ პიონის მოვლის ძირითად წესებს,პიონი ერთიდაიმავე ადგილზე შეიძლება 20 წელი იზრდებოდეს,ამასთან ის არ დაკარგავს თავის დეკორატიულ თვისებებს.ეს გვაძლევს დიდ სტიმულს,რომ ჩვენი მშვენიერი ბინადრებისათვის შევქმნათ ზრდის ოპტიმალური პირობები.

მარტში - თუ გაზაფხული ნაადრევად დადგა,მაშინ შესაძლოა პიონის ბუჩქებმა ზრდა მარტშიც დაიწყონ.ასეთ დროს მას უნდა მიეწოდოს პირველი კვება,ამ დროისათვის უკეთესია აზოტიანი სასუქის მიცემა (20-30 გრ. ამონიუმის ნიტრატი ერთ ბუჩქზე). სასუქი ნადნობ წყალთან ერთად შეიწოვება ნიადაგში.

როდესაც ყინვების საშიშროება გადაივლის ხეპიონებს საფარი უნდა მოეხსნას.

თოვლის დადნობის შემდეგ,ნიადაგში ტენის შესანარჩუნებლად აუცილებელია ბუჩქების გარშემო მიწის გაფხვიერება.იმისათვის რომ ნიადაგზე წყლის გაშრობის შემდეგ არ წარმოიქმნას ქერქი,რაც აძნელებს ფესვებთან ჟანგბადის მიწოდებას,ბუჩქების გარშემო ნიადაგს უნდა დააფინოთ ტორფის მულჩა,ნეშომპალა ან გაცრილი კომპოსტი.

არცთუ იშვიათად წლის დასაწყისში ბაზრებში ან მაღაზიაში პიონის ძირები იყიდება.გაითვალისწინეთ,რომ მათი დიდხანს შენახვა არ შეიძლება,როგორც კი თოვლი გადნობას დაიწყებს ძირები უნდა ჩარგათ გრუნტში.თუ გაზაფხულზე ჩარგვა დაგიგვიანდებათ,ჩარგეთ პიონები 40-50 სმ. კონტეინერში და ჩაფალით ბაღში აგვისტოს ბოლომდე,ან სექტემბრის დასაწყისამდე.

აპრილში - თოვლის აღების შემდეგ საჭიროა მულჩის მოცილება და ძველი ყლორტების მოჭრა,თუ ისინი შემოდგომით არ მოაცილეთ.ამის შემდეგ მორწყეთ ნიადაგი კალიუმპერმანგანატის ხსნარით (მარგანცოვკა),ერთ სათლ წყალზე 2 გრ კალიუმპერმანგანატი.

მნიშვნელოვანია! 

პიონებს საფარი ფრთხილად უნდა მოხსნათ,რომ არ დააზიანოთ ახალგაზრდა ყლორტები,ამ პერიოდში ისინი ძალიან მტვრევადია.

ახალგაზრდა ყლორტების წამოზრდის შემდეგ უნდა ჩატარდეს პროფილაქტიკური შესხურება 1%-იანი ბორდოს ხსნარით.პირველად - ვეგეტაციის დასაწყისში,მეორედ კი 10-12 დღის შემდეგ.

ხეპიონებს უნდა მოაჭრათ ძველი,გამხმარი ტოტები.

მაისში - მაისის დასაწყისში ბუჩქებს გაუფხვიერეთ ძირები და მოაშორეთ სარეველები.

მნიშვნელოვანია!

მცენარის გარშემო არე ფრთხილად უნდა დამუშავდეს,რომ არ დააზიანოთ ფესვთა სისტემა - არაუმეტეს 7 სმ.სიღრმეზე.

ამ თვეში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნიადაგის დატენიანება,რადგან ამ პერიოდში პიონები აქტიურად იზრდება,ინვითატებს კვირტებს,ასევე ღეროებზე ისახება მომავალი კვირტები.ამიტომ პიონებს ყოველკვირეულად რწყავენ უხვად  - 3-4 სათლი ერთ ბუჩქზე.

ბუტონიზაციის პერიოდში მორწყვასთან ერთად აუცილებელია მიეწოდოს სასუქი: 8-10 გრ აზოტი,10-15 გრ კალიუმი,15-20 გრ ფოსფორი მოქმედი ნივთიერება ერთ ბუჩქზე.

თუ პიონებს თაიგულებისთვის,ანუ მოსაჭრელად ზრდით,მაშინ ტოტზე ერთის გარდა ყველა კვირტი უნდა მოაცილოთ.

ზოგჯერ მაისში სიცივეები დგება.მისათვის რომ მცენარე სიცივისაგან დაიცვათ გადააფარეთ მას ლუტრასისლი ან ნებისმიერი სხვა საფარი.

ივნისი - პიონების აქტიური ყვავილობის პერიოდია.მსხვილი ყვავილის ჩამოსაყალიბებლად ტოტიდან უნდა მოაცალოთ გვერდითა კვირტები,ერთის გარდა.

მძიმე,ხუჭუჭაყვავილიანი  და სუსტი საყვავილე ღეროს მქონე ჯიშებისათვის,უნდა დააყენოთ საყრდენები,იმისათვის რომ ტოტები მიწაზე არ დაწვეს.

მორწყვა განაგრძეთ უხვად.მორწყვის მეორე დღეს გააფხვიერეთ ნიადაგი ბუჩქის გარშემო და საჭიროების შემთხვევაში მოაცალეთ სარეველები.

თუ ამ პერიოდში შენიშნავთ რაიმე დაავადების ნიშნებს,მიიღეთ ზომები.

იმისათვის რომ მცენარემ არ დაკარგოს ძალა და არ გამოიფიტოს რეგულარულად მოაცალეთ უკვე დაყვავილებული ყვავილები.

დაიმახსოვრეთ! - ყვავილებს ძირში ნუ მოჭრით,დაუტოვეთ 2-3 ფოთლიანი ტოტი,რომ პიონებმა მომავალ სეზონზეც გაგახაროთ თავისი ყვავილებით.

თუ თქვენ არ მოგწონთ პიონის კვირტებზე მოსეირნე ჭიანჭველები,მოასხურეთ ბუჩქის გარშემო ნიკოტინსულფატის ძლიარი ხსნარი.მაგრამ თუ თქვენ ხალხურ საშუალებებს ანიჭებთ უპირატესობას,მაშინ გამოიყენეთ ნიორი - წაუსვით ის ყვავილის ღეროებს და ჭიანჭველები აღარ მიეკარებიან.

ივლისში - განაგრძეთ უხვი მორწყვის რეჟიმი,განსაკუთრებით მაშინ თუ გვალვები დადგა.

მოაჭერით ყველა დამჭკნარი ყვავილი,თუ თქვენ არ გსურთ პიონის თესლის აღება.ასევე აუცილებლად უნდა მოიჭრას ვირუსული ან სოკოვანი დაავდაების ნიშნების მქონე ღეროები,ჟანგით დაავადებული ფოთლები.მათი ცნობა ძნელი არაა: ასეთ ფოთლებს ყავისფერი ლაქები ეტყობა.

ყვავილობიდან ორი კვირის შემდეგ ხდება სასუქის მესამედ მიწოდება.ამ პერიოდში სასუქი საჭიროა მცენარის ჯანსაღი კვირტების ჩამოსაყალიბებლად.ამ დროს გამოიყენება ფოსფორ-კალიუმიანი სასუქები (5-20 გრ ფოსფორი და 10-15 გრ კალიუმი). სასუქის შეტანა უმჯობესის მორწყვასთან ერთად.ამისათვის გამოიყენება თხევადი სასუქები მოკლევადიანი მოქმედებით.რეკომენდებულია მშრალი გრანულებიც,რომლებიც ნიადაგში ღრმად იყრება ბუჩქის ძირში.

ფაქტი! 

8 წელს მიღწეული პიონები მოითხოვენ დიდი რაოდენობით მინერალებს: დოზებს უმატებენ ბუჩქის ასაკის ზრდასთან ერთად.

აგვისტოში  - აგროვებენ თესლს და მაშინვე თესავენ წინასწარ მომზადებულ კვლებში - ახალგაზრდა ნერგები უკვე მომდევნო გაზაფხულზე გამოჩნდება.

გრძელდება ბუჩქების მორწყვა,განსაკუთრებით მშრალ ამინდებში,ეს უზრუნველყოფს კარგ ყვავილობას მომდევნო წელს.

ადრემოყვავილე პიონებს ეჭრება გაყვითლებული ფოთლები.

ცივ რეგიონებში (აუცილებლობის შემთხვევაში) აგვისტოს ბოლოს ხდება ბუჩქების დაყოფა და გადარგვა სასურველ ადგილზე.

სექტემბერში - თუ ფოთლები უკვე ხმობას იწყებს საჭიროა შეუდგეთ ბუჩქის გადაჭრას.მოჭრილი ღეროები მოაგროვეთ და დაწვით.ბუჩქის გარშემო იყრება ძვლის ფქვილი და ნაცარი.

სექტემბერი კარგი პერიოდია პიონების გამრავლებისათვის.ბუჩქები რომლის გაყოფასაც აპირებთ ამოთხარეთ,დაყავით და გადარგეთ ახალ ადგილზე.

ოქტომბერ-ნოემბერში- ამ დროს ხდება პიონის ბუჩქების ზათრისთვის მომზადება: ჰიბრიდული ბალახოვანი პიონები,ახალი დარგული ბუჩქები და დათესილი კვლები საჭიროებს ზამთარში დაფარვას.ამისათვის იყენებენ ტორფს ან ნაძვის ტოტებს.ხეპიონებს ფესვთა სისტემას უფარავენ 20-25 სმ-იანი ტორფის ფენით,ტოტებს კი ლუტრასილით.

ბალახოვან პიონებს ეჭრება ტოტები,მიწის ზემოთ მხოლოდ მოკლე ღეროები უნდა დარჩეს,რამოდენიმე სანტიმეტრის სიმაღლის.ყველა მოჭრილი ღერო და ტოტი გაიტანეთ ბაღიდან და დაწვით,რადგან ისინი შესაძლოა რაიმე დაავადების წყარო გახდეს.ღეროს გადანაჭერებზე მოაფრქვიეთ ნაცარი.

დეკემბერში,იანვარში და თებერვალში - ამ პერიოდში პიონებს თოვლის ქვეშ სძინავთ,იდეალურია თუ თოვლის საფარი 30-40 სმ-ს აღწევს.ბალახოვანი პიონები კარგად იზამთრებენ,მათთვის ცუდია გახანგრძლივებული დათბობები,როდესაც ბუჩქების გარშემო მიწა თოვლისგან შიშვლდება.თუ ასე მოხდა,შეძლებისდაგვარად მოაგროვეთ თოვლი და მოაყარეთ ბუჩქებს.

თარგმანი: ლ.ჯერენაშვილი სალთხუციშვილის

 

02 April 0 10 235
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно