ქლოროფიტუმი - ყველაზე უპრეტენზიო ოთახის მცენარე



ქლოროფიტუმი (Chorofytum) - მრავალწლიანი ბალახოვანი ბუჩქი მწვანე ან თეთრ-მწვანე ვიწრო ფოთლებით,დაკიდული საჰაერო ულვაშებით,რომლის ბოლოებშიც ახალი მცენარის პატარა როზეტები ვითარდება.გვხვდება თითქმის ყველა სახლსა და ბინაში.

როგორც გერანი,ქლოროფიტუმიც იზრდება ნებისმიერ გრუნტში,ნებისმიერი ზომის ქოთანში,მზეზე და ჩრდილში,გრილ და თბილ შენობაში,კარადაზე,მაცივარზე,პრაქტიკულად ნაბისმიერ ადგილზე.თუ მას ერთი თვე არ მორწყავთ,მოიწყენს,მოეშვება,მაგრამ არ გახმება.თუკი მორწყვას არ დაიშურებთ,ისეთ ფესვებს განივითარებს,რომ ქოთანში არ დაეტევა,გაზრდის მრავალ ‘’შვილს’’,რომ ფოთლების დიდმა მასამ ააორთქლოს ტენი.ქლოროფიტუმს ხორციანი ფესვები აქვს,მათში გროვდება ტენი.არასაკმარისი მორწყვის დროს მცენარე ცოცხლობს ფესვებში დაგროვილი მარაგის ხარჯზე.

თუ თქვენ ბევრი დრო არ გაქვთ ოთახის მცენარეების მოსავლელად,ან ხშირად გადიხართ სახლიდან რამოდენიმე დღით - იყოლიეთ ქლოროფიტუმი. როგორ? ეს ძალიან მარტივია! თუ ასეთი მცენარე გაქვთ სამსახურში,ან სადმე შეგხვდათ,საჭიროა მხოლოდ მოაცილოთ ‘’შვილი’’ - მცირე ზომის შვილეული მცენარე,რომელიც ვითარდება ულვშების ბოლოებზე.ნერგი პირდაპირ ჩარგეთ ნიადაგში ან წყალში ჩადეთ რომ ფესვი გამოიტანოს,შემდეგ კი გადარგეთ ქოთანში.მცენარის დაღუპვის ალბათობა ძალიან მცირეა!

ქლოროფიტუმის სამშობლოა - სამხრეთ აფრიკა,სადაც იგი იზრდება როგორც ეფიპიტური მცენარე - ხის ქერქზე.ადრე ქლოროფიტუმს მიაკუთვნებდნენ შროსანისებრთა ოჯახს,თუმცა თანმედროვე კვლევების მიხედვით ზოგი მას აგავისებრებს აკუთვნებს,ზოგი კი სატაცურისებრთა ოჯახს.

ზრდასრული ქლოროფიტუმი დიამეტრით 50 სანტიმეტრს აღწევს და ამდენივეს სიმაღლეში.მისი გრძელი ფოთლები არის მწვანე,ღია მწვანე თეთრი ან კრემისფერი გრძივი ზოლებით.ბუჩქის ცენტრიდან კასკადად ეშვება 80-100 სანტიმეტრი სიგრძის ულვაშები,რომლებსაც ბოლოში ეზრდება პატარა ფოთლები და ყვავილები.ქლოროფიტუმს თეთრი ფერის ვარსკვლავის მსგავსი ყვავილები აქვს,რომლებიც დაყვავილების შემდეგ ფოთლებად გადაიქცევა და ინვითარებს საჰაერო ფესვებს.                           ქლოროფიტუმის სიცოცხლის ხანგრძლივობა 10 წელზე მეტია.

სასარგებლო თვისებები - არსებობს მრავალი პუბლიკაცია ამ ოთახის მცენარის შესახებ,მას შეძლია სწრაფად და ეფექტურად გაწმინდოს ჰაერი მავნე მინარევებისა და გაზის ნამწვავსაგან.იგი აქტიურად შთანთქავს ადამიანისთვის მავნე ნივთიერებებს ჰაერიდან,ამიტომ მას ხშირად ათავსებენ სამზარეულოში,სადაც გაზის ქურა დგას.შესაძლოა მიზეზი იმაში მდგომარეობს რომ ის სწრაფად იზრდება,მისი ფოთლების საერთო ფართობი საკმაოდ დიდია და ის გამოყოფს დიდი რაოდენობით ჟანგბადს.მთავარი კი ისაა,რომ ქლოროფიტუმს ‘’შეუძლია’’ იკვებოს ჰაერიდან,ნორმალური განვითარებისათვის კი მას ესაჭიროება აზოტის მჟავები,ფორმალდეჰიდი და მრავალი სხვა ადამიანისათვის მავნე შენაერთები.რასაც იგი ჰაერიდან შთანთქავს.

ტემპერატურა. ოპტიმალური ტემპერატურაა 15-18 გრადუსი ცელსიუსით.უძლებს ტემპერატურის დაწევას 8 გრადუსამდეც.

განათება. კარგად იზრდება სინათლეზეც და ნახევრად ჩრდილშიც.სინათლეზე ფოთლები უფრო მკვეთრი ფერის უხდება.

ტენიანობა. განსაკუთრებულ როლს ტენიანობა არ თამაშობს.მცენარე საკმაოდ მდგრადია ოთახის მშრალი ჰაერის მიმართ.შესხურება აუცილებელი არ არის,მაგრამ იმისათვის რომ ფოთლები მტვრისაგან გასუფთავდეს,თვეში ერთხელ მოუწყეთ მას თბილი შხაპი (25OC). ფოთლების გაწმენდა საჭირო არ არის - ისინი ადვილად იმტვრევა.ქლოროფიტუმს ზამთარში კვირაში ერთხელ რწყავენ,ზაფხულში ყოველ მესამე დღეს.

კვება. კვება მიეწოდება აპრილიდან ოქტომბრამდე,თვეში ერთხელ,მინერალური სასუქის სახით.

გადარგვა. ქლოროფიტუმი უნდა გადაირგას როდესაც ფესვები ქოთნიდან ზემოთ ამოიწევს.გადარგვა ხდება გაზაფხულზე 1-2 წელიწადში ერთხელ.

ნიადაგი. მცენარე არ არის მომთხოვნი ნიადაგის მიმართ.კარგად იზრდება ნიადაგის ნარევში რომელიც შედგება: 3 წილი კორდის მიწის, 2 წილი ფოთლოვანი ტყის მიწის და 1 წილი ქვიშისაგან.

გამრავლება. მისი გამრავლება ძალიან ადვილია: მიწაში პირდაპირ ირგვება შვილეული როზეტი,რომლებიც ვითარდება საჰაერო ულვაშების ბოლოებზე - ისინი ადვილად და სწრაფად იზრდებიან.ქლოროფიტუმის გამრავლება შესაძლებელია ბუჩქის დაყოფითაც.

დაავადებები და მავნებლები. ავადდება ტრიფსებით.პროფილაქტიკას წარმოადგენს მცენარის გარშემო მაღალი ჰაერის ტენიანობის შენარჩუნება,მისი რეგულარული დათვალიერება.

ტრიფსებთან ბრძოლის მეთოდები - გამოიყენეთ  ბუგრების საწინააღმდეგო ინსექტიციდი დაავადების პირველივე ნიშნების შემჩნევისას და განმეორებით დაამუშავეთ 4-ჯერ, 8 დღიანი ინტერვალებით.შეაჭერით დაზიანებული ფოთლები.გამოცდილება გვიჩვენებს რომ ტრიფსებს აფრთხობს ნაფტალინი,შეგიძლიათ დააწყოთ რამოდენიმე ბურთულა,დაავადებისადმი  ყველაზე მეტად მიდრეკილი მცენარეების სიახლოვეს.

თარგმანი: ლ.ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის

 
11 March 0 4 281
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно